ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

ვეფხვი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: კატისებრნი
გვარი: პანტერები
სახეობა: ვეფხვი
ვეფხვი (Panthera tigris), მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4-2,8მ, კუდისა - 0,6-1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში, საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, მაგრამ ერთხელ, XVIII საუკუნის დამლევს სოფ. ახმეტის მახლობლად მოკლეს, მეორედ 1922 წელს თბილისის მახლობლად, სოფ. ლელობთან. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2-3 წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2-4 ბოკვერს (მაკეობა 105 დღემდეა).2 წლის ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად სანადიროდ, სქესობრივ სიმწიფეს აღქევს 4-5 წლისა, ცოცხლობს საშუალოდ 8-10 წელს. აქვს 6-7 მ სიგრძის ნახტომი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა "ვეფხვი" აღნიშნავდა ჯიქს (ლეოპარდს ანუ პანთერას - Panthera pardus), დღევანდელი გაგებით კი მხოლოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა.

ქვესახეობები

შენიშვნა P.t. = Panthera tigris
ამურის ვეფხვი (P.t. altaica) ბინადრობს რუსეთის უკიდერეს სამხრეთ-აღმოსავლეთში
ჩინური ვეფხვი (P.t. amoyensis) ბუნებაში უკანასკნელი ჩინური ვეფხვი მოკლეს 1994 წელს, ამჟამად ზოოპარკებში 59 ვეფხვია
ინდოჩინური ვეფხვი (P.t. corbetti) გავრცელება: კამბოჯა, ლაოსი, მალაიზია, ტაილანდი, ვიეტნამი (ინდოჩინეთი) და ჩინეთის სამხრეთი რაიონები
სუმატრის ვეფხვი (P.t. sumatrae) - ბინადრობს მხოლოდ კუნძულ სუმატრაზე (ინდონეზია), იგი ვეფხვის ყველაზე პატარა ქვესახეობაა: ზრდასრული მამრი 140 კგ-ს აღწევს
ბენგალური ვეფხვი (P.t. tigris) - ბინადრობს ინდოეთში
მალაიზიური ვეფხვი (P.t. jacksoni) ამჟამად სრულიად გადაშენებულია
ბალის ვეფხვი (P.t. balica) - ისტორიული გავრცელება: კუნძული ბალი (ინდონეზია), უკანასკნელი ვეფხვი მოკლეს 1937 წლის 27 სექტემბერს
იავის ვეფხვი (P.t. sondaica) - ისტორიული გავრცელება: კუნძული იავა (ინდონეზია), უკანასკნელად იგი შეამჩნიეს 1979 წელს
კასპიური ვეფხვი (P.t. virgata) ცხოვრობდა შუა აზიაში (კავკასიიდან ტიან-შანამდე), უკანასკნელად იგი შეამჩნიეს 1968 წელს[b]

ამურის ვეფხვი

სუმატრის ვეფხვი (Panthera tigris sumatrae) - ბინადრობს მხოლოდ კუნძულ სუმატრაზე (ინდონეზია), ბუნებაში 400-500 სუმატრის ვეფხვია, ხოლო ზოოპარკებში 235 ვეფხვია; სუმატრის ვეფხვის შენარჩუნებისთვის ორგანიზებულია ნაკრძალები , იგი ყველაზე პატარა ვეფხვის ქვესახეობაა (თუ არ ჩავთლით ბალის ვეფხვს რომელიც ამჟამად გადაშენებულია) ზრდასრული მამრის წონა 100-140 კილოგრამია

სუმატრის ვეფხვი

ბალის ვეფხვი (Panthera tigris balica) — ისტორიული გავრცელება კუნძული ბალი (ინდონეზია), უკანასკნელი ვეფხვი მოკლეს 1937 წლის 27 სექტემბერს. თავის დროზე ყველაზე პატარა ვეფხვი იყო მისი წონა 90-100 კგ მერყეობდა.

ბალის ვეფხვი

ლომისა და ვეფხვის ნაჯვარი, რომელიც 450 კილოს აღწევს.

ეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი მტაცებელია, ენციკლოპედიაში მითითებულია ყველაზე დიდი ეგზემპლიარიც რომლის წონაც 320 კილოგრამს აღწევდა, ხოლო ლომის მაქსიმალური წონა 300 კგ.



წყარო:
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: soso_k3 (22.12.2009) | ავტორი: სოსო
ნანახია: 9211 | კომენტარი: 3 | ტეგები: ვეფხვი | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 გისაკაძე   (18.01.2010 21:42:23) [მასალა]
ერთს დავამატებდი - ამურის (იგივე უსურიის) ვეფხვი 2-ჯერ დიდია ტანად, ვიდრე ბენგალური

0   Spam
2 vaxo_vaxo   (03.01.2010 18:45:47) [მასალა]
იმას ბოლო სურათზეროა liger ესე დაარქვეს 167

0   Spam
1 loxishvili   (25.12.2009 20:00:31) [მასალა]
166 sagol magaria :)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика