ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ქვეწარმავლებზე    

კარაკურტი (შავი ქვრივი)

ყველაზე შხამიან ობობას რომელსაც ეძახიან კარაკურტს. ეს ეხება მამრ ობობას, ხოლო მდედრს ვიცნობთ "შავი ქვრივი”-ის სახელით, რადგან საქორწილო რიტუალის შემდეგ მდედრი კლავს და შეექცევა მამრს. კარაკურტებს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იქ აქვთ, სადაც ცხელი ზაფხული და თბილი შემოდგომა იცის, ერთი სიტყვით მთელი უკრაინა, კავკასია, შუა აზია, სამხრეთი ევროპა, ჩრდილოეთ აფრიკა, არაბეთის ნახევარკუნძული, თურქეთი, ირანი, ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთი, ამერიკის კონტინენტი-პატაგონიიდან კანადის სამხრეთ შტატამდე. ანუ მთელი ტროპიკულ, სუბტროპიკული და მათთან მიმდებარე ქვეყნები. მამრი და მდედრი გარეგნულად არ ჰგვანან ერთმანეთს. მორთულობით მამრი განუვითარებელ მდედრს ჰგავს. არსებითად ასეც არის: მდედრი სანამ ზრდასრულ ასაკს მიაღწევდეს, ცხრაჯერ იცვლის კანს, მამრი კი შვიდჯერ, ასე რომ მას აკლია ორი კანის მოცვლა და შეფერილობის შესაბამისი ნიუანსები. მამრი მდედრთან შედარებით დაახლოებით ორჯერ პატარაა. მარჯვნივ მამრი, მარცხნივ მდედრი კარაკურტის კვერცხი 0,8-0,9 მილიგრამიანი ბურთულაა. პაწია შხამიანი ობობა რამდენიმე საათს ან ზოგჯერ მთელ დღე-ღამესაც კი ხარჯავს იქიდან გამოძრომაზე. იგი ნაზია, გამჭვირვალე, იმ კვერცხის ფერისაა, საიდანაც თვითონ იშვა. ფეხებს კი იქნევს, მაგრამ ჯერჯერობით არც ცოცვა შეუძლია, არც აბლაბუდის ქსოვა. პაწაწინა ობობები მაგრამ აი რამდენიმე დღის შემდეგ კანს იცვლის და გარდაიქმნება: ახლა უკვე შავია, (მართალია ერთბაშად კი არა, თანდათანობით შავდება. ამიტომ შემოდგომაზე გამოჩეკილი კარაკურტები გაუმუქებლად იზამთრებენ) ოვალური მუცელი აქვს, ზედ ღია ფერის ლაქების სამი მწკრივია. ეს ზემოდან. ქვემოთა მხარეზე კი ღია ნაცრისფერი ქვიშის საათის ფორმის საბედისწერო ნიშანია ( ასაკთან ერთად ისიც გაწითლდება). ღირსშესანიშნავი ნიშანია! ყურადღება მიაქციეთ: მის მიხედვით მაშინვე გაარჩევთ მდედრსა და მამრს! ოღონდ მოზრდილ მდედრს, რომელმაც ცხრაჯერ გამოიცვალა ქიტინოვანი ჯავშანი, ეს ნიშანი ცენტრში დაეჩრდილა და ორ განივ, წითელ ზოლად შერჩა. ტყავის კიდევ ერთი განახლებით გარგნობა დიდად ეცვლება, მაგრამ ამ დროს მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება: პაწია კარაკურტი პირველად მიდის სანადიროდ. კიდევ და კიდევ იცვლიან კანს ობობები და მათ მუცელზე არსებული თეთრი ლაქები ნელ-ნელა უთმობს ადგილს მოძალებულ ნარინჯისფერს. ჯერ თეთრი სივრცის ცენტრში იჩენს ხოლმე თავს მოწითალო წერტილი, მერე იზრდება და სულ მალე ირგვლივ თეთრი ქობაღა რჩება. მამრი კარაკურტი, რომელსაც, როგორც ჩანს მშვენივრად მიაჩნია ეს წამი, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებს თავის წითელ, თეთრქობიან ლაქებს. იგი ხტუნვა-ხტუნვით, სწრაფად დარბის. შესახედავად გამხდარია, ოვალური მუცელი აქვს, მომცრო ზომისაა 4-7 მმ უფეხებოდ. მდედრი უფრო შორს მიდის-შავდება და უკანასკნელი კანის მოცვლის შემდეგ ჩვეულებრივ არვითარი ლაქები არ აქვს, გარდა მუცელზე არსებული ორი წვრილი მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყვითელი ზოლისა. იგი სქელი და მოუქნელია: მაძღარი ტყის თხილისოდენაა, მშიერი და დაუძლურებლი კი ბარდას მარცვალს მიაგავს. კარაკურტის სამოსი საერთოდ ძალზედ მრავალფეროვანი და ლამაზია. გარეგნობით სულაც არაა საშიში. პირიქით ძალზედ კოხტა ობობაა, რომელიც ბრელოკის მოდელადაც კი შეიძლება გამოდგეს



წყარო:
კატეგორია: სტატიები ქვეწარმავლებზე | დაამატა: giorgi (28.04.2012) | ავტორი: giorgi W
ნანახია: 3512 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 chelo2121   (01.12.2014 22:50:16) [მასალა]
შავი ქვრივის შხამი 15 ჯერ ძლიერია ჩხრიალა გველის შხამზე

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 23
    სტუმარი: 23
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика