ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

ახალგორში მგელმა ადამიანებს ცხვირ-პირი გამოაჭამა
Presa.ge

ახალგორში მგელმა ადამიანებს ცხვირ-პირი გამოაჭამა

[ნინო მიქიაშვილი]
რუსული ჯარის მიერ ოკუპირებულ ახალგორში მგლისგან დაკბენილი შალვა წიპტაური, მანანა პავლიაშვილი და თამაზ საბიაშვილი მეოთხე კლინიკურ (ძველი მერვე) საავადმყოფოს ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებაში წვანან. ისინი პრესა.გე-მ მოინახულა. ასევე შევხვდით და ვესაუბრეთ მათ მკურნალ ექიმს, ყბა-სახის ქირურგს ნინო აზიკურს, რომელმაც მგლისგან მიყენებული უამრავი ჭრილობა, სახესა და ხელებზე, ახალგორელებს თავისი ხელით გაუკერა.

თავდასხმისას მგელი ახალგორელებმა მოკლეს, რომელსაც უახლოეს ხანში თბილისში პათანატომიური გამოკვლევა ჩაუტარდება. გამოკვლევის დასრულების შემდეგ ნათელი გახდება გარეული ცხოველი იყო თუ არა ცოფიანი.

წიპტაური სოფელ დოჩიალში ცხოვრობს. მას მგელი თავს ნახირის მწყემსვისას დაესხა. ცოლ-ქმარი - მანანა პავლიაშვილი და თამაზ საბიაშვილი სოფელ ჭორჭოხიდან არიან. მგელი მათ ეზოში შეუვარდათ. ჭორჭოხსა და დოჩიალს ერთმანეთისგან დაახლოებით 2 კილომეტრი აშორებს. ორივეს ერთად ახალგორიდან კი დაახლოებით 30 კილომეტრი.

71 წლის შალვა წიპტაურს მგელი თავს მაშინ დაესხა, როცა ნახირი სოფლისკენ მოჰყავდა. მას მგელმა ცხირ-პირი და თვალის უპე გამოაჭამა. ხელებიც (განსაკუთრებით მარჯვენა) დაკბენილი აქვს. გთავაზობთ მის მონაყოლს (სტილი დაცულია):

– ”მზე დაწვერებას იყო ჩასული. ხმელ შეშას პატარა ცული დავარტყი, ოჯახში წამოღება მინდოდა. მგელი უცბად გამოვარდა, წამწვდა და მარჯვენა ხელი დამიჭირა. საქონელს არ მიეკარა, პირდაპირ დამეტაკა. მეტოკებოდა და მგლეჯდა. ეს ხელი მთლიანად პირში დაიჭირა. ის თავისკენ მეზიდებოდა და მე ჩემსკენ. ხელი პირიდან ძალით გამოვგლიჯე, ხორცი სულ წაიღო. ბოლო-ბოლო ცული დავუქნიე და გადავჭერი”.

– ”მთის მგელი სხვა არის. ეს ჩვენებური მგელი არ იყო. თავს წითელი, ქოსა მგელი დამესხა. პატარა, ძაღლს, ”ლაიკას” წააგავდა. ჩვენს მხარეში განთქმული მონადირე ვარ, 3 მგელი მოკლული მყავს და ახლა, რომ ვნახე, ეგეთი არასდროს მინახავს. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით 8-10 წლის წინ წითელი მგელი ჩვენს ტყეებში ხელოვნურად გაამრავლეს - ”ვერტალიოტიდან” მთაზე გადმოსხეს. იმ ღამეს მთაში ვიყავი. ეს წითელი მგლები დაუნდობლები არიან - დაწანწალებენ და ამ დროს საქონელი შეხვდებათ, თუ კაცი, არ ერიდებიან”.

როგორც ყბა-სახის ქირურგმა ნინო აზუკურმა გვითხრა, შალვა წიპტაურს ცხვირი თავის ხრტილიანად, ნესტოებითურთ მოგლეჯილი ჰქონდა: ”პატარა ლორწოვანზე ეკიდა. ახლა ხედავთ, რომ ტუჩი შეკერილია. შემოყვანისას ტუჩის ნაწილი, რაც დანეკროზებული იყო, მოვჭერი, შემდეგ გადავაბით და დანარჩენი შეიკერა. მას ტუჩი და ქუთუთოც ჩამოვარდნილი ჰქონდა. ასეთი ჭრილობების შეკერვა ჩემი მხრიდან რისკი იყო, მაგრამ ეს რომ არ გამეკეთებინა, ცხვირი საერთოდ მოძვრებოდა. ახლა მისი გადარჩენის შანსი არის. რაბიოლოგი დავისწარი და ჭრილობების დამუშავება და გაკერვა მისი თანდასწრებით მოხდა. შეხედეთ დაკბენილ მარჯვენა ხელს (მთელი მკლავი დალურჯებული აქვს). ბატონმა შალვამ ძალიან იყოჩაღა - მან მოახერხა და მგელს ნაჯახი ჩაარტყა”.

შალვა წიპტაური ვარაუდობს რომ ჭორჭოხში ცოლ-ქმარი იმავე მგელმა დაკბინა, რომელიც მას თავს დაესხა. როგორც მანანა პავლიაშვილმა გვითხრა, მგელს სისხლი სდიოდა, მაგრამ ვერ გაიგეს ეს მისი სისხლი იყო თუ მგლის. მის ეზოში მგელი, რომ შევარდა, მის მეუღლეს ეგონა ძაღლიაო:

– ”გასულ პარასკევს, ასე ათის ნახევარი იქნებოდა, საქონელი, რომ მოვიდა. ეზოში მგელი შემომივარდა. მანამდე მგელი მხოლოდ ზოოპარკში მყავდა ნანახი. შორიდან ჩემს მეუღლეს ძაღლი ეგონა და ახლოს რომ მოვიდა, მან ვერ შენიშნა. რომ მომიახლოვდა, ჩემს მეუღლეს ვუთხარი - თამაზ, მგელი-მეთქი. სიტყვის თქმა ვერც დავამთავრე, რომ ეს მგელი გადმოფრინდა და სახეში მეცა. ჩემი მეუღლე მომეხმარა - მგელს ხახაში ხელი ჩაავლო და ჩემი თავი გააშვებინა. მე გავიქეცი, მეზობლებს დავუძახე - მიშველეთ-მეთქი. სანამ ისინი მოვიდოდნენ, ჩემს მეუღლეს მგლის ხახა ორივე ხელით ეჭირა. მას ხელები დაკბენილი აქვს. ერთ-ერთმა მეზობელმა მგელს თავში ცული ჩაარტყა და მოკლა. ჩვენმა სასწრაფომ რუსული ჯარის ბლოკ-პოსტამდე ჩამოგვიყვანა. ახალგორის საავადმყოფო ექიმებისგან დაცლილია და ამიტომ იქ პირველადი დახმარება ვერავინ აღმოგვიჩინა, ახალგორელი ექიმები წეროვანში არიან გადასული. ჩემმა მაზლმა სწორედ იქიდან სხვა სასწრაფო ამოიყვანა და აქ გამთენიისას მოგვიყვანეს.”

საავადმყოფოში შეყვანისას, მანანა პავლიაშვილის მდგომარეობას მისი მკურნალი ექიმი ასე აღწერს:

– ”აი, ნახეთ, ეს ნაფლეთი (ექიმი გაკერილ ქვედა ტუჩზე მიუთითებს) პაციენტს ხელში ეჭირა და რომ არ მიგვეკერებინა, ის ამ ტუჩს დაკარგავდა. საერთოდ, ითვლება, რომ მგლისგან ნაკბენი ჭრილობა მესამე დღეს უნდა გაიკეროს; მანამდე დამაახლოებელი ნაკერი უნდა დაედოს. ეს რომ ჩვეულებრივი ჭრილობა ყოფილიყო, უფრო ხშირი, კოსმეტიკური ნაკერით გაიკერებოდა, რომ შემდეგ ნაწიბური უხეში არ ყოფილიყო, მაგრამ, ამ შემთხვევაში კოსმეტიკაზე ლაპარაკი არ არის. ახლა მთავარია შევინარჩუნოთ ქსოვილის სასიცოცხლო უნარი, რომ ქსოვილის ცხოველმყოფელობა აღსდგეს”.

ექიმის განმარტებით, როცა ცხოველი ადამიანს კბენს, კბილები ამოვარდება ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში მგლისგან თავდასხმის შედეგად, მანანა პავლიაშვილს კბილები ყბასთან ერთად მოტყდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მანანა პავლიაშვილს მგელი თავს დაახლოებით ათის ნახევარზე დაესხა, ხოლო მეოთხე კლინიკურ საავადმყოფოში, მეუღლესთან და შალვა წიპტაურთან ერთად გამთენიისას, ოთხის 10-20 წუთზე მიიყვანეს.

პრესა.გე-ს კითხვაზე - ემუქრებათ თუ არა მგლისგან დაკბენილებს ცოფის საშიშროება? ნინო აზიკური ამბობს, რომ მიუხედავად მკურნალობის პირველივე წუთებიდან დაწყებისა, ამის საშიშროება მანამ იარსებებს, სანამ პათანატომიური გამოკვლევის პასუხი ცნობილი არ იქნება.

http://presa.ge/index.php?text=news&i=8493
18:54 29.06.2009


წყარო:
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: მონადირე (26.04.2010)
ნანახია: 1932 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 Tchipa_AxotniK   (17.05.2010 23:27:52) [მასალა]
Hunter11 რატო უნდა ამოწყდენ ა? ბუნებაში ტყუილად არაფერი არაა გაჩენილი ძმაო

0   Spam
1 Hunter11   (02.05.2010 16:52:12) [მასალა]
erti ver sheikmna iseti rame ro es mglebi amocydnen 25

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика