ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მტაცებელი ფრინველების ვეტერინარია [1]
მონადირე ძაღლების ვეტერინარია [23]
სხვა ცხოველების და ფრინველების ვეტერინარია [1]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ვეტერინარია » მონადირე ძაღლების ვეტერინარია    

როგორ გავუმკლავდეთ ძაღლის სპეციპიკურ სუნს
ძაღლის შეძენისას სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა. როგორც ცნობილია, ძაღლი სახლში უფრო ჰიგიენურია, ვიდრე ეზოში. გარეთ მცხოვრებს ძაღლს შეხება აქვს მეტნაკლებად დაბინძურებულ გარემოსთან, მისი თათების თუ ცხვირის გასუფთავებაც ვერ მოხდება ინტენსიურად, რადგან მას ვერ აუხსნით, რომ არ გაიაროს ტალახში, არ დაწვეს ჭუჭყიან ადგილას. როცა ძაღლი ოთახის პირობებშია, მისი ჰიგიენის დაცვა უფრო მოსახერხებელია. ამიტომ ძაღლის სახლში ყოლა ჰიგიენურად უფრო გამართლებულია. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია პარტონის დამოკიდებულება ძაღლის მიმართ, არის შემთხვევები, როდესაც პატრონი თავის ძაღლს უფლებას აძლევს თავისი თეფშიდან აჭამოს, ან ონკანიდან პირდაპირ დაალევინოს წყალი. ეს ჰიგიენური ნორმების დარღვევაა. ყველა ძაღლს თავისი საკუთრი ჭურჭელი და საწოლი უნდა ქონდეს, და მის გამოყენებას ლეკვობიდანვე უნდა მიეჩვიოს. რაც შეეხება პატრონის აბაზანით სარგებლობას, შესაძლებელია, თუ ძაღლის დაბანის შემდეგ აბაზანა კარგად გაიწმინდება. რაც შეეხება ძაღლის სუნს, არსებობს ჯიშები, რომლებსაც აქვთ დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი და ასევე ისეთი ჯიშები, რომლებსაც არ აქვთ სუნისკენ მკვეთრად გამოხატული მიდრეკილება. ნებისმიერ შემთხვევაში პატრონმა მაქსიმალურად უნდა დაიცვას ძაღლის ჰიგიენა. დაბანა ძაღლისთვის განკუთვნილი სპეციალური შამპუნით უნდა მოხდეს, რადგან ადამიანის შამპუნი ისეთი შემადგენლობისაა, რომ მისი გამოყენება ცხოველებთან რეკომენდებული არ გახლავთ. ასევე მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა ნებისმიერ შემთხვევაში, არც უყურადღებოდ დატოვება ვარგა და არც გადამეტებული ყოველდღიური დაბანა, ორივე შემთხვევაში ძაღლის ბეწვის საფარი ზიანდება, რაც სუნის წარმოქმნას უწყობს ხელს. თუ ძაღლის პატრონი ჰიგიენის ყველა ნორმას დაიცავს, დროულად დაბანს ძაღლს, გარეცხავს საყელოს და საფენს, სადაც ძაღლი წევს, სახლში ძაღლის სუნი არ იქნება.


წყარო:
კატეგორია: მონადირე ძაღლების ვეტერინარია | დაამატა: ბუთუთი (08.05.2012) | ავტორი: ბუთუთი E
ნანახია: 1960 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 gio1   (18.04.2013 00:35:37) [მასალა]
რამდენ ხანსჰი ერტხელ სჰეიდზლება ვაბანაოტ დზაგლი?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 10
    სტუმარი: 10
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика