ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ბუნებაზე [17]
საქართველოს ბუნება [8]
საქართველოს რეგიონები და ქალაქები [12]
საქართველოს მდინარეები [11]
საქართველოს ტბები [11]
საქართველოს წყალსაცავები, ტბორები [3]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ბუნება » საქართველოს რეგიონები და ქალაქები    

მეგრული ენა

მეგრული ენა (მეგრ. მარგალური ნინა) ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ქართველური ენაა. მეგრული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს მიეკუთვნება. მას, ლაზურთან ერთად, ერთი ენის - ზანურის დიალექტადაც თვლიან. ამასთან, მეგრული და ლაზური უფრო ახლოსაა ქართულთან, ვიდრე თითოეული მათგანი - სვანურთან.

ქართულთან ერთად მეგრულს მშობლიურ ენად თვლის თითქმის 700.000 ქართველი, რომელთა უმრავლესობა საქართველოში სამეგრელოს მხარეში ცხოვრობს (460.000 ადამიანი), მხარე შედგება ოდიშის ზეგნისა და კოლხეთის დაბლობისაგან შავი ზღვის სანაპიროდან სვანეთის მთებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთით და მდ. ცხენისწყლამდე აღმოსავლეთით. მეგრულენოვანი მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა(40.000-ზე მეტი ადამიანი) სახლობს აფხაზეთის მხარეშიც. მეგრულენოვანი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა (100.000 ადამიანზე მეტი) ცხოვრობს საქართველოს დედაქალაქში. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ, აფხაზეთიდან დევნილი მეგრულენოვანი მოსახლეობის ნაწილი (დაახლ.50.000 ადამიანი) წავიდა რუსეთში და დღესაც იქ ცხოვრობს.

მეგრულ ენას დამწერლობის სტანდარტი არ გააჩნია და ძირითადად საოჯახო და არაფორმალურ მეტყველებაში გამოიყენება.

მეგრული ქართული ანბანით იწერება და მასში იხმარება მხედრული ანბანის 33–ვე ასო–ბგერა, და აგრეთვე ყრუ ბგერა „ჸ„ (მაგ. ჸუდე - სახლი, ჸორადილი - დამპალი, ჸუჯი - ყური და ა.შ.) და ირაციონალური ხმოვანი „ჷ"; უძველესი შემორჩენილი ტექსტები ძირითადად ეთნოგრაფიული ლიტერატურაა. 1930-38 წლებში რამდენიმე გაზეთი, მათ შორის "ყაზახიშ’ გაზეთი”, "კომუნა”, "სამარგალოშ’ ჩაი”, "სამარგალოშ’ თუთუმი” ”მახორხალი” იბეჭდებოდა მეგრულად. მოგვიანებით ენის აღორძინებისთვის გარკვეული სამუშაო ჩატარდა. ოთარ ქაჯაიას მიერ გამოიცა მეგრულ-ქართული ლექსიკონი და მეგრულ-გერმანული ლექსიკონი (ჰ. ფენრიხთან ერთად). ასევე გივი ელიავას მიერ გამოიცა მეგრულ-ქართული ლექსიკონი. მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში კაკა ჟვანიას მიერ ნათარგმნი და გამოცემულ იქნა ”ვეფხისტყაოსანი” მეგრულად.ლაშა გახარიას, გური ოტობაიას და გიორგი სიჭინავას მიერ გამოიცა წიგნები მეგრული პოეზიით. 2000 წელს გიორგი სიჭინავას რედაქტორობით დაიბეჭდა მეგრული ლიტერატურული ჟურნალი ”ირიათონი”, ხოლო 2006 წელს გაზეთი ”მაფშალია”, რომელსაც უძღვებოდა რამაზ კუპრავა.

მეგრული ენა ყველაზე უფრო ახლოს დგას ლაზურთან, რომელსაც ისტორიული პროცესების გამო ბოლო 1000 წლის წინ გამოეყო. ყველაზე ძველი მეგრული ტექსტების ჩანაწერი მე-19 საუკუნეს ეკუთვნის. 1880 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე ცაგარელმა გამოაქვეყნა თავისი მეცნიერული ნაშრომი "მეგრული ეტიუდები



წყარო: http://www.megrelia.ge
კატეგორია: საქართველოს რეგიონები და ქალაქები | დაამატა: IRAKLIG (28.03.2013)
ნანახია: 2500 | კომენტარი: 6 | ტეგები: მეგრული, ენა | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 6
+2   Spam
6 77777   (08.03.2014 16:28:24) [მასალა]
dudu-duda ირიათო ჯიმა!იფრელ მიცჰქუ მა ხოლოოო! gimili

0   Spam
5 giorgi1998   (08.03.2014 13:18:02) [მასალა]
მარგალეფ გეხარით არძაქ 39

0   Spam
4 Avci   (08.03.2014 04:57:39) [მასალა]
მარგალოფე გოგიხთატ მა ლაზი ვოე <3 166

0   Spam
3 cq   (30.03.2013 19:29:09) [მასალა]
მუსხი ვოპეტ ტე მარგალეფ 10 069

+1   Spam
2 mate23   (30.03.2013 18:52:35) [მასალა]
აბა მუ ჯიმა 10 10 10

+2   Spam
1 dudu-duda   (28.03.2013 13:45:56) [მასალა]
მარგალეფ ჯიმალეფ გეხარით ოშ წანას :* 23_30_126 23_30_126

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика