ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » სხვადასხვა წიგნები    

ქართული მშვილდოსნობა

მშვილდ-ისარის გამოგონება, კაცობრიობის ისტორიაში, განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურად ითვლება. იგი უძველესი იარაღია და თითქმის ყველა ხალხთა ყოფაცხოვრებაში გვხვდება. მის უნივერსალურობასთან და საყოველთაო გავრცელებასთან ერთად უნდა ითქვას, რომ  სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ხალხში, ის განსხვავებული იყო. ამ იარაღის განვითარებისა და გარდაქმნის გზის სქემატური წარმოდგენა შეუძლებელია, მაგრამ საერთო სურათის წარმოსახვა,  თუ როგორ გამოიყენებოდა იგი უძველესი დროიდან დღემდე, საკმაოდ რეალურია.

საქართველოს ტერიტორიაზე მშვილდოსნობის ნიშნები გვიანი პალეოლითის ხანიდან შეინიშნება, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური მასალა, ისინი მრავლადაა დაცული სხვადასხვა მუზეუმებში. ამ დროს მიეკუთვნება განსხვავებული ფორმისა და მოყვანილობისა კაჟისა და ოფსიდიანის ისრის პირები, რაც მათ სპეციალიზებაზე, სხვადასხვა დანიშნულებაზე მიუთითებს.

ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება თრიალეთის გათხრებისას აღმოჩენილი სარტყელი, რომელზეც გამოსახულიანადირობისა და ლაშქრობათა სცენები, რომლებშიც მშვილდოსანი მეომრები ფიგურირებენ. გამოსახულებებზე ჩანს, რომ მათი არჭურვილობა საკმაოდ განვითარებულია, კერძოდ კი შეინიშნება მშვილდის რთული კონსტრუქცია და მისი დამხმარე აქსესუარების (საისრე კაპარჭის და მშვილდის სატარებელი ქარქაშის) გამოჩენა.

XIV საუკუნემდე, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებამ ფართო ხასიათი მიიღო, მშვილდისარი წარმოადგენდა შორ მანძილზე სროლის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას, ძველთაგანვე მიმდინარე შურდულისა და შედარებით გვიან გაჩენილ ბალისტიკურ იარაღთან ერთად. მაგრამ მათ შორის მშვილდ-ისარს უპირატესობა ჰქონდა, შურდულთან შედარებით სიზუსტის, ბალისტიკურთან კი გამოყენების სფეროსა და სროლის სისწრაფის მხრივ.

თოფის წამლის გაჩენის შემდეგაც მშვილდ-ისარი დიდი დროის განმავლობაში ინახავდა სანადირო და საბრძოლო იარაღის ფუნქციას. მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღის  გაუმჯობესებასთან ერთად მან თავისი ფუნქცია ნელნელა დაკარგა და ჩვენამდე მოაღწია უმთავრესად როგორც სპორტის სახეობამ და საბავშვო გართობამ, თუმცა მისი სანადირო იარაღად გამოყენების შემთხვევები XIX-XX საუკუნეებშიც ფიქსირდება.

მშვილდოსნობის ცოდნა საქართველოში, ოდითგანვე, მეომრის ერთერთ მნიშვნელოვან თვისებას წარმოადგენდა. კარგ მშვილდოსანს სრულად შეჭურვილი მოწინააღმდეგის ან მსხვილი ნადირის განგმირვა არ უნდა გასჭირვებოდა. ეს ხელობა დიდ ფიზიკურ ძალას, მოხერხებულობას და გამძლეობას მოითხოვდა.

არსებობს მარტივი და რთული მშვილდები. მარტივი მშვილდი შეიძლება დამზადებული იყოს როგორც ხისაგან, ასევე რქისაგან, მაგრამ მისი სიმარტივე იმაში მდგომარეობს, რომ ის შედგება ერთი ფენისაგან – ერთი მთლიანი კორპუსისაგან. შედგენილი მშვილდი კი შედგება რამოდენიმე ფენისაგან.

მშვილდების სახეობებიდან აღსანიშნავია სვანური "ცხემადი” (ევროპული "არბალეტის” მსგავსია) რომელიც დაცულია სვანეთის მუზეუმში.

აღსანიშნავია ე.წ. სამტოტა მშვილდი, რომელიც დაცულია ასევე სვანეთის მუზეუმში. იგი შედგება სამი განცალკევებული ტოტისაგან. ლარი კი სამივე ტოტზე ცალ-ცალკე იწყებოდა და შემდგომ ერთდებოდა.  იმ ადგილას სადაც ისარი უნდა გამოდებოდა ლარს, იარაღი ერთიანდებოდა.

ისრის პირები

სულხან საბა წერს: "ისარი ზოგადი სახელი არს ყოველთა ისართაი. ხოლო განიყოფ(ვ)იან სხვა და სხვად სახელებითა”

ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ისრის პირებს, იმის მიხედვით, თუ რა დანიშნულება ქონდათ მათ:

საყალნო, სარჩა, ქეიბური, ქიბორჯი, ბოძალი, ყოდალი, ღრჯა, სეფქა, გეზი, სამალი, ბორბალი, წინწკიტელა…

ზოგიერთ მათგანს ფართე პირი ქონდა, იმისათვის რომ ჭრილობა უფრო სისხლმდენი ყოფილიყო. ზოგიერთს კი ვიწრო, გრძელი პირი, რათა ჯავშანი გაეხვრიტა. არსებობდა სანადირო – ორტოტა ისრის პირები და სხვა.

რაც შეეხება მშვილდის გამოყენების ტექნიკას – როგორც წესი მშვილდი ეჭირათ მარცხენა ხელში ვერტიკალურ მდგომარეობაში, ხოლო ლარი უნდა მოიზიდოს მარჯვენათი. მოზიდვის ხერხები კი ინდივიდუალურია, არსებობს მისი სხვადასხვა მეთოდები. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა სიმძლავრისაა მშვილდი.

მასალა მოგვაწოდეს ქართული ბრძოლის ხელოვნების წარმომადგენლებმა. www.mtavari.ge




წყარო: http://samepo.ge/?p=705#more-705
კატეგორია: სხვადასხვა წიგნები | დაამატა: giohunt1982 (02.01.2013)
ნანახია: 2968 | ტეგები: ქართული, მშვილდოსნობა | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 10
    სტუმარი: 10
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    Gochahaha

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика