ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ფრინველებზე    

არწივების სამყარო
არწივების სამყარო
არწივების სამყარო
09-03-2015
"თეთრქუდა ფსოვი გამორჩეული სახეობაა, ის ამერიკისა და რუსეთის გერბებზეა გამოსახული"

არწივი ადამიანმა ოდითგანვე სიმამაცისა და ძლიერების სიმბოლოდ შერაცხა. ის უძველესი ლეგენდებისა და მითების პერსონაჟია. ქართველი კაცი ამ ფრინველს ყოველ­თვ­ის  გამორჩეულ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამის დასტურია უნიკ­ა­­ლ­­ური ქართული ფოლკლორი და ჩვენი პოეტების შემოქმედებაც...
არწივების შესახებ მოგ­ვითხ­რობს ილიას უნივე­რსიტეტის მკვლევარი, ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი.


ნამდვილ არწივებს მეცნიერები მხოლოდ აკვილას გვარის არწივებს უწოდებენ. საქართველოში ასეთი რამდენიმე სახეობაა - მთის არწივი, ბეგობის არწივი, მცირე მყივანი არწივი, დიდი მყივანი არწივი, ველის არწივი. 
შეიძლება არწივი აკვილას გვარისა არ იყოს, მაგრამ ისიც არწივია, ასე რომ, ტერმინი "ნამდვილი არწივი" მხოლოდ პირობითია. ასეთებია: ჩია არწივი, ქორისებური არწივი (საქართველოში იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება) და თეთრქუდა არწივი, ანუ ფსოვი, რომელიც თევზებით იკვებება. ეს გამორჩეული სახეობაა - გამოსახულია ამერიკისა და რუსეთის გერბ­ებზე. 

ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანაში მთის არწივია გავრცელებული, ძირითადად კი, სამი სახეობა - მთის, მცირე მყივანი და ბეგობის არწივები. თეთრქუდა არწივი, ანუ ფსოვი, მხოლოდ კოლხეთის დაბლობზე გვხვდება. არწივი მონოგამიური ფრინველია, ერთ მეწყვილეს ირჩევს და ვიდრე­ ორივე ცოცხალია, ერთად არიან, მაგრამ მეწყვილე თუ მოკვდება, მის ადგილს სხვა დაიკავებს. არწი­ვები უმეტესად 2 მართვეს ზრდიან, თუმცა, ხშირად ამასაც ვერ ახერხებენ. მართვეების რაოდენობა დამოკიდებულია საკვებზე: თუ საკვები საკმარისად აქვთ, იმ წელს შეიძლება ორი მართვეც გამოზარდონ, თუ არა და, ერთი.

მსოფლი­ოში არწივთა მრავალი სახე­ობაა. ერთ, საინტერესო სახეობას მაიმუნიჭამია არწივს უწოდებენ, რადგან მაიმუნ­ებით იკვებება. თეთრქუდა ფსოვის გარდა, არსებობს თეთრმხრებიანი ფსოვიც.

მცირე მყივანი არწივი

შედარებით მომცრო ზომის ფრინველია,­ ბუდეს ხეებზე იკეთებს. ჭალის ტყეებშიც აქვს ბუდეები, უფრო ხშირად კი მთის ტყეებში გვხვდება.­ 2 ან 3 ბარტყი ჰყავს. ვერ ნადირობს დიდი ზომის ფრინველებზე,­ მაგრამ ნადირობს მღრღნელებზე, პატარა ფრინველებსა და ქვეწარმავლებზე. მცირე მყივანი არწივი არ არის შეტანილი მოწყვ­ლადი (რომელსაც შემცირებისკენ მიდრეკილება ახასიათებს) სახეობების­ ნუსხაში, რადგან ხშირად გვხვდება.

ჩია არწივი

ჩია არწივი ყველაზე მცირე ზომისაა, მაგრამ აქტიური მტაცებელია და დიდი ზომის ფრინველებსა და ცხოველებზეც ნადირობს. მთის არწივის მსგავსად, მასაც შეუძლია კურდღლის, როჭოს, შურთხისა და კაკბის დაჭერა. მრავლად ბუდობს საქართველოში და ბაზიერებსაც ძალიან მოსწონთ, რადგან პატარა, ძლიერი ფრინვე­ლია. საქართველოში გვხვდება ასევე დიდი მყივანი არწივი და ველის არწივი. 



მთის არწივი

საკმაოდ დიდი ზომისაა. მისი გაშლილი ფრთების სიგრძე 2-2,5 მ-ს აღწევს. გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იკვებება მცირე და საშუ­ალო ზომის ხერხემლიანი ცხოველებით. ყვ­ელა არწივი ანადგურებს მღრღნელებს, თუმცა, "ფრინველთა მეფე" ნადირობს შურთხზე, როჭოზე, კაკაბზე, გნოლზე, კურდღ­ელსა და მელაზეც. მთის არწივი ზოგჯერ მოზრდილ ცხოველებსაც ესხმის თავს. განსაკუთრებით ერჩის გადამფრენ ფრინველებს. ჩვენებური მთის არწივები ბუდეებს, ძირითადად, კლდეებზე იკეთებენ. ეს ცოტა უჩვეულოა, რადგან სხვა მხარეში ისინი, ძირითადად, ხეებზე ბუდობენ. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ჩვენთან მთაში ბევრი ხე არ ხარობს. მაღალ მთაში მათ ნახავთ ყაზბეგშიც, თუშეთშიც და საერთოდ, ყველგან საქართველოს მთიანეთში. მთის არწივი აქტიური მონადირეა და კარგი მხედველობა­ აქვს - 
რამდენიმე კილომეტრზე შეუძლია დაინახოს მსხვერპლი.


ბეგობის არწივი

ბეგობის არწივი მსოფლიოში იშვიათად გვხვდება. ის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობად არის მიჩნეული. საქართველოში 15-დან 20 ბუდემდეა და ეს საკმაოდ კარგ პოპულაციად ითვლება. ბეგობის არწივი უფრო ივრის ზეგანზე ბინადრობს და საცხოვრებლად ჭალის ტყეებს ირჩევს, თუმცა, მთის ტყეებშიც გვხვდება. 
მთის არწივისგან განსხვავებით, ბუდეს მაღალ ხეებზე იკეთებს. ის დიდი ზომის ფრინველია, დებს რამდენიმე კვერცხს, უმეტესად, სამს, მაგრამ უკეთეს შემთხვევაში, ორი ბარტყი ჰყავს. ბეგობის არწი­ვებიც ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით იკვებებიან, აგრეთვე, ქვეწარმავლებითაც. 

მთავარი პრობლემა ის არის, რომ ადამიანე­ბმა ხშირად არ იციან, რომ იქვე, ახლოს, ასეთი იშვიათი სახეობის ფრინველი ბუდ­ობს. მათ ბუდეებთან ხშირად გადის ბილიკი, ან გზა, ამ ფრინველს ინკუბაციის პერ­იოდში თუ დააფრთხობთ, ბუდეს მიატ­ოვებს და უკან აღარ დაბრუნდება. პოპულაციის გასამრავლებლად ბევრი ბარტყის გაზრდა ჯობს, მაგრამ ეს ვერ ხერხდება, რადგან ზამთრის საძოვრებთან ახლოს ბუდობენ და მათ ადამიანები ხშირად აფრთხო­ბენ. არწივის კვერცხს კი ყვავები ან სხვა ფრინველები ჭამენ. ბეგობის არწივს უზა­რმაზარი ბუდე აქვს ხეზე, რომელიც ადვი­ლი შესამჩნევია. 
ბარტყებზე ორივე არწივი­ თანაბრად ზრუნავს, დედალი მათ უვლის, ხოლო მამალი - საკვებით ამარაგებს.


ფსოვი - თეთრქუდა არწივი 

ეს უზარმაზარი ფრინველი საქართვ­ელოში მცირე რაოდენობით გვხვდება. ისინი ბუდობენ კოლხეთის დაბლობზე, პალიასტომის ტბის ნაპირებზე და სამეგრელოში. რამდენიმე ფრინველი ბუდობს მტკვრის, ალაზნისა და ივრის ჭალებშიც. ეს სახეობა სხვებისგან განსხვავებულია იმით, რომ უმეტესად წყლის ცხოველებით იკვებება, განსაკუთრებით - თევზებით. თეთრქუდა ფსოვი, ანუ თეთრქუდა არწივი ზომით საკმაოდ დიდია, თეთრი კუდი და ნისკარტი­ აქვს. ყველა სხვა არწივს აცვია ე.წ. შარვალი, ანუ მათ ფეხები თითებამდე ბუმბულით აქვთ დაფარული, ფსოვს კი - არა. მას ერთი ბუდე აქვს ივრის ჭალაში,­ 2 - ალაზნის დაბლობზე, 1-2 ბუდე შეიძლება იყოს მტკვრის ჭალაში, ხოლო 2-3 ბუდე - კოლხეთის დაბლობზე. კუმისის ტბაზე ამ ზამთარს 4-5 ფსოვი დაფრინავდა­ და შეგეძლოთ გენახათ, რა ლამაზად ნადირობდნენ, ან თევზს როგორ იჭერდნენ.


წყარო:
კატეგორია: სტატიები ფრინველებზე | დაამატა: dudu-duda (10.11.2015) | ავტორი: დუდა W
ნანახია: 3385 | კომენტარი: 2 | ტეგები: სამყარო, არწივების | რეიტინგი: 2.5/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 Falconry   (04.01.2016 14:17:56) [მასალა]
ოო ჩია არწივი საბაზიერო ფრინველი თუ იყო არ ვიცოდი...რაც განაგონი მქონდა მარტო მღრნელებს და ქვეწარმვავლებს ჭამდა 10 10

0   Spam
1 davidbull   (02.01.2016 22:34:41) [მასალა]
23_30_126

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    temo-niko13, Gochahaha

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика