ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ფრინველებზე    

კავკასიური როჭო
როჭო (Lyrurus), ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. აერთიანებს 2 სახეობას: ჩვეულებრივი როჭო (Lyrurus tetrix), რომელიც გავრცელებულია ევროპასა და აზიის ტყისა და ტყე-ველის ზონებში და კავკასიური როჭო(Lyrurus mlokosiewiczi), რომელიც ბინადრობს დიდი და მცირე კავკასიონის მთიანეთში. გავრცელებულია მთავარი კავკასიონის ქედსა და მცირე კავკასიონის ალპურ ველებზე ზღვის დონიდან 1500-3000 მ-მდე. ზამთარში ტყეს აფარებს თავს.მამალი კავკასიური როჭო შავია, კიდურა საჭის ბუმბული ქვემოთ აქვს მოხრილი. დედალი ჭრელია. ბუდეს მიწაზე იკეთებს. დებს 2-10 კვერცხს. იკვებება თესლით, კენკრით, ხილით, ნორჩი ყლორტებითა და ფოთლებით, ჭიებით, ლოკოკინებით. კავკასიური როჭო ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია და მას ყველგან იცავენ. შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში".   ეს ფრინველი როგორც  ცალკე სახეობა მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1875 წელს. მანამდე კი მეცნიერები მას ევროპულ შავ როჭოდ მიიჩნევდნენ. მას შემდეგ, რაც პოლონელი გადამდგარი ოფიცერიმლოკოსევიჩი ჩამოსახლებული იქნა საქართველოში მეფის რუსეთის დროს და მუშაობა დაიწყო ლაგოდეხის ნაკრძალში მეტყევედ, მისმა დაკვირვებამ და ვარშავის უნივერსიტეტში გაგზავნილმა წერილმა გადაწყვიტა ამ ფრინველის სახელდების ბედი. პოლონელმა ზოოლოგმა, პროფესორმა ტაჩანოვსკიმ ახალ სახეობას მლოკოსევიჩის როჭო უწოდა.კავკასიური როჭო (Caucasian Black Crouse- tetao mlokosiewiczi) – საშუალო ზომის ტყის ფრინველია,   სხეულის სიგრძე 50 სმ-მდეა. წონა - 600 – 1100 გრამი. მამალი დედალზე დიდია და შეფერილობითაც განსხვავდება. ორწლიანი და მეტი წლის მამალი სრულიად შავია, მხოლოდ იღლიის ბუმბულები აქვს თეთრი, თვალებს ზემოთ კანი (წარბი) კი წითელია. დედალი როჭო კი ჩალისფერია, მუქი მოყავისფრო განივი წინწკლებით.როჭოებისათვის დამახასიათებელია აგრეთვე ასაკობრივი დიმორფიზმი. ერთწლიანი მამალი შეფერილობით დედალს ჰგავს, მაგრამ მასთან შედარებით ყავისფერი წინწკლები უფრო წვრილი და ხშირი აქვს. ახალგაზრდა მამალი საბოლოოდ მხოლოდ ზრდასრულობის მიღწევისას, მესამე წელს იფარება შავი ბუმბულით.მამალს გრძელი და ლამაზი კუდი აქვს, რომელიც ბოლოში ორად არის გაყოფილი და ქვემოთაა დახრილი. საქართველოში ბინადრობს როგორც დიდ, ისე მცირე კავკასიონზე. გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე უმთაფრესად დეკით დაფარულ ფერდობებზე. ასევე მეჩხერ არყნარი ტყისა და სუბალპური ზონის საზღვარზე. დებს 10 კვერცხს და ჩეკს 6–7 წიწილას.გავრცელება: საქართველოში როჭო როგორც დიდ ისე მცირე კავკასიონზე გვხვდება. დიდ კავკასიონზე როჭო შეიძლება ვნახოთ აფხაზეთის მთებში, სვანეთში,რაჭა-ლეჩხუმში,სამაჩაბლოს მთიანეთში, ხევში, მთიულეთში, ხევსურეთში, თუშეთში და კახეთის კავკასიონზე. მცირე კავკასიონზე კი თრიალეთის, მესხეთის, ერუშეთის, შავშეთის და არსიანის ქედებზე.საქართველოს გარეთ როჭო ჩრდილო კავკასიაში დიდი კავკასიონის ქედის გაყოლებით ბინადრობს, აზერბაიჯანის დიდ და მცირე კავკასიონის ქედებზე, სომხეთში ზანგიზურის, მეღრის ქედებზე, თურქეთში შავი ზღვის ქედზე და მიმდებარე მთებში და ირანის უკიდურეს ჩრდილო დასავლეთ ნაწილში.შეტანილია IUCN წითელ ნუსხაში. ამ ფრინველისთვის ძირითად პრობლემებს მისი ადგილსამყოფელის შემცირება, დეგრადირება და ფრაგმენტაცია წარმოადგენს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრაკონიერობა და ადამიანის მხრიდან შევიწროვების ფაქტორი.


წყარო: http://hunters.ge/gareuli-frinvelebi/259-kavkasiuri-rocho.html
კატეგორია: სტატიები ფრინველებზე | დაამატა: გიომონადირე (28.03.2012) W
ნანახია: 2766 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 bagashvili   (12.09.2015 19:25:37) [მასალა]
კარგი სტატიაა 23_30_126 23_30_126

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика