მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
პნევმატური იარაღები   
gunslingerპასუხების რაოდენობა: 1648
ნადირობა იხვზე   
chogiaპასუხების რაოდენობა: 6321
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4097
კურდღელზე ნადირობა   
პედიატრიპასუხების რაოდენობა: 1374
იარაღები   
gio90პასუხების რაოდენობა: 5563
Huglu 104a   
zarnaპასუხების რაოდენობა: 144

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ფრინველებზე    

ფრინველების გადაფრენა და მათი რუკა

ფრინველთა ყოველწლიურ გადაფრენას ადამიანები უძველესი დროიდან იცნობენ. მას დიდ ყურადღებას აქცევდნენ არა მარტო საბერძნეთისა და რომის, არამედ სირიის, ეგვიპტისა და სხვა უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის სწავლულები. მიმოფრენის უმთავრესი მიზეზია ჩრდილოეთში საკვების ნაკლებობა ზამთარში, ხოლო სიჭარბე ზაფხულში და გადაფრენისადმი თანდაყოლილი ჩვევა (ინსტიქტი, მემკვიდრეობით მიღებული რეფლექსები) შეძენილი ფრინველებია მიერ მათი დასახელებისა და არეალის სივრცის გაფართოების დროს. ზამთარში ჩვენში თავისუფლად მოსაპოვებელი საკვების დიდი სიმცირეა, დიდი თოვლისა და ყინვების გამო ფრინველები ჩრდილოეთში შიმშილისაგან განწირულნი არიან სიკვდილისათვის და ამიტომ რჩება მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი_გადაფრინდნენ სამხრეთში, სადაც ამ დროს ბევრი და მსუყე საკვებია. უნდა ითქვას, რომ, გარდა მოფრენის ვადებზე მათ სხეულში სქესობრივი მომწიფების სერიოზული გავლენისა, განსაკუთრებით ფრინველთა საგაზაფხულო მოფრენის დროს, ძირითადი მიზეზი მაინც კვების, საზრდოს მოპოვების საკითხია. არსებობს მიმოფრენის ორი უმთავრესი გზა, პირველი და ყველაზე დიდი შავი ზღვის სანაპირო საჰაერო გზაა, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთით და პირუკუ მიემართება. ამ გზით მიფრინავს ფრინველთა სხვადასხვა სახეობის უდიდესი რაოდენობა. ესენი არიან როგორც წყალში მოცურავენი, ისე სხვა ფრინველები: კეთილშობილი იხვები (გარეული, ნაცარა, კუდსადგისა, შუბლთეთრა, ცხვირფარა, პატარა იხვინჯები), რუხი ბატი, ტყის ქათამი, მწყერი, ყველა სახის ყანჩა, ჭყიანპო, კვირიონი, თოლია და სხვა ფრინველები, მათ შორის მტაცებლებიც. შავი ზღვა-კავკასიის ზღვისპირეთი სანაპირო გადასაფრენი გზა მიემართება ქერჩის სრუტიდან შავი ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაპირის გაყოლებით, გაივლის საქართველოს მთელ ზღვისპირეთს და გრძელდება მცირე აზიის, ეგვიპტისა და აფრიკისაკენ. შავი ზღვის სანაპიროს 5-10 კმ-ის სიგანის დაბლობის ზოლი, ზოგჯერ 25 კმ-მდე ფართოვდება; ამ გზაზე მოძრაობენ გადამფრენ ფრინველთა გუნდები. აქედან სხვადასხვა მიმართულებით განშტოვდება ცალკეული მეორეხარისხოვანი გზები. მიმომფრენი ფრინველები უერთდებიან იმ ფრინველთა საერთო ნაკადს, რომლებიც გდაიფრენენ შავი ზღვის საჰაერო გზით. მეორე საჰაერო გზა მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, იგი იწყება ქალაქ ვლადიკავკაზის მხრიდან მდინარე თერგის დინების გასწვრივ, გადადის ჯვრისა და გუდაურის უღელტეხილებზე, მიემართება თეთრი და შავი არაგვით, ჩადის მდინარე მტკვარზე და მიჰყვება ამ მდინარის დინებას სამხრეთ_აღმოსავლეთით. ბათუმის თავზე ყოველი წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე რამდენიმე ათეული ათასი მტაცებელი ფრინველი გაიფრენს, რაც მას საერთაშორისო მნიშვნელობას სძენს და ევროპის ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან სამიგრაციო გზად მიიჩნევა. ეს მარშრუტი ცნობილია როგორც "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო მარშრუტი”, მიუძღვის რა ფრინველებს სკანდინავიიდან და რუსეთიდან ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკისკენ. საყოველთაოდ ცნობილი "ბათუმის სამიგრაციო ძაბრი” ჰიბრალტართან, მესინა-სიცილიასთან და ბოსფორთან ერთად ევროპის ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილად მოიხსენიება. ბათუმის "ძაბრი” საშემოდგომო გადაფრენისას შემდეგნაირად იქმნება: მას შემგედ, რაც მტაცებლები გადმოლახავენ დიდი კავკასიონის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებს (ამ დროს მათი სამიგრაციო გზები ძირითადად დაბალ უღელტეხილებზე გადის), ეშვებიან კოლხეთის დაბლობზე; ენერგიის დაზოგვის მიზნით ერიდებიან შავი ზღვის ზედაპირს, ლიხის (სურამის) და მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედებს; ამის შედეგად ძალაუნებურად მათი უმეტესი ნაწილი თავს იყრის ბათუმის მიდამოებში; შემდეგ გადაკვეთენ საქართველო-თურქეთის საზღვარს და თანდათან ისევ დაცილდებიან ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ მტაცებლების დიდი რაოდენობა დიდი კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილსაც გადმოლახავს, აღმოსავლეთ საქართველოში წყლის ფართო ზედაპირის არარსებობისა და უფრო მოზაიკური მთა-გორიანი ლანდშაფტის გამო გადაფრენა რამდენიმე გზით მიმდინარეობს და ამიტომ ამ ადგილებში ისეთი დიდი მაშტაბის "ძაბრი” არ იქმნება, როგორიც ბათუმთან.


წყარო: http://ucnauri.com
კატეგორია: სტატიები ფრინველებზე | დაამატა: giorgi (17.10.2011) | ავტორი: giorgi W
ნანახია: 6118 | კომენტარი: 3 | ტეგები: ფრინველების გადაფრენა და მათი რუკა | რეიტინგი: 3.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 giorgi   (20.10.2011 17:26:00) [მასალა]
ყოველ შემთხვევაში რაც მე ამ საიტზე ვარ არ მინახია. თუ დევს ლინკი მომე და მე წავშლი

0   Spam
2 -BERG-   (19.10.2011 21:26:16) [მასალა]
თუ არ ვცდები, ეს სტატია უკვე დევს... 23

0   Spam
1 hamlet   (19.10.2011 15:36:28) [მასალა]
საგოლ ზმა კარგი ახსნილია მეც ბატუმელი ვარ და ბევრჯერ მინახავს გადაფრენის პროცესი. 10 10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика