ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
დაცული ტერიტორიები [14]
ნაკრძალები [12]
ეროვნული პარკები [12]
ბუნების ძეგლები [7]
აღკვეთილები [2]
დაცული ლანდშაფტები [1]
ბოტანიკური ბაღები [2]
სამონადირეო მეურნეობები [2]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » დაცული ტერიტორიები და სამონადირო მეურნეობები » სამონადირეო მეურნეობები    

სამონადირეო მეურნეობა "იორის ჭალები" ფასები და პირობები

სამონადირეო მეურნეობა ივრის ჭალები

ზოგადი ინფორმაცია სამონადირეო მეურნეობა "იორის ჭალები" - ის შესახებ ადრეც დაიწერა ჩვენს საიტზე მაგრამ საიტის მომხმარებელთა თხოვნით ამ პოსტში მოცემულია კომპანია ყაზბეგის მიერ გამოქვეყნებული სამონადირეო მეურნეობის მომსახურებით სარგებლობის ფასები.



მდინარე, ტბები, ჭალის ტყეები - მშვენიერი არჩევანი და მონადირული აზარტი. 

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გზაზე მდებარე ხიდიდან ხელმარცხნივ, მდინარე იორის დინების მიმართულებით, 1000 ჰექტარის ფართობზე უმშვენიერესი ჭალა და ტყეებია გაშლილი. აქ  ტრადიციული სამონადირეო მეურნეობა დაგხვდებათ, სადაც შესაძლებელია როგორც ნადირობა, ასევე თევზაობაც.

დედოფლისწყაროში, თბილისიდან 2 საათის სავალზე, მდინარე იორის ხეობაში, 700 ჰექტარის ფართობზეა გაშლილი ჭალის ტყე და იორის ზეგანის ნაწილი, სადაც უამრავი  ფრინველი და ცხოველი ბინადრობს-კაკაბი, კურდღელი, ხოხობი, იხვი, გარეული ღორი და მტაცებლები-მგელი, ტურა, კატა, მელა. ყველა მათგანი შეგიძლიათ მოინადიროთ.

როგორც საგარეჯოში, ისე დედოფლისწყაროში მწყერზე ნადირობა 20 აგვისტოდან ოქტომბრის დასაწყისამდე გრძელდება. მეურნეობა ვალდებულებას იღებს მოგაძებნინოთ კარგი სანადირო ადგილი, მოგამარაგოთ ძაღლებით, იარაღით (საჭიროების შემთხვევაში) და ტყვიით, შემოგთავაზოთ ღამის გასათევი და, რა თქმა უნდა, კვება. სამონადირეო სასტუმროს ერთდროულად 12-15 მონადირის მომსახურება შეუძლია. აქ დაგხვდებათ კომფორტული ნომრები, ცხელი წყალი, კვება. ორი ბუხარი და თონე, როგორც შენობაში, ასევე ღია ფანჩატურში. სტუმრების თვალწინ ხდება ტრადიციული კახური კერძების მომზადება: დაიგემოვნებთ მწვადს, თონეში  გამომცხვარ შოთის პურებს და სხვა.

გარეული ღორი ივრის ჭალები

სამონადირეო მეურნეობის «იორის ჭალების» კლუბის წევრების საყურადღებოდ!     

         1.  კლუბის წევრს უფლება აქვს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მოიწვიოს მონადირეთა ჯგუფი და თავად გათავისუფლდეს გადასახადისაგან.
          2.  კლუბის წევრს  უფლება აქვს ერთი წლის განმავლობაში უფასოდ ინადიროს:
                   I.  ტახზე-5-ჯერ.
                  II.  კოლხურ ხოხობსა და კაკაბზე 5-ჯერ.
                  III.  მტაცებელ ცხოველებზე–შეუზღუდავად.
                  IV.  კლუბის წევრობის წლიური  გადასახადი შეადგენს 2000 ლარს.    


ტახზე (გარეული ღორი) ნადირობა

(პრეისკურანტი საქართველოს მოქალაქეებისათვის)

        1.   ნადირობის ღირებულება ერთ პერსონაზე ერთი სანადირო დღის განმავლობაში შეადგენს 200 ლარს.
        2.  ღირებულებაში შედის:
                I. ტახზე  გარეულ ღორზე) ნადირობა.
                II.  ეგერების მომსახურება.
                III. ორჯერადი კვება (საუზმე და  ტრადიციული ქართული ვახშამი);

        3.  ყოველ მოკლულ ღორზე დამატებითი გადასახადი შეადგენს  500 ლარს

        4.  სასტუმროში ერთი ღამის გათენება ერთი პერსონისათვის-50 ლარი;

სასტუმრო სამონადირეო მეურნეობა ივრის ჭალები

კოლხურ ხოხობსა და კაკაბზე ნადირობა

(პრეისკურანტი საქართველოს მოქალაქეებისათვის)



      1.    ნადირობა დაშვებულია მხოლოდ ოფიციალურად გამოცხადებულ ნადირობის სეზონზე.
      2.    კოლხურ ხოხობსა და კაკაბზე ნადირობის ღირებულება ერთი სანადირო დღის განმავლობაში  თითო  ადამიანზე  შეადგენს  150 ლარს.
      3.    კოლხურ ხოხობსა და კაკაბზე ნადირობის  1 დღედ ითვლება ან საღამო-დილა ან დილა– საღამო.
      4.   ღირებულებაში შედის.
            I.        ეგერების მომსახურება.
            II.      ორჯერადი კვება.
            III.    3-3 ეგზემპლიარი ფრინველის მოპოვება 1 სანადირო  დღის განმავლობაში.
            IV.    ნორმის ზემოთ მოპოვებული ფრინველის ყოველ ერთულზე გადასახადი შეადგენს 40 ლარს.
      5.       სასტუმროში ერთი ღამის გათენება 1 პერსონაზე - 50 ლარი.



პრეისკურანტი უცხოელი მონადირეებისათვის იხილეთ ბმულზე: http://kazbegi.com/index.php?sec_id=103&lang_id=ENG



ნადირობის საფასურის 100%-იანი წინასწარი გადახდა.



ნადირობის წესები და უსაფრთხოების ზომები სამონადირეო მეურნეობაში



         1.      სამონადირეო მეურნეობაში ნადირობა წარმოებს ეგერების სავალდებულო მონაწილეობით და მითითებით.
         2.      ნადირობისას გამოიყენება მხოლოდ გლუვლულიანი სანადირო თოფი.
         3.      აკრძალულია.
                  I.        სროლა ხმაურზე, თუ ნადირი კარგად არ ჩანს.
                  II.      მიზანში სროლა და ხმაური.
                  III.    ეგერის მიერ მითითებული სასროლი ადგილის ("ნომრის”) შეცვლა და მოძრაობა.
                 IV.    ნადირობის დროს ალკოჰოლის გამოყენება.
                 V.     სანადირო თოფში ტყვიების ჩადება ნებადართულია მხოლოდ  სასროლ ადგილზე ("ნომერში”) ყოფნისას.

«იორის ჭალების»  ადმინისტრაცია

სიახლე:

სამონადირეო მეურნეობა „იორის ჭალები" გთავაზობთ დათვსა და ჯიხვზე ნადირობის  ტურის ორგანიზებას.  ტურის დაგეგმვა და ღირებულების განსაზღვრა მოხდება წინასწარი ინდივიდუალური შეთანხმებით სამონადირეო მეურნეობის ადმინისტრაციასთან.

თევზაობა     


თევზაობა ივრის ჭალები
თევზაობის მოყვარულებსაც სასიამოვნო გარემო და შესაბამისი ფაუნა ელოდებათ. ხელოვნურ ტბორებში მოშენებულია საზანი, კობრი, თეთრი ამური. მდინარე იორში კი, ხრამული, მურწა, წვერა, ჭანარი და კიდევ ნაირ-ნაირი თევზი ბინადრობს. მსურველებს უკვე შეუძლიათ თევზაობა. 

მეთევზეებს მოემსახურება სასტუმრო კოტეჯი (ერთდროულად შესაძლებელია 8 მეთევზის დაბინავება). კოტეჯში არის მოსასვენებელი ოთახები, კეთილმოწყობილი სამზარეულო და ბუხარი.

საგარეჯო,
სამონადირეო მეურნეობა
"იორის ჭალები"


საკონტაქტო პირები:

577 774 777  გიორგი თოფაძე

574  22 8 1 10;  2 22 81 10  გია ასათიანი

599 17 47 94  ვალიკო სულაშვილი

599 35 80 60  ნიკოლოზ სონღულაშვილი

599 57 11 52  დათო შალათაშვილი



ტელ : (+995 32) 2 22 81 10

ფაქსი: (+995 32) 2 94 20 46

თბილისი, უზნაძის 68ა,

კომპანია "ყაზბეგის" ოფისი,

ოთახი 7, ოთახი 13.
www.kazbegihotels.ge
e-mail: hunting@kazbegi.com




წყარო: http://hunters.ge/samonadireo-meurneobebi
კატეგორია: სამონადირეო მეურნეობები | დაამატა: giohunt1982 (26.03.2013)
ნანახია: 5156 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 4.5/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 don_33   (13.11.2013 17:18:55) [მასალა]
საინტერესო იქნება ნამდვილად მაგრამ ცოტა ძვირი მეჩვენება.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика