ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » სხვადასხვა წიგნები    

ერთი უყურეთ ტყესა-და!

ერთ დროს სახელოვანი, ნადირით განთქმული, უზარმაზარ სივრცეზე გადაჭიმული ტყე გახმა; დაედო შავი საზარელი ფერი; სამარესთან მიტანილს, კუბოში ჩასვენებულს, დასამარხავად გამზადებულს ცხედარსა ჰგვანდა. გაწყდა ნადირთა და ფრინველთა ხსენება. აღარ ისმოდა იქიდან შემოდგომით გულის მანათობელი ხარ-ირმის ყვირილი, აღარც შვლის ხავილი, აღარც ტურის ჩხავილი და აღარც ყმუილი მშიერის მგლისა. მთელი ტყე რომ შემოგევლოთ თავიდან ბოლომდე, ერთგან ვერ შენიშნავდით რაიმე ცხოველის კვალს, შაშვისაგან გადაქექილს ხმელს წიფლის ფოთოლსაც კი ვერსად ნახავდით. მონადირენი შორს მიურბოდენ ეხლა ტყეს. დაშრა ცივი წყაროები, მოჩუხჩუხე ხევები, ნაკადულები, მოკვდა ტყე, მოკვდა. ტყის სიცოცხლისა და სიმწვანის მომსწრე მგზავრები გულში მუშტს იცემდენ, თავებს აქეთ-იქით აქნევდენ და ერთხმად იძახოდენ: „აააჰ, რა ტყე გაფუჭდა, რა ტყე დაიღუპა!.. აფსუს!.." იტყოდენ გულჩათუთქულნი და გაუდგებოდენ თავიანთ გზას.
იყო, კარგა ხანს იყო ტყე ამ მდგომარეობაში. გრძნობდა კარგად თავის უბედურებას, ემდურებოდა მუხთალს ბედს, ტიროდა მწარედ თავის-თავს, ხოლო მის ცრემლებს ვერ ამჩნევდა ვერავინ. ჩამონადენი ცრემლი კუპრივით აშავებდა დაბლა დედამიწას. მთელი დღე და ღამე ლოცულობდა: „ღმერთო, ღმერთო! რად მომისპე სიცოცხლე? რა დავაშავე, უფალო? ნეტავი ვიცოდე, რა დავაშავე? მაპატივე უფალო, ჩემი დანაშაული, დამიბრუნე სიცოცხლე, ან თუ არა, მომისპე გრძნობა სიცოცხლის სურვილისა, მომკალ, რომ აღარაფერს ვგრძნობდე. აააჰ, ღმერთო, ღმერთო, შე დალოცვილო, დაილოცოს შენი სახელი და სამართალი!" – ბუტბუტებდა ტყე და თან ღვრიდა ცხარე ცრემლებსა… „თუ არ მაცოცხლებ, უფალო, ამარიდე მზე და მთვარე, აღარ მესიამოვნება იმათი სხივები, მაბრაზებენ მხოლოდ ესენი; მომაშორე ჟუჟუნა წვიმა, მჩხვლეტავს ეკალივით მისი წვეთები!"
შორს, შორს სადღაც ჰხედავდა ამწვანებულს, აყვავებულს მთა-ბარს და ტყეებს. – დამთხარე, მაშ, ღმერთო, თვალები, რომ ვერა ვნახო გულსაკლავი სურათი…
გაზაფხულზე მოსულს მის თავზე მიმფრინავს გუგულს ეპატიჟებოდა თავისთან; ეპატიჟებოდა გადამავალს ქედნებს; ბუსაც კი, უბედურს ბუს ყელს უწევდა და ეძახდა თავის საწყალის, უბედურის ხმით. გამხმარ ტყის უბეში შორს მიმრბინალს ხარ-ირემს ხელს უქნევდა, ჩოხის კალთების ქნევით თავისთან იპატიჟებდა, მაგრამ ამაოდ… ყველა მიურბოდა, უფრთხოდა ტყეს, შორს, შორს, აღარავინ ეკარებოდა.
„იქნებ სიცოცხლე დამბრუნებოდა, – ამბობდა ტყე, – ფრინველნი და ნადირნი რომ არ შემომწყრომოდენ?!. დამანებეს იმათაც თავი, წინად კი ვუყვარდი, შემომფოფინებდენ, როგორც შვილები დედას, ჩემს კალთაში თავსა ჰხვევენ. უყურე ეხლა: მნახეს-რა გასაწყლებული, შემომეფანტნენ, აღარ უნდათ მნახონ, თვალს მარიდებენ. ან კი რად მიკვირს? რად ვემდურები? მე რომ ჩემი თავი მეჯავრება, მებრალება, ისინი რისთვისღა შემიყვარებენ, რაღას გამოელიან ჩემგან? აღარსად წყალი ჩემს მიდამოს, აღარსად ბალახი, აღარსად ფოთოლი! იქნება ვებრალები? მაშ, რატომ არა ტირიან და თავიანთ გოდების ხმას მეც არ გამაგონებენ? მაშინ ხომ გულზე შემოწოლილი ბოღმა მეფონებოდა, ცოტა ხანს დავისვენებდი…"
განვლო ხანმა. ხალხი, მთელი ქვეყანა, სოფელი და ქალაქები შეინძრა, ათოთქორდა: ხმა გავარდა, – ხმელი ტყე აბიბინებულა, აყვავებულა, ისეთი მშვენიერი სანახავია, ადამიანი თვალს ვერ მოაშორებს, ავსილა ნადირით და ფრინველებით, სამოთხეს დაჰმსგავსებიაო. დიდი და პატარა, ასის წლის მოხუცებულნი მიეშურებოდენ გამხმარი ტყის სანახავად. აყვავებული, აჭრელებული ათასნაირად ხალხი როგორც მუმლი დასტრიალებდა ტყეს თავზე, სწირავდა ღმერთს მადლობას. ისე უბრწყინავდა ყველას სახე, თითქოს საიქიოდან მოჰსვლოდა ყოველს მათგანს საყვარელი არსება. ტყეს შრიალი, ბიბინი გაჰქონდა. რაც ხმელობის დროს ძალა აკლდა, ეხლა ერთი ათასად შეევსო. მართლაც ავსილიყო ნადირებით, დანავარდობდენ აუარებელი შვლები, ირმები… ფრინველების ჟივილ-ხივილი ადამიანს აყრუებდა. ხევები, დამშრალი ხევები საამურად მოჩუხჩუხებდენ, დამშრალ წყაროებს ამოეხეთქათ. ტყეს უხაროდა, ღმერთს მადლობას სწირავდა… ერთი ვინმე მორწმუნე შემდგარიყო მაღლობზე და ისეთი ხმით გაჰკივოდა, რომ დედამიწა იძვროდა: „ურწმუნონო, ხომ იხილეთ ძალა უფლისა? ასევე აღადგენს უფალი მკვდარსა, როგორც აღადგინა გამხმარი ტყე. დიდებულ არს სახელი უფლისა!" ხალხი პირჯვარს იწერდა და ერთხმად გაიძახოდა: მართლაც, ერთი უყურეთ ტყესა-და! დიდება შენდა, უფალო!
გზად მიმავალი მგზავრი, რომელსაც ენახა შარშან და შარშანწინ გაუდაბურებული ტყე, სიამოვნება-გადაფენილის სახით, გაბრწყინებულის თვალებით ღმერთს მადლობას სწირავდა და ისიც ამას ამბობდა: ერთი უყურეთ ტყესა-და!
ხალხი ტყეს ვეღარ აშორებდა თვალს, ყველას აქ ეწადა დარჩენა, ეზარებოდა სახლში დაბრუნება.
ერთს საკვირველებას მეორე მოჰყვა: ციდან ჩამოეშვა ხშირი, გრძელი თმით, თითქოს ნისლში გახვეულაო, პატარა ტანის ქალი ღვთიურის სახით, ღვთიურის თვალებით. ტანზე ყვავილების და ფოთლების კაბა ეცვა. ჩამოეშვა ციდან და ჩაიმალა ტყეში. – „ტყის ანგელოზი, ნადირთა პატრონი!" – გაისმა ხალხში ხმა. ყველამ პირჯვარი გამოისახა. – „ღმერთო, ნუ მოაკლებ შენს მოწყალებას ტყესა; ღმერთო, ადღეგრძელე და აცოცხლე!" – ამბობდა ხალხი. სახლში რომ დაბრუნდენ, თვითეულის სახე სიამოვნების მზით იყო გაბრწყინვებული: მოესწრენ მკვდრის აღდგენას, დარწმუნდა ყველა, რომ შესაძლო ყოფილა აღდგენა მკვდრისა. – ყველა განგებას ლოცავდა, რომ უსამართლოდ, უბრალოდ არაფრის დამნაშავე ტყე არ დაისაჯა, არ დაიტანჯა სამუდამოდ. – ყოფილა სიმართლე და დაჯილდოვება ამ სიმართლისა.
აი რად უხაროდა საერთოდ მთელს ქვეყანას და რისთვის გრძნობდა თავს ბედნიერად.

1908 წ.



წყარო: http://vaja.3owl.com/erthi-uyureth-tyesa-da/#more-1759
კატეგორია: სხვადასხვა წიგნები | დაამატა: giohunt1982 (11.12.2012)
ნანახია: 1666 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
+1   Spam
2 monadire777(temo)   (12.12.2012 11:20:11) [მასალა]
გენიალურიაა. ვის შეეძლო თუ არა ვაჟას, ასე აელაპარაკებინა ბუნება. ჩემი და ყველას სურვილი იქნებაა სრულიად საქართველო ისე აღორძინებულიყოს, ყველა ამვლელ ჩამვლელს ეთქვეს „ღმერთო, ნუ მოაკლებ შენს მოწყალებას ამ ლამაზ ქვეყანას. ღმერთო, ადღეგრძელე და აცოცხლე!" 166 166 166 166 10 10

+1   Spam
1 dudu-duda   (12.12.2012 02:35:13) [მასალა]
ბრავო ! 10 10 10 23_30_126

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 12
    სტუმარი: 12
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика