ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ბუნებაზე [17]
საქართველოს ბუნება [8]
საქართველოს რეგიონები და ქალაქები [12]
საქართველოს მდინარეები [11]
საქართველოს ტბები [11]
საქართველოს წყალსაცავები, ტბორები [3]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ბუნება » სტატიები ბუნებაზე    

გადავარჩინოთ საქართველოს ფაუნა!
ცხოველთა სამყარო ბუნებრივი გარემოს ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია.
საქართველოს ცხოველთა სამყარო წარმოადგენს ქვეყნის და ასევე მსოფლიო ბიოლოგიური მრავალფეროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილს. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ბიოსფეროს დაცვისა და მდგრადობის შენარჩუნების. აგრეთვე საქართველოს მოქალაქეთა სულიერ და მატერიალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისა და მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.
საქართველოს სახმელეთო ტერიტორიის, საჰაერო სივრცის ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებში არსებული ცხოველთა სამყარო საქართველოს ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო უნდა იცავდეს.
სამწუხაროდ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს გარეულ ცხოველთა უფლებების დაცვას, რისი მომსწრეც ორიოდე დღის წინ კურიერში გაკეთებული სიუჟეტიდან- მელიის ცოცხლად გატყავების ფაქტი მოწმობს.. ანალოგიური შემთხვევები ხშირია საქართველოში რაც კანონმდებლობის მიხედვით დასჯადია, მაგრამ შედეგი არანაირი , არავინ არ დასჯილა.
ეს ვანდალური ფაქტები უნდა აღმოიფხვრას და ბოლო მოეღოს ცხოველების წვალებას! ცხოველი იმსახურებს პატივისცემა და კარგ მოპყრობას!
ხშირია გარეულ ცხოველთა დატყვევების ფაქტები, რესტორნის ტერიტორიებზე. საკმაოდ ცუდ პირობებში ჰყავთ დატყვევებული დათვები, მელიები, მგლები, შვლები, რაც რესტორნებისთვის ერთ-ერთ სარეკლამო ხრიკს წარმოადგენს ეგზოტიკური სანახაობის თვალსაზრისით.
ჩვენ ბევრჯერ მივმართეთ პროტესტით მსგავს დაწესებულებებს ჩავრთეთ სამართალდამცავი ორგანოები, მაგრამ შედეგი არანაირი.
ზოოპარკი კი არ ღებულობს მსგავს ცხოველებს. ტყეში კი მათი გაშვება უკვე აღარ შეიძლება რადგანაც დაკარგული აქვთ თვითგადარჩენის ინსტიქტი, მათ უკვე საკვების მოპოვების უნარი აღარ შესწევთ, ისინი დამოკიდებულები არიან ადამიანზე.
სწორედ, ამიტომ ადამიანმა არ უნდა დაატყვევოს ცხოველები, საბოლოო ჯამში სავალალო შედეგით სრულდება მათი ყოფა.
ჩვენ სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება ვთავაზობთ ყველა არასამთავრობო ცხოველთა დამცველთა ორგანიზაციებს ჩავატაროთ
ცხოველთა სამყაროს დაცვის მომიტორინგი გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად.
ცხოველთა სამყაროს დაცვის მონიტორინგი წარმოადგენს ცხოველთა სამყაროს მდგომარეობაზე დაკვირვების და მიღებული ინფორმაციის ანალიზის ერთიან სისტემას.
ჩვენი ერთიანი ძალისხმევით კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ცხოველთა გადარჩენის საქმეში.
სამწუხაროდ, ის ფაქტი რომ ბევრი ცხოველთა პოპულაცია გადაშენების პირასაა რეალობას წარმოადგენს.
ერთ-ერთ ასეთი იშვიათი სახეობაა კავკასიური როჭო,რომელის დედამიწის ძალიან მცირე ნაწილში- მხოლოდ კავკასიის მთებში ბინადრობენ და ჩვენს ბუნებას ამით უფრო მიმზიდველსა და უნიკალურს ხდის. სამწუხაროდ, კავკასიურმა როჭომ, შესაძლოა, უახლოეს 20- 30 წელიწადში უკვე თითქმის გადაშენებული სახეობების -ლეოპარდის, ქურციკის, აფთრის, გავაზის და სხვა ლეგენდათქცეული ჩვენი ფაუნის წარმომადგენლების ბედი გაიზიაროს. გავრცელების ვიწრო არეალისა და ადგილსამყოფელის დეგრადირების გამო იგი გადაშენების საფრთხის წინაშეა და გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფ ფრინველებს მიეკუთვნება- შეტანილია როგორც საეთაშორისო წითელ ნუსხაში, ასევე ევროპაში საფრთხის ქვეშ მყოფ ფრინველთა სიაში და მისი გავრცელების ყველა ქვეყნის (რუსეთი, თურქეთი, ირანი სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო)წითელ წიგნში. ეს კი ნათლად მიუთითებს, რომ მის გადასარჩენად განსაკუთრებული ზომების მიღებაა საჭირო. ამ ფრინველისთვის ძირითად პრობლემებს მისი ადგილსამყოფელის შემცირება, დეგრადირება და ფრაგნენტაცია წარმოადგენს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრაკონიერობა და ადამიანის მხრიდან შეწუხების ფაქტორი. კავკასიური როჭოს მთლიანი რაოდენობისა და გავრცელების არეალის ნახევარზე მეტი საქართველოს ტერიტორიაზეა, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას-იგი ჩვენი მთებისა და ქვეყნის სიამაყეა და მისი შენარჩუნება ჩვენი ეროვნული ვალია.
მონადირეთა ქმედებები კონტროლს არ ექვემდებარება, სადისტურად ხდება გარეულ ცხოველთა კვლა, ცოცხლად გატყავება, ბრაკონიერობა, ხაფანგების არსებობა ტყეში (კანონით იგრძალება) რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ფაუნას გადაშენება ემუქრება ახლო მომავალში.
ეს საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტია და მას სერიოზული ყურადღების მიქცევა სჭირდება როგორც ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ.
სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ვახტამგ მამალაძე



წყარო: http://www.vet-express.ge
კატეგორია: სტატიები ბუნებაზე | დაამატა: dudu-duda (04.08.2011) | ავტორი: dudu-duda E W
ნანახია: 2701 | კომენტარი: 2 | ტეგები: by me | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 giohunt1982   (13.05.2013 11:47:32) [მასალა]
”ხშირია გარეულ ცხოველთა დატყვევების ფაქტები, რესტორნის ტერიტორიებზე. საკმაოდ ცუდ პირობებში ჰყავთ დატყვევებული დათვები, მელიები, მგლები, შვლები, რაც რესტორნებისთვის ერთ-ერთ სარეკლამო ხრიკს წარმოადგენს ეგზოტიკური სანახაობის თვალსაზრისით.” აი-ეს მაცოფებს!

0   Spam
1 giohunt1982   (13.05.2013 11:46:39) [მასალა]
166 :166: სტატია კარგია და რეალობა, რომელსაც ეს სტატია ასახავს საშინელი!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 11
    სტუმარი: 11
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика