ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ბუნებაზე [17]
საქართველოს ბუნება [8]
საქართველოს რეგიონები და ქალაქები [12]
საქართველოს მდინარეები [11]
საქართველოს ტბები [11]
საქართველოს წყალსაცავები, ტბორები [3]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ბუნება » საქართველოს წყალსაცავები, ტბორები    

თბილისის წყალსაცავი ”თბილისის ზღვა”

თბილისის წყალსაცავი, „თბილისის ზღვა", სამგორის წყალსაცავი, წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ივრის ზეგანზე, ქ. თბილისის ჩრდილო–აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების – ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას. ვრცელდება ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ექსპლუატაციაშია 1953 წლიდან. ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში განიერია, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ - ვიწრო. სიგრძე – 8,75 კმ, უდიდესი სიგანე 1,85 კმ. ფართობი 11,6 კმ2. წყლის მოცულობა 308 მლნ. მ³. უდიდესი სიღრმე 45 მ. საშუალო სიღრმე 26,6 მ. წყალსაცავის დონე გაზაფხულზე მატულობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე, სარწყავად წყლის ინტენსიური გამოყენების გამო, კლებულობს 7-10 მ-ით.

წყლის ზედაპირული ფენის საშუალო ტემპერატურა ნაპირთან მერყეობს 3,7°C-იდან (იანვარი-თებერვალი) 21,6°C-მდე (აგვისტო), მაქსიმალური ტემპერატურა 26,2°C. წყალსაცავზე უმეტეს შემთხვევაში ჰომოთერმიაა დამყარებული. ზოგჯერ ზამთრობით, წყნარ ამინდში სუსტად გამოსახული შებრუნებული ტემპერატურული სტრაფიკაცია, ხოლო ზაფხულობით - კარგად გამოსახული პირდაპირი სტრატიფიკაცია.

ყინულსაფარი წყალსაცავზე არ ჩნდება, ცივ ზამთარში წარმოიქმნება ყინულნაპირისი და თოში. ხშირი ქარების გამო იცის ღელვა. წყლის მინერალიზაცია 300-500 მგ/ლ შეადგენს. თბილისის წყალსაცავი ოლიგოტროფული წყალსატევია. საზრდოობს მდინარე ივრის წყლით, რომელიც მასში სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხით ჩადის. თბილისის წყალსაცავის წყალს იყენებენ სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისათვის, თევზის სარეწად, წყლის სპორტისათვის. წყალსაცავიდან წყალი გადის სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხითა და ღრმაღელის მაგისტრალური არხით.                             




თბილისის წყალსაცავის (თბილისის ზღვის) ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ

თბილისის ირიგაციული დანიშნულებისა და კომპლექსური გამოყენების წყალსაცავი შეიქმნა გასული საუკუნის 50-იან წლებში. წყალსაცავს წყალი მიეწოდება სიონის წყალსაცავისთ დარეგულირებული მდ. იორიდან ზემო სამგორის სარწყავი სისიტემის ზემო მაგისტრალური არხით. გასული საუკუნის 80-იან წლებში მწყობრში შევიდა ჟინვალის ჰიდროენერგეტიკული კომპლექსი, საიდანაც წყლის გარკვეული რაოდენობა ჟინვალის წყალსატარი გვიღაბით ასევე მიეწოდება თბილისის წყალსაცავს სასმელ-სამეურნეო დანიშნულებით. ამრიგად, თბილისის წყალსაცავი გამოიყენება ქვემო ქართლის მიწების მოსარწყავად, ქ. თბილისის წყალმომარაგებისთვის და რეკრეაციული მიზნებისთვის. აღსანიშნავია, რომ თბილისის წყალსაცავზე ფუნქციონირებს რამდენიმე თევზის მეურნეობა.


მიუხედავად იმისა, რომ თბილისის წყალსაცავიდან სასმელ წყალს იღებს დედაქალაქის რამდენიმე დიდი რაიონი, მასზე არ არის შემოსაზღვრული სანიტარიული ზონები, არ არის გათვალისწინებული წყალსაცავის წყალდაცვით ზონებში გათვალისწინებული ღონისძიებები. ხშირია შემთხვევები, როდესაც ახლო მდებარე სოფლებიდან ჩამორეკილი ნახირი წყალსაცავს იყენებს დასარწყულებლად, რის გამო პირუტყვები ჩადიან წყალში და აბინძურებენ მას. მდგომარეობას ბოლო წლებში ამძიმებდა თბილისის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროში და დასასვენებელ სახლში მაცხოვრებელი დევნილების მიერ შეტბორვის ზონაში დათესილი ყანების მორწყვა კანალიზაციის დაზიანებული მილებიდან გამოსული ფეკალური წყლები, რომლებიც ყოველგვარი გაწმენდის გარეშე ჩაედინებოდნენ წყალსაცავში. წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია ასევე ბინძურდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაყრილი საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სხვა სახის, ძირითადად პირადი მოხმარების ნაგვით.

ყოველივე აღნიშნულის გამო თბილისის წყალსაცავის აკვატორიაში დაიწყო წყალმცენარეების ინტენსიური ზრდა-განვითარება, რომლებიც ბოლო დროს გვხვდება პლაჟის ზონაში 20-30 სანტიმეტრს სიღრმეზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერ წყალსატევში წყალმცენარეების განვითარება ევთროფიკაციის პროცესის დასაწყისია, რომლის დროს წყალში არსებული ჟანგბადის დიდი ნაწილი შთაინთქმება წყალმცენარეების მიერ, საჭირო რაოდენობის ჟანგბადს ვეღარ იღებს იქტიოფაინა და წყლის სხვა ბინადარნი. იწყება მათი დაღუპვის გარდაუვალი პროცესი, რაც წყალმცენარეების განვითარებასთან ერთად იწვევს წყალსატევში ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობის ზრდას. ეს უკნასკნელნი კი მეტად საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან წყალმცენარეებით მდიდარი წყლის მოხვედრა ადამიანის ორგანიზმში იწვევს კუჭ-ნაწლავების, სასუნთქი ორგანოებისა და თვალების სერიოზულ დაავადებას მეტად არასასურველი შედეგების განვითარებით.

თუ გავითვალიწინებთ, რომ თბილისის წყალსაცავიდან სასმელ წყალს იღებს თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი და იგი წარმოადგენს დედაქალაქის ერთ-ერთ დასასვენებელ ადგილს, აუცილებელ პირობად მიგვაჩნია მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება თბილისის წყალსაცავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

 

 (წყალმცენარეები წყალსაცავში)


 

                             


წყარო: http://safespace-tbilisi.com/
კატეგორია: საქართველოს წყალსაცავები, ტბორები | დაამატა: giohunt1982 (13.05.2013)
ნანახია: 8375 | კომენტარი: 1 | ტეგები: წყალსაცავი, ”თბილისის, ზღვა”, თბილისის | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 msroleli   (14.05.2013 02:44:17) [მასალა]
ეს ყვეაფერი კაი მარა მაინც ყველას ფეხებზე კიდია განსაკუტრებიტ სახელმწიფოს და ყველაფერს შიდ ყრიან

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика