ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე [19]
აქ იხილავთ სტატიებს სანადირო აღჭურვილობაზე
სტატიები სანადირო თოფებზე [105]
სანადირო იარაღების პასპორტები (ტექნიკური მონაცემები) [6]
სტატიები მშვილდებსა და არბალეტებზე [0]
სტატიები დანებზე [5]
სტატიები ყველგანმავლებზე [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
იარაღები   
vanoarchiპასუხების რაოდენობა: 5568
იარაღის ხელოსნები და ს...   
panatiპასუხების რაოდენობა: 260
12 &16 & 20 კალიბრი   
stoeger1პასუხების რაოდენობა: 105
ვაზნები   
panatiპასუხების რაოდენობა: 2269
ნაკლებად ცნობილი თურქუ...   
gio90პასუხების რაოდენობა: 64

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე » სტატიები დანებზე    

Ka-Bar – ამერიკული ლეგენდა

ავტორის კუთვნილი კლასიკური კა-ბარის დანა. 4 წლის ინტენსიურმა ექსპლუატაციამ თითქმის არაფერი დააკლო ამ შესანიშნავ ინსტრუმენტს.

მოვიდა დრო, რომ ცოტა გავამდიდროთ ცივი იარაღის განყოფილება ახალი სტატიით. მე დიდიხანი მინდოდა ერთი ორი სიტყვა დამეწრეა ცნობილ და ჩემ ყველაზე საყვარელ დანაზე და მწარმოებელზეც – Ka-Bar-ზე. ეს არ არის რაიმე სერიოზული კვლევა, ანალიზი ან რაღაც ახალი უნიკლაური მასალა. ეს არის უბრალოდ მადლობის ჟესტი ამ კომპანიის მიმართ ჩემი მხრიდან.

დანების მწარმოებელი ამ ცნობილი ამერიკული კომპანიის ისტორია იწყება 1898 წლიდან, როდესაც ის  დაარსდა სახელით Tidioute Cutlery Company. 1902 წელს გაკოტრების შემდეგ ის შეძენილ იქნა უოლეს ბრაუნის მიერ და ამ კომპანიის შემდგომი ისტორია მთლიანად დაუკავშირდება ამ გვარს. 1952 წელს Union Cutlery Inc-ის (წარსულში ჯერ Tidioute Cutlery Company  და შემდგომ  Union Razor Company ) მფლობელის დანფორტ ბრაუნის სურვილით აქამდე სავაჭრო ნიშანი Ka-Bar გახდა კომპანიის სახელის ნაწილი:  Ka-Bar Knives Inc. 1955 წლიდან კომპანია მდებარეობს ქალაქ ოლინში, ნიუ იორკის შტატი. სახელგანთქმული ეს კომპანია გახდა მას მერე, რაც სამხედორებმა კომერციული კატალოგიდან სწორედ მისი დანა აირჩიეს იმისთვის, რომ შეეცვალათ ძველი საბრძოლო დანა Combat Trench Knive Mark 1. კა ბარის ტრადიციული ამერიკული "ბოუის” სტილის დანა, ოდნავ სახეშეცვლილი სამხედორების მოთხოვნის მიხედვით დიდი რაოდენობით იქნა შეძენილი, რითიც დაიწყო მისი გრძელი და შთამბეჭდავი კარიერა. დანა გამოდგა საკმაოდ გამძლე და ამავე დროს იაფი. მარტივი კონსტრუქცია, ადვილი წარმოებაში, დამზადებული კარგი ხარსხისს მასალებისგან ეს დანა იყო ეფექტური და რაც არაანაკლებ მნიშვნელოვანია იაფი ინსტრუმენტი.

ტექნიკურად კა-ბარის საბრძოლო დანა წარმოადგენს ტრადიციული ამერიკული დიზაინის - ბოუის ვარიაციას. დიზაინის ავტორი გახლავთ პოლკოვნიკი ჯეიმს ბოუი, რომლის სახელსაც ატარებენ ამ სტილის დანები.  კა-ბარის ბოუის პირი მზადდება 1095 მარკის ფოლადისგან (სიმკვრივე HRC 56-58). ქრომის დაბალი შემცველობის გამო, ის კარგად ინარჩუნებს სიბასრეს და ადვილად ილესება მარტივი სალესებით.  თუმცა მეორეს მხრივ ნესტიან პირობებში  შედარებით ადვილად იჟანგება. ამის გამო ახალი კა ბარების ფოლადის დეტალები დაფარულია რამოდენიმე ფენიანი გამძლე შავი საღებავით. მეორე მსოფლიო ომის დროს დაფარვა არ არსებობდა და დანები მალევე იჟანგებოდა, თუმცა წარმოების რაოდენობიდიდან გამომდინარე და იაფის ფასის გამო მათი შეცვლა პრობლემას არ წარმოადგენდა.  ტრადიციული კა ბარის საბრძოლო დანა იწონის 560 გრამს, სრული სიგრძე 28 სმ-ია, პირის სიგრძე 18 სმ. ტარი მზადდება დაპრესილი 22 ტყავის „შაიბებისგან". პრინციპში ტარი შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე სუსტ წერტილად. ნესტი ხვდება ტარის ქვეშ და იწვევს დანის ფოლადის ელემენტების სწრაფ ჟანგვას, თუმცა ეს პრობლემა მეტ ნაკლებად გააჩნია  ალბათ ყველა დანის კონსტრუქციას, რომლის ტარიც ბუნებრივი მასალებისგან არის დამზადებული.  1995 წლიდან წარმოებაში წავიდა ე.წ. ახალი თაობის კა ბარები.  მათი ტარი დამზადებულია შავი პლასტმასისგან, პირი კი დამზადებულია ინსტრუმენტალური ფოლადისგან. თუმცა კლასიკური მოდელის წარმოება არ შეწყვეტილა.

კა-ბარი, მოდელი რომელიც შესთავაზა სამხედროებს კომანია Union Cutlery Inc-მა, გაიარა საკამოდ მძიმე ტესტირებები და მიეწოდებოდა საბრძოლო ნაწილებს მეორე მსოფლიო ომის დროს ურიცხვი რაოდენობებით. პირველი მიწოდება მოხდა 1942 წლის 27 იანვარს. გაზრდილი მოთხოვნებიდან გამომდინარე წარმოებაში ჩაერთნენ სხვა კომპანიებიც. მაგალითად Cattaraugus knives-მა და  Pal-მა გამოუშვეს ორ მილიონზე მეტი კა-ბარის საბრძოლო დანა, რომელიც მიეწოდებოდა ჯარებს სხვა დიზაინის სხვა და სხვა მწარმოებლების დანებთან ერთად. დანის წარმატებული ექსპლუატაციის გამო 1945 წლიდან ის ოფიციალურად მიღებულ იქნა შეიარაღებაში აშშ-ს საზღვაო ფეხოსანთა კორპუსში და ფლოტში, სახელით USN Fighting Knife Mark II და გახდა სტანდარტული საბრძოლო და უტილიტარული დანა.                                              

მიუხედავათ იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს დანები აღარ შეძენილა ისინი კიდევ დიდხანს რჩებოდნენ პოპულარულ ინსტრუმენტებად სამხედროებს შორის, რომლებიც საკუთარი ხარჯებით ყიდულობდნენ მათ. 1976 წელს წარმოება განახლდა და სპეციალური სერიის კა-ბარის კლასიკური საბრძოლო დანა სერიული ნომრით N1 გადეცა საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის მეთაურს და დღემე ინახება კორპუსის მუზეუმში, კუანტიკოში.

საიდან გაჩნდა სახელი Ka-Bar და რას ნიშნავს ის? კომპანიის ვერსიით მათ მიიღეს წერილი ერთი მონადირისგან, რომელიც მადლობას უხდიდა კომპანიას ასეთი კარგი დანისთვის, რომლითაც მან მოკლა დაჭრილი დათვი, როდესაც მისმა იარაღმა გაჭედა. წერილი ცუდ ინგლისურ ენაზე იყო დაწერილია და K A Bar ნიშნავდა სინამდვილეში Kill A Bear ანუ მოვკალი დათვი.  შესაბამისად წერილის ავტორის საპატივცემულოდ არჩეულ იქნა დანის ასეთი ახალი სახელი. მეორე ვერსია ეკუთვნის მწერალს და ყოფილ საზღვაო ფეხოსანს ერლ გორმანს. მისი ვერსიით Ka Bar არის აბრევიატურა და იშიფრება, როგორც "Knife – Attachment, Browning Automatic Rifle”,  ანუ სამაგრი დანა ბრაუნინგის ავტომატური შაშხანისთვის. 

 ka bar sheath

ბონუსი, რომელიც მოყვება კარგი ხარისხის პატიოსანი მწარმოებლის დანას – კარგი ქარქაში. იაფ და უცნობი მწარმოებლის დანებს არასდროს არ მოყვება კარგი ქარქაშები.

მდიდარი საბრძოლო ბიოგრაფია, გამძლეობა, ხელმისაწვდომობა და კარგი სამომხმარებლო თვისებები, ის მიზეზებია, რის გამოც ეს დანა კვლავ ინარჩუნებს პოპულარობას, როგორც სამხედრო მოსამსახურეებში ასევე მონადირეებში და ტურისტებში. კონკრეტულად -პირველ სურათზე ასახული კლასიკური კაბ-არი შეძენილ იქნა ჩემს მიერ ინგლისში 4 წლის წინ. დანა იყო ჩემთან თითქმის ყველა ნადირობაში, ლაშქრობაში და ბუნებაში გასვლისას სასროლად თუ საქეიფოდ. ამ დანით ხსნიდნენ კონსერვებს, თხრიდნენ მიწას, ჩეხავდნენ შეშას, ჭრიდენ ხეებს, აჭედებდნენ ლურსმნებს, ტეხავდნენ კაკალს, ატყავებდნენ ცხვარს, ესროდნენ ხეში ჩასარჭობად, პლუს ათასი სხვა სამსახური რომელშიც დანა შეიძლება დაგჭირდეს.  დანას მე დიდად არ უფრთხილდებოდი, მაგრამ არც მის გაფუჭებას ვცდილობდი. რა თქმა უნდა დანა და ქარქაში ყოველთვის იწმინდებოდა, თუმცა ხანდახან საკმაოდ უხეშად, მაგალითად მეტალის ღრუბელით და გაზქურების სახეხით. რიგორც სურათიდან ჩანს, დანის პირი, ტყავის ტარი და ქარქაში შესანიშნავ მდგომარეობაშია. ასევე შავი დაფარვა დანის პირზე არსად არ გამქრალა. დეკალი დანის პირზე მე თავად შევეცადე მომეშორებინა. არც მინდოდა წარწერიანი უბრალოდ ის 25% ნაკლები ღირდა ვიდრე სუფთა პირიანი. ცოტახანში კლასიკურ კა ბარს შეემატა ორი ახალი ტაქტიკური კა-ბარი. სულ ბოლო შენაძენის არის შესანიშნავი ტაქტიკური და საბრძოლო დანა, რომლის დიზაინი ეკუთვნის პიტერ იანდას.  სამივე დანა შესანიშნავი ხარისხისაა, აქვთ მშვენიერი ქარქაშები და მთლიანობაში ძალიან კარგ ნაკეთობას წარმოადგენენ, რომელთა ფლობა მე სიამოვნებას მანიჭებს.

3 ka bar knive

ავტორის კუთვნილი სამი კა-ბარის დანა. ზევიდან ქვევით: Ka-Bar TDI; Ka-Bar FIN Combat Tanto; Ka-Bar USMC Fighting Knife.

კომპანია დღესაც აგრძელებს წარმატებულ მუშაობას და მისი კატალოგი სთავაზობს საკმაოდ ბევრ სხვა და სხვა ტიპის დანას, როგორც ფიქსირებული პირით ასევე დასაკეცით.  

მე ვთვლი, რომ მე სულ მალე დამრჩება მხოლოდ ორი ტიპი დანები, ვიქტორინოქსი, ერთ ერთი რომლის დანაც მე უკვე 11 წელია მემსახურება და სხვა და სხვა ტიპის კა -არები. ფასის, ხარისხის და საექსპლუატაციო თვისებებით ამ დანებს ჩემი აზრით კონკურენტი არ ყავს. სხვა დანები მე უბრალოდ აღარ მინდა.  ჩემი აზრით თუ თქვენ თვლით თქვენ თავს დანების მოყვარულად, ერთი მაინც  კლასიკური კა-ბარის ბოუი აუცილებლად უნდა გქონდეთ კოლექციაში.  

             


წყარო: http://shooterscentral.ge/?cat=15
კატეგორია: სტატიები დანებზე | დაამატა: giohunt1982 (15.01.2013)
ნანახია: 1543 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 giga65   (16.01.2013 11:05:12) [მასალა]
10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 34
    სტუმარი: 34
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    giohunt1982, sabjek

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика