სეზონი 2019
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები კანონმდებლობაზე [23]
ჩემი აზრით ეს კანონები და წესები ყველა მონადირეს წაკითხული მაინც უნდა ჰქონდეს.

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
toko001პასუხების რაოდენობა: 4080
ნადირობა იხვზე   
zviadauriპასუხების რაოდენობა: 6268
იარაღის ხელოსნები და ს...   
minchaninპასუხების რაოდენობა: 249
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
toko001პასუხების რაოდენობა: 257
კურცჰაარი   
levani333პასუხების რაოდენობა: 3864
ქველმოქმედება   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 55

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სამონადირეო კანონმდებლობაზე » სტატიები კანონმდებლობაზე    

არის თუ არა მემკვიდრეობით მიღებული იარაღის შენახვა დანაშაული?
არის თუ არა მემკვიდრეობით მიღებული იარაღის შენახვა დანაშაული?

თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

გაგიჩნდებათ შეკითხვა, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ იარაღი მემკვიდრეობით გადმოგეცათ. არის თუ არა ამ სახის სამკვიდროს მიღება კანონსაწინააღმდეგო ქმედება?

რა თქმა უნდა, ამგვარი სამკვიდროს მიღება არ შეგიქმნით არანაირ სამართლებრივ პრობლემას, თუ კანონით გათვალისწინებული წესით შეძლებთ საკუთრების გადაფორმებას. აღნიშნული ქმედებისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია: განცხადება; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი; სამკვიდრო მოწმობა ან სასამართლო გადაწყვეტილება; იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა; იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აქვე მოგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ ნებართვის მაძიებელს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

იარაღის გადასაფორმებლად, ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების გარდა საჭიროა მოსაკრებლის საფასურის გადახდა: თავდაცვის სახის მოკლელულიან ან სპორტული სახის მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლ იარაღზე  - 8 ლარი. თავდაცვის სახის გაზის (აირის), სანადირო,  სპორტული სახის გრძელულიანი  და სპორტული სახის მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღზე -6 ლარი.

მომსახურებისთვის დადგენილი საფასური კი შეადგენს: იარაღის რეგისტრაციისთვის 20 ლარს N025 ბანკის კოდზე შეატნით; იარაღის რეგისტრაციის მოწმობისთვის 15 ლარს N026 ბანკის კოდზე შეტანით; იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვის 20 ლარს N034 ბანკის კოდზე შეტანით და იარაღის დროებითი მოწმობისთვის 10 ლარს N027 ბანკის კოდზე შეტანით.

ნებართვა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში. პირის მომართვისას მისი მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვრება მომსახურების გაწევის ვადა, რის შესაბამისად იგი იხდის შესაბამის საფასურს. თუ იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში პირი იხდის ზემოთ მითითებილ მომსახურების საფასურს.
დაჩქარებული წესით ნებართვის გაცემისას, 5 სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში მომსახურების საფასურის 50 ლარიან ქვითარს, რომელიც შეიტანება NI 02 ბანკის კოდზე ხოლო 1  სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში პირი იხდის მომსახურების საფასურის 80 ლარიან ქვითარს, რომელიც შეიტანება NI 03 ბანკის კოდზე.

როგორც ხედავთ კანონი უზრუნველყოფს თქვენს დაცულობას, თუ თქვენ მის მოთხოვნებს შეასრულებთ. თუ ზემოთ მოთხოვნილი რომელიმე დოკუმენტის, ან რომელიმე ქმედების შესრულება არ შეგიძლიათ, მაშინ ნებაყოფლობით ჩააბარეთ იარაღი. ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს იარაღს, სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.


წყარო: http://blog.myadvokat.ge
კატეგორია: სტატიები კანონმდებლობაზე | დაამატა: Admin (06.07.2013)
ნანახია: 2037 | კომენტარი: 3 | ტეგები: იარაღის, დანაშაული?, შენახვა, რეგისტრაცია, iaragis, არა, მემკვიდრეობით, არის, მიღებული, თუ | რეიტინგი: 5.0/3

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 paitona17   (08.07.2013 19:25:41)
არ მგონია 167

0   Spam
2 TURA   (06.07.2013 22:05:03)
10 10

0   Spam
1 giohunt1982   (06.07.2013 21:45:57)
166 10 გმადლობთ!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 9
    სტუმარი: 9
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    VAXO-HUNTER, msh77, xarata, toko001, mirzagg, ttg, Gochahaha, STORME

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика