ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » საქართველოს ფლორა    

საქართველოს ბიომრავალფეროვნება
 

საქართველოს დაცული ტერიტორიების ფლორა



   საქართველოში გავრცელებული მცენარეების 4130 სახეობიდან, დაცული ტერიტორიების მცირე ფართობზე 3000–ზე მეტი სახეობის მცენარე გვხვდება, მათ შორის, 300-მდე კავკასიისა და საქართველოს ენდემია. ენდემიზმის მაღალი დონით გამოირჩევა მაღალი მთისა და კოლხეთის დაბლობის დაცული ტერიტორიები. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75 % ტყითაა დაფარული, სადაც წარმოდგენილია საკმაოდ ვრცელი წიწვოვანთა მასივები და ფართოფოთლოვანების მნიშვნელოვანი ეკოსისტემები.

ზოგიერთი დაცული ტერიტორია იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი და ენდემური მცენარეების უკანასკნელი, ლოკალური და უნიკალური ჰაბიტატის დასაცავადაა შექმნილი, მათ შორის აღსანიშნავია: იმერული მუხა(Quercus imeretina) და გრძელყუნწა მუხა(Quercus pedunculipholia), ძელქვა (Zelcova carpinifolia), უთხოვარი (Taxus baccata), კოლხური ბზა (Buxus colchica), საკმლის ხე (Pistacea mutica), მაღალმთის ნეკერჩხალი (Acer trautvetteri ), წაბლი (Castanea sativa), აკაკი (Celtis caucasica), სახოკიას ბერყენა (Pyrus sachokiana), ევფრატის ვერხვი (Populus euphratica) და სხვა.

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალში მესამეული პერიოდის დენდროფლორის რელიქტის - უთხოვრის (Taxus baccata) დაახლოებით 240 ჰა ფართობზე წარმოდგენილი ეკოსისტემა. მსოფლიოს მასშტაბით, სადაც უთხოვრების ასაკი დაახლოებით 1500 წლით არის განსაზღვრული, იშვიათობას წარმოადგენს და განსაკუთრებით მზრუნველობას და დაცვას საჭიროებს.

ამავე დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ კი ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალში, ძელქვის საკმაოდ მოზრდილი კორომია გავრცელებული, რაც ასევე იშვიათობას წარმოადგენს. ძელქვა გაფანტულად და ერთეული ეგზემპლარების სახით აჯამეთის აღკვეთილსა და სათაფლიას სახელწმიფო ნაკრძალში გვხვდება.

იმერული მუხის - საქართველოსა და იმერეთის ენდემის საკმაოდ ვრცელი კორომი წარმოდგენილია აჯამეთის აღკვეთილში. იგი გადაშენების საფრთხის წინაშე მდგარი სახეობაა და განსაკუთრებულ მზრუნველობას მოითხოვს. მისი ცალკეული ეგზემპლარები სხვა დაცულ ტერიტორიებზეც შეიძლება იქნას ნანახი.

ჭალის მუხისა და კაკლის მასივები კი მდინარის ნაპირა ჭალის ტყეებშია გავრცელებული და კაკლის ყურის ბუნების ძეგლსა და გარდაბნის აღკვეთილში გვხვდება.

ასევე თვალშისაცემია კოლხური ბზის მასივები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ქვეტყის სახითაა წარმოდგენილი: სათაფლიას ნაკრძალში, კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, ბორჯომ-ხარაგაულის, მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებში, იშვიათად კი - თბილისის ეროვნულ პარკში.

ასევე მიზანშეწონილია აღინიშნოს, მტირალას ეროვნულ პაკრში მდინარე ნამწვავისწყლის ხეობაში არსებული მცენარეთა კომპლექსი „შქერიანი“, რომელიც პონტოს, სმირნოვის და უნგერნის შქერის, იელის, ასევე პონტოს მუხის, ჭყორის, წყავის და პონტოს თაგვისარას მცენარეთა თანასაზოგადოებას ქმნის. მათ სიახლოვეს გაულთეროიდული ეპიგეა იზდება, რომელიც საქართველოში მხოლოდ აქ გვხვდება და დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

თუშეთისა და ყაზბეგის მაღალმთიანეთი კი რადეს არყის სამფლობელოა და მისი მნიშვნელოვანი არეალი დაცულია სხვა არყების სახეობებთან ერთად.

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია კოლხეთის დაბლობის გუმბათოვანი ჭაობები (RAMSAR sites), რომელთა უნიკალურობა ნაწილობრივ სფაგნუმის 3 ისეთი სახეობითაა განპირობებული, რომლებმაც დასაბამი მისცეს ევროპის სფაგნუმების სახეობებს, ესენია: Spagnum imbricatum, Sp. palustre, Sp. acutiflium.

 

საქართველოს დაცული ტერიტორიების ფაუნა

 

ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული საქართველოს დაცული ტერიტორიები, რომელთა 75 % ტყითაა დაფარული, მრავალი ცხოველის საარსებო გარემოს წარმოადგენენ. დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების 90 სახეობა, რაც საქართველოს “წითელი ნუსხის” ცხოველთა სახეობების 67 %-ს შეადგენს. მათგან აღსანიშნავია: აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis Bl.), არჩვი (Rupicapra rupicapra L.), ნიამორი (Carpa aegagrus L.), კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus L.), მურა დათვი (Ursus arctos L.), ფოცხვერი (Lynx lynx L. ), წავი (Lutra lutra L.), აფალინა (Tursiops truncatus M.), მდინარის კალმახი (Salmo fario Linnaeus), რუსული ზუთხი (Acipenser gueldenstaedti ), კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica W.), კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi), გრძელყუნწა მღამიობი (Myotis bechsteinii Kuhl.), ევროპული მაჩქათელა (Barbastella barbastellus Schr.), კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus Güld.) და სხვა.

ხერხემლიანი ცხოველების 14 სახეობა კავკასიის ენდემია, ხოლო დაახლოებით 30–მდე კი გლობალური საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებია. აღსანიშნავია, რომ დაცულ ტერიტორიებზე, მსოფლიოს მასშტაბით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ფრინველთა 27 სახეობა გვხვდება. არსებული ინფორმაციის თანახმად კი, მთლიანად დაცული ტერიტორიები 314 სახეობის ფრინველის საბინადრო არეალს წარმოადგენენ.

ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, ჯეირანი და ჯიქი საქართველოსთვის სიმბოლური დატვირთვის მატარებელ ცხოველებად იყვნენ მიჩნეულნი. ამჟამად, ორივე სახეობა გადაშენებულია და დღესდღეობით ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მხოლოდ აზერბაიჯანიდან რეინტროდუცირებული ჯეირნების ნახვა არის შესაძლებელი. 2006-2007 წლებში, იმავე ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ფოტოხაფანგმა აზერბაიჯანიდან გადმოსული ჯიქი დააფიქსირა. მას შემდეგ ეს ჯიქი, რომელსაც „ნოე“ შეარქვეს, ფოტოხაფანგის საშულებით კიდევ რამდენჯერმე იქნა გამოვლენილი. ბოლო რამდენიმე წელია კი, ნოე ვაშლოვანში აღარ გამოჩენილა. მისი ისტორიული ადგილსამყოფელი მხოლოდ ვაშლოვანით არ შემოიფარგლებოდა და გასული საუკუნის 50-იან წლებში თუშეთსაც მოიცავდა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ნიამორი, კონკრეტულად კი ის სახეობა, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიიდან გადაშენდა და მხოლოდ 2007 წელს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ინიციატივით ნიამორის რეინტროდუქციის პროექტის ფარგლებში, ამ სახეობის სომხეთიდან შემოყვანა გახდა შესაძლებელი. ამჟამად, ნიამორები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აწყურის უბანზე არსებულ სპეციალურ ვოლიერში იმყოფებიან.

კეთილშობილი ირმის მნიშვნელოვანი პოპულაციები ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბინადრობენ, თუმცა მათი ერთეული ინდივიდები თბილისის ეროვნულ პარკსა და გარდაბნის აღკვეთილსაც აფარებენ თავს. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე აღნიშნული ცხოველის არც ერთი ინდივიდი არ დაფიქსირებულა, ხოლო 2013 წლის ზაფხულში ირმის საკმაოდ დიდი ჯოგის გამოვლენა მოხერხდა, რაც გაუმჯობესებული დაცვისა და სათანადო გარემოს შექმნის პირდაპირი შედეგია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ზოლიანი აფთრის არსებობა ჭაჭუნის აღკვეთილში, თუმცა ეს უკანასკნელი ბოლო წლების მანძილზე სულ უფრო იშვიათად გვხვდება.

კოლხეთის ეროვნული პარკის ზღვის აკვატორიის ნაწილი შექმნილია თეთრგვერდა დელფინის, ზღვის აფალინას და ზღვის ღორის დაცვის მიზნით, რომლებიც ზღვის სანაპიროსთან ახლოს ბინადრობენ. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ პარკის ამ ნაწილში საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობებია გავრცელებული, მაგალითად: ატლანტური ზუთხი, შავი ზღვის ორაგული, ფორეჯი, სვია და სხვა. ზუთხისებრთა წარმომადგენლები ქვირითობის დროს რიონის შესართავში იყრიან თავს, პალიასტომის ტბა კი, ოდითგანვე შავი ზღვის ლაგუნად ითვლებოდა.

იქტიოფაუნის თვალსაზრისით, ჯავახეთის დაცული ტერიტორიები საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ. ჯავახეთის ტბებში მრავალი სახეობის თევზი ბინადრობს და შესაბამისად, აქაური ტბები გადამფრენი და მობუდარი ფრინველებისათვის შესანიშნავ საარსებო გარემოს წარმოადგენენ. ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებსა და კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გადის ფრივნელთა მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი. ვარხვები, ჩვამები და წეროები აქ დომინანტი სახეობებია, თუმცა ასევე თვალშისაცემია ფრინველთა სახეობების მრავალფეროვნება.

მტაცებელი და ლეშიჭამია ფრინველების, როგორიცაა სვავი, არწივი და ორბი, საბინადრო ადგილები გადაშლილი ველები და ვიწრო კანიონები, მთის სერები და გაშლილი ხეობებია. ასეთი ადგილები უმეტესად თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, ყაზბეგისა და ალგეთის ეროვნულ პარკში, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, მათ შორის არწივის ხეობაში, ასევე ჭაჭუნის აღკვეთილში გვხვდება.

დაცულ ტერიტორიებზე არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მნიშვნელობის მრავალი ძეგლია დაცული. ყურადღების ღირსია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე განამარხებული სპილოს ბეჭის ძვალი და ზღვიური მოლუსკები, რომლებიც იმის მანიშნებელია, რომ ეს ტერიტორიები ოდესღაც წყლით იყო დაფარული და დღესდღეობით ზღვის ფსკერი ხმელეთის სახითაა წარმოდგენილი.

ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე უკანასკნელი წლების განმავლობაში გამოვლენილია: განამარხებული მასტოდონტის ჩონჩხის სხვადა სხვა ნაწილები: მეორე ეშვი, მხრის ძვალი, იდაყვისა და სხისვის ძვალი ბუნებრივ შესახსრებაში, ფალანგები, რამდენიმე მალა, ნეკნი. გარდა ამისა აღმოჩენილია სხვა განამარხებული ცხოველების სხეულის ნაწილები და ნეშტი: კერძოდ, რეპტილიების 2 სახეობის კუ: ბერძნული კუ (Testudo graeca), წყლის კუ (Emys sp.), ძუძუმწოვრებიდან: ცხენის წინაპრის ჰიპარიონის (Hipparion sp.), ძროხების (Tragocerinae indet.), შველის წინაპარი (Procapreolus cusanus) და სხვა.



წყარო: http://apa.gov.ge/ge/biomravalferovneba/saqartvelos-biomravalferovneba
კატეგორია: საქართველოს ფლორა | დაამატა: dudu-duda (21.01.2016) | ავტორი: დუდა
ნანახია: 2911 | ტეგები: ბიომრავალფეროვნება, საქართველოს | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика