ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თვითგადარჩენაზე [5]
სასწავლო სტატიები [77]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სასწავლო სტატიები » სტატიები თვითგადარჩენაზე    

წყალი_თვითგადარჩენისთვის

წყლის კარგვის მინიმალიზაცია: ბრიტანეთის სპეციალური ავიაციის სამსახურის მოსამსახურეებმა, რომლებსაც ხშირად უწევთ გადარჩნენ მოწინააღმდეგის ზურგში შეზღუდული მარაგებით, იციან როგორ შეამცირონ ორგანიზმიდან სითხის კარგვა:
რაც შეიძლება მეტი დაისვენეთ, არ დაუშვათ მოწევა ან ალკოჰოლური სასმელის მიღება.
ორგანიზმს სჭირდება სითხის რაოდენობა ალკოჰოლის გადასამუშავებლად, მოწევა კი აძლიერებს წყურვილს, ეცადეთ იყოთ ჩრდილში, არ დაწვეთ ცხელ ან გახურებულ ზედაპირზე, მინიმუმამდე დაიყვანეთ საკვების მიღება, რადგან ორგანიზმი იყენებს წყალს გადამუშავებისათვის, რაც   ხელს უწყობს ორგანიზმის  გაუწყლოებას.

ნაკლები ილაპარაკეთ და ეცადეთ ისუნთქოთ ცხვირით და არა პირით.
ადამიანი კრიტიკულ სიტუაციაში წყლის რეგულარული მარაგის გარეშე მოხვედრისას შეიძლება მივიდეს ორგანიზმის გაუწყლოებამდე  სითხის უკონტროლო კარგვის გამო,ეს რომ არ დავუშვათ  უნდა მოვაქციოთ სიტუაცია კონტროლ ქვეშ. ყველა ფიზიკური აქტივობა დაიყვანეთ მინიმუმამდე, სამუშაო შეასრულეთ ნელა რადგან დახარჯოთ რაც შეიძლება  ნკლები ენერგია, ამასთანავე რეგულარულად დაისვენეთ.  ცხელ კლიმატურ სარტყელში შეეცადეთ ძირითადი სამუშაოები შეასრულოთ საღამოს საათებში ან დღის გრილ პერიოდში. გარდა ამისა კანის გამოშრობის შესამცირებლად უმჯობესია არ გაიხადოთ ტანსაცმელი. თუკი არსებობს  დაუძლეველი სურვილი გაიხადოთ სიცხეში, არ გააკეთოთ ეს. ტანსაცმელი არცთუ ცუდად აგრილებს ჰაერს სხეულსა და ტანსაცმელს შორის, რის შედეგადაც მცირდება სეკრეციის ჯირკვლების მოქმედება, შესაბამისად ორგანიზმიდან სითხის კარგვას.
ცხელ კლიმატურ სარტყელში სასურველია თუ ატარებთ ნათელი ფერის სამოსს–ის ირეკლავს მზის სხივების უმრავლესობას და მინიმუმადე დაყავს ორგანიზმის გადახურება.
წყლის ტრანსპორტირება:
წყლის მათარა უნდა იყოს ნებისმიერი მოგზაურის ეკიპირების მნიშვნელოვანი ნაწილი. არსებობს როგორც პლასტმასის ასევე მეტალის (ალუმინი ან რკინა) მოდელები. გახსოვდეთ, რომ მეტალის მათარა  პლასტმასისგან განსხვავებით, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნეს ცეცხლზე წყლის გასაცხელებლად.
წყლის ძებნა:  მიუხედავად იმისა რომ წყლის წყაროები/ საშუალებები აღწერილი იქნება ამა თუ იმ სპეციფიურ სიტუაციაში გადარჩენისადმი მიძღვნილ  შემდეგ თავებში, ნებისმიერი მოგზაურისათვის სასარგებლოა იცოდეს ნიშნები, რომლითაც შეიძლება მოძებნოს წყალი, ასევე მისი მოპოვების მეთოდოლოგია.
წყლის არსებობის ინდიკატორად ითვლება: მწერების კოლონიები ან ბუდეები, განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ ფუტკრებს და ჭიანჭველებს.
ჩიტები: იკრიბებიან  წყალთან, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ წყალზე მობინადრე ფრინველები შეიძლება შეგხვდეთ წყლიდან ძალიან დიდი მაძილის დაშორებით., მათი არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს წყლის ახლოს არსებობას. მტაცებელი ფრინველებიც განიცდიან სითხის კარგვას თავისი მსხვერპლის სისხლის მოხმარების გამო, ისინი არ არიან დამოკიდებულნი წყლის წყაროებზე და მარაგებზე.
ხშირი და მრავალფეროვანი ხვიარები: ჩვეულებრივ ასეთი მცენარეები ნიშნავს, რომ მცენარე იღებს წყალს  გრუნტის წყლებიდან, ზედაპირიდან არც ისე შორს  მდებარედან.
სქელი და წვნიანი მცენარეები
ცხოველების კვალი: ხშირად მივყავართ წყლისკენ
ნაპრალები და სიცარიელე ქვებში: კირქვული და ლავური ქანები ითვლებიან შედარებით სავარაუდო ადგილად სადაც არის წყლის მარაგები. ლავურ ნაკადს აქვს მრავალი ბუშტები და ღრმულები, რომლიდანაც შეიძლება გამოვიდეს წყალი.
დაბლობები და ველები: დაბლობზე გათხრისას შეიძლება გრუნტის წყლის დონეზე ჩასვლა.

წყლის მოპოვების მეთოდი:
მზის ამაორთქლებელი: ითვლება წყლის მიღების შესანიშნავ საშუალებად.  ამოთხარეთ ორმო დაახლოებით 1 მ დიამეტრის და დაახლოებით 60 სმ სიღრმის , შუაში ამოაღრმავეთ წყლის დასაგროვებლად და ჩაუშვი რეზინის მილის ბოლო, მეორე კი ამოიყვანეთ ორმოს პირზე. შემდეგ ორმოს გადააფარეთ ცელოფნის პარკი, რომლის კუთხეებსაც დაამაგრებთ ნაპირებზე, ხოლო შუაში კი წყლის რეზერვუართან  პარკზე დადეთ რამე სიმძიმე, რომ შექმნათ კონუსი (კრატერი)  მზის ენერგია წევს ნიადაგის ტემპერატურას ორმაში, რაც იწვევს გრუნტის წყლების აორთქლებას, ორთქლი კონდენსირდება  პოლიეთილენზე და წყალი მიედინება ავზში.


მზისმიერი აორთქლება ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს დაბინძურებული ან ზღვის წყლის გასაწმენდად. ამისათვის აუცილებელია ამოვთხაროთ ამაორთქლებელი  ორმოს გარშემო წრიული  ღარი 25-30 სმ სიღმის და ჩაასხით გაუწმენდავი წყალი. ნიადაგი გაფილტრავს მას სანამ მოხვდება ამაორთქლებელ ორმოში.
ვეგეტაციური ტომარა: მოაგროვეთ ახალი ფოთლები,ტოტები, ბუჩქები,ბალახები  და მოათავსეთ სუფთა ცელოფნის ტომარაში. ჰერმეტულად დახურეთ და დადეთ მზის გულზე. სითბო ააორთქლებს ტენს რომელიც არის მცენარეებში. ყურადღება_ ამ გზით მიღებულ წყალში შეიძლება მოხვდეს ტოქსინები რომლებიც არსებობენ  ამ მცენარეებში,  თუ წყალში იგრძნობა სიმწარე უმჯობესია არ დალიოთ.
ყოველ დღეს აუცილებელია ახალი ტოტი, წყალი აუცილებელია შეგროვდეს ნათელი დღის ბოლოს.
ამაორთქლებელი ტომარა: ყველაზე მარტივი საშუალება წყლის მიღებისა.  ფოთლებიანი ტოტი მოათავსეთ ცელოფნის ტომარაში, თავი მიამაგრეთ ხეზე, ფსკერზე  ჩადეთ სიმძიმე რომ ძირი ჩაზნიქოს და წყალი იქ დაგროვდეს.


წვიმის  წყლების შეგროვება: ყველაზე მარტივი საშუალებაა, დახრილ ხეზე რამდენიმე რიგად ეხვევა მატერია რომლის ბოლოც ეშვება  ჭურჭელში.
დაბინძურებული წყლის გარკვევა: ექსტრემალურ სიტუაციაში არ ღირს ძვირფასი დროის დაკარგვა დაბინძურებული წყლის გაწმენდის ცდაზე. იმ წესებით სარგებლობისას, რომელიც მიღებულია ა.შ.შ სამხედრო–საჰაერო ძალების მიერ, მოერიდეთ ქვემოთ ჩამოთვლილი წყლის წყაროების და  რეზერვუარების გამოყენებას:
წყაროები ძლიერი და მკვეთრი სუნით, ზედაპირზე ქაფით ან ბუშტუკებით წყლის სვეტში
წყაროები ფერადი წყლით
ტბები უდაბნოში. რეზერვუარები რომელიც არის დამლაშების ზონაში და არ გააჩნია წყლის ნაკადები, ჩვეულებრივ გამოუყენებელია ძლიერი მარილიანობის გამო. რეზერვუარები და ნაკადულები რომლის ნაპირზეც არ იზრდება მცენარეები.




წყარო:
კატეგორია: სტატიები თვითგადარჩენაზე | დაამატა: baqarixarebava (19.06.2012) | ავტორი: baqarixarebava E
ნანახია: 2289 | კომენტარი: 1 | ტეგები: /// | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 kvata   (29.07.2012 00:04:15) [მასალა]
166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика