ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

ზაზა ხუციშვილი(ინტერვიუ)
ზაზა ხუციშვილი უკვე რამდენიმე წელია, ნადირობითაა დაინტერესებული და მიიჩნევს, რომ კარგი მონადირეები ბუნების დამცველები არიან. - ჩემთვის საინტერესო, რთულ პირობებში მოპოვებული ნადავლია. ყოფილა შემთხვევა, ნადირობისას თოფი არც კი გაგვისვრია, მაგრამ სახლში ძალიან კმაყოფილები დავბრუნებულვართ, - მითხრა მომღერალმა, რომელიც გარდა ნადირობისა, "სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა კლუბშიცაა" გაწევრებული და თავადაც 2 ძაღლი ჰყავს. 

- პირველად მამაჩემმა თავის მეგობრებთან ერთად წამიყვანა მწყერზე სანადიროდ. რა თქმა უნდა, მაშინ თოფი არ მანდვეს, უფროსებს უკან მივდევდი და ვაკვირდებოდი. რამდენიმე წლის წინ, ჩემმა ცოლისძმამ - ბიძინამ ჩემს აგარაკზე ტირის თოფი ამოიტანა, მიზანში სროლაში ვვარჯიშობდით და მაშინ დავინტერესდი იარაღით. მერე მამაჩემის თოფი მოვიძიე, რომელიც თითქმის უხმარი იყო და მეგობრებს სანადიროდ გავყევი. აი, მაშინ კი სერიოზულად "მოვიწამლე" ნადირობით. განსაკუთრებით მომხიბლა ძაღლებით ნადირობამ და გადავწყვიტე, ძაღლი ამეყვანა.

როცა ნადირობას იწყებ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვისთან ერთად წახვალ სანადიროდ და ეს ადამიანები ბუნებას როგორ ეპყრობიან. გარემოს დამცველებს ხშირად ეცინებათ, როცა ვამბობთ, - კარგი მონადირეები გარემოს მცველები არიანო. ჩვენი ბუნების ერთ-ერთი შესანიშნავი ენდემური წარმომადგენელი კოლხური ხოხობია. დღეს ამ ფრინველის ნახვა ჩემი მეგობარი ბიზნესმენების სამონადირეო მეურნეობაში შეგიძლიათ, რომლებმაც ხოხბები მოაშენეს. შეიძლება ითქვას, რომ ბუნებაში ფრინველის ეს სახეობა გადაშენების პირასაა. 

- თქვენთვის, როგორც მონადირისთვის, ნადირობისას რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- ჩემთვის თავად ნადირობის პროცესია საინტერესო. დილით ადრე ადგომა, ძაღლების გასეირნება, მათი ნადირობის თვალყურის დევნება... ნადირობისას ისეთ ადგილებში მოვხვდი, სხვა დროს ფეხსაც რომ ვერ დავადგამდი. კარგი მონადირისთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მეტი ნანადირევი მიიტანოს სახლში. მნიშვნელოვანია, რომ მონადირე პატიოსანი იყოს და არ დაარღვიოს ნადირობის კანონები. წინააღმდეგ შემთხვევაში ნადირ-ფრინველს ძალიან იოლად გავწყვეტთ. ჩემთვის საინტერესო ისაა, როცა რთულ პირობებში მოვიპოვებ ნადავლს. ყოფილა შემთხვევა, ნადირობისას თოფი არც კი გაგვისვრია, მაგრამ შინ ძალიან კმაყოფილები დავბრუნებულვართ. 

- როგორც ვიცი, მონადირეთა კლუბშიც ხართ გაწევრებული...
- ჩვენს კლუბს "სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა კლუბი" ჰქვია, რომელიც მონკავშირის კლუბის ტრადიციების გამგრძელებელია. ეს კლუბი 1920 წლიდან არსებობს და მისი პირველი თავმჯდომარე პაოლო იაშვილი გახლდათ. კლუბში ყველა ძაღლის საგვარეულო ჩანაწერი გვაქვს, სადაც მისი წინაპრების შესახებაა მითითებული. როცა ნადირობის სეზონი მთავრდება, არასანადირო პერიოდიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, როცა ძაღლებთან ერთად ბუნებაში დავდივარ. ხშირად მეკითხებიან, - არ გეცოდება ნადირი, როცა ესვრიო? პატარა ნადირს არასოდეს ვესვრით! არიან ადამიანები, რომლებმაც შეიძლება მაკე შველი და ბელებიანი დედა დათვიც კი არ დაინდონ. 
ხშირად აღვნიშნავ, რომ ყველა მონადირეს ერთ ქვაბში ნუ მოხარშავენ. ვისაც ბრაკონიერის სახელი ეკუთვნის, უნდა ატაროს. თუ ნადირ-ფრინველის რომელიმე სახეობას გადაშენება არ ემუქრება, იმაზე ნადირობა ჩემთვის მისაღებია. არაფრით განსხვავდება დაკლული ქათამი მონადირებული მწყრისგან. სხვათა შორის, ყველა ქვეყანაში სანადირო ტურიზმს საკმაოდ დიდი შემოსავალი მოაქვს. როდესაც კაცი სანადიროდ სხვა ქვეყანაში ჩადის, საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს. ძალიან ბევრი ბრაკონიერი 

კლავს კავკასიურ ჯიხვს, მათგან კი მხოლოდ ისინი დაიჭირეს, რომლებმაც თავიანთი მოკლული ჯიხვის ფოტოები ინტერნეტში განათავსეს. სახელმწიფოს თავისუფლად შეუძლია, ჯიხვზე ნადირობის ლიცენზია გაყიდოს და სამონადირეო ტურიზმის განვითარებას ხელი შეუწყოს. 

მაგალითად, დანიაში ქუჩაში ნადირს ავტომობილი რომ დაეჯახოს, მაშინვე ვერტმფრენი მოფრინდება, ადამიანები გადაუდებელ დახმარებას გაუწევენ დაჭრილ ნადირს, გამოაჯანმრთელებენ და ისევ ბუნებაში უშვებენ. მიუხედავად ამისა, დანიაში ყოველწლიურად კურდღელზე ნადირობის 200000 ლიცენზია იყიდება. 



- არაერთი საინტერესო ამბავი გექნებათ ნადირობისას თავს გადახდენილი...

- ნადირობის თითოეული დღე ძალიან განსხვავებული და საინტერესოა. ნადირობიდან დაბრუნებულები, დავსხდებით და ისევ ნადირობის ამბებს ვარჩევთ (იღიმის). ერთხელ, თბილისთან ახლოს, ერთ-ერთ ფერდზე ტყის ქათამზე ვნადირობდით. დავინახე, რომ ჩემი ძაღლი ჩემკენ წამოვიდა და ვატყობ, რომ გათიშულია. როგორც ჩანს, ისეთ სუნს გრძნობდა, რომელიც თავგზას უბნევდა. უცებ გაჩერდა, 1-2 ნაბიჯი გადადგა და ჩემ წინ, ხუთიოდე მეტრში შველი წამოხტა. ისეთი ლამაზი იყო! გაიქცა, შეიკუნტრუშა... იმას თოფს როგორ ვესროდი?! მისი სილამაზით დავტკბი. შველზე სანადიროდ არასოდეს ვყოფილვარ და არც ვაპირებ წასვლას. იმ ქვეყანაში კი, სადაც სამონადირეო ტურიზმი განვითარებულია, მონადირეებს ეგერი მიჰყვებათ, რომელიც ურჩევს, რომელი ნადირი უნდა მოკლან და პირველ რიგში, გადაბერებულ ნადირს სპობენ. 

- ძირითადად, ფრინველზე ნადირობთ?
- კი. ნადირობის სეზონი აგვისტოს ბოლოს, მწყრის სეზონით იხსნება, შემდეგ ოქტომბრიდან ტყის ქათამზე ვნადირობთ, მანამდე კი - ჩიბუხაზე, რომელიც საკმაოდ სწრაფი ფრინველია და ძალიან რთული ტრაექტორიით დაფრინავს. მას ინგლისურად სნაიპს უწოდებენ და ამ სახელწოდებისგან მოდის სიტყვა სნაიპერიც. ვნადირობთ იხვზე, კაკაბზე, ხოხობზე... კაკაბზე, ღორსა და ხოხობზე ნადირობის ლიცენზიები არ გაიცემა, ამიტომაც სამონადირეო მეურნეობის წარმომადგენლებს ვუთანხმდებით, რომლებიც გარკვეული თანხის საფასურად ნებას გვრთავენ, თავიანთ ტერიტორიაზე ვინადიროთ. 

- ყველაზე დიდი ზომის რა ნადირი მოგიკლავთ?
- ერთხელ ვიყავი დათვზე სანადიროდ, მაგრამ არ შეგვხვდა. მომინადირებია ტახი... რა თქმა უნდა, მის ხორცს საკვებად ვიყენებთ, მაგრამ თუ ძალიან დიდი ტახია, მისი ხორცი შინაური ღორის ხორცთან შედარებით უგემურია. საერთოდ, ყველაზე კარგი მწვადი მამალი, დაკოდილი ღორის ხორცისგან მზადდება. 

- რამდენი ძაღლი გყავთ?
- ორი... ძაღლები ძალიან მიყვარს, ბავშვობაში ოჯახში რამდენიმე ძაღლი გვყავდა, მათ შორის - მონადირეებიც: ირლანდიური სეტერი, რუსული სპანიელი, შოტლანდიური ნაგაზი... ბავშვობის შემდეგ ყოველთვის მინდოდა, ძაღლი მყოლოდა, მაგრამ ქალაქის პირობები მონადირე ძაღლის ყოლის საშუალებას არ იძლევა. თუმცა დღეს ორი ძაღლი მყავს - ინგლისური სეტერი ჩელსი, რომელიც 3 წლისაა, ძალიან ჭკვიანი, დამჯერი და ერთგულია და 5 თვის რუსული მდევარი - ჩანგა. ადრე მყავდა რუსული მდევარი ჩუნგა, რომელიც ძალიან ჭკვიანი იყო და ახალ ლეკვს ჩანგა დავარქვი. ამ ზაფხულს მანქანით მოვდიოდით, გადაცემათა კოლოფის დაბლა ვიღაცას "ბრიტვის" ნატეხი ჩაეგდო, რომელზეც ხელი გავიჭერი. მანქანიდან ხელის შესახვევად რომ გადავედი, ჩელსი ისეთი ნაღვლიანი თვალებით მიყურებდა... მერე ჩემმა მეუღლემაც აღნიშნა, - ნუთუ ხვდება, რომ ხელი გტკივა? როგორი თვალებით გიყურებსო?! 

- ძაღლებს თავად წვრთნით?
- კი, ამასთანავე, საკმაოდ ბევრ ცნობილ ექსპერტთან ვმეგობრობ... არსებობს ათასნაირი ლიტერატურა და ინტერნეტშიც ბევრი რჩევის მოძიება შეგიძლიათ, რომელსაც თუ გაითვალისწინებთ, "ზრდილობიანი" ძაღლი გეყოლებათ. მაქვს საყვირი, რომლის ხმასაც შევაჩვიე ჩემი მდევარი. ჭამის დროს საყვირით ვუხმობ და როცა სეირნობისას თვალს მიეფარება, საყვირის საშუალებით "ვეძახი".

- მახსოვს, ამას წინათ, დაკარგულ ძაღლს ეძებდით...
- ჩემი მეგობრის ძაღლი - ჯერი სანადიროდ წავიყვანე, ძაღლები მანქანის ძარაზე ერთად შევსვი, რომლებსაც ბრეზენტი გადავაფარე, მაგრამ კახეთში ჩასულმა ძარას ბრეზენტი რომ ავხადე, ჯერი აღარ იყო. ლამის გადავირიე, ისიც არ ვიცოდი, სად გადმოხტა. მივბრუნდი უკან, ყოველ 100 მეტრში ვაჩერებდი მანქანას და ძაღლს საყვირით ვუხმობდი, მაგრამ არსად ჩანდა. მოკლედ, კახეთიდან თბილისამდე ყველა სოფელში თითო კონცერტი ჩავატარე (იცინის). იმ დღის შემდეგ ყველა მონადირეს დავურეკე, ვისაც ვიცნობდი და არ ვიცნობდი; ვუთხარი, რომ ძაღლი დავკარგე... 1 თვისთავზე კი ჩემმა მეგობარმა დამირეკა, - იორმუღანლოში მეჩეთთან ბიჭებმა ისეთი ძაღლი ნახეს, როგორსაც ეძებო... ღამე ძლივს გავათენე, მეორე დღეს მივედი თუ არა მეჩეთთან, საყვირის ჩაბერვისთანავე ჯერი გამოვარდა. ჩემი დანახვისას ლამის გადაირია, ისე გაუხარდა. 




წყარო: http://www.ambebi.ge/
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: giohunt1982 (05.04.2013)
ნანახია: 2996 | კომენტარი: 3 | ტეგები: ხუციშვილი(ინტერვიუ), ზაზა | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
+1   Spam
3 gilanichi   (07.04.2013 15:03:29) [მასალა]
მონადირეც კარგი და კაცი კიდე უკეთესი 10 10 10

+3   Spam
2 krimanjuli   (06.04.2013 11:02:43) [მასალა]
კაი მუსიკოსია ზაზა და მე რო მკითხო უკეთესი მონადირე... გვისაუბრია ნადირობაზე, გული შეტკივა დღევანდელ მდგომარეობაზე რაც ამ სფეროში ხდება, გვიან დაიწყო ნადირობა, მაგრამ ისეთი გარემოსა და მონადირეთა წრეში ჩამოყალიბდა რომ ბევრ ''ვეტერანს'' შეშურდება. თან პოპულარობა და მონადირე ბისნესმენი მეგობრების დახმერებით ხელი და თოფი თითქმის ყველგან მიუწვდება....რადიოში გადაცემაც მიყავდა იცით ალბათ ყველამ ნადირობის შესახებ და ბევრ ისეთ თემას აჟღერებდა რომელსაც შეიძლება ითქვას ტაბუ ედო... სამწუხაროდ ეს რადიო თბილის გარეთ არ იჭერდა და თბილისშიც რამოდენიმე უბანში....

0   Spam
166 166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика