ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მტაცებელი ფრინველების ვეტერინარია [1]
მონადირე ძაღლების ვეტერინარია [23]
სხვა ცხოველების და ფრინველების ვეტერინარია [1]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ვეტერინარია » მონადირე ძაღლების ვეტერინარია    

ძაღლის ჭირი

ძაღლის ჭირი – ეს არის მწვავედ მიმიდინარე ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიეთებს ციება, ლორწოვანი გარსების კატარი, პნევმონია, კანის ეგზანტემა, ნერვიული სისტემის დაზიანება. ეს დაავადება  მსოფლიოს ყველა კუთხეშია გავრცელებული. მისი აღმძვრელია

 ხორცისმჭამელთა ჭირის ვირუსი– პარამიქსოვირუსების ჯგუფიდან. ვირუსის ბაქტერიები არის ავადმყოფი ცხოველის სისხლში,ცხვირიდან გამონადენში,  ელენთაში, ტვინში და სხვ. ვირუსი ძალზე გამძლეა, გარემო პირობებისადმი. იმუნოლოგიური მონაცემებით ის ენათესავება მსხვილი რქოსანი პირუტყვის ჭირის და ჩუტყვავილას ვირუსებს.


ხორცისმჭამელთა ჭირი ემართებათ: ძაღლს, მგელს, მელიას, ტურას, ენოტს და სხვალეკვები ამ დაავადებით უფრო ადვილად ავადდებიან. იმუნიზირებული ძუს ლეკვები უფრო იშვიათად ავადდებიან. შედარებით გამძლე ამ დაავადების მიმართ არიან უჯიშო ძაღლები, ტერიერები და ერდელტერიერები. ნაკლებად მედეგები არიან სუფთა სისხლის ძაღლები: მონადირეები, გერმანული ნაგაზი, კავკასიური ნაგაზი, ციმბირული ლაიკა და სხვა.

დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს ორგანიზმის რეზისტენტობის(გამძლეობის) შემცირება, ნესტიანი ამინდები. ჭირი ძალზე ვერაგი დაავადებაა, თუ ძაღლმა ეს დაავადება გადაიტანა, ამის რეციდივი უკიდურედად იშვიათია. დაავადების წყარო არის: ავადმყოფი ან ახლადნაავადმყოფარი ძაღლი, აგრეთვე ძაღლები, რომელთაც აქვთ ეს დაავადება ინკუბაციურ პერიოდში. ჭირით ნაავადმყოფარი ძაღლები გამოყოფენ ვირუსს ორგანიზმიდან 2–3 თვე. დაავადების გავრცელება ხდება ასეთი ძაღლების შარდით, განავლით, გამონადენით თვალებიდან, ცხვირიდან და ნერწყვით. ასევე ავადმყოფის სხვადასხვა ინვენტარით. დამაინფიცირებლების ჯაჭვში შეიძლება ჩართული იყოს ადამიანი, შნაური ცხოველები. ვირუსი ორგანიზმში ხვდება სასუნთქი სისტემით, საჭნლის მომნელებელი ტრაქტით, ლორწოვანი გარსებით. ზოგჯერ ჭირი რთულდება სალმინელოზით, პნევმონიით. ხორცისმჭამელთა ჭირი რეგისტრირდება წლის ნებისმიერ დროს.

  დაავადების მიმიდინარეობა:

  ვირუსი ორგანიზმში ხვდება ზემოთ ჩამოთვლილი გზებით და ინკუბაციური პერიოდის შემდეგ იწყება ციება, მაღალი ტემპერატურა, ცოტა მოგვიანებით იწყება სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ლორწოვანი გარსისანთებითი პროცესები. დაავადების ბაქტერია შეიძლება მოხვდეს თავის და ზურგის ტვინში, რის შედეგად ირღვევა პერიფერიული და ცენტრალურინერვიული სისტემის ფუნქციები. ინკუბაციური პერიოდი 2 დღიდან 3 კვირამდე გრძელდება ზოგჯერ მეტიც.

დაავადების გამოვლინება სხვადასხვაგვარია, ის შეიძლება იყოს მკვეთრად გამოხატული ან ოდნავ შესამჩნევი. როგორც წესი დაავადება იწყება ტემპერატურის მომატებით. ანსხვავებენ დაავადების გამოვლინების 4 ფორმას:კანის, ნაწლავურ, ფილტვების და ნერვიულ ფორმებს. დაავადება შიძლება მიმიდინარეობდეს მწვავედ ან ზემწვავედ. ზემწვავედ მიმდინერეობს 2–3 დღე,– ტემპერატურა სწრაფად მატულობს, შემდეგ სწრაფად დგება კომატოზური მდგომარეობა და ცხოველი კვდება.

მწვავე მიმდინარეობისას სხეულის ტემპერატურა ადის 39,5–41 გრადუსამდე 10–15 დღის მანძილზე. ძაღლი დათრგუნულია, იმალება ბნელ ადგილებში, არ ჭამს. კანი – ხდება მშრალი. ცხვირი– მშრალი და ცხელია, შეიძლება იყოს ნახეთქები. 1–2დღის შემდეგ თვალის შიდა კუთხეებში ჩნდება ლორწოვანი გამონადენი, რომელიც მოგვიანებით ხდება ჩირქოვანი, ქუთუთოები ეწეპება ერთმანეთს და ძაღლს უჭირს მათი გახელა. კონიუქტივიტთან ართად მჟღავნდება რინიტი, ის თავიდან ლორწოვანი გამონადენით ხასიათდება, შემდეგ ჩირქდება. ამ ნიშნების შემდეგ ჩნდება ხველა, თავიდან მშრალი, მოგვიანებით სველი. ამ კატარალურ პროცესებთან ერთად ვითარდება დიარეა, განავალი თავიდან მორუხო–მოყვითალოა, შემდეგ ყავისფერი, ზოგჯერ სისხლიანიც. ნერვიული მიმდინარეობისას აღინიშნება აღგზნება,კრუნჩხვები, შიძლება განვითარდეს უკანა კიდურების დამბლა, ეპილეფსიური შეტევები. დაავადების ნერვიული ფორმის განვითარების შემთხვევაში, პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.

ჭირის გადატანის შემდეგ ძაღლს შიძლება დრჩეს სხვადასხვა ტიპისდარღვევები: ყნოსვის, მხედველობის ან სმენის დაკარგვა, კუნთების კანკალი, ზოგჯერ არის რეციდივებიც, რომელიც მთავრდება ცხოველის სიკვდილით.  

  დიაგნოზის დასმა ხდება აღნიშნული პათოლოგიურ– ანატომიურ მონაცემების საფუძველზე. შესაძლებელია ბიოცდა 2–3 თვის ლეკვებზე, ლაბორატორიული გამოკვლევებიც, მაგალითად დიაგნოზის გადამოწმება სპეციალური ტესტის საშუალებით, რომელიც 80% სიზუსთით ადასტურებს დაავადების არსებობას.    

დაავადების თავიდან აცილების ზომები: 

ვინაიდან ეს არის  ძალიან მძიმე და ძნელად სამკურნალო დაავადება,  აუცილებელია ლეკვებს 6–დან 8 კვირის ასასკამდე ჩაუტარდესიმუნიზაცია(აცრა).   დაავადების შეყრის მაღალი ალბათობის შემთხვევაში ტარდება პასიური ინუნიზაცია, ანუ უკეთდება შრატი.  აქტიური იმუნიზაცია(ვაქცინის გაკეთება) იწყება 2 კვირაში შრატის გაკეთების დღიდან. დიდი მნიშვნელობა აქვს  კვებას და დეჰელმინთიზაციას,  (იმუნიზაციის წინ აუცილებელია ჩატარდეს დეჰელმინთიზაცია, ანუ უნდა დავალევინოთ ჭიის წამალი).    თუ ძაღლს შეამჩნიეთ ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ან თვლით რომ არის მისი დაავადების საშიშროება, დროულად მიმართეთ ვეტერინარ ექიმს. დაავადების დროულად მკურნლობისშემთხვევაში ძაღლის გადადრჩენის ალბათობა მკვეთრად მატულობს. ამ დროს ტარდება მრავალმხრივი და რთული მკურნალობა: პასიური იმუნიზაცია, ანტიბიოტიკოთერაპია, ვიტამინოთერაპია, დეზინტოქსიკაცია.



წყარო: http://hunters.ge/veterinaruli-momsaxureba/243-dzaglis-wiri.html
კატეგორია: მონადირე ძაღლების ვეტერინარია | დაამატა: გიომონადირე (07.05.2012) W
ნანახია: 4870 | ტეგები: ჭირი, ძაღლის | რეიტინგი: 1.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика