ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
დაცული ტერიტორიები [14]
ნაკრძალები [12]
ეროვნული პარკები [12]
ბუნების ძეგლები [7]
აღკვეთილები [2]
დაცული ლანდშაფტები [1]
ბოტანიკური ბაღები [2]
სამონადირეო მეურნეობები [2]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » დაცული ტერიტორიები და სამონადირო მეურნეობები » ბუნების ძეგლები    

ტობავარჩხილი – სამოთხე დედამიწაზე

ტობავარჩხილი – სამოთხე დედამიწაზე

საქართველოს ერთ, პატარა, თითქმის ყველასგან მივიწყებულ ნაწილში, რომელსაც ჩხოროწყუ ჰქვია,  მდინარე ხობისწყალი ჩამოდის. ერთი შეხედვით დიდად არაფრითაა საინტერესო. ეგაა – აქ ცხელ ზაფხულში გახურებული სხეულის გაგრილება შეიძლება. ჩახვალ, იბანავებ, გაგრილდები და მორჩა: კითხვაც კი არ გაგიჩნდება, – ნეტავ საიდან მოდის ეს პატარა წყალიო. მაგრამ თუ იკითხე, გზა პასუხისკენ ულამაზეს ადგილას მიგიყვანს, სადაც თუ ერთხელ დადგი ფეხი, მეორედ წასვლა უთუოდ მოგესურვება.

.

.

.


ხობისწყლის ხეობა

.

.

მდინარე ხობისწყლის ხეობა, ტობავარჩხილისაკენ მიმავალი გზის პირველი ეტაპია. ეს ხეობა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში უნიკალურია იმით, რომ ერთი მდინარის გაყოლებაზე შეეყრებით მღვიმეებს, ხავსიან მასივებს, მინერალურ წყალს, ალპურ ტბებს, ჩანჩქერებს, მწვერვალებსა და მყინვარს. სიმაღლის მატებასთან ერთად გარემო უფრო და უფრო მწვანდება – ყოველი მეტრის გავლის შემდეგ სულ ახლოს გრძნობ ველურ ბუნებას.

.

.

.

.

თუმცა ნამდვილი შეგრძნებები მაშინ იწყება, როდესაც საავტომობილო გზა მიილევა. საბოლოო დანიშნულების წერტილამდე კი ბილიკებით კიდევ  რამდენიმე კილომეტრი უნდა იარო ტყეში, ველური მცენარეებით მოფენილ მინდვრებზე. გზა თითქოს არ მთავრდება და გამოუცდელ ტურისტს შეიძლება უკან დაბრუნებაც კი მოუნდეს, მაგრამ დაქანცული მგზავრებისთვის აქ ყოველთვის ღიაა კარეს კარები. კარეს მეგრულად მწყემსების ხის ქოხებს ეძახიან. კარეში, შუაცეცხლის გარშემო მუდამ არის ადგილი შემცივნებული სტუმრებისთვის.

.

.

.

.

მათთვის მწყემსებს არასოდეს ენანებათ უგემრიელესი ელარჯი, თხის ხორცი და მთის მაწონი. ამ ქოხებში წარსულია გაცოცხლებული და შუაცეცხლთან ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს საუკუნეებით უკან იხევ და კვამლით აცრემლებული თვალებით შეიგრძნობ საქართველოს.

.

.

.

.

.

.

.

.

.

გზა მაღლა-მაღლა მიიწევს… ირგვლივ მხოლოდ მთებია – მთები, უფსკრულები და ჩანჩქერები. აქაური წყალი ყველაზე გემრიელია და ცივი. სულ ცოტაღა დარჩა გასავლელი:

.

.

.

.

აღმართი, შემდეგ ტაფობი, შემდეგ ისევ აღმართი და უკვე მთის ძირში ვართ. ეს ცაშკიბულია – სამეგრელოს ყველაზე მაღალი და დიდებული მწვერვალი. ულღობი მყინვარი მწვერვალზე ასვლას ართულებს, მაგრამ ასვლა ამად ღირს. ცაშკიბული უნიკალური მწვერვალია იმ მხრივაც, რომ იგი მისაწვდომია როგორც გამოცდილი მთამსვლელებისთვის, ისე უბრალო, თავგადასავლების მაძიებელი ტურისტებისთვისაც.

.

.

.

.

ერთ მხარეს პიტალო კლდეა – ალპინისტებისთვის სასურველი საკბილო. მეტიც, ქართველი ევერესტელების აზრით, მწვერვალის ამ მხარეს შეიძლება თავისუფლად მიენიჭოს სირთულის მეხუთე კატეგორია, რაც ურთულეს, მეექვსე კატეგორიაზე ერთი საფეხურით დაბალია.” მეორე მხარეს კი შედარებით იოლი გზაა მწვერვალისაკენ, თუმცა არც ამ გზაზე განიცდის მოყვარული ექსტრემალი ადრენალინის ნაკლებობას. მაგრამ როცა მწვერვალზე ადიხარ და ზღვის დონიდან 3016 მეტრის სიმაღლიდან გადმოიხედავ, ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ სამყარო შენს ხელთაა და შეგიძლია იმბრძანებლო ღრუბლებზე, შენ ფეხქვეშ რომ დაცურავენ.

.

.

.

.

.

.

.

.

აქ დროის შეგრძნება თითქოს იკარგება და სანამ მწვერვალზე დგახარ, გარესამყაროსგან სრულიად მოწყვეტილი, ფიქრობ მხოლოდ იმაზე, რამდენი რამ დაგიკარგავს აქ ამოუსვლელს.

.

.

.

.

.

.

.

.

მაგრამ ნამდვილი სამოთხე ჯერ კიდევ უნახვია: ის ადგილი, რომლის თვალშესავლებად ამხელა გზა გამოვიარეთ. ეს ტობავარჩხილია, ვერცხლის ტბა. ჩამქრალი ვულკანის კრატერში ჩაბუდებული, ლურჯ-ვერცხლისფრად მოლივლივე და საოცრად მშვიდი.

.

.

.

.

.

.

უძველესი ლეგენდა ამბობს, ვინც ტბის მყუდროებას დაარღვევს და მის წყალში იბანავებს, შავი ღრუბლების რისხვა დაატყდება თავს და კოკისპირულ წვიმასა და შემზარავ ჭექა-ქუხილს ვერ გადაურჩებაო.

ორკილომეტრიანი მყინვარის გადალახვის შემდეგ წინ თვალწარმტაცი სანახაობა იშლება: ლურჯად ელვარებს მწვანეში ჩამჯდარი ტბა. ჩრდილოეთით დიდებული ჩე გვალა (თეთრი მთა) მოსჩანს, ეს ერთადერთი მხარეა, საიდანაც ტობავარჩხილს მთები არ ეკვრის და ისიც, თითქოს დრო იხელთაო, ჩანჩქერად ეშვება უფსკრულში. სხვა ყველგან სალი კლდეები აღმართულან. ამ საოცრებას ცაშკიბული აგვირგვინებს. მისი ანარეკლიც კი ტბაში იმდენად დიდებულია, რომ ყველას მოახრევინებს ქედს.

.

.

ამ ერთი ხელის დადება ადგილას ყველაფერია თავმოყრილი: მთები, კლდეები, მდელო, ალპური ყვავილები, ჩანჩქერი, მყინვარი, ტბა…

.

.

.

.

დრო კარგა ხანია გაჩერდა. თვალს ხარბად ავლებ ბუნებას და თანდათან უფრო მძლავრად აღიქვამ მის მშვენიერებას. გგონია, სანუკვარი ოცნება აისრულე, რომელიც აქამდე არც კი იცოდი, თუ გქონდა. აღარ გინდა დაბრუნება ხმაურიან ბარში, სადაც მანქანების გამონაბოლქვის გარდა, თითქოს არაფერია. შენი სულის ნაწილი მთაში რჩება და სამარადისოდ იძირება ტბის უსასრულო სიღრმეში. ტობავარჩხილი სამუდამოდ ხდება შენი სახლი, რომელიც თვალის მოწყვეტის წუთიდან სიცოცხლის ბოლომდე გენატრება…

.



წყარო: http://dudana.kvirispalitra.ge/?p=723
კატეგორია: ბუნების ძეგლები | დაამატა: Admin (13.03.2012)
ნანახია: 6976 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 xarata   (15.03.2012 14:44:34) [მასალა]
166 166 166 166

0   Spam
1 firali81   (14.03.2012 12:11:20) [მასალა]
166 166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика