მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები კანონმდებლობაზე [23]
ჩემი აზრით ეს კანონები და წესები ყველა მონადირეს წაკითხული მაინც უნდა ჰქონდეს.

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ნადირობა იხვზე   
zarnaპასუხების რაოდენობა: 6234
ალალი....   
Georgeparkerპასუხების რაოდენობა: 43
MR 155   
saigaპასუხების რაოდენობა: 382
ვინ რა სანადირო იარაღს...   
saigaპასუხების რაოდენობა: 2896
ტყის ქათამზე ნადირობა   
tereosპასუხების რაოდენობა: 4011
კურცჰაარი   
alpaidze2002პასუხების რაოდენობა: 3836

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სამონადირეო კანონმდებლობაზე » სტატიები კანონმდებლობაზე    

ნადირობა საქართველოში – მონადირეთა უფლებები და სანქციები

რა დოკუმენტი არეგულირებს საქართველოში ნადირობის თემასთან დაკავშირებულ საკითხებს? "ამბიონს” ნადირობის შესახებ საადვოკატო ბიურო OK & CG -ის ადვოკატი თამარ სურმავა ესაუბრა:

"ცხოველთა სამყარო ქვეყნისა და მსოფლიოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეა და მისი დაცვა სახელმწიფოს უპირობო ვალდებულებას წარმოადგენს.მონადირესწორედ სახელმწიფოა ვალდებული არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე დაარეგულიროს ცხოველთა სამყაროს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, არამედ პრაქტიკულად განახორციელოს ის ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც ზემოთ მითითებულ მიზანს მოემსახურება.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცხოველთა სამყარო მოიცავს "ყველა სახის გარეული ცხოველის ერთობლიობას, რომლებიც მუდმივად ან დროებით ბინადრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში.” ცხოველთა სამყარო წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლითაც სარგებლობის უფლება კონკრეტული პირობების დაცვის შემთხვევაში, ენიჭებათ ფიზიკურ პირებს. სარგებლობა საკუთარ თავში მოიცავს მათ შორის ნადირობას, თევზჭერას და ა.შ.

დღევანდელი მდგომარეობით ნადირობის საკითხებს ეხება არა ერთი ნორმატიული აქტი. მათ შორის უნდა აღინიშნოს, საქართველოს კანონი "ცხოველთა სამყაროს შესახებ,” რომლის მიზანსაც წარმოადგენს ცხოველთა სამყაროს დაცვა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სამართლებრივი უზრუნველყოფა. "ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტებს, რომელზე ნადირობაც არის შესაძლებელი. "ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) სახეობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება. "ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს ნებადართული ნადირობის ვადებს კონკრეტულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებთან მიმართებით. "ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება.

ზემოთმითითებული დოკუმენტბი გახლავთ ის ძირითადი აქტები, რომლითაც დარეგულირებულია ნადირობასთან დაკავშირებული საკითხები. ბუნებრივია, შესაძლებელია სამართლებრივი აქტი არ იყოს ყველა ყოფითი ურთიერთობის მარეგულირებელი და მასში იყოს კონკრეტული ხარვეზები, თუმცა სწორი სახელმწიფო გარემოს/ცხოველთა სამყაროს დაცვითი პოლიტიკის პირობებში მოცემული დოკუმენტები უზრუნველყოფენ ჯანსაღი და ცოცხალი ბუნების შენარჩუნებას.”

საქართველოს რომელ ტერიტორიაზე იკრძანება ნადირობა?

დღეს მოქმედი კანონდებლობა განსაზღვრავს ნადირობის ცნებას. კერძოდ, "ნადირობა არის გარეულ ცხოველთა სპეციალური სარგებლობის ფორმით მოპოვება, ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური, რეკრეაციული და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.”

"ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, "ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე – სამონადირეო მეურნეობებში (გარდა გადამფრენ ფრინველებზე (მწყერი, იხვი და სხვ. ნადირობისა), აღკვეთილებში (აღნიშნული გახლავთ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას – ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია), დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების სპეციალურად სანადიროდ გამოყოფილ ზონებში და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადამფრენ ფრინველებზე (მწყერი, იხვი და სხვა) ნადირობა ასევე დაიშვება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მართვისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.” ბუნებრივია, ყველა ტერიტორიაზე, რომელზედაც არ შედის ზემოთმითითებულ ჩამონათვალში აკრძალულია ნადირობა.

"ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, "ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500 – მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.”

რა არის საჭირო ნადირობის უფლების მოსაპოვებლად?

ნადირობის უფლება ეძლევა ფიზიკურ პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და აქვს ნადირობისათვის აუცილებელი იარაღის ფლობის უფლება. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ მფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ნადირობა (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) დაიშვება ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ პირობებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა.

რა სახის სანქციებია დაწესებული ნადირობის წესების დარღვევებზე?

როგორც აღვნიშნეთ, კანონმდებლობა ითვალისწინებს კონკრეტულ მოთხოვნებს, რომელთა ფარგლებშიც ნებადართულია ნადირობა. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული სახეობის ცხოველები, რომლებზეც მინისტრის ბრძანებით ნებადართულია ნადირობა, კონკრეტული ვადები, რა დროსაც აკრძალულია ნადირობა, ან იარაღები რომლის გამოყენებითაც პირს აქვს უფლება ინადიროს. მაგალითისათვის, ნადირობა აკრძალულია ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი და სხვა საშუალებით, რომელიც ტანჯვას აყენებს გარეულ ცხოველს, ასევე აკრძალულია ნადირობა ყველა სხვა იარაღით, რომელიც მოცემული არ არის "იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის ჩამონათვალში.

"ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანების მე-5 მუხლის შესაბამისად, "ნადირობა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუქნტებით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე ან/და მათში აღნიშნული პირობების დარღვევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებითა და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად”.

იმის მიხედვით თუ რა სახის დარღვევას აქვს კონკრეტული პირის მხრიდან ადგილი, პასუხისმგებლობაც შესაძლებელია იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ან სისხლისსამართლებრივი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად, ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისათვის მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობისას – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას ასიდან ხუთას ლარამდე, მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. იგივე ქმედება ჩადენილი იმ იარაღით ან საშუალებით რომლით ნადირობაც აკრძალულია -გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან შვიდას ლარამდე, მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესის დარღვევა (გარდა ზემოთ აღნიშნული შემთხვევებისა – ისჯება რვაასიდან ათას ხუთას ლარამდე, მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის შესაბამისად, კი – 1. ნადირობა სათანადო ნებართვის გარეშე, ანდა აკრძალულ ადგილას ან აკრძალულ დროს, ანდა აკრძალული იარაღით ან საშუალებით, რამაც მნიშვნელობანი ზიანი გამოიწვია – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში ან სხვა დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ნადირობა მთლიანად აკრძალულია, ანდა მექანიკური სატრანპორტო ან მასობრივი განადგურების საშუალებით, ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ნადირ-ფრინველებზე, ან საგანგებო ეკონომიკურ მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, აგრეთვე უკანონო ნადირობა საქართველოს "წითელ ნუსხაში” შეტანილ ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

დაშვებულია თუ არა კანონით "წითელ ნუსხაში” შეტანილი მცირესახეობის ცხოველებზე ნადირობა და ნადირობის გზით საქართველოში ემუქრებათ თუ არა გადაშენება იშვიათ სახეობებს?

როგორც მოგახსენეთ, ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალი განსაზღვრულია მინისტრის ბრძანებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირებს, უფლება აქვთ ინადირონ მხოლოდ ზემოაღნიშნულ ბრძანებაში მითითებულ ცხოველებზე. აღნიშნული წესის დარღვევა წარმოადგენს უკანონო ნადირობას, რისთვისაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილია კონკრეტული სანქციები.

საქართველოს "წითელი ნუსხა” კი გახლავთ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების ჩამონათვალი. აღნიშნულ ნუსხაში მოქცეული ცხოველები ისედაც გადაშენების პირას არის და მათზე ნადირობა, ბუნებრივია, მათ გადაშენებამდე მიგვიყვანს.

თეონა ნოზაძე



წყარო: http://www.ambioni.ge
კატეგორია: სტატიები კანონმდებლობაზე | დაამატა: IRAKLIG (13.05.2013)
ნანახია: 3888 | კომენტარი: 3 | ტეგები: საქართველოში – მონადირეთა, სანქციები., და, უფლებები, ნადირობა | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 ვახოდათა   (06.08.2013 22:20:07)
დასაშვებია თუ არა სხვაზე გაფორმებული თოფით ნადირობა, თუ ჩემი თოფი (გაფორმებული ჩემზე) მწყობრიდან გამოვიდა?

+2   Spam
2 merabnozadze   (14.05.2013 16:41:27)
ასიდან ერთი შანსიც არაა რომ ბრაკონიერი დააკავოს გ.დ.ი ამ. იმერეთში კერძოდ ბაღდადში ვანში ხარაგაულში და კიდევ რა ვიცი.... საერთოდ არ ფუნქციონირებს ეს სამსახური....კიდევ რამდენი მხარე იქნება ასეთი საქართველოში...მიიღონ კანონები. კონტროლი უნდა კანონის შესრულებას. 23 23

0   Spam
1 zaza123   (13.05.2013 17:16:11)
იცავს მერე ამ კანონებს ვინმე?სამწუხარო კიდევ ისაა რომ ვინც ამ კანონებს არღვევს ხშირად დაუსჯელი რჩება

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 44
    სტუმარი: 41
    მონადირე: 3
    Becasse , nugomonadire , vanoarchi

    დღეს საიტზე იყვნენ
    tereos, nugomonadire, toka, temo-niko13, mamalixarazuli, პედიატრი, gugalo, butatino, მახო44, chogia, nisabani, bagdacki, giohunt1982, besi, sabjek, vanoarchi, muriko6, zviadauri, koba30, Gochahaha, ИЖ_27_ЕМ, eagle, ხიზი, zarna, Hunting005, Georgeparker

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика