ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » საქართველოში მობინადრე ცხოველები    

ირემი

ზურაბ გურიელიძე

ძნელია, წარმოიდგინო ცხოველი, რომელიც ადამიანის ცნობიერებაში უფრო დადებით ასოციაციებს იწვევს, ვიდრე ირემი. ხშირად ბუნების სილამაზეზე საუბრისას თვალწინ წარმოგვიდგება მთაზე ამაყად მდგომი ქორბუდა ირემი. ადამიანმა ეს ცხოველი მრავალი ეპითეტით შეამკო. სხვადასხვა ხალხი საოცარ ერთსულოვნებას იჩენდა ამ ეპითეტების მოგონებისას - ტყის მეფე, ბუნების მშვენება, ქორბუდა და სხვა. მრავალი მითები და ლეგენდები შექმნილა ირემზე და ყოველი მათგანი მის სილამაზეს ეძღვნებოდა.

ბერძნულ მითოლოგიაში ირემი არტემიდეს, აფროდიტეს, ათენას და აპოლონის წმინდა ცხოველად ითვლებოდა. ინდური ღმერთი შივა ირმის ტყავში იყო გახვეული, ხოლო ინდური პანთეონის ქარის ღვთაება ირემზე იყო ამხედრებული. ძველი კელტებისა და გალების კეთილდღეობის, ნაყოფიერებისა და ცხოველთა მფარველი ღვთაება კერნოონოჰსი შუბლზე ირმის რქებს ატარებდა. გარდა ამისა, კელტურ მითოლოგიაში მიცვალებულთა სულები ირემს გადაჰყავდა სხვა სამყაროში - ანვნში. ასევე რქებით იყო შემკული ანგლო-საქსების ტყის მფარველი ღვთაება ჰერნიც. ქალღმერთ ფლიდასის ეტლში ირემი იყო შებმული.

აცტეკების ნადირობის ღმერთის მიქსკოატის თანმხლებიც ირემი იყო. საკმაოდ ხშირად ფიგურირებს ირემი ქართულ ფოლკლორშიც. აქ ირემი ხან გმირებს ზრდის, ხანაც ეხმარება გაჭირვების დროს.


ხარირემი. ფოტო გ. დარჩიაშვილისა

მხატვრულ ლიტერატურაშიც ძალიან ხშირად ძირითად პერსონაჟად გვევლინება, საკმარისია გავიხსენოთ ზალტენის „ბემბი". ადამიანის კეთილგანწყობა მის სამეცნიერო (ლათინურ) სახელწოდებაშიც გამოიხატა და ლინემ მას კეთილშობილი ირემი უწოდა - Cervus elaphus.

მცირეოდენი რამ ირმის შესახებ:

ირემი წყვილჩლიქოსანთა (Arthyodactila) რიგს მიეკუთვნება. მისი მთავარი დამამშვიდებელი და ამდენი ლეგენდების სულიჩამდგმელი დატოტვილი რქები მხოლოდ მამრს-ხარს აქვს. მდედრი ანუ ფური სრულიად ურქოა. ირმის გამრავლების პერიოდი შემოდგომაა (სექტემბერ-ოქტომბერი) და ამ პერიოდს მყვირალობა ეწოდება. მყვირალობამდე ხარი მარტო ცხოვრობს, ფურები კი ჯგუფებად არიან გაერთიანებულნი. მყვირალობის დროს ხარები პირველ რიგში ინაწილებენ ტერიტორიას, რომელსაც ნიშნავენ ხეებზე რქების ხახუნით. გარდა ამისა, თვალთან მათ ეხსნებათ ჯირკვლის სადინარი, რომლის საშუალებითაც სპეციფიკურ მძაფრსუნიან ნიშანს ტოვებენ ხის ტოტებზე. ასეთ ნიშნებს ორი ფუნქცია აქვთ: გააფრთხილონ სხვა ხარები, რომ ტერიტორია დაკავებულია და მოიზიდონ ფურები. ამ ნიშნებს ემატება ისიც, რომ ხარი ამ დროს განუწყვეტლივ ბღავის, რაც დამატებით გამაფრთხილებელ სიგნალს წარმოადგენს მეტოქე ხარებისთვის. თუ რომელიმე ხარმა დაარღვია საზღვარი, „მასპინძელ" ხარსა და „სტუმარს" შორის იმართება ორთაბრძოლა, რომელსაც ტურნირი ეწოდება. ტურნირის დროს მეტოქეები თავდახრილები დგანან ერთმანეთის წინაშე და ერთმანეთს აფასებენ. თუ რომელიმემ ვერ გაუძლო და ჩათვალა, რომ მეტოქე უფრო ძლიერია, ის უბრძოლველად ტოვებს ტერიტორიას; ხოლო თუ თანაბარი ძალის მეტოქეები არიან, მაშინ იმართება ბრძოლა, ისინი რქებით ეჯახებიან ერთმანეთს მანამდე, სანამ ერთ-ერთი თავს დამარცხებულად არ იგრძნობს. დამარცხებული გადის ტერიტორიიდან, გამარჯვებული კი რჩება და ბრუნდება ფურებთან. ერთ ხარს ჩვეულებრივ რამდენიმე ფური ჰყავს. ხართან მყოფი ფურების ერთობლიობას ჰარემი ეწოდება. ჰარემში შეიძლება იყოს სამი ან ბევრად უფრო მეტი ფური. რაც უფრო ძლიერია ხარი, მით უფრო დიდი ჰარემი ჰყავს, რადგან ტურნირის დროს დამარცხებული ფურების გამარჯვებულს რჩება. აქვე არიან აგრეთვე ნუკრები და ის ახალგაზრდა ხარები, რომლებიც ჯერ კიდევ არ მონაწილეობენ გამარჯვებაში. გარდა ამისა, აქვე ტრიალებენ ის ხარებიც, რომლებიც დამარცხდნენ და ჰარემის გარეშე დარჩნენ. ისინი არ ბღავიან და ამიტომ მათ ჩუმი ხარები ეწოდებათ. ჩუმი ხარები ელოდებიან მომენტს, რომ უყურადღებოდ დარჩენილი ფური დაისაკუთრონ. მაგრამ, როგორც კი იგრძნობენ „მეპატრონის" ანუ ალფა ხარის მოახლოებას, სწრაფად გაქცევით შველიან თავს. მყვირალობის დამთავრების შემდეგ ხარები ისევ მარტოულ ცხოვრებას იწყებენ და ამავე დროს კარგ საძოვრებს მდედრებს უთმობენ, რომლებიც ნუკრებსა და ახალგაზრდა ხარებთან ერთად ჯგუფურად ცხოვრებას განაგრძობენ. ირმის მაკეობა 8 თვეს გრძელდება და ივნისში შობს ერთ ან (იშვიათად) ორ ნუკრს.

ირემი გაზაფხულზე რქებს იცვლის. რაც უფრო დიდია რქები, მით უფრო ადრე ხდება მისი მოცვლა. ე.ი. ჯერ დიდი ხარები იცვლიან და შემდეგ ახალგაზრდები. რქების ცვლა მარტში იწყება. მაისში კი ახალი რქები ამოდის, რომლებიც შემოსილია ხავერდისებული კანით და ამიტომ ირმის ცხოვრების ამ პერიოდს ხავერდოვანი პერიოდი ეწოდება. ხავერდით დაფარული რქები ნაზი და მგრძნობიარეა. ზაფხულში კანი ხმობას იწყებს და ირმები ცდილობენ, ხეებზე რქების ხახუნით მოიშორონ შემხმარი კანი. ამ დროს შეიძლება ნახოთ ირემი, რომელსაც კანი ფოჩებად ან გირლიანდებივით ჰკიდია რქებზე. შემოდგომისთვის რქები კანისგან თავისუფლდება და ისევ იარაღის ფუნქციას იძენს.

 

მტკვრის ჭალა გარდაბნის აღკვეთილში. ფოტო ზ. გურიელიძისა

მიუხედავად ირმის მიმართ ხალხის დიდი სიყვარულისა, ადამიანი მაინც ულმობლად ანადგურებდა მითებისა და ლეგენდების გმირს. ირემი დღეს საქართველოში ერთ-ერთი მცირერიცხოვანი სახეობაა. ერთ დროს ფართოდ გავრცელებული ცხოველი დღეს საქართველოში მხოლოდ სამ ადგილასაა შემორჩენილი: ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და გარდაბნის აღკვეთილში, თუ არ ჩავთვლით ერთეულ ინდივიდებთან შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ყველაზე მრავალრიცხოვანია ირემი ლაგოდეხის ნაკრძალში, თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ აქ მათი შენარჩუნების პრობლემა არ არსებობს.

საქართველოს არიდულ და სემიარიდულ ზონაში ირემი ფართოდ იყო გავრცელებული. იგი გვხვდებოდა ალაზნის, ივრისა და მტკვრის ჭალებში. აქედან ალაზნის ჭალებში, კერძოდ, ჭიაურის ჭალაში - ლაგოდეხის მახლობლად, XX საუკუნის 80-იან წლებშიც კი იყო შემორჩენილი. დღეს კი ამ ზონაში ირემი მხოლოდ მტკვრის ჭალაში-გარდაბნის აღკვეთილშია შემორჩენილი, ისიც ძალიან მცირე რაოდენობით (დაახლოებით 15 ინდივიდი). არსებობს ასეთი ცნება - მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პოპულაცია. იგულისხმება, რომ პოპულაციაში იმდენი ინდივიდი უნდა იყოს, რომ მან შეინარჩუნოს ცხოველმყოფელობა უსასრულო დიდი ხნის განმავლობაში. ეს სიდიდე რამდენიმე ასეული ინდივიდით უნდა განისაზღვრებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას გადაშენება ემუქრება. ასეთი ვითარებაა გარდაბნის აღკვეთილშიც. 15 ინდივიდი სრულიად ვერ უზრუნველყოფს პოპულაციის შენარჩუნებას, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ირმის პოპულაციაში სექსთა შეფარდება იდეალურ შემთხვევაში 1:4-თან არის, ანუ 1 ხარირემზე 4 ფურირემი უნდა მოდიოდეს. შეიძლება ითქვას, რომ გარდაბნის ირმის პოპულაცია განწირულია, თუ საიდანმე არ მოხდა ირმების შემოყვანა. ირმის გადაშენების რამდენიმე მიზეზი არსებობს.

პირველი გახლავთ განუწყვეტელი ნადირობა, უფრო სწორად, ბრაკონიერება, რადგან ირემზე ნადირობა საქართველოში აკრძალულია; მეორე ირმის საბინადრო ადგილების შემცირებაა. ტყეების ჩეხვისა და აგრეთვე შინაური პირუტყვის მიერ საძოვრების დაკავების გამო, ირემს აღარ დარჩა საცხოვრებელი ადგილები და სწორედ ამიტომ შემორჩა იგი მხოლოდ დაცულ ტერიტორიებში. ასეთ დაქუცმაცებულ საბინადრო ტერიტორიას ფრაგმენტირებული არეალი ეწოდება, და სახეობის გადაშენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სანამ ირემი ჩვენში მრავალრიცხოვანი იყო, მისი პოპულაციები ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი და სახეობას საფრთხე არ ემუქრებოდა, ინდივიდები მიგრირებდნენ სხვადასხვა პოპულაციებს შორის, ხდებოდა გენთა ცვლა, რომელიმე ადგილას არახელსაყრელი პირობების დროს მათ შეეძლოთ, გადაენაცვლათ უფრო ხელსაყრელი პირობებისკენ, რითაც მთელი პოპულაცია ინარჩუნებდა ცხოველმყოფელობას.

ასეთ გადასაადგილებელ მონაკვეთებს სამიგრაციო დერეფნები ეწოდება. ამ სამიგრაციო დერეფნებს წარმოადგენდა ჭალის ტყეებს, რომლებიც მდინარეების გასწვრივ მდებარეობდა. ჭალის ტყეების საშუალებით ირმები და სხვა ცხოველებიც შეუფერხებლად გადაადგილდებოდნენ. გაუვალი ჭალის ტყე კარგად იცავდა მათ. დღეს კი, როცა ჭალის ტყეები ცალკეული კუნძულების სახით არის შემორჩენილი, მათ ბიოლოგიური დერეფნის ფუნქცია დაკარგული აქვთ. ღია ადგილებში ირმები, როგორც წესი, ბრაკონიერების მსხვერპლნი ხდებოდნენ. ჭალის „კუნძულების" პატარა ფართობი კი ვერ უზრუნველყოფს რამდენიმე მნიშვნელოვანი პოპულაციის შენარჩუნებას. შემორჩენილი ჭალის ტყის ფრაგმენტებიდან ყველაზე დიდი გარდაბნის აღკვეთილის ჭალაა და სწორედ ამიტომაც მხოლოდ აქ შემორჩა ირმის მცირერიცხოვანი პოპულაცია.

თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, მალე საქართველო ამ მშვენიერი ცხოველის გარეშე დარჩება. საქართველოში, განსაკუთრებით კი ჭალის ტყეებში, ირმის პოპულაციის აღდგენა-შენარჩუნებისთვის სპეციალური მრავალწლიანი პროგრამის განხორციელებაა საჭირო.                                              


წყარო: http://www.nplg.gov.ge
კატეგორია: საქართველოში მობინადრე ცხოველები | დაამატა: giohunt1982 (01.04.2013)
ნანახია: 18017 | კომენტარი: 8 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 8
0   Spam
7 vladi   (02.04.2013 18:23:10) [მასალა]
არა გიო აქაც ბევრნაირი კეთილშობილური ირემია განსხვავება უფრო ზომით და რქებით არის არსებობს ევროპული ორი ჯიში რომელსაც ნაკლები დაბოლოებები აქ და უფრო გრძელი და მსხვილი რქის დანაყოფები აქ კიდევ არის იდენტური მაგრამ გაშლილი რქებით ანუ გულის ფორმა არ აქ რქებგასლილი ასე ეძახიან ევროპული ტანით უფრო აღემატება სხვა დანარჩენს თითო რქის წონა 8კილომდე აღწევს კავკასიურის 4ხი 5კილომდე ასრომ გამოდის ყველაზე სასურველი ტროფეო ჩვენს კავკასიურ ირემს ქონია გულის ფორმა. ასევე ახალ ზელანდიაშიც არის კეთილშობილის ჯიში მაგრამ არცეთ ჯიშ არ გავს 23 gimili

0   Spam
8 giohunt1982   (02.04.2013 18:46:53) [მასალა]
ხო, მცირე სახესხვაობაში მაგას ვგულისხმობ, ზომებში და რქების ზომებში განსხვავებას, ახალ ზელენადიურ კეთილშობილ ირემს თითქოს ლომივით აქვს ფაფარი gimili

0   Spam
6 giohunt1982   (02.04.2013 17:54:28) [მასალა]
კეთილშობილი ირემი, ზოგადად ერთნაირი იქნება, ყველგან(ნუ ალბათ მცირე სახესხვაობით). რავიცი ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა...

0   Spam
5 vladi   (02.04.2013 17:51:14) [მასალა]
ვაა აფლოლიტურად იდნტურია ტანიც ფერიც რქების მოყვანილობაც და ფორმაც ამ ფორმას გულის ფორმას ეძახიან 166 166

0   Spam
3 vladi   (02.04.2013 17:16:26) [მასალა]
გიო რა მაინტერესებს ეს სურათები საქართველოშია გადაღებული თუ ისე მაგალითისთვის მოიყვანე იმითომ რომ მაინტერესებს კავკასიური ირმის ანატომია ანუ შეხედულება და ფორმა როგორც ტანის ისევე რქების ,ამ შურათზე რომ ირმებია მაგრად ჩავოგავს აქაურ ევროპულ კერძოდ იბერიულ პირინეოს ესპანურ ჯიშს და ტუ ასე არაა მაინტერესებს რა განსხვაზებაა პირინეოს მთის ირემს და კავკასიურს შორის 23

0   Spam
4 giohunt1982   (02.04.2013 17:39:38) [მასალა]
ბოლო, სურათზე ნამდვილად, კავკასიური კეთილშობილი ირემია gimili

0   Spam
2 giohunt1982   (02.04.2013 15:53:44) [მასალა]
მართალი ხარ! მხოლოდ მოქმედების და მუშაობის სურვილია საჭირო და 10 წელიწადში, დღევანდელთან შედარებით რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გვექნებოდა საქართველოში. ადამიანმა თუ არ შეუწყო ხელი, ირემის პოპულაციის გაზრდას,ისე ირემს გამრავლება არ უწერია საქართველოში!

+1   Spam
1 vladi   (02.04.2013 15:07:30) [მასალა]
კარგია ეს დალოცვილი ნეტა რამეც მოიმოქმედებდეს ახალი მთავრობა ამ მშვენების გასამრავლებლად 10 წლიანი პროექტიც ეყოფა გასამრავლებლად მალე მრავლდება რამემ ხელითუ არ შეუშალა 23

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика