მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [6]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [1]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
პოინტერი   
alekoპასუხების რაოდენობა: 4149
ქველმოქმედება   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 20
ტყის ქათამზე ნადირობა   
Becasseპასუხების რაოდენობა: 3793
დრათჰაარი   
gio96პასუხების რაოდენობა: 3706
საცვლელი ჩოკები   
gio96პასუხების რაოდენობა: 294
კაკაჩა   
daviti911პასუხების რაოდენობა: 230

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ფრინველებზე    

ფრინველთა მიგრაციის გზები საქართველოში.
და ეხლა წარმოგიდგენთ ფრინველთა მიგრაციის გზებს საქართველოში....

ძირითადი ისტორიული საჰაერო გზა,რომლითაც ხდება ფრინველთა გადაფრენა საქართველოზე გავლით,არის შავი ზღვის სანაპირო გზა.ამ გზით, ჩრდილოეთიდან სამხრეთით და პირუკუ,მიფრინავს ფრინველთა სხვადასხვა სახეების უდიდესი რაოდენობა.შავზღვა-კავკასიის ზღვისპირეთ-სანაპირო გადასაფრენი გზა მიემართება ქერჩის სრუტედან შავი ძღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გაყოლებით,გაივლის საქართველოს მთელ ზღვისპირეთს და გრძელდება მცირე აზიასა,ეგვიპტესა და აფრიკისკენ. 
ამ გზას უერთდებიან ან მისგან სხვადასხვა მხრისაკენ განშტოვდებიან Fრინველთა ზოგიერთი სახეების გადაფრენის ცალკეული,მეორეხარისხოვანი გზები.ეს ფრინველები უერთდებიან იმ ფრინველთა საერთო ნაკადს,ან შორდებიან მას სახეობის ბიო-ეკოლოგიურ თავისებურებებთან ოვანი ქარავნები. 
ტყის ქათმები, გადაიფრენენრა საქართველოს თბილჰავიან ზღვისპირეთს,პირიქით, არ უერთდებიან ძირითადი გზით მიმავალ ფრინველებს,არამედ თანდათან,დაფანტულად,ადგილს გადაინაცვლებენ სამხრეთისაკენ და აქ ნორმალურად აზამთრებენ.მშრალი და თბილი ამინდის დროს ,ტყის ქათმები გადადიან მთის კალთების ნესტიან,ტყით დაფარულ ხეობებში,ხოლო როცდესაც ამ ადგილებში აცივდება კვლავ ზღვისპირეთში ჩადიან.ჭაობიან ნესტიან ფერდობებზე. 
მეორეს მხრივ,შავი ზღვის ძირითად გზას ჩამოცილდებიან მეორეხარისხოვანი საჰაერო გადაფრენის შტოები,რომლებსაც მრავალი კეთილშობილი იხვი,რუხი ბატი,თეტრშუბლა ბატი და სხვა ფრინველები მიჰყვებიან საქართველოს,სომხეთსა დააზერბაიჯანის შესაფერის ტერიტორიებზე დროებით გაჩერებისა,კვებისა ან დაზამთრების მიზნით.შავი ზღვის ეს მეორეხარისხოვანი განივი განშტოება იწყება დაახლოებით, სამურზაყანოს ჭაობიანი დაბლობიდან (გუდავა,გაგიდა) და,განსაკუთრებით,პალიასტომის ტბის მიდამოებიდან(ქ.ფოთის მახლობლად),სადაც წინათ იმყოფებოდა (ამჟამათ ძლიერ შეკვეცილი),მრავალნაირი წყლის ფრინველის დიდი საზამთრე ადგილი. 

საჰაერო გზა მთავარ ქედზე 
-------------------------------- 

ფრინველთა გადაფრენის საქართველოს ეს მეორე მნიშვნელოვანი გზა იწყება ქ.ორჯონიკიძის მხრიდან მდ.თერგის დიდების გასწვრივ,გადადის ჯვარისა დაგუდაურის უღელტეხილზე,მიემართება მდინარეებისთეთრი და შავი არაგვის გაყოლებით,ჩადისმტკვარზე და გარდაბნის ველის შემდეგ,მიჰყვება ამ მდინარის დინებას სამხრეთ-აღმოსავლეთით,ძირითად საზამთრე ადგილამდე,ლენქორანთან,ყიზილ-აგაჩის ყურეში და ირანული ტალიშის საზღვრებამდე. 
ამ გზიდან,ისევე როგორც შავი ზღვის გზიდან,არსებობს განშტოებანი,განივი საჰაერო გზები.ზოგი მათგანი,დასვენებისა და კვების მიზნით დროებითი გაჩერების გზებს წარმოადგენს,სხვებს ფრინველთა ზოგიერთი სახეები მიჰყავთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ემთხვევით ან მუდმივ საზამთრო ადგილებზე.მეორე ძირითადი გზით ჩვენს ქვეყანაში გავლით,მიფრინავენ მწყერების და მათი მუდმივი თანამგზავრების,კვირიონების დიდი მასები. 
უნდა ითქვას,რომ გადაფრენა შავზღვა-კავკასიის გზით გაცილებით უფრო მდიდარია ფრინველთა სახებით და უფრო დიდი მაშტაბებით წარმოებს,ვიდრე მდ.მტკვრის ხეობით. 

გადაფრენა მაღალ მთებზე 
------------------------------ 

გარდა დასახელებული ორი ძირითადი გადაფრენის გზისა, საქართველოს ფარგლებში კავკასიონის ქედის რამდენიმე ადგილას,მის უღელტეხილებთან არსებობს ფრინველთა გადაფრენის გარკვეული,მუდმივი,დამხმარე,მეორეხარისხოვანი გზები: 
1)სანჭარას უEღელტეხილის რაიონი,რომლითაც ფრინველები მოფრინავენ ჩრდიოლეთიდან მდ.ზელენჩუკის,ბელაიას,ლაბას დინების გაყოლებით,ხოლო სამხრეთისაკენ--მდ. ბზიფის სისტემის გასწვრივ. 
2)ასეთივე რაიონი გრიბზას უღელტეხილთან. 
3)ქლუხორის უღელტეხილის რაიონი,რომლისკენაც ფრინველები მიფრინავენ მდ.ყუბანის და თებერდს ველებით,ხოლო ზღვისკენ გზას მდ.კოდორით აფხაზეთში. 
4)უღელტეხილები ბალყარეთიდან სვანეთში (მთა დიხტაუს ახლოს,სიმაღლე5198მ.)ტვიბერისა და მესტიის--რომლებიცკენაც ფრინველები მიფრინავენ მდ. ჩერეკის(ჩრდილოეთის ფერდობებზე) და მდ.ენგურის (სამხრეთ ფერდობზე) დინებათა გზით.

ზოგი რამ ფრინველთა გადაფრენის შესახებ 


საქართველოს სანადირო და სხვა სასარგებლო ფრინველთა დიდი რაოდენობა მიმოფრენას აწარმოებს ყოველწლიურად: გაზაფხულზე- სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, ხოლო სემოდგომაზე _ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. 
ფრინველთა ყოველწლიურ გადაფრენას ადამიანები უზველესი დროიდან იცნობენ. მას დიდ ყურადღებას აქცევდნენ არა მარტო საბერძნეთისა და რომის, არამედ სირიის, ეგვიპტისა და სხვა უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის სწავლულები. 
მიუხედავად ამისა, უკანასკნელ დრომდე, როდესაც მეცნიერებამ უდიდესი ნაბიჯები გადადგა წინ, ერთიანი მეცნიერული აზრი ფრინველთა ყოველწლიური მიგრაციის შესახებ კიდევ არ არის გამომუშავებული. ამის შესახებ მრავალ ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი არსებობს. 
სინამდვილესთან ყველაზე უფრო ახლოს ჩვენ ვთვლით აზრს იმის შესახებ, რომ მიმოფრენის უმთავრესი მიზეზია ჩრდილოეთში საკვების ნაკლებობა ზამთარში, ხოლო სიჭარბე ზაფხულში დაგადაფრენისადმი თანდაყოლილი ჩვევა (ინსტიქტი, მემკვიდრეობით მირებული რეფლექსები) შეძენილი ფრინველებია მიერ მათი დასახელებისა და არეალის სივრცის გაფართოების დროს. 

,,არც ერთი ფრინველი,_ ამბობს ორნიტოლოგი ალმუტი, _ არ ბრუნდება გაზაფხულზე მანამ, სანამ მისი საკვები არ გამოჩნდება” 
ზამთარში ჩვენში თავისუფლად მოსაპოვებელი საკვების დიდი სიმცირეა, დიდი თოვლისა და ყინვების გამო ფრინველები ჩრდილოეთში შიმშილისაგან განწირულნი არიან სიკვდილისათვის და ამიტომ რჩება მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი_გადაფრინდნენ სამხრეთში, სადაც ამ დროს ბევრი და მსუყე საკვებია. 

უნდა ითქვას, რომ, გარდა მოფრენის ვადებზე მათ სხეულსი სქესობრივი მომწიფების სერიოზული გავლენისა, განსაკუთრებით ფრინველთა საგაზაფხულო მოფრენის დროს, ძირითადი მიზეზი მაინც კვების, საზრდოს მოპოვების საკითხია. 
ჩვენი მონადირეებისათვის საინტერესოა იმის ცოდნა, თუ რა გზები არსებოს ჩვენში, რომლითაც მიმოფრენენ გადამფრენი ფრინველები. 
საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს მიმოფრენის ორი უმთავრესი გზა, პირველი და ყველაზე დიდი შავი ზრვის სანაპირო საჰაერო გზაა, რომელიჩ ჩრდილოეთიდან სამხრეთით და პირუკუ მიემართება. ამ გზით მიფრინავს ფრინველთა სხვადასხვა სახეობის უდიდესი რაოდენობა. Eესენი არიან როგორც წყალსი მოცურავენი, ისე სხვა ფრინველები: კეთილშობილი იხვები (გარეული, ნაცარა, კუდსადგისა, შუბლთეთრა, ცხვირფარა, პატარა იხვინჯები), რუხი ბატი, ტაის ქათამი, მწყერი, ყველა სახის ყანჩა, ჭყიანპო, კვირიონი, თოლია და სხვა ფრინველები, მათ სორის მტაცებლებიც. 


შავი ზღვა-კავკასიის ზღვისპირეთი სანაპირო გადასაფრენი გზა მიემართება ქერჩის სრუთიდან შავი ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაპირის გაყოლებით, გაივლის საქართველოს მიელ ზღვისპირეთს და გრძელდება მცირე აზიის, ეგვიპტისა და აფრიკისაკენ. 
შავი ზღვის სანაპიროს 5-10 კმ-ის სიგანის დაბლობის ზოლი, ზოგჯერ 25 კმ-მდე ფართოვდება; ამ გზაზე მოძრაობენ გადამფრენ ფრინველთა გუნდები. 
აქედან სხვადასხვა მიმართულებით განშტოვდება ცალკეული მეორეხარისხოვანი გზები. მიმომფრენი ფრინველები უერთდებიან იმ ფრინველთა საერთო ნაკადს, რომლებიც გდაიფრენენ შავი ზღვის საჰაერო გზით. 
მეორე საჰაერო გზა მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, იგი იწყება ქალაქ ვლადიკავკაზის მხრიდან მდინარე თერგის დინების გასწვრივ, გადადის ჯვრისა და გუდაურის უღელტეხილებზე, მიემართება თეთრი და შავი არაგვით, ჩადის მდინარე მტკვარზე და მიჰყვება ამ მდინარის დინებას სამხრეთ_აღმოსავლეთით. 



როგორც პირველ ისე ამ გზზედაც მიმოფრენენ მწყერები, მათი მუდმივი თანამგზავრები კვირიონები, ტყის ქათმები, სვადასხვა სახის იხვები, რუხი ბატები, სავათები, სარსარაკები, წეროები და სხვა გდამფრენი ფრინველები. 
გაარდა დასახელებული გზებისა, საქართველოს ფარგლებში კავკასიონის ქედის უღელტეხილებთან რამდენიმე ადგილას არსებობს გადაფრენის მეორეხარისხოვანი გზებიც. ეს უღელტეხილებია სანწა, გრიზბა, ქლუხორი, ბალყარეთიდან სვანეთში გადმოსავლელი ,,ტვიბერი” და ,,მესტია”, რომლებისკენაც ფრინველები მიმოფრენენ მდინარეების ჩერეკისა და ენგურის დინებათა გზით. 
საქართველოში სავათებისა და სარსარაკების სემოფრენა მეზობელ აზერბაჯანიდან უმთავრესად ხდება დაბა ლაგოდეხიდან შირაქის ტრამალებზე, გარუéის უდაბნოში და გარე კახეთის სხვა ნახევრად უდაბნო ადილებში. 

აქვე უნდა დავსძინოთ, რომ ფრინველთა გადაფრენის მიზეზებისა და მიმართულებების შესასწავლად, რაც ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია, დიდი მნიშვნელობა აქვს დარგოლილ ფრინველთა მოკვლის დროს, ფრინველის ფეხზე აღმოჩენილი რგოლის ფეხიანად წარდგენას მონადირეთა საზოგადოებაში, რომელიც ვალდებულია ფრინველის მომპოვებლის ვინაობა და მისამართი აცნობოს დამრგოლავ ორგანიზაციას საქართველოში არსებული ცენტრის მეშვეობით.

მტაცებელთა მიგრაცია 


ბათუმის ”ძაბრი” და მისი საერთაშორისო მნიშვნელობა 
”ძაბრის” წამოქმნის თავისებურებები 
მტაცებელ ფრინველთა მონიტორინგის პროგრამა 
პრობლემები, რომლებიც თან ახლავს ფინველთა მასიურ გადაფრენას 
პროგრამის შედეგები 


ბათუმის ”ძაბრი” და მისი საერთაშორისო მნიშვნელობა 


დედამიწაზე არსებული მტაცებელი ფრინველების 62%-ზე მეტი ახორციელებს საზამთრო და საბუდარ ადგილებს შორის სეზონურ გადაფრენას ანუ მიგრაციას. ამ მოვლენის ძირითადი მამოძრავებელი ძალა საკვების და კლიმატური პირობების სეზონური ცვლილებაა. 
ბათუმის თავზე ყოველი წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე რამდენიმე ათეული ათასი მტაცებელი ფრინველი გაიფრენს, რაც მას საერთაშორისო მნიშვნელობას სძენს და ევროპის ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან სამიგრაციო გზად მიიჩნევა. ეს მარშრუტი ცნობილია როგორც “აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო მარშრუტი”, მიუძღვის რა ფრინველებს სკანდინავიიდან და რუსეთიდან ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკისკენ. საყოველთაოდ ცნობილი “ბათუმის სამიგრაციო ძაბრი” ჰიბრალტართან, მესინა-სიცილიასთან და ბოსფორთან ერთად ევროპის ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილად მოიხსენიება. ასეთ ადგილებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ტურიზმის მარკეტინგის, ბუნების დაცვითი სამუშაოებისა და სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისით. 

”ძაბრის” წამოქმნის თავისებურებები 


ბათუმის “ძაბრი” საშემოდგომო გადაფრენისას შემდეგნაირად იქმნება: მას შემგედ, რაც მტაცებლები გადმოლახავენ დიდი კავკასიონის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებს (ამ დროს მათი სამიგრაციო გზები ძირითადად დაბალ უღელტეხილებზე გადის), ეშვებიან კოლხეთის დაბლობზე; ენერგიის დაზოგვის მიზნით ერიდებიან შავი ზღვის ზედაპირს, ლიხის (სურამის) და მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედებს; ამის შედეგად ძალაუნებურად მათი უმეტესი ნაწილი თავს იყრის ბათუმის მიდამოებში; შემდეგ გადაკვეთენ საქართველო-თურქეთის საზღვარს და თანდათან ისევ დაცილდებიან ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ მტაცებლების დიდი რაოდენობა დიდი კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილსაც გადმოლახავს, აღმოსავლეთ საქართველოში წყლის ფართო ზედაპირის არარსებობისა და უფრო მოზაიკური მთა-გორიანი ლანდშაფტის გამო გადაფრენა რამდენიმე გზით მიმდინარეობს და ამიტომ ამ ადგილებში ისეთი დიდი მაშტაბის “ძაბრი” არ იქმნება, როგორიც ბათუმთან. 

მტაცებელ ფრინველთა მონიტორინგის პროგრამა 


ბათუმის სამიგრაციო “ძაბრის” ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე პოპულარიზებისა და კონსერვაციული ღონისძიებების გატარების მიზნით საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრმა გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა მონიტორინგის პროგრამა 2000 წელს დაიწყო, პროგრამა მიზნად ისახავს: 
• საზოგადოების ცნობიერების ზრდას, 
• გრძელვადიანი მონიტორინგის შესაძლებლობების შექმნას ადგილზე, 
• გადაფრენისა და ფრინვლებზე დაკვირვებისათვის ძირითადი ადგილების გამოვლენა 
• გამოვლენილ ადგილებზე თვლების სეზონური წარმოება 
• ბათუმის “ძაბრის” საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტირებასა 
• შეხვედრების ორგანიზება ადგილობივი დაინტერესებული პირების მონაწილეობით ადგილობრივი მონიტორინგის ჯგუფების შესაქმნელად. 
• სამეცნიერო და მოხალისეთა ჯგუფების კოორდინირება, რომლებიც მოახდენენ სამიგრაციო დერეფნების გამოვლენას და აწარმოებენ ამ ადგილებზე სეზონურ თვლებს 


პრობლემები, რომლებიც თან ახლავს ფინველთა მასიურ გადაფრენას 


ბათუმის სამიგრაციო ძაბრში ყოველი წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე 100 000-ზე მეტი მტაცებელი ფრინველი გაიფრენს. ფრინველთა დიდი რაოდენობით თავმოყრა, როგორც წესი, პრობლემებსაც წარმოშობს. ბუნებრივი ადგილსამყოფელოების ცვლა, ურბანიზაცია და ბრაკონიერობა – ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომლებიც გადაფრენისას ფრინველთა განადგურებას იწვევს. ამ მოვლენასთან მჭიდრო კავშირში იმყოფება ბაზიერობაც. 
ბაზიერობა ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა საქართველოში. მიმინოების “მოთვინიერება” დღესაც საამაყო პროფესიად ითვლება და მას ბევრი მიმდევარი ჰყავს – მხოლოდ აჭარის ბაზიერთა ასოციაცია ათი ათასამდე წევრს ითვლის. თავისთავად, ბაზიერობა საკმაოდ უწყინარი მოვლენაა ბუნებისთვის, რადგან გაწვრთილ მიმინოს შემოდგომის ბოლოს უშვებენ და თანაც, ბაზიერები ცნობილი არიან როგორც ბუნების მოყვარულნი და ქომაგები. მაგრამ სამწუხაროდ, ეკონომიკური თუ სხვა მიზეზების გამო, უკანასკნელ წლებში ათასობით მტაცებელი ფრინველი იღუპება გადაფრენისას – ზოგი მიმინოთა გამოსაკვებად, თითქოსდა ასე ნაკვები მიმინო უკეთესად ინადირებსო, ზოგი გასაყიდად (კრაზანიჭამიას, ანუ ირაოს ხორცს ხშირად შეხვდებით ბაზარზე) და ზოგიც ქონისთვის, თითქოსდა ართრიტისა და ასთმის სამკურნალო მალამოს მისაღებად, რაც მედიკოსთა აზრით საფუძველს მოკლებულია. ამას ემატება გაწვრთნილი მიმინოებით ვაჭრობაც. სხვადასხვა მონაცემებით ამ მიზეზთა გამო აჭარაში ყოველ შემოდგომაზე 3-დან 10 000 მტაცებელი ფრინველი იხოცება, რომელთა შორის გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფნი, ანუ გადაშენების პირას მისულნიც არიან. 


პროგრამის შედეგები 

• მტაცებელთა პროგრამის ფარგლეში 2002 წელს მომზადდა და დაიბეჭდა მტაცებელ ფრინველთა სარკვევი “საქართველოს მტაცებლები’ ქართულ ენაზე, 
• ხოლო 2005 წლის იანვარში გამოიცა “საქართველოს მტაცებლები და ბუები” ქათულ და ინგლისურ ენაზე, რომელიც “საქართველოს მტაცებლები’ს” ახალ რედაქციას წარმოადგენს; 
• ადგილობრივი ბაზიერებისგან შეირჩა მთვლელები და ჩაუტარდათ სპეციალური წვრთნა მონიტორინგის განხორციელებისთვის. 
• მოეწყო სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი ბაზიერბის, მონადიერების, ადგილობრივი თვითმმათველობის, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების მონაწილეობით 
• 2002 წლის შემოდგომაზე პირველად მოეწყო გადამფრენი მტაცებელი ფრინველების ორგანიზებული აღრიცხვა. 
10 კვირიანი თვლების პერიოდის განმავლობაში ყოველწლიურად დაახლოვებით 80 – 100 ათასი მტაცებელი ფრინველია აღწერილი და დოკუმენტირებული ბათუმის მიდამოებში. 
საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი ფრინველთა დაცვის მსოფლიო კავშირთან (Birdlife International) და შვეიცარიის ფრინველთა დცვის ასოციაციასთან ერთად (SVS) ყოველწლიურად მართავს მტაცებელ ფრინველთა საშემოდგომო თვლებს, რომელიც კვლავაც მიმდინარეობს. “თვლები 2005”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს საქართველოს ნებისმიერი ადგილიდან თუ უცხოეთიდან. ფრინველთა მიგრაციაზე დაკვირვება და მათ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება სასარგებლო საქმესთან ერთად, აქტიური დასვენების საუკეთესო საშუალებაცაა.



მიმაგრებული სურათი 
35032.gif
   


წყარო: http://FORUM.GE
კატეგორია: სტატიები ფრინველებზე | დაამატა: dudu-duda (20.01.2016) | ავტორი: დუდა
ნანახია: 1576 | კომენტარი: 2 | ტეგები: მიგრაციის, საქართველოში., გზები, ფრინველთა | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
1 panati   (25.01.2016 20:42:12)
ეგვიცი რომ ძაბრია და ჩემი სახლის თავზე გადაფრენენ,ისა ცუდი რომ სულ იმპერიოდში კარკი ამინდი ემთხვევა და გადაფრენას ასცრებენ და ჩვენ ვერვასცრებთ ნადირობას,კარგი სტატიაა დიდი ხნისცინ ცავიკითხე მონადირის ციგნში 166 166 10

0   Spam
2 aleksa123   (22.02.2017 14:19:16)
რომელი სოფლიდან ხარ მეგობარო?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    western, gio90, Marco-Polo, xvicha1, koba30

    დაბადების დღეს
    გილოცავთ!!!
    aleapart1(23) , zura1998(19) , nikusha333(27) , leki_gio(26) , V_parkauli(30) , pointeri_anglo(27) , bacho-bacho707(36) , bacho0101(36) , bacho707(36) , ieger(28) , qedana(44) , shotiko777(21) , lamara(68) , drevni16(20) , zura16(19) , shota_96(21) , luka1616(26) , lashalasha123(26) , zurbala85(32) , mokle(21) , LGK(28) , chepe(30) , puguro(37) , beqaa(21) , bacho1981(36) , 16(32) , chepee(30) , 558174901(40) , GOROZ(34) , Chepe1987(30) , [სრული სია]

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика