ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ბუნებაზე [17]
საქართველოს ბუნება [8]
საქართველოს რეგიონები და ქალაქები [12]
საქართველოს მდინარეები [11]
საქართველოს ტბები [11]
საქართველოს წყალსაცავები, ტბორები [3]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ბუნება » საქართველოს ბუნება    

არიდული ზონის უძველესი ბინადარნი
საქართველოს თანამედროვე ბუნება მიახლოებით წარმოდგენასაც ვერ იძლევა მცენარეთა და ცხოველთა იმ სიმდიდრესა და მრავალფეროვნებაზე, რაც ჩვენი ქვეყნის გეოლოგიური წარსულისათვის იყო დამახასიათებელი.

ცოცხალი ბუნება, ისევე როგორც მთელი სამყარო, გამუდმებით იცვლება და ყოველივე ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ ურთულესი და ხანგრძლივი ევოლუციის შედეგს წარმოადგენს, რის დამადასტურებელ ფაქტებსაც მეცნიერები ყოველდღიურად აწყდებიან, აგროვებენ და აანალიზებენ. ამ კუთხით ყველაზე საინტერესო მასალას კი ნამარხი ცხოველების ნაშთები წარმოადგენს.

60-იან წლებში პალეონტოლოგებმა* მდინარე ივრის ხეობაში ცხოველთა არა ერთი უძველესი ,,სასაფლაო" აღმოაჩინეს, რასაც მეცნიერები ადგილსაპოვებელს უწოდებენ. კახეთში ცნობილია ტარიბანის, გარეჯის, ქვაბების და სხვა ადგილსაპოვნელები. ეს ტერიტორია სტეპური ტიპისაა, მოკლებულია ხემცენარეებს და მხოლოდ ხევებში აქა-იქ გაბნეულია ძეძვნარი (გარდა ივრის ჭალებისა, სადაც ჭალის ტყეა). ადაგილს გვირგვინივით ადგას საკამაოდ მაღალი ფლატე, სადაც 3-4 სართულად განლაგებულია გამოქვაბულები, სწორედ აქედან წარმოსდგება მთელი ამ მიდამოს სახელწოდება ,,ქვაბები".


ნამარხი მოლუსკების ნიჟარები. ფოტო ი. მაჭარაშვილისა


ნამარხი მოლუსკების ნიჟარები. ფოტო ი. მაჭარაშვილისა

ქვაბების მიდამოში დაახლოებით 5-4, მლნ. წლის წინ ჰავა თბილი და ზომიერად ტენიანი იყო. ეს ადგილები ზღვის უბნის დაჭაობებულ სანაპიროს ჭალებს და სავანის ტიპის ტყეებს ეკავათ. საინტერესოა, საიდან იციან მეცნიერებმა ამის შესახებ? დღეს ხომ ეს ადგილები ტიპიურ ნახევარუდაბნოს წარმოადგენს. ნამარხ ცხოველთა „სასაფლაოს", ანუ ადგილსაპოვებლის მახლობლად, პალეონტოლოგებმა მეორე, მცენარეთა სასაფლაოც აღმოაჩინეს. ამ ადგილსაპოვებლებში ნაპოვნია ტირიფის, თხმელას, ტყის თხილის, მუხის, თელას, ძელქვას, ცირცელის, ძახველისა და სხვა მცენარეთა გაქვავებული ნაშთები. ჩამოთვლილ მცენარეთა დაჯგუფება სწორედ ზომიერად თბილი ჰავის პირობებისათვის არის დამახასიათებელი.

ქვაბების ადგილსაპოვებელში 25-მდე ნამარხი სახეობაა ნაპოვნი. აბა მანამდე სანამ მეცნიერები ამ მნიშვნელოვან აღმოჩენას გააკეთებდნენ, ვის შეეძლო წარმოედგინა, რომ აქ ცხოვრობდა 5 მ. სიმაღლის სირაქლემა, სამთითა ცხენისმაგვარი პიპარიონი, ბორცვკბილა მასტოდონტი ანანკუსი, მარტორქა, ღორი პროპოტამოხერუსი და ბევრი სხვა, ან თუნდაც ხმალკბილა ვეფხვი, რომლის გრძელი და დაკბილული ეშვები „შიშის ზარს" სცემდა სავანის ბინადართ.

და მაინც, ქვაბების ყველაზე მოულოდნელი მონაპოვარი იყო გიგანტური დამანი, დამანების გაქვავებული ნაშთები შედარებით იშვიათია, რაც გამოწვეულია მათი საცხოვრებელი გარემოს ისეთი თავისებურებით, რომელიც ხელს უშლიდა ამ ცხოველების განამარხებას(ტენიანი ტყე, მშრალი კლდოვანი ველი). ამიტომაც ნამარხ ცხოველთა ეს ჯგუფი სუსტად არის შესწავლილი.

ქვაბებში აღმოჩენილი დამანის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ცხოველი ძალიან განსხვავდებოდა მისი თანამედროვე შთამომავლებისგან უპირატესად გიგანტური ზომით. იგი თანამდეროვე ცხენისხელა იყო, თავზე პატარა თვალები ჰქონდა და პატარა, ტაპირების მსგავსი ხორთუმი. ცხოვრობდა სრულიად განსხვავებულ პირობებში - კლდოვან ადგილებში კი არ ბინადრობდა, არამედ წყალთან ახლოს, დაჭაობებულ ადგილებში. ეს ცხოველი ძირითადად ჭაობის მცენარეებით იკვებებოდა, რომელთაც თავისი ძლიერი ნიჩბისებური საჭრელებით გლეჯდა. მიირთმევდა მცენარის ღეროებს, ბოლქვებსა და ფესვებს.

3,5 მლნ. წლის წინ ჰავის გამშრალებამ ანუ არიდიზაციამ დედამიწის დიდი ფართობი მოიცვა, რის გამოც წყლიანი ადგილები სულ უფროდაუფრო შემცირდა და იქ, სადაც ერთ დროს ტენიანი ჰავა, ტყე და დაჭაობებული ადგილები იყო მშრალი ჰავა და სტეპი გაბატონდა. ბუნებრივია, წყლის მოყვარულმა დამანმა ვერ გაუძლო ჰავის ასეთ ცვალებადობას და თანდათან გადაშენდა.

ტარიბანის ნამარხი სპილო

1956 წლის შემოდგომაზე, ტარიბანის მახლობლად კოწახურას ქედზე, მეცნიერებმა ნამარხი ცხოველის ნაშთები აღმოაჩინეს, რაც როგორც შემდგომ გამოირკვა, სამხრეთული სპილოს (Archidiskodon meridionalis Nesti taribanensisi) თითქმის სრულიად შემონახული ჩონჩხი იყო.

სპილოს ნაშთების შემცველი ნალექების ზუსტი სტრატიგრაფიული მდებარეობა არ არის სავსებით ნათელი. ცნობილია, რომ სპილოს ადგილსაპოვებლის ზოლში გავრცელებულია ზღვიური და მტკნარი წყლის ნალექები.

სპილოს ჩონჩხი მოქცეული იყო წვრილმარცვლოვან მკვრივ ქვიშაქვებში. ცხოველის ლეში ეტყობა პირაღმა განამარხებულა, რის გამოც ყველაზე მეტად დაზიანებული ზეაღმართული კიდურები და ეშვები აღმოჩნდა. განამარხების ადგილიდან ოდნავ მოშორებით ხევში იპოვნეს ქვიშაქვიშ ლოდი. რომელშიც მარცხენა ტერფის ძვლები იყო მოქცეული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიდურების დიდი ნაწილი დაიშალა და წყალმა წაითო, ასეთივე ბედი ეწვიათ ეშვებსაც.


ვაშლოვანის ნკრძალი, 1998 წელს ჩვენი ექსპედიციის დროს ნაპოვნი ეს ნამარხი ძვალი,სავარაუდოდ, სპილოს ეკუთვნის. ფოტო ბ. ლორთქიფანიძისა

სპილოების ქვეოჯახის წარმომადგენლები მესამეულის ბოლოს (4,5 მლნ. წელი) და მეოთხეულის დასაწყისში (2,5 მლნ. წელი) გავრცელებულნი იყვნენ ევრაზიის, აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებზე. მიუხედავად ამისა, ნამარხ ხორთუმიანთა სისტემატიკა მაინც არ არის კარგად შესწავლილი. ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ სპილოს სრული ჩონჩხი და განსაკუთრებით კარგად დაცული თავის ქალა ძალიან იშვიათია. გათხრების დროს მეცნიერები შედარებით ხშირად სპილოს კბილებს პოულობენ, რის გამოც სწორედ საძირე კბილების აგებულების თავისებურებები დაედო საფუძვლად ამ ცხოველთა სისტემატიკას.

სპილოს, ძუძუმწოვრების სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ახასიათებს კბილების არა ვერტიკალური, არამედ ჰორიზონტალური ცვლა. ყოველი კბილი, გარდა უკანასკნელისა, მოცვეთის შემდეგ ყბიდან გამოიდევნება მომდევნო კბილის მიერ, რომელიც იჭერს წინა კბილის ადგილს. ამრიგად, ამ უზარმაზარი ცხოველების ყბის ყოველ ნახევარში მოქმედებს ძირითადად ერთი და ნაწილობრივ მისი მომდევნო კბილი, რომელმაც უნდა შეცვალოს უკვე მოცვეთილი წინა. მაშასადამე, ყბის ყოველ ნახევარში კბილის ცვლა ხდება ხუთჯერ, ხოლო მეექვსე კბილს ცხოველი სიკვდილამდე ინარჩუნებს.

ტარიბანის არქიდისკონის სიმაღლე სავარაუდოდ 4,5 მ. იყო, ხოლო სიგანე ეშვების ჩათვლით 5მ. და 10 სმ. მისი წარმოშობა არ არის სავსებით ნათელი, რიგი ნიშნების საფუძველზე იგი მიჩნეული იყო სამხრეთის სპილოს უშუალო წინაპრად და ეს ორი ფორმა მეცნიერებმა ერთ გვარში (არქიდისკონის) გააერთიანეს. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, კბილების აღნაგობის მსგავსება კონვერგენტული** ხასიათის არის და გამოწვეულია მსგავს ფიზიკო-გეოგრაფიულ გარემოში ცხოვრებით. შესაძლებელია მათ მეტ-ნაკლებად საერთო შორეული წინაპარი ჰყოლოდათ.

როგორ ხდება ცოცხალი ორგანიზმების განამარხება

ცოცხალი ორგანიზმების მხოლოდ მცირე რაოდენობა განამარხდება, რადგან ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. როგორც წესი, ცხოველის დაღუპვის შემდეგ, მისი ლეში მტაცებელი ინდივიდების ლუკმა ხდება ან იხრწნება. ძვლები, ნიჟარები და სხვა მყარი ნაწილები შედარებით ნელა იხრწნება კუნთებთან და რბილ ქსოვილებთან შედარებით.

ვნახოთ, როგორ ხდება განამარხება. ოდესღაც ცოცხალი ორგანიზმის განამარხებისთვის საჭიროა მისი სიკვდილის შემდეგ სხეული წყლიან გარემოში მოხვდეს, რადგან შემცირდეს ატმოსფერულ ჟანგბადთან შეხება და ლპობა მინიმუმამდე დავიდეს. თუ წყალში ჟანგბადის კონცენტრაცია მაღალია (ნორმალური მარილიანობისას 1 ლიტრი ზღვის წყალი 00 C-ზე შეიცავს 8.03 სმ3 ჟანგბადს, ხოლო 250 C-ზე - 4,93 სმ3 ს) მაშინ ცხოველის სხეული ზედაპირზე ამიტივტივდება, იშლება და მისი სხეული ნაწილები ცალ-ცალკე განამარხდება. თუ წყალში მაღალია გოგირდწყალბადის (H2S) კონცენტრაცია, სხეული ფსკერზე იძირება.

წყალში არსებული მინერალური მარილები ჩაანაცვლებს ორგანიზმების ორგანულ ნივთიერებებს და თანდთან მყარ მასად იქცევა. მილიონი წლების განმავლობაში ქვედა შრეები ახლადწარმოქმნილი ზედა შრეების ზემოქმედებით თანდათან მყარდება და მრავალი ფაქტორის გავლენის შედეგად (მაგ. წყლის მასივების უკან დახევა, მთათწარმოქნა, მატერიკების დრეიფი და სხვა) წყლიან გარემოში განამარხებული ორგანიზმი შეიძლება ფსკერიდან ხმელეთზე აღმოჩნდეს.

ზოგჯერ მწერები და სხვა მცირე ზომის ორგანიზმები იმდენად კარგად განამარხდება, რომ მეცნიერებს შეუძლიათ ამ ორგანიზმების გენეტიკური ანალიზის ჩატარება. წიწვოვანი მცენარეების მიერ გამომუშავებული ფისი წებოვანია და მისი არომატული სუნი მწერებს იზიდავს, ისინი ზედ სხდებიან და „მახეში ებმებიან". მრავალი წლის შემდეგ კი ფისი მყარდება. მინერალი ქარვა სწორედ ერთ დროს არომატული და წებოვანი ფისის გაქვავებულ ნაშთს წარმოადგენს.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ტენიან მიწაზე კარგად ემჩნევა კვალი, თუ ეს კვალი არ გადაირეცხა მდინარის ან წვიმის წყლით, მაშინ მზის სხივები გამოაშრობს და მრავალი წლის შემდეგ ქვად აქცევს. ყველაზე კარგად ცნობილი დინოზავრების ნაკვალევი, სწორედ ასეთი გზით წარმოქმნილი მათი კიდურების ანაბეჭდს წარმოადგენს.


დამანი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ფოტო ლ. ბუთხუზისა

თანამედროვე დამანი აფრიკის კლდოვან ადგილებში ბინადრობს. ზომითკურდღელს არ აღემატება, წინა კიდურებზე ოთხი თითი აქვს, უკანზე სამი.თითებს შორის აპკი უვითარდება, თითები ბოლოვდება ბრჭყალისმაგვარიჩლიქით. კიდურები ისე აქვს მოწყობილი, რომ თავისუფლად შეუძლიაციცაბო კლდეებზე სწრაფი გადაადგილება.

__________________

* პალეონტოლოგია მეცნიერება გადაშენებული ცოცხალი ორგანიზმების შესახებ, სწავლობს მათ განმარხებული ნაშთების მიხედვით.

** კონვერგენცია - სხვადასხვა სახეობის ცხოველებში ნიშან-თვისებათა მსგავსება, რომელიც გამოწვეულია არა ამ ფორმების საერთო წარმოშობით, არამედ მსგავს გარემო პირობებში განვითარებით.


წყარო: http://www.nplg.gov.ge
კატეგორია: საქართველოს ბუნება | დაამატა: giohunt1982 (28.03.2013)
ნანახია: 2979 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 paitona17   (30.03.2013 18:00:44) [მასალა]
10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика