ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

იხვზე ნადირობა სატყუარებით

ლის ამ პერიოდში ფრინველზე მონადირესათვის ძირითადად სანადირო ობიექტს იხვი წარმოადგენს რადგან  ფრინველებს შორის მწყერის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობით არის გავრცელებული.  გარდა რაოდენობისა იხვი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვხვდება.  მისი ნაწილი ადგილობრივია ანუ საქართველოს ტერიტორიაზე ბუდობს და მრავლდება ხოლო ნაწილი კი გადამფრენი. 

იხვზე ნადირობას საკმაოდ მიმზიდველს ხდის ის გარემოაბა რომ საჭიროა საკმაო გამძლეობა, სპორტული ჟინი, გამოცდილება და ცოდნა. წარმატების შემთხვევაში ნადავლიც სოლიდურია (დათვს და გერეულ ღორს ნუ შეადარებთ სოლიდურობით), ამიტომ ნადირობის ამ სახეობით საკმაოდ ბევრი და მათ შორის ბევრი დამწყები მონადირე არის დაინტერესებული. 

მიუხედავად იხვის, და ტბების სიმრავლისა  იხვის მოპოვება მაინც საკმაოდ რთულ საქმედ ითვლება, რადგან ფრინველის ეს სახეობა გამოირჩევა სიფრთხილით, ძირითადად გვხვდება რთულად მისასვლელ (დაჭაობებულ) ადგილებში, რაც ართულებს იხვზე ნადირობას. ამის გამო საკმაოდ ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენს ცოდნაზე.  

იხვზე ნადირობის რამოდენიმე წესი არსებობს.

  1. მიპარვით ნადირობა
  2. დილის ან ღამის გადაფრენისას ჩასაფრება.
  3. დღის მანძილზე ჩასაფრებით სატყუარათი ნადირობა.
  4. ნავიდან ნადირობა.
  5. ღამე ფარით ნადირობა.


ამ პოსტში განვიხილავთ იხვზე ნადირობის ერთ-ერთ ჩასაფრებით და სატყუარათი ნადირობის  წესს,  თავისებურებებს და ისეთ წვრილმან დეტალებს რომელიც ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩანს ხოლო სინამდვილეში კი მთელი საიდუმლო ამ დეტალებშია. 

საკუთარი პრაქტიკიდან მინდა გითხრათ რომ რამოდენიმე წლის წინ ამ დეტალებიდან ზოგი რამ არ ვიცოდი, ზოგს ვუგულებელყოფდი და ზოგის რამის შესრულება უბრალოდ მეზარებოდა. შედეგი მაინც იყო და ნადირობიდან ხელცარიელი არ ვბრუნდებოდი მაგრამ თუ ყველაფერს ზედმიწევნით დაიცავთ აღმოაჩენთ რომ უკეთესი შედეგიც შეიძლება.

სატყუარა ანუ პლასმასის ან ხის შეღებილი იხვების სწორი შერჩევა.
არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი სახეობის იხვის სატყუარა, კარგია თუ 2 ან 3 სახეობის სხვადასხვა სატყუარა გექნებათ, ასევე სასურველია თუ იხვის გარდა გექნებათ ერთი ქედანის სატყუარაც რომელსაც იქვე შორიახლოს ხეზე განათავსებთ და 2 ცალი ყანჩის ან წეროს მაკეტი, რომელსაც იხვებისგან 15 ან 20 მეტრის მოშორებით განათავსებთ შედარებით გამოსაჩენ ადგილზე.  ასეთ შემთხვევაში გადამფრენი იხვი შორიდანვე  ხედავს ხეზე მოთავსებულ ფრინველს, შემდეგ ხედავს ყანჩებს და ბოლოს ხედავს ტბაში ჩამჯდარ იხვს, ეს ყველაფერი ერთად გაცილებიტ ადუნებს ფრინველის, ეს ყველაფერი ერთად ფრინველის აფიქრებინებს რომ იმ ტერიტორიაზე საფრთხე არ არსებობს, ადუნებს ყურადღებას და გუნდი მშვიდად ეშვება სხვა იხვების გვერდით დასაჯდომად.


კამუფლირება შენიღბვა.
ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი რომელზეც პირადად მე ხშირად მეზარებოდა ბევრი დროის დახარჯვა (რამოდენიმე კამიშის რეროს ამოვიფარებდი და სულ ეგ იყო).  სინამდვილეში ამ დროს ხდება საპირისპირო,  კამიში ჩვენ გვიზღუდავს მხედველობის არეს ხოლო იხვისათვის არც ისე რთულად შესამჩნევი ვხდებით.  ამიტომ მხოლოდ კამუფლირებული ჩასაცმელი საკმარისი არ არის, ტანსაცმელზე ზემოდან სასრველია მივამაგროდ წვრილი ხმელი ჭაობის ბალახი ან ამ ბალახებისაგან წინასწარ დამზადებული ბადე გადავიცვათ, გარეშემო კამიშის რეროებისაგან მოვაწყოთ რაც შეიძლება ხშირი ფარდა.
აუცილებელია კამუფლირებული ნაჭრით დავიფაროთ სახე რადგან თეთრი სახე, სიცივისა და 100 გრამი არყისაგან ოდნავ აწითლებული ლოყები ძალიან იოლად შესამჩნევია ფრინველისათვის.
სასურველია იარაღის, განსაკუთრებით ლულის შეფუთვა.  რადგან ჩვენს მიერ ზეთით გაპოხილი და გაპრიალებული ლულები კარგად ჩანს შორიდან.


უმოძრაობა.
უმნიშვნელოვანესია,  პირადად მე ბევრჯერ შევხვედრივარ და მინახავს როდესაც შორს იხვების გუნდ შენიშნავენ განსაკუთრებით ახალბედა მონადირეები იწყებენ მომზადებას სროლისათვის (დადგებიან მოხერხებულ პოზაში, მოიმარჯვებენ თოფს) ეს ერთ-ერთი გავრცელებული და ისეთი შეცდომაა რომელიც ფრინველს იშვიათად რომ გამორჩეს.  ასეთი შემთხვევების უმეტესობა მთავრდება იმით რომ ფრინველი არც კი უახლოვდება მონადირეს სასროლ მანშილზე ხოლო მონადირე კი მოხერხებულ პოზაში მდგარი გააყოლებს ფრინველს თვალს და ვერც კი მიხვდება რატომ არ ისურვა იხვების გუნდმა მის ცხვირთან ჩამოჯდომა.  ამიტომ როდესაც ფრინველის გუნდს შენიშნავთ თუნდაც კილომეტრის მანძილზე,  ნუ ეცდებით ზედმეტი მოძრაობების გაკეთებას, განსაკუთრებით მერე ნუ დაიწყებთ დამალვას.  უმჯობესია გაჩერდეთ უძრავად, გაყინული (ქუდის გასწორებაც კი ზედმეტი მოძრაობაა) ხოლო როდესაც გუნდი სასროლ მანძილზე მოგიახლოვდებათ მერე შეიცვალეთ მდგომარეობა და მომენტალურად გადადით სასროლ პოზიციაში.


1 ან 2 ნამდვილი  იხვის ჩასმა სატყუარებთან ერთად.
ცოცხალი იხვის ჩასმა პლასმასის სატყუარებთან ერთად ერთი ორად გაზრდის ეფექტურობას განსაკუთრებით კი იანვრის ბოლოდან და მთელი თებერვლის პერიოდში, მაგრამ იხვის შერჩევა ასე იოლი არ არის.  ჩასასმელი სატყუარა იხვი სპეციალურად გამოყავთ, მაგრამ მის შერჩევაზე და გამოყვანის მეთოდებზე ბევრი რამ არც მე ვიცი, მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია მაქვს.  ვეცდები უახლოაე პერიოდში მეტი ინფორმაცია მოვიძიო კომპეტენტური ადამიანებისაგან და ისე მოგაწოდოთ.


სატყუარების სწორად განლაგება გარემოს და ამინდის მიხედვით.
(საკმაოდ დიდი თემაა ამ თემას ვეცდები ცალკე პოსტი დავუთმო უახლოეს დღეებში).



ასევე აუცილებელია გვქონდეს საყვირი, სასტვენი რომელსაც ჩაბერავ და იხვის ხმას გამოსცემს (მანოკი). 


ნამდვილად არ დავიწყებ ამ პოსტში ისეთ დეტალებზე საუბარს რომ ჩასაფრების დროს არ შეიძლება ხშირად სიგარეტის მოწევა, საფარში საგზალის შეტანა და იქ ნელ ნელა არყის წრუპვა იხვის მოფრენამდე.  თუმცა მსგავსი შემთხვევები და უარესები პირადად მე მინახავს და არაერთხელ.




წყარო:
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: ბუთუთი (09.05.2012) | ავტორი: ბუთუთი E
ნანახია: 1543 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 mamalixarazuli   (24.02.2013 17:50:46) [მასალა]
166 კარგია.... ფიტულები მინდა.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 19
    სტუმარი: 19
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика