ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

სტოუნერის შენიღბული იარაღი და მისი ანალოგები

 

წარმოგიდგენთ ცოტახნის წინ დაპირებული სტატიას იუჯინ სტოუნერის უჩვეული პისტოლეტ ტყვიამფრქვევზე.

იმედია იმის ახსნა არ არის საჭირო ვინ იყო იუჯინ სტოუნერი? კარგით, ვინც არ იცის მოგახსენებთ, რომ ეს ამერიკელი კონსტრუქტორი იყო ისეთი ცნობილი სისტემების "მამა” როგორებიცაა  AR10 და AR15. უკანასკნელი უფრო ცნობილი, როგორც  M16, რომელიც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია წარმოადგენს თავის მოდიფიკაციებთან ერთად მსოფლიოში ყველაზე ძლიერი საბრძოლო მანქანის აშშ–ს შეიარაღებული ძალების სტანდარტულ გრძელლულიან პირად ცეცხლსასროლ იარაღს. გაცილებით უფრო ნაკლებად ცნობილია პირველი იარაღი, .308 კალიბრის ავტომატური შაშხანა, რომელიც თავი დროზე ნამდვილად რევოლუციურ სისტემას წარმოადგენდა. მისი კომერციული და სამხედრო მოდიფიკაციები დღემდე გამოდის და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

ნაკლებად ცნობილია, რომ სტოუნერს ასევე ეკუთვნის კიდევ ერთი უნიკალური და ძალიან ალბათ უცნაური იარაღი, რომელიც წარმოადგენს შენიღბულ დასაკეც პისტოლეტ–ტყვიამფრქვევს.

იდეა ასეი იარაღის შექმნის მოუვიდა სტოუნერს 80–ნი წლების დასაწყისში, როდესაც ის მოღვაწეობდა კომპანია Ares inc-ში, რომლის მფლობელიც სტოუნერი თავად გახლდათ.  უნდა აღინიშნოს, რომ 80–ნი წლები ხასიათდებოდა ტერორისტული დაჯგუფებების მათ შორის ულტრა მემერცხენე რადიკალური შეხედულებების მქონე პატარ ჯგუფების აქტივობით, , რომელთაც სამიზნეში ყავდათ წარამტებული ბიზნესმენები და კაპიტალისტუირ მსოფლიოს სხვა გავლენიანი პირები. ასეთი ტავდასხმებებისგან მათი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სტოუნერმა მოიფიქრა იდეა შენიღბული კომპაქტური იარაღისა, რომელიც ადვილად მოდიოდა საბრძოლო მდგომარეობაში, იქნებოდა შეუმჩნეველი და ამავე დროს ექნებოდა სერიოზული საცეცხლე ძალა ახლო მანძილებზე.

რა თქმა უნდა სტოუნერი არ იყო შენიღბული იარაღების იდეის ავტორი, მაგრამ ის გახდა საკამოდ საინტერესო კონცეფციის ავტორი, კონცეფციის რომლის გარშემო შეიქმნა სხვა რამოდენიმე იარაღის მოდელი, და ეს ისტორია ნამდვილად ღირს იმად რომ ამაზე ორი სიტყვა ქართულადაც დაიწეროს.

იარაღის შექმნაზე, რომლის ავტორი იყო იუჯინ სტოუნერი უშუალოდ მუშაობდა ასევე Ares inc.–ის ინჟინერი  ფრენსის ვარენი.

ტექნიკურად ამ იდეის მიხედვით შექმნილი იარაღი წარმოადგენს მარტივი მე ვიტყოდი ბანალური  კონსტრუქციის მქონდე კლასიკურ 9მმ–ან პისტოლეტ ტყვიამრქვევს, რომელიც ისვრის ღია საკეტიდან. საკეტი იკეტება ლულაზე იგივე პრინციპით, რაც მაგალითად გამოყენებულია პისტოლეტ–ტყვიამფრქვევი Uzi-ში. იარაღის ძირითადი ნაწილი, რესივერი შედგება ორი დასაკეცი ნაწილსგან, რომელიც მზადდება "შტამპოვკით”. ასევე დასაკეცია პისტოლეტის ტიპის ტარი, რომელშიც თავსდება სექტორული მჭიდი. საკეტის სახელური განლაგებულია რესივერზე წინ და ქვევიდან და ასევე იცავს მსროლელის ხელს. სროლის დროს ის არ მოძრაობს.  იარაღი იკეცება სპეციალური ღილაკის დაჭერით, რომელიც განლაგებულია რესივერის უკანა ნაწილის ქვეშ, ხოლო იხსენება ორ ღილაკზე დაჭერისას რესივერის წინა ნაწილზე (გვერდებიდან განლაგებული). იარაღის კალიბრი იყო 9Х19 Luger. სროლის ტემპი შეადგენდა 650 გასროლას წუთში. მჭიდის ტევადობა შეადგენა 20 და 32 ვაზნას. დაკეცილ მდგომარეობაში სიგრძე შეადგენდა სულ რაღაც 262მმ–ს. სისტემა მოდიოდა დაკეცილიან საბრძოლო მდგომარეობაში 3–5 წამში. იარაღს დაერქვა Ares FMG (Folding Machine Gun – დასაკეცი პისტოლეტ–ტყვიამფრქვევი).

fmg_00

Ares FMG ერთ ერთი პროტოტიპი

 

განსხვავებით თავისი ანალოგისგან (M21), რომელიც თითქმის პარალელურად გაჩნდა ამერიკაში, სტოუნერის იარაღს სამიზნე მოწყობილობები არ ქონდა. რაც შეეხება M21–ს, მისი კონსტრუქტორი იყო დაივ ბოუტმენი, რომელიც თითქმის პარალელუტად სტოუნერთან ერთად იგივე კონცეფციის იარაღზე მუშაობდა და ორივე ან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ან პირიქით შექმნეს თითმქის იდენტური იარაღები, თუმცა არსებოსბ აზრი, რომ ტავდაპირველი იდესი ავტორობა მაინც სტოუნერს ეკუთვნის.   შესაბამისი პატენტიც აღებული 1986 წელს სტოუნერს ეკუთვნის, ასე რომ მეც დავეთანხმები, რომ ალბათ სტოუნერი იყო პირველი. 

სამწუხაროდ, მიუხედავათ იმისა, რომ სულ ცოტა 5 პროტოტიპი შეიქმნა და გამოცდილ იქნა, იარაღი სერიაში არ წავიდა.  ამის რამოდენიმე მიზეზი იყო და პირველი, რომ სამოქალაქო ბაზარზე მას გზა ქონდა ცაკეტილი იურიდიული შეზღუდვების გამო. შესაბამისი დამატება ფედერალურ კანონში კრზალავდა ავტომატური ცეცხლის წარმოების რეჟიმიანი პისტოლეტ ტვიამფრქვევბის გამოყენებას სამოქალაქო პირების მიერ.  სამართალდამცავებმა, სამხედროებამ და სპეც სამსახურებმა ასევე გულგრილად შეხვდნენ სტოუნერის იარაღს, რამაც განაპირობა ის, რომ იარაღი დარცა პროტოტიპის დონეზე.

დეივ ბოუტმანის პისტოლეტ–ტყვიამფრქვევი ასევე არ გაცდა პროტოტიპის სტადიას, თუმცა ამ შემთხვევაში, იარაღი შეიძლება ითქვას უფრო დახვეწილი გამოდგა. ბოუტმანის M21–ის შენღბვის ხარსხი უფრო მაღალია, ის წარმოადგენს რადიოგადამცემის იმიტაციას გარედან, აქვს სამიზნე მოწყობილობა ინეგრირებული გადასატან სახელურში და ასევე აქვს ქამრის სამაგრები. პლატა, რომელზე ეყენა ყალბი რადიო ანტენა უნდა მოხსნილიყო სანამ იარაღი გაიშლებოდა. იგივე მიზეზების გამო არც ბოუტმანის M21 წავიდა სერიაში.

m21

დეივ ბოუტმანის ბევრად უფრო დახვეწილი და თავისებურად მომხიბვლელი  М21 (სურათები ეკუთვნის ოლეგ ვოლკს)

ისტორია ამაზე ალბათ დასრულდებოდა, რომ არა უჩვეულო გაგრძელება.  სტოუნერის იდეა, ჩვეული წესით ანუ პირდაპირ და უაპელაციოდ მოიპარეს და შემდგომ მიითვისეს რუსებმა, რასაც თითქმის კურიოზული გაგრძელება მოყვა. იდეა მიიწერეს, რუსმა კონსტრუქტორებმა, შექმეს რამოდენიმე პროტოტიპი და შეეცადნენ ის გაესაღებინად, როგორც რუსეთის მილიციის ძირითადი პისტოლეტ–ტყვიამრქვევი (!!!).  იდეა რუსული მილიციის გადაიარაღების 90–ნი წლების დასაწყისში გაჩნდა. იყო იდეები მოხესნათ კონსერვაციიდან გერმნაული MP4o-ები. შეკვეთები ახალ იარაღზე დაეგზავნა ყველა მწარმოებელს მაგრამ აგერ თითქმის 20 წელი გავიდა და მილიციონერები კვლავ დადიან АК-74У-ებით და საფრთხეს წარმოადგენენ უდანაშაულო მოქალაქეებისათვის.

"შექმნილი” ტულაში (КБП, Конструкторское Бюро Приборостроения) FMG-s კლონი სახელად ПП90 წარმოადგენდა საკმაოდ უხეშ იარაღს გათვლილს 9Х18ПМ ვაზნაზე.   მე არ წარმომიდგენია რა ლოგიკით აპირებდნენ მილიცელების შეიარაღებას შენიღბული იარაღით?  ასეთი როლი, მთლიანად ეწინააღმდეგებოდა საერთოდ შენიღბული იარაღის კონცეფციას. ჩნდება კითხვა:  რა აზრი ქონდა ფორმაში გამოწყობილი მილიციონერის შეიარაღებას "შენიღბული” რკინის კოლოფით, რომლის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ორჯერ სამჯერ მეტ დროს საჭიროებდა ვიდრე ტრადიციული კონსტრუქციის პისტოლეტ–ტყვიამფრქვევის მომარჯვება? ასეა თუ ისე რუსულ ლიტერატურაში და პრესაში არაერთხელ დაიწერა თუ რა სირთულეესბ გადააწყდნენ ნიჭიერი რუსი კონსტრუქტორები სტოუნერის იარღის "მოგონებისას’, რამდენად ძნელი იყო მილიციის მაღალჩინოსნების დარწმუნება, რომ ეს რკინის კოლოფი იყო ის, რაც მილიციას ჭირდებოდა.  როგორც ჩანს ბოლო ბოლო მილიცია და მწარმოებლები შეთანხმდნენ ”ატკატის” რაოდენობაზე და საოცარი ფაქტია, მაგრამ ПП90 ოფიცილაურად მიღებულ იქნა შეიარაღებაში! მცირე რაოდენობით (მაშინ მილიციას ბევრი ფული არ ქონდა) ეს იარაღი მოხდა როგორც მილიციაში ასევე რამოდენიმე სპეციალურ სტრუქტურაში.  გამომდინარე იქიდან, რომ იარაღი იყო ტრადიციულად დაბალი ხარისხის, ქონდა საშინელი ერგონომიკა და რამოდენიმე კონსტრუქციული ნაკლოვანება, ის ასვე მალე გაქრა სცენიდან. ინტერნეტში, რუსი სამართალდამცავებისგან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ПП90 ასევე არ იყო უსაფრთხო ექსპლუატაციაში. მოგვიანბეით  შექმნილი იყო ასევე  ПП-90M1 სროლის რეჟიმის გადამრთველით და  ПП-93 (დაკეცვის ოფციის გარეშე), როგორც გაუმჯობესებული ვარიანტი. მიუხედავათ იმისა, რომ ყველაფერი რუსებამდე უკვე მოგონილი ამერიკული იარაღის რუსული კლონი, გამოვიდა უფრო მოუხერხებელი და მიუხედავათ უფრო სუსტი ვაზნისა დაახლოებით იგივე წონის და გაბარიტების მქონე! მარტივი და ეფექტური საკეტის სახელურის კონსტრუქცია, რომელიც გააჩნდა FMG-ს,  შეიცვალა გაურკვეველი ფორმის და კონსტრუქციის კაუჭით, რომელიც ექცევა გაშლილ მდგომარეობაში იარაღის ქვეშ და ძნელად მისაწვდომი ხდება, ხოლო დაკეცილ ვარიანტში ის რჩება გარეთ გამოშვერილი. ალბათ სამორიგეოში ლურსმანზე ჩამოსაკიდებლად :–) .  

34

რუსული FMG – ПП90

რუსების გარდა, FMG-ის კონცეფციის გათვალისწინებით ანალოგიური იარაღი შეიქმნა უკრაინაშიც. Конструкторское бюро "Спецтехника” ("КБ-С”) "მოიგონეს” მორიგი სტოუნრის FMG და დაარქვეს მას გობლინი. მათი მტკიცებით გობლინის რესურსი აღემატება 10 000 გასროლას, ხოლო 500 მეტრიდან ის ხვრიტავს 4.5მმ–ან ჯავშანს (???) (Выпуск газета Сегодня №163 (166) за 27.08.98).  ის კიდე უფრო გაბარიტულია და დაკეცილ მდგომარეობაში მისი სიგრძე შეადგენს 350მმ–ს (სხვ წყაროებიდან 290 მმ–ს). აღნიშნული უკრაინული კომპანია, ქსელში არსებული იფნრომაციის მიხედვით არის ფიქტიური წარმოება, რომლის ძირითადი მიზანია მუქთა სახაზინო ფულის მიღება, ხოლო აგრესიული სარეკლამო კამპანია და მითიური იარაღისთვის მითიური შესაძლებლობების მინიჭება არის უბრალო ნაცრის თვალში შეყრა. ასეა თუ ისე გობლინის ბედი დღემდე უცნობია, ისევე როგორც უმეტესობა "უნიკალური” და "განუმეორებლი” იარაღისა, რომელსაც აღნიშნული დაწესებულბა "იგონებს”, "აწარმოებს” და ამაში სახაზინო ფულსაც იღებს.

goblin-300x140

ინტერნეტში გობლინის ერთადერთი არსებული გამოსახულება

პოსტსაბჭოთა სივრცეში მეტი არავინ სტოუნერის იდეებით არ დაინტერესებულა. საქართველოზეც ვერაფერს ვერ დავწერ, ჩვენთანაც ჯერჯერობით დაკავებულები არიან მუქთა ფულით სათამაოების შეძენით (ეს უფრო ადვილია ვიდრე თუნდაც უვარგისი იარაღის გამოგონება) და მათი შემდგომი მტვრევით. მოვა დრო შეიძლება ჩვენთანაც ვინმემ მორიგჯერ "გამოიგონოს” სტოუნერის FMG.  

სტოუნერის იდეის მორიგი რეინკარნაცია მოხდა ამჯერად ისევ აშშ–ში.  სულ რაღაც 2 წლის წინ, 2008 წელს, როდესაც ნიჭიერმა ბიჭებმა ინოვაციური და წარამტებული  კომპანია Magpul Industries-დან  წარმოადგინეს FMG-ს კონცეფციის საკუთარი ინტერპრეტაცია თითქმის იდენტური სახელით FMG9.  მათ მიერ წარმოდგენილი იარაღი არის შესრულებული 21–ე საუკუნის ტრადიციებში. პირველ რიგში ეს გამოიხატა მასალების არჩევაში: მეტალი შეიცვალა პოლიმერით.  პრინციპში გამოყენებულ იქნა მხოლოდ იდეა, ხოლო მისი შესრულება რადიკალურად განსხვავებულია. პირველ რიგში ეს ეხება იარაღის სქემის არჩევას. დასაკეცი იარაღი აგებულია პისტოლეტ  გლოკ 17–ის გარშემო.  კონკრეტულად პისტოლეტ–ტყვიამფრქვევის საკეტის როლს ასრულებს ასეთივე დეტალი გლოკ17–დან, რომელიც იარაღის რესივერის შიგნით მოძრაობს. ასევე გამოიყენენება გლოკ17–ის მჭიდები ტევადობით 17–დან 33 ვაზნამდე. გამომდინარე იქიდან, რომ იარაღში მასიმალურად არის გამოყენებული პოლიმერები, ის იწონის სულ რაღაც ნახევარ კილოგრამს. დაკეცილ მდგომარეობაში მისი სიგრძეა 262მ, გაშლილში 503მმ.

რამდენად მოხერხებულია ეს იარაღი ჩანს სურათებიდან. ბოუტმანის m21-ზე განლაგებული ანტენა, რომელიც უნდა შეცდომაში შეეყვანა თავდამსხმელები, შეცვალა ფარანმა, რომელიც გამოიყენბა, როდესაც იარაღი დაკეცილია ან გაშლილი. ზევიდან განლაგებულია აუცილებელი ყველა თანამედროვე იარაღისთვის, უნივერსალური სამაგრი. სურათებიდან ცანს, რომ FMG9-ს ერგო პირველი FMG-ს საკეტის სახელურის კონსტრუქცია.  

კომპანიის კონსტრუქტორებმა გაითვალისწინეს წინადმორბედების შეცდომები და იარაღი ხელმისააწვდომია, როგორც ერთჯერადი სროლის ვარიანტით ასევე ჯერებით მსროლე მოდიფიკაციაში, რომელიც სავარაუდოთ იყენებს გლოკ18–ის საკეტს.  პირველ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ იარაღი კლაისიფიცირდება როგორც კარაბინი ან სულაც როგორც პისტოლეტი, რაც გაადვილებს მის სამოქალაქო ბაზარზე ფეხის მოკიდებას.

SHOTShow2008_MagPulGlockSubgun_Closed_3_2-04-08

ჩემის აზრით Magpul FMG9 არის სტოუნერის 30 წლისწინანდელი იდეის საუკეთესო შესრულება.

კომპანიის წარმომადგენლები აქამდე აცხადებენ, რომ ეს იარაღი არის მხოლოდ მათი "ტექნოლოგიების და შესაძლებლობების დემონსტრატორი”. ძალიან გულდასაწყვეტი იქნება, თუ არც ეს იარაღი არ წავა სერიაში.

ხშირად ზემოაღწერილ იარაღების ოჯახს ასევე მიაკუთვნებენ ხოლმე კომპანია Kel-tec inc.-ის დასაკეც კარაბინს SUB 2000-ს.  მივცემ ჩემ თავს უფლებას არ დავეთანხმო ამას ვინაიდან, ამ იარაღს აქვს მხოლოდ ერთი საერთო თვისება სტოუნერის კონცეფციასთან, ის იკეცება შუაზე. მაგრამ თავისი იდეით ის უფრო ახლოს დგას ე.წ. take-down სანადირო კარაბინებთან, სადაც ხდება ლულის და დანარჩენი იარაღის სწრაფი და ინსტრუმენტების გარეშე განცალკევება და მათი ადვილი ტრანსპორტირება. მაგალითად როგორც Sauer 202TD კარაბინის შემთხვევაში. SUB 2000, სხვა და სხვა პისტოლეტის ვაზნებზე გათვლილი კარაბინის ეს კონსტრუქცია განპირობებულია, იგივე მიზეზებით ანუ გაადვილებული ტრანსპორტირება და შენახვა. ის შექმნილია ამავე კომპანიის პოპულარული კარაბინის SUB-9 ბაზაზე და ასევე იყენებს გლოკის სისტემის პსიტოლეტების მჭიდებს, რომლებიც ცნობილია თავისი გამძლეობით და მყარი კონსტრუქციით.  

sub2000-tm

ნიჭიერი შვედის გეორგ კელლგრენის კომპანიის პროდუქცია, კარაბინი Kel-tec SUB 2000

 



წყარო: http://shooterscentral.ge/?p=725
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: giohunt1982 (14.01.2013)
ნანახია: 1668 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 ბუთუთი   (19.01.2013 21:44:01) [მასალა]
069 069 069 069 069 069 069 10

0   Spam
1 cxadaze   (19.01.2013 21:05:50) [მასალა]
მაგარია ტერორისტებისატვის ზედმოჩრილია
167 167

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 21
    სტუმარი: 21
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика