ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თვითგადარჩენაზე [5]
სასწავლო სტატიები [77]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სასწავლო სტატიები » სტატიები თვითგადარჩენაზე    

თავის გადარჩენა ექსტრემალურ სიტუაციაში

ხშირად ვფიქრობთ რომ ექსტრემალური სიტუაცია ჩვენგან შორსაა და მარცხი ჩვენ არ შეგვემთხვევა. თუმცა დიდი ალბათობაა იმისა, რომ მონადირე ტყეში დაიკარგოს და გაუთვალისწინებელ პირობებში მოხვდეს. თუ მონადირე ამ სიტუაციისთვის წინასწარ მზად არაა, ყველაფერი ტრაგიკული შედეგითაც კი შეიძლება დასრულდეს. ამ თემაში, ექსტრემალურ სიტუაციაში თავის გადარჩენის მხოლოდ საბაზისო უნარ-ჩვევებს შევეხებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო სანადირო სექტორის და ნადირობის მიახლოებითი ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია ახლობლებსაც დავუტოვოთ. ტყეში დაკარგვის შემთხვევაში, ძებნის დაწყება ოპერატიულად მოხდება.

შესაძლო ექსტრემალური სიტუაციისადმი მომზადება ადრევე ხდება. ტყეში თავის გადარცენის პირველი წესია: გქონდეს მხოლოდ შენი თავის იმედი. ამისათვის მინიმალური თეორიული და პრაქტიკული მომზადება მაინც უნდა გქონდეს გავლილი. აუცილებლია თავის გადასარჩენი კომპაქტური მარაგის მომზადება, რომელიც წყალგაუმტარ კოლოფში ან პარკში იქნება მოთავსებული. ასეთი მარაგი საშუალებას უნდა გაძლევდეს მინიმუმ 72 საათი გაძლო ნებისმიერ პირობებში.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტია მენტალური დადებითი განწყობა. წინასწარ უნდა გქონდეს წარმოდგენილი რომ მსგავს სიტუაციაში შეგიძლია მოგიწიოს მოხვედრა და რას მოიმოქმედებ, როგორ ნაბიჯებს გადადგამ. ეს ტავიდან აგაცილებს საწყის პანიკურ მდგომარეობას დაკარგვისას. მსგავს მომენტში ხშირად ადამიანი გადამეტებულად აფასებს საშიშროებას და პანიკაში ვარდება. ამ დროს ადვილია დასახიჩრდე, ხარჯავ ზედმეტ ენერგიას, ოფლიანდები…
ამიტომ როცა თავის გადასარჩენი მინიმალური მარაგი გვექნება ზურგჩანტაში, უფრო თავდაჯერებული ვიქნებით და გადაწყვეტილებებსაც მშვიდად მივიღებთ.

თავის გადასარჩენი კომპლექტი

ეს კომპლექტი მუდმივად შევსებული უნდა იყოს და არ უნდა ვეხებოდეთ, გარდა ექსრემალური სიტუაციისა.
ტყეში ნადირობისას(ან ლაშქრობისას) აღნიშნული კომპლექტის გარდა აუცილებელია:
პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები, რუქა და კომპასი, საწვიმარი, ნაჯახი ან დასაკეცი ხერხი, დანა, წყლის მათარა, დამატებითი თბილი ჯემპრი, ჯიბის ფანარი, წითელი ფერის ლენტი გზის მოსანიშნად.

თავის გადასარჩენ კომპლექტში შედის:

ასანთი და სანთებელა რომელებიც თავის მხრივ მოთავსებულია წყალგაუმტარ პარკში(სასურველია კვარიც)

ნემსკავი და 30მ სიგრძის ძუა

მსხვილი ძუა მახეების დასაგებად

ნემსი და ძაფი

სასიგნალო სარკე(5X8სმ)

სანთელი

წყალგაუმტარი ნაჭერი, სასურველია ნათელი ფერის

სასტვენი

ალუმინის ქაღალდი

იოდის ტაბლეტები(წყლის გასაუვნებელყოფად)

შოკოლადი, ჩურჩხელა, კალორიული მშრალი ტკბილეული(მშრალი ხილი, ჩირი)

ხორცის ბულიონის კონცენტრატი

ადგილობრივი სიტუაციის გათვალისწინებით ამ კომპლექტის შემადგენლობა იცვლება.
გზა ვეძებოთ თუ ადგილზე დავრჩეთ?

პასუხი არ არის ყოველთვის ერთგვაროვანი. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია გავჩერდეთ, დავწყნარდეთ და სიტუაცია კარგად ავწონ-დავწონოთ. თუ რუქა და კომპასი თან გვაქვს, კარგად გავაანალიზოთ სექტორის დამახასიატებელი ნიშნები რუქაზე და მოვძებნოთ ადვილად იდენტიფიცირებადი ადგილები: გზა, ტბა, მდინარე, სოფელი… თუ დარამებამდე დრო გაქვთ, სირბილის გარეშე კომპასის მეშვეობით გადაადგილდით(ეს თავიდან აგაცილებთ წრეზე ტრიალს). თუ არც რუქა გაქვთ ხელთ და არც კომპასი, კარგად შეათვალიერეთ ტერიტორია, აირჩიეთ ნიშნული(ხე, მდინარე, ტბა) და გადაადგილებისას გამოიყენეთ ფერადი სანიშნი ლენტი.
თუ სრულიად დაკარგულად თვლით თავს, უნდა დარჩეთ ადგილზე და რამე ტყეში გაათიოთ და დაელოდოთ მაშველს ან თავად ეცადოთ გზის გაკვლევას მეორე დღით.

რეკომენდირებული ქცევები

დაკარგული ადამიანი ხშირად გრძნობს: სისუსტეს, სიბნელის და გაურკვეველი ხმაურის შიშს, ტკივილს, სიცივეს, შიმშილს, წყურვილს…რაც მისი ენერგიის სერიოზულ ხარჯვას იწვევს. თუ თავის გადასარჩენი კომპლექტი მზრუნველობითაა შერჩეული, ამ სიძნელეებს ადვილად ვძლევთ.

1. შიშის დაძლევა

შიში ბუნებრივი რეაქციაა, თუმცა მისი დამარცხების საშუალებებიც არსებობს. საუკეტესო საშუალებაა ტყეში მარტო რამის გათევის გამოცდილება გვქონდეს. უნდა გვჯეროდეს რომ აუცილებლად გვიპოვიან. თუმცა მზად უნდა ვიყოთ ტყეში ერთი-ორი ღამის გასათენებლად. არ უნდა მისცე გასაქანი შენს წარმოსახვებს რომ საშიშროება გელის ცხოველებისგან: ადამიანს ყველა ცხოველი ერიდება, მათ შორის მგელიც და დათვიც.

2. მარტოობის შეგრძნების დაძლევა

ამ ფაქტორის დასაძლევად კარგი საშუალებაა, ბანაკის მოსაწყობი სამუშაობით დაკავება. განსაზრვრე პრიორიტეტები: თუ დაშავებული ხართ, ჯერ თავს მიხედეთ, თუ წვიმს, ჯერ თავშესაფარი მოაწყე, თუ ძალიან ცივა ჯერ ცეცხლი დაანთე. მოიმარაგე საკმარისი რაოდენობით მშრალი შეშა, ცეცხლი სიგნალიცაა მაშველებისთვის. წიწვების ან ცამოყვრილი ფოთლების ცეცხლზე დაყრით კვამლის სქელი ფენის შექმნაც შეიძლება, რატა მაშველმა შორიდან შეგნიშნოს. იფიქრე მხოლოდ დადებითზე

3. სიცივის დაძლევა

თუ დაშავებული არ ხარ, ყველაზე უფრო დიდი საშიშროება ექსტრემალურ სიტუაციაში ტავის გადარცენისას, ჰიპოთერმიაა. სხეულის გადაცივება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს. ამიტომ სიცივის, ქარის და განსაკუთრებით სინოტივის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია უპირველესად ცეცხლის დანთება. თუ ტანსაცმელი სველია, სასწრაფოდ უნდა გავაშროთ, რადგან სინესტე(სისველე, წყალი) ჰაერთან შედარებით 25 ჯერ სწრაფად გვაკარგვინებს სითბოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება თავშესაფრის ორგანიზებაზე ფიქრი(თუ არ წვიმს, რადგან, წვიმაში თავშესაფარის ორგანიზება პრიორიტეტულია). ზამთრის პერიოდში ჰიპოთერმია(განსაკუთრებით ღამით) სულ რამდენიმე საათში შეიძლება განვითარდეს. დასველებისგან თავის დაცვა ამ დროს ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
ცეცხლის ასანთებად საუკეთესო მასალაა: კვარი, წიწვოვნის ხმელი ტოტების შეკვრა, ხმელი ბალახის კონა. ასევე შეგვიძლია გამხმარი ხის მორის გაჩეხვა და მისი შუაგულიდან მშრალი ნაწილის დატლა პატარა ჩხირებად(მოსანთებად). ხე სწორად აღმართული უნდა იყოს, რადგან ასეთი მცენარე უკეთ შრება და თვით წვინაშიც კი შესაძლებელია მისგან მშრალი გულის ამორება. ხის დიმატერი ისეთი უნდა იყოს რომ ორივე ხელი ცერა და შუათითით ვერ შემოწვდე. უფრო პატარა დიამეტრის ხე ვერ ინარჩუნებს ღრმად სიმშრალეს. მოსანთები ჩხირების სიგრძე იდაყვიდან თითის წვერამდე უნდა იყოს, ცერის სიმსხო დაახლოებით. ამ ჩხირის ბოლოში კარგად ალესილი დანით ვაკეტებთ ”ბურბუშელას”(ჩიჩილაკის მსგავსად, ოღონდ ერთი მხრიდან და ჩხირის ბოლოში). ეს ბურბუშელა რაც უფრო ნაზი და ცახუჭუჭებული, მით უფრო ადვილად ინთება. ატი ასეთი ჩხირი მაინც გვჭირდება. მერე ვამატებთ ორ მაჯისსიმხო ჯოხს. ცეცხლი რომ მოინთება, შეგვიძლია უკვე ჩვენი გაშლილი მკლავების სიგრძის მორები მივამატოთ. განსაკუთრებით დიდ სითბოს ღამის გათევის დროს სიგრძეზე გაწყობილი კოცონი იძლევა.
ცეცხლიდან ერთი ნაბიჯის მოშორებით საწოლი შეგვიძლია მოვიწყოთ, მინიმუმ 30 სმ სიმაღლის წიწვოვნის ტოტებისგან. საწოლის უკან რაც შეიძლება ახლო და რაც შეიძლება ვერტიკალურად, ხის მორებისგან კედელი უნდა შევქმნათ, რაც ქარისგანაც დაგვიცავს და სითბოსაც აირეკლავს. სითბოს ამრეკლი ცეცხლის მეორე მხარესაც საჭიროა, ამისათვისიც სამარაგო მორებიც გამოგვადგება. საწოლი ისე უნდა მოვაწყოთ რომ ქარის პარალელური იყოს, კვამლი აღარ შეგვაწუხებს. სითბოს ამრეკლების ღარები შეგვიძლია წიწვოვნის ტოტებით ან ხავსით(ან ბალახით) ამოვავსოთ. კარგად მონთებულ ცეცხლში ნედლი შეშაც იწვის.

ღამის გასათევი საფარის მოწყობა მიზანშეწონილია დიდ ლოდთან, წამოქცეულ ხესთან, ან ისეთ ადგილზე სადაც ბუნებრივი ფაქტორი საშუალებას მოგვცემს საფარი ადვილად მოვაწყოთ. წყალგაუმტარი ქსოვილი საიმედოდ დაგვიცავს წვიმისგან. თუ ასეთი არ გაგვაჩნია, წიწვოვანის ტოტები უნდა გამოვიყენოთ გადასახურად, დაქანებით, წიწვის ქვედა მხარე ზემოთ უნდა იყოს მოქცეული. 30 სმ სისქის წიწვოვნის ტოტები წყალს საიმედოდ აკავებს.
უკიდურეს შემთხვევაში თოვლშიც შესაძლებელია საფარის გაკეტება ქარ-ყინვისგან თავის დასაცავად(თოვლის თბოიზოლატორული თვისებების გათვალისწინებით). თოვლში გაკეტებული ”გვირაბის” შესასვლელი უნდა იყო რაც შეიძლება დაბლა, რომ სითბო ნაკლებად დაიკარგოს. საწოლი შედარებით მაღლა უნდა გაკეტდეს და წიწვოვნის ტოტებით მოიფინოს. ჭერში აუცილებელია სავენტილაციო ხვრელი. თუ სანთელი გვაქვს, აუცილებლად უნდა დავანთოთ სინესტის მოსაცილებლად. შემოსასვლში შეგვიძლია ზურგჩანთაც ავაფაროთ ხვრელს.
4. წყურვილის და შიმშილის დაძლევა

არ ჭამოთ თოვლი, უმჯობესია მუჭში გაადნოთ და გამდნარი წყალი დალიოთ. თუ ალუმინის ქაღალდი გაქვთ, ადვილია ქვაბის გაკეთება, რომელშიც წყალს აადუღებთ , ან პირდაპირ დაამუშავებთ იოდის ტაბლეტებით. თუ საკვები მარაგი გაქვთ, გაანაწილეთ პატარა პორციებად. ასევე შესაძლებელია პატარა ცხოველების ან თევზის დაჭერაც. ზაფხულ-შემოდგომით ადვილია სხვადასხვა კენკრის მოპოვება. არასდროს გასინჯო ნაყოფი(ან ზოგადად მცენარე), რომელსაც ვერ ცნობ, რამდენიმე კალორიის საფასურად თქვენ შეიძლება მძიმედ მოიწამლოთ.
გამოუცდელი მონადირესათვის ტყეში გზის გაკვლევა ძნელია. ხშირ შემთხვევაში, ნადირობით გატაცებული ახალბედა მონადირეები ტყეში იკარგებიან. ასე უმეტესად რამდენიმე კაცისაგან შემდგარ ჯგუფებს ემართებათ, რადგან აქ პირველ პლანზე წამოწეულია ერთმანეთზე დაყრდნობა (თუ რამე მომივიდა მნახავენ) და გავლილ გზას აღარ იმახსოვრებენ. ამიტომ აუცილებელია ყოველთვის თავად დაიმახსოვრო გადალახული ტერიტორიები და სხვის იმედად არ იყო. ორიენტირებისათვის ბევრი საშუალება არსებობს. რამდენინე მათგანის ცოდნა დაკარგვის უსიამოვნებას აგაცილებს. თუ კომპასი გაქვს ტყეში შესვლისას მოძრაობის მიმართულება უნდა დაიმახსოვრო, გამომსვლელეი შესაბამისად საწინააღმდეგო იქნება. კომპასის უქონლობის შემთხვევაში შეგიძლიათ კუსტარულად დაამზადოთ რაიმე მეტალის წკირით (ნემსით) და ნაფოტით ან ქაღალდით (ქაღალდის პიჟით). ნემსი დადეთ ნაფოტზე და ჩადეთ წყლიან ჭურჭელში ან გუბეში, ნემსი ჩრდილო ღერძზე ორიენტირდება.საუკეთესო ორიენტირია მზე. დილის 7 სათზე იგი აღმოსავლეთითაა, 13 საათისათვის სამხრეთით, ხოლო 19 საათისათვის დასავლეთით. პოლუსების გარკვევა შესაძლებელიოა ღამითაც. ვარსკვლავების გამოყენებით, დიდი დათვის თანავარსკვლავედის გასწვრივ მყოფი პოლარული ვარსკვლავი ჩრდილოეთისაკენ მიუთითებს. გაზაფხულზე თოვლი უფრო ხანგრძლივად ჩრდილო ფერდობზე რჩება, ყინული მდინარის სამხრეთ ნაპირზე, ხავსი ხეს ჩრდილოეთის მხრიდან ედება (ტყეში და არა მდინარის ნაპირას). აუცილებელია თუ ჯგუფი შედიხართ ტყეში და ცალცალკე ნადირობას აპირებთ დაიმახსოვროს ყველამ ერთი გამორჩეული ორიენტირი და ყველა შეთანხმდეს იქ შეხვედრაზე დათქმულ დროს. თუ ღამე მოგესწროთ ტყეში უპირველესია მოიმარაგოთ მასალა ცეცხლისათვის და ღამის გასათევად მოეწყოთ, არავითარ შემთხვევაში არ იმოძრაოთ ხმაურზე, თუნდაც ეს იყოს მამლის ყივილი ან ძაღლის ყეფის ხმა, უმჯობესია დაიხსომეთ ხმა საიდან მოდის და გათენებისას წადით იმ მიმართულებით. არ დაგავიწყდეთ ღამით ტყეში მხედველობის არე შეზღუდულია!!!!!
ეს ეხება პარაზიტებს, სხვადასხვა მწერები, ტკიპები, რწყილები და ასე შემდეგ. ყველა პარაზიტს გადააქვთ ინფექციური დაავადებები. მაგ: ტიფი, შავი ჭირი. ტკიპები ბალახში ბინადრობენ, ისინი იბუდებენ წყალსატევის მახლობლად სადაც ხშირი ბალახი იზრდება. ამიტომ ნუ დაწვებით და დაჯდებით პირდაპირ მიწაზე სანამ დაბანაკდებით შერჩეული ადგილი გაასუფთავეთ, უმჯობესია თუ გადაწვავთ. რწყილები მშრალ მტვერში ბუდობენ. კვერცხების დასადებად ისინი ფრჩხილებში და კანში იბუდებენ თმების ძირებში. თუ პარაზიტი მოგეკროთ წაუსვით მას ხელთ არსებული ცხიმი, ან ხის ბლანტი წვენი, ამით ჯანგბადის მიწოდება შეუწყდება და ადვილად ამოიღებთ პარაზიტს.ფუტკარის და ბზიკის კბენის შემთხვევაში დანის პირით მოიშორეთ ნესტარი და ნაკბენზე ფერფლთან ერთად არეული ტალახი წაისვით ეს რამდენადმე აყუჩებს ტკივილს. ქავილს ხსნის ბაბუაწვერას წვენი, ნივრის დასრესილი ფოთოლი. ძალიან ცუდ დღეში ჩაგაგდებთ ჭიანჭველები თუ მათი ბუდის სიახლოვეს მოგიწიათ დაბანაკება. მწერების კბენისაგან დაგიცავთ ნაირგვარი ქიმიური თუ ბუნებრივი საშუალებანი, ბუნებრივებიდან განსაკუთრებით კარგია აბზინდა. აუცილებელია როცა ღია ადგილას ბუნებაში გიწევთ გათევა ღამის არავითარ შემთხვევაში არ გაიძროთ შარვალი და ფეხსაცმელი. თუ კოღოებიანი და მოსკიტებიანი ადგილი შეგხდათ და არ გაგაჩნიათ დამცავი ბადეები შიშველ ადგილებზე წაისვით ტალახი. მორიელებს ძალიან უყვართ ფეხსაცმელში ჩაძრომა, ისინი ქვების ან მკვდარი ხის ქერქების ქვეშ ბინადრობენ. ამიტომაც თუ გახედილს გძინავთ აუცილებლად შეამოწმეთ ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ჩაცმის წინ. არის კიდევ წურბელები როგორც ჭაობის და გუბეების ასევე ტყისაც. განსაკუთრებით საშIშია ნაკადულის წურბელები, ესენი არინ ყველაზე პატარა ზომისანი და შესაძლოა წყლის დალევისას შეგყვეთ. ამის მერე ისენი ეკვრიან შინაგან ორგანოებს. წურბელას კბენა საერთოდ არ არის მტკივნეული მაგრამ ის თავისი საჭრელებით ღრმად ჩადის კანში და ამიტომ ნუ მოიგლეჯთ მას. უმჯობესია მოწვით ცეცხლით ან დააყარეთ მარილი

ღამის საფარის ნიმუში:

სასარგებლო რჩევები ზამთარში ღამის გათევისას:

სიცივის დროს ადამიანი მეტ ენერგიას ხარჯავს(კარგავს), ამიტომ ძილის წინ მიიღეთ მარალკალორიული საკვები

არ დაიძინოთ იგივე ტანსაცმლით რაც დღის განმავლობაში გეცვათ, მასში ტენიანობის მაღალი ხარისხის გამო.

ღამით ფეხსაცმლის გაყინვის თავიდან ასაცილებლად, მოათავსეთ ის საძილე ტომრის ქვეშ(ფეხების მხარეს), დაიძინეთ წინდებით.

საძილე ტომარაში ყოველთვის გეხუროთ ქუდი, შიშველი თავი ენერგიის დაკარგვის ერთერთი მთავარი წყაროა.

თუ ღამით ყინვაა, კარვის კარი ორნავ ღია დატოვეთ რომ კონდესაცია შეამციროთ. დილით კარების გახსნისთანავე ნარჩენი კონდენსატი კედლებზე გაიყინება და ადვილად ჩამოფერთხავთ.

პირი და ცხვირი საძილე ტომრის გარეთ გქონდეთ, სხვა შემთხვევაში კონდენსატით დაანესტიანებთ მას.

თუ ღია ცის ქვეშ ათევთ ღამეს, აღჭურვილობა ჩალაგებული გქონდეთ ზურგჩანთაში, რადგან ღამით თუ მოთოვა,
დილით გაჭირდება თოვლქვეშ ძებნა.

წყლიანი მათარა ჩაიდეთ საძილე ტომარაში, გაყინვისგან რომ გადაარჩინოთ.

თუ თოვლზე გიწევთ წოლა, ”საწოლი” შემაღლებული უნდა იყოს, რომ დნობის შემთხვევაში წყალი ქვემოთ ჩამოედინოს და ”საწოლზე” არ დაგროვდეს.

თუ ცხელი წყალი მოგრჩათ, ჩაასხით მათარაში და შეიტანეთ საძილე ტომარაში.

ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა ტყეში გაურკვეველი დროით გიწევთ დარჩენა, მაღალი ხარისხის დანას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. თავის გადასარჩენი დანა ბევრად ძლიერი უნდა იყოს ვიდრე ჩვეულებრივი სანადირო დანა, რადგან ასეთი დანით მრავალი ტიპის ოპერაციის შესრულება გიწევთ, ტოტების მოჭრით და ხეზე მუშაობით დაწყებული, ორმოს ამოთხრით და თუნდაც ნადირის გატყავებით დამთავრებული. ამიტომ ამ მიზნით მხოლოდ მაღალი კლასის დანის შეძენაა რეკომენდირებული. რა თქმა უნდა ასეთი დანა მხოლოდ ფიქსირებულპირიანია. დანის ენა(ანუ პირის გაგრძელება რომელიც ტარშია შესული) ტარის ბოლომდე უნდა გრძელდებოდეს არ უნდა იყოს წვრილი. ტარის დაზიანების შემთხვევაში ენას ქსოვილიც შეგვიძლია შემოვახვიოთ და დანა მაინც მოსახმარ მდგომარეობაში იქნება. დანის ტარი უნდა იყოს მარტივი, ოდნავ ხაოიანი რომ ხელის დასველების შემთხვევაში ჩაჭიდება ადვილი იყოს. კარგი მასალაა ხე, ან მაღალი მდგრადობის პოლიმერი. ტარის ბოლო სასურველია მეტალის დაბოლოებით იყოს რომ ჩაქუჩის ფუნქციაც შეასრულოს. დანის პირი(ეშვი) ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ძირითადად ორი ტიპისაა: ე.წ. ნახშირბადიანი ფოლადი(carbon steel ) და უჟანგავი ფოლადი(stainless steel). ნახშირბადის მაღალი შემცველობა ზრდის დანის პირის სიმტკიცეს. ორივე ტიპის ფოლადს გააჩნიათ დადებითი და უარყოფითი მხარეები. პირველი ტიპის დანა ადვილად ილესება, თუმცა კოროზიისადმი ნაკლებად მდგრადია. დანის პირის სიგრძე 10-15 სმ უნდა იყოს, თუმცა გვხვდება 20-25 სმ სიგრძის დანებიც. პირის სისქე არ უნდა იყოს 3მმ-ზე ნაკლები, ხოლო პირის სიგანე 2 სმ-ზე ნაკლები.
წყარო: მონადირე.გე



წყარო: http://icode.ge/2010
კატეგორია: სტატიები თვითგადარჩენაზე | დაამატა: giohunt1982 (06.01.2013)
ნანახია: 3582 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 paitona17   (23.02.2013 13:29:56) [მასალა]
166

0   Spam
3 swn555   (09.01.2013 19:25:24) [მასალა]
ეს ყველაფერი გასაგებია და კარგია მარა ამდენ რამეს სამი ვირი მაინც უნდა რო ზიდოს 069 069 069 069 069

0   Spam
4 giohunt1982   (09.01.2013 20:14:41) [მასალა]
ზემოთ ჩამოთვლილი ნივთების წონა ალბათ 1კგ. გამოვა ძნელია ამ წონის ტარება??

+1   Spam
2 l)omidze   (07.01.2013 18:01:45) [მასალა]
მართალია მონადირე წინასწარ უნდა იყოს მომზადებული ყველაფრისთვის

0   Spam
1 miriano   (07.01.2013 16:19:11) [მასალა]
დზალიან კარგი

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика