ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » სხვადასხვა წიგნები    

”სნაპი” ბულტერიერის ამბავი ე. სეტონ-თომფსონი
სნაპი 
ბულტერიერის1
 ამბავი 
პირველად ის ბინდბუნდში დავინახე. დილაადრიან სკოლის ამხანაგის
ჯეკის დეპეშა მივიღე. 
«გიგზავნი შესანიშნავ ლეკვს. თავაზიანად მოექეცი. ასე გირჩევნია». 
ჯეკს ისეთი ხასიათი ჰქონდა, შეეძლო ლეკვის მაგივრად ჯოჯოხეთის
მანქანა ანდა ცოფიანი ქრცვინი გამოეგზავნა. ამიტომ ამანათს, ცოტა არ
იყოს, ცნობისმოყვარეობით ველოდი. ამანათი მოვიდა. ვხედავ, ზედ აწერია
_ «საშიშია». ოდნავ გაქანებაზეც კი შიგნიდან ბრაზიანი ღრენა ისმის. შევიჭ-
ვრიტე რკინის ბადით აჭედილ ხვრელში და, ჩემდა გასაოცრად, ვეფხვის
ბოკვერის ნაცვლად ერთი ციცქნა თეთრი ბულტერიერი დავინახე. ლეკვი
ცდილობდა, როგორმე პირი ეტაცა ჩემთვის და ერთთავად გაავებით იღრი-
ნებოდა. ძაღლები ორგვარად იღრინებიან: დაბალი, მკერდისმიერი ხმით _ 
ეს თავაზიანი გაფრთხილება ანდა ღირსებით აღსავსე პასუხია _ და ხმამაღ-
ლა, თითქმის წკავილით _ ეს ბოლო სიტყვაა თავდასხმის წინ. თეთრი ლეკ-
ვიც სწორედ ამ ხმაზე ღრინავდა. ძაღლების მოყვარული ვიყავი და იმათი
ავანჩავანიც ვიცოდი. ვიფიქრე, რა ჯურის ძაღლი უნდა იყოს, რომ ვერ მო-
ვუარო-მეთქი. ამიტომ, გავუშვი თუ არა მომყვანი, ამოვიღე ჩემი საკეცი და-
ნა, რომელიც წარმატებით მიწევდა ჩაქუჩის, ნაჯახის, იარაღით სავსე ყუთი-
სა და ცეცხლის საჩხრეკის (ჩვენი ფირმის სპეციალობაა) მაგივრობას და
ყუთს ბადე ავაგლიჯე. ყუთზე დანის ყოველ შემოკვრაზე ეშმაკის ფეხი
მრისხანედ იღრინებოდა და როგორც კი ყუთი გვერდზე გადმოვაბრუნე, 
პირდაპირ ჩემი ფეხებისაკენ გამოქანდა. თქმა არ უნდა, თათი რომ მავთუ-
ლის ბადეში არ გახლართვოდა, შავი დღე დამადგებოდა _ ლეკვი აშკარად
არ იყო ხუმრობის გუნებაზე. მაგიდაზე შევხტი, რომ არ შემომწვდომოდა, 
1
ბულტერიერი _ ძაღლის ჯიშია. 
197და შევეცადე დამეყოლიებინა. მე მუდამ ცხოველებთან საუბრის მომხრე ვი-
ყავი. ჩემი ღრმა რწმენით, ისინი იჭერენ ჩვენი საუბრისა და განზრახვის სა-
ერთო აზრს, თუნდაც ცალკეული სიტყვები არ ესმოდეთ. მაგრამ ეს ლეკვი, 
ეტყობა, პირმოთნე კაცად მთვლიდა და ზიზღით უარყო ყველა ჩემი მიფო-
ლორცება. თავდაპირველად მაგიდის ქვეშ დასკუპდა და ფხიზლად ეჭირა
თვალი ყოველ მხარეს, რომელიმე ფეხი დაბლა ჩამოცოცებას ხომ არ აპირებ-
სო. სრულიად დარწმუნებული ვიყავი, მის დამორჩილებას შევძლებდი
თვალებში რომ შემეხედა. მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახერხე ეს და ამიტომაც
მაგიდაზე დავრჩი. დინჯი კაცი გახლავართ, მე ხომ კავეულით მოვაჭრე
ფირმის წარმომადგენელი ვარ. ჩემი ხალხი კი ცნობილია მოთმინებითა და
მხნეობით. აი, მარტო იმ ვაჟბატონებს თუ ჩამოუვარდებით, მზა ტანსაც-
მლით რომ ვაჭრობენ. 
ასე და ამგვარად, სიგარა ამოვიღე და გავაბოლე მაგიდაზე თათრულად
მორთხმულმა. პატარა დესპოტი კი ქვემოთ იჯდა და ჩემს ფეხებს ელოდა. 
შემდეგ ჯიბიდან დეპეშა ამოვიღე და ერთხელ კიდევ გადავიკითხე. «შესა-
ნიშნავი ლეკვია. თავაზიანად მოექეცი, ასე გირჩევნია». ვფიქრობ, ჩემმა
გულგრილობამ ამჯერად მშვენივრად შეცვალა თავაზიანობა, რამეთუ ნახე-
ვარი საათის შემდეგ ღრენა შეწყდა. ერთი საათის შემდეგ კი ის უკვე აღარ
მივარდებოდა ხოლმე მისი გრძნობების გამოსაცდელად მაგიდიდან
ფრთხილად ჩაშვებულ გაზეთს. შესაძლოა, გალიით გამოწვეულმა გაღიზია-
ნებამ ცოტათი გაუარა. ხოლო როცა მესამე სიგარა გავაბოლე, ლეკვი ნება-ნე-
ბა წაბრძანდა ბუხრისაკენ და იქ წამოწვა. თუმცა მე არ დავვიწყებივარ _ ამას
ვერ ვუსაყვედურებ, ცალი თვალი სულ ჩემკენ ჰქონდა, არ მაცილებდა. მე კი
ორივე თვალით მივჩერებოდი ლეკვს კი არა, მის მოკლე კუდს. ეს კუდი
რომ თუნდაც ერთხელ გაქანებულიყო გვერდზე, თავს გამარჯვებულად
ვიგრძნობდი. მაგრამ მოკლე კუდი ერთხელად არ შერხეულა. წიგნი გადმო-
ვიღე და მანამდე ვიჯექი მაგიდაზე, სანამ ფეხები არ დამიბუჟდა და ბუხარ-
ში ცეცხლი არ ჩაიფერფლა. ათი საათისათვის აგრილდა. ხოლო თერთმეტის
ნახევარზე ცეცხლი საბოლოოდ ჩაქრა. მეგობრის საჩუქარი ადგა, დაამთქნა-
რა, გაიზმორა და გაემართა ჩემი საწოლის ქვეშ, ბეწვის პატარა საფენისაკენ. 
იოლად გადავაბიჯე მაგიდიდან ბუფეტზე, ბუფეტიდან ბუხარზე. მეც მი-
ვაღწიე საწოლს. ჩუმად გავიხადე ტანსაცმელი და ისე მოვახერხე დაწოლა, 
რომ ჩემი მბრძანებელი არ შემიწუხებია. ჩაძინება ვერ მოვასწარი, მსუბუქი
ფხაჭუნი შემომესმა და ვიგრძენი, რომ ჯერ საწოლზე, მერე ჩემს ფეხებზე
ვიღაც დააბიჯებდა. როგორც ჩანს, სნაპმა2
იფიქრა, ქვემოთ ძალიან ცივაო და
გადაწყვიტა ესარგებლა ყოველგვარი კომფორტით. 
ლეკვი მოკალათდა ჩემს ფეხებში. მე ძალიან უხერხულად ვიწექი, მაგ-
რამ უფრო მოხერხებულად ფეხის გაშლაზე ფიქრიც ზედმეტი იყო, ვინაი-
დან ოდნავ გატოკებაზეც კი ლეკვი ისეთი გააფთრებით ჩააფრინდებოდა
ხოლმე ჩემს ფეხს, რომ მხოლოდ სქელი საბანი მიცავდა მძიმე დასახიჩრები-
საგან. მთელი საათი გავიდა, ვიდრე ნელ-ნელა ცოცებ-ცოცებით ფეხებს ისე
დავაწყობდი, რომ დაძინება შემძლებოდა. ღამით რამდენჯერმე გამაღვიძა
2
სნაპი (სნაპ) ნიშნავს «ტკაცანს». 
198ლეკვის მრისხანე ღრენამ _ იქნებ იმიტომ, რომ გავბედე და მისი ნებართვის
გარეშე ფეხი გავატოკე. მაგრამ მე მგონია, იმიტომაც, რომ ჩემს თავს ნება მი-
ვეცი ხანდახან წამომეხვრინა. 
დილით სნაპზე ადრე ადგომა მინდოდა. იცით, მე მას სნაპი დავარქვი. 
მისი სრული სახელი იყო ჯინჯერსნაპი.
ზოგიერთ ძაღლს ძნელად მოუძებ-
ნი სახელს. ზოგზე კი დაფიქრებაც არა გჭირდება. თავისთავად მოგდის
თავში. 
ამგვარად, მე შვიდ საათზე მინდოდა ადგომა. სნაპმა ამჯობინა, ადგომა
რვა საათისათვის გადაედო. ამიტომ რვაზე ავდექით. მან ნება დამრთო, ბუ-
ხარი გამეჩაღებინა და უფლება მომცა ტანთ ჩამეცვა ისე, რომ ერთხელაც არ
შევუხტუნებივარ მაგიდაზე. საუზმის მოსამზადებლად ოთახიდან რომ გავ-
დიოდი, სნაპს ვუთხარი: 
სნაპ, ჩემო მეგობარო, ზოგიერთი შენს აღზრდას მათრახით შეეცდებო-
და. მაგრამ მე მგონია, რომ ჩემი გეგმა უკეთესია. ახლანდელი ექიმები მკურ-
ნალობის ისეთ სისტემას გვთავაზობენ, რომელსაც «უსაუზმოდ დატოვება» 
ჰქვია. მე ამ სისტემას შენზე გამოვცდი. 
მთელი დღე არ ვაჭამე საჭმელი. მართალია, გამიჭირდა ასეთი სისასტი-
კის გამოჩენა, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე გამოვიჩინე. სნაპმა ისე ჩამოფხოჭ-
ნა მთელი კარი, ხელმეორედ შესაღები გამიხდა. სამაგიეროდ, საღამოს სია-
მოვნებით მიირთვა ჩემი ხელიდან ცოტაოდენი საჭმელი. 
კვირაც არ გასულა და უკვე დიდი მეგობრები ვიყავით. ძველებურად
ჩემს საწოლზე ეძინა, მაგრამ ახლა აღარ ცდილობდა ყოველ გატოკებაზე
ჩემს დასახიჩრებას. მკურნალობის სისტემამ, რომელსაც «უსაუზმოდ დატო-
ვება» ეწოდებოდა, სასწაული მოახდინა და სამი თვის შემდეგ წყალი რომ
გადაგესხათ, ერთმანეთს ვერ გაგვაშორებდით. ისიც ცხადი გახდა, რომ დე-
პეშაში სნაპი ტყუილად არ იყო მოხსენიებული, როგორც შესანიშნავი ლეკ-
ვი. 
შიში რა იყო, არ იცოდა. პატარა ძაღლს რომ დაინახავდა, ზედაც არ შე-
ხედავდა. მაგრამ საკმარისი იყო რომელიმე ზორბა ძაღლი გამოჩენილიყო, 
მაშინვე ისარივით გაჭიმავდა წაჭრილ კუდს და მოჰყვებოდა უცნობის ირ-
გვლივ სეირნობას. თან უყურებდა ცას, მიწას, გაიყურებოდა სადღაც შო-
რეთში _ საითაც გნებავთ. მარტო მეტოქეს არ შეხედავდა, და მის იქ ყოფნას
მხოლოდ ნოტებზე ხშირი ღრენით აღნიშნავდა. თუ უცნობი სასწრაფოდ არ
გაეცლებოდა, იწყებოდა ბრძოლა. უმეტეს შემთხვევაში, ბრძოლის შემდეგ
უცნობი განსაკუთრებული მონდომებით ტოვებდა იქაურობას. ხანდახან
სნაპიც წააგებდა ხოლმე ბრძოლას, მაგრამ ვერავითარმა მწარე გამოცდილე-
ბამ ვერჩაუნერგა იოტისოდენა სიფრთხილეც კი. 
ერთხელ, ძაღლების გამოფენის დროს, ნაქირავები კარეტით დავსეირ-
ნობდით. სნაპმა დაინახა სასეირნოდ გამოყვანილი სპილოსოდენა სენბერნა-
რი. ამ ძაღლის სიდიდემ ისე გადარია და აღაფრთოვანა ლეკვი, რომ კისრის-
ტეხით გადაეშვა კარეტისფანჯრიდან დაფეხი მოიტეხა. 
3
ჯინჯერსნაპი (გინგერსნაპ) _ ხრამუნა თავფლაკვერი. 
199მან არ იცოდა, რა იყო შიში. სნაპი არ ჰგავდა ჩემთვის ცნობილ არც ერთ
ძაღლს. ვთქვათ, მოხდა და ვინმე ბიჭმა ქვა ესროლა. სნაპი მაშინვე მოუსვამ-
და, _ როგორ გგონიათ, საით? პირდაპირ ბიჭისაკენ. თუ ბიჭი ისევ ესროდა
ქვას, სნაპი იმწამსვე საკადრისად გაუსწორდებოდა. ამგვარი ხასიათით მან
საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა. მარტო მე და ჩვენი კანტორის შიკ-
რიკი ვხედავდით მის კარგ მხარეებს. მარტო ჩვენა გვთვლიდა ის თავისი მე-
გობრობის ღირსად. შუა ზაფხულისათვის კარნეგი, ვანდერბილდი და ას-
ტორი,
4
ერთად აღებულნი, ვერ შეაგროვებდნენ საკმაო თანხას, რომ ჩემგან
პატარა სნაპი ეყიდათ. 
II 
თუმცა კომივოიაჟერი არ ვიყავი, მაგრამ ფირმამ, რომელშიც ვმუშაობ-
დი, შემოდგომაზე სამოგზაუროდ გამგზავნა. სნაპი დარჩა სახლის დიასახ-
ლისთან. ისინი ხასიათით ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს. სნაპს ის ეზიზღებო-
და. მას სნაპისა ეშინოდა. ასერომ, ორივეს ჭირივით სძულდა ერთმანეთი. 
მე ჩრდილოეთ შტატებში ეკლიანი მავთულის გასაღების საქმით ვიყავი
დაკავებული. წერილები კვირაში ერთხელ მოდიოდა. ჩემი დიასახლისი თა-
ვის წერილებში ერთთავად სნაპს უჩიოდა. 
ჩრდილოეთ დაკოტაში, მენდოზაში, სარფიანად გავასაღე ჩემი საქონე-
ლი. რასაკვირველია, ხელშეკრულებები უმთავრესად მსხვილ მოვაჭრეებ-
თან დავდე, მაგრამ ფერმერებსაც გამოვესაუბრე, რათა გამეგო მათი გასაჭი-
რი და მოთხოვნილება. ასე გავეცანი ძმები პენრუფებისფერმას. 
არ შეიძლება ისეთ ადგილას მოხვდე, სადაც მესაქონლეობას მისდევენ
და არ მოისმინო რომელიმე გაიძვერა და სისხლისმსმელი მგლის ბოროტ-
მოქმედების ამბავი. ის დრო წავიდა, როცა მგლებს საწამლავით წამლავ-
დნენ. ძმებმა პენრუფებმა, სხვა გონიერი მესაქონლეების მსგავსად, უარი
თქვეს საწამლავსა და ხაფანგებზე და ხელი მიჰყვეს სხვადასხვა ჯურის ძაღ-
ლების გაწვრთნას მგლებზე სანადიროდ. მათ იმედი ჰქონდათ, იქაურობა-
საც დაიცავდნენ მტრისაგან და გაერთობოდნენ კიდეც. 
მეძებრებს ძალა არ ჰყოფნიდათ გადამწყვეტი ბრძოლისათვის. დანიური
დოგები მეტისმეტად მოუხეშავები გამოდგნენ, ხოლო მწევრები მხეცს ვერ
მისდევდნენ, თუ არა ხედავდნენ. ყოველ ჯიშს თავისი საბედისწერო ნაკლი
ჰქონდა. კოვბოებს ძაღლების შერეული ხროვის იმედი ჰქონდათ. დაროცა
მეც მიმიწვიეს სანადიროდ, მართალი გითხრათ, ძალიან გამართო ამ ნაირ-
ნაირი ძაღლების დანახვამ. ხროვაში ბევრი იყო ნაბიჭვარი. მაგრამ იყვნენ
წმინდა სისხლის ძაღლებიც _ სხვათა შორის, რამდენიმე მგელზე დაგეშილი
რუსული ქოფაკიც, ალბათ მამასისხლად ღირებული. 
ძმებში უფროსი და ადგილობრივი ნადირობის «მეთაური» ჰილტონ
პენრუფი უჩვეულოდ ამაყობდა ამ ძაღლებით და მათგან უდიდეს გმირობას
მოელოდა. 
4
სამი ამერიკელი მილიონერი. 
200_ მწევრები მეტისმეტად ნაზები არიან მგელზე სანადიროდ. დოგები ნე-
ლა გარბიან, მაგრამ ნახავთ, რა კორიანტელი დადგება, როცა საქმეში მგელ-
ზე გაწვრთნილი ქოფაკები ჩაერევიან. 
ამგვარად, მწევრების დანიშნულება იყო, მგელს გამოდევნებოდნენ. დო-
გები რეზერვისათვის ეყოლებოდათ, ქოფაკები _ გენერალური ბრძოლისათ-
ვის. გარდა ამისა, ხროვაში ორი-სამი მეძებარიც გაურიეს, რომლებიც თავი-
ანთი მახვილი ყნოსვით კვალს აიღებდნენ, თუკი დანარჩენები მხედველო-
ბიდან დაკარგავდნენ მხეცს. 
დიდებული სანახავი იყო, როცა ოქტომბრის ერთ მოწმენდილ დღეს გო-
რაკებს შორის გავუდექით გზას. ჰაერი გამჭვირვალე და სუფთა იყო. და, მი-
უხედავად იმისა, რომ გვიანი შემოდგომა იდგა, არც თოვლი იდო, არც ყი-
ნავდა. ცხენები თავის წართმევას ლამობდნენ და ერთი-ორჯერ კიდევაც
სცადეს ეჩვენებინათ ჩემთვის, როგორიშორებენ ხოლმე თავიდან მხედრებს. 
ველზე ორი-სამი ნაცრისფერი ლაქა შევნიშნეთ. ჰილტონის სიტყვით, 
მგლები ან კოიოტები უნდა ყოფილიყვნენ. ხროვა ყეფა-გნიასით გავარდა
მათ კვალზე, მაგრამ დაჭერით ვერაფერი დაიჭირეს, თუმცა საღამომდე აწ-
ყდებოდნენ აქეთ-იქით. მხოლოდ ერთი მწევარი წაეწია მგელს და მხარში
დაჭრილი ისიც უკან ჩამორჩა. 
_ ჰილტ, მე მგონია, შენი ნაქები ქოფაკები ღმერთს არ უქნია. _ თქვა ჰარ-
ვინმა, უმცროსმა ძმამ. _ პატარა შავი დოგი სჯობია მაგათ, თუმცა მათსავით
წმინდა სისხლისა არარის. 
_ ვერაფერი გამიგია, _ ჩაიბუზღუნა ჰილტონმა. _ ამ მწევრებს ჯერ კოი-
ოტიც არგაქცევიათ, მგელზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მეძებრებიც სანაქე-
ბონი არიან _ სამი დღის კვალიც რომ იყოს, მიჰყვებიან. დოგები ხომ დათ-
ვსაც გაუმკლავდებიან. 
_ არ შეგედავები, _ უთხრა მამამ, _ შენს ძაღლებს შეუძლიათ ნადირის
დევნა, შეუძლიათ კვალში ჩადგომა, მათ შეუძლიათ დათვსაც კი გაუსწორ-
დნენ. მაგრამ საქმე ისაა, რომ არავითარი სურვილი არა აქვთ მგელთან შეხ-
ვედრისა. მთელი ეს წყეული ხროვა მხდალების ხროვაა და მეტი არაფერი. 
აფსუსი არარის მაგათში გადაყრილიფული! 
ამ ლაპარაკში და ბუზღუნში იყვნენ პენრუფები, როცა მე დავემშვიდობე
და ჩემი გზა გავაგრძელე. როგორც ჩანს, მარცხის მიზეზი ის იყო, რომ თუმ-
ცა ძაღლებიღონივრებიც იყვნენ დაფეხმარდებიც, მაგრამ მგლის დანახვაზე
წახდებოდნენ ხოლმე. გამბედაობა არა ჰყოფნიდათ, ძალაში გასჯიბრებოდ-
ნენ ტყიურს. ჩემს წარმოდგენაში ძალაუნებურად ამოტივტივდა ერთი ციც-
ქნა უშიშარი ლეკვი, ბოლო წელს ჩემი საწოლიდან რომ არ გადადიოდა და
ფეხებში მეწვა. როგორ მინდოდა, აქა მყოლოდა! ამ დონდლო გიგანტებს
ისეთი ბელადი გაუჩნდებოდათ, რომელსაც სიმამაცე არასოდეს ღალატობ-
და. 
შემდეგ გაჩერებაზე, ბაროკაში, წერილები მივიღე. ბოლო ორი წერილი
ჩემი დიასახლისისაგან იყო: პირველში მიცხადებდა, რომ «ეს საზიზღარი
ძაღლი ათასგვარ უმსგავსობას ჩადიოდა ჩემს ოთახში». მეორე, უფრო ცხარე
წერილი მოითხოვდა, დაუყოვნებლივ მომეშორებინა იქაურობისათვის სნა-
პი. 
201«რა უშავს, რომ მენდოზაში გამოვიწერო სნაპი? _ გავიფიქრე ჩემთვის. _ 
სულ რაღაც ოცი საათის სავალია. პენრუფებს ძალიან გაუხარდებათ. უკან
მობრუნებისას კი გამოვუვლი და წავიყვან». 
III 
ჩემი შემდგომი შეხვედრა ჯინჯერსნაპთან ისეთი არ გამოდგა, როგორ-
საც მოველოდი და დიდად არ განსხვავდებოდა პირველისაგან. ლეკვი ღრე-
ნა-ღრენით დამეტაკა, ვითომდა საკბენად. მაგრამ ახლა მკერდისმიერი ბოხი
ხმით ღრინავდა და თან მოჭრილ კუდს გამალებით აქიცინებდა. 
ჩემი წასვლის შემდეგ პენრუფებმა რამდენჯერაც წამოიწყეს მგელზე ნა-
დირობა, იმდენი ხელი მოეცარათ და განცვიფრებულები იყვნენ. ძაღლები
თითქმის ყოველთვის წამოაგდებდნენ ხოლმე მგელს, მაგრამ ვერაფერს
უხერხებდნენ. მონადირეები ერთხელაც ვერ მივიდნენ ისე ახლოს, რომ შე-
ეტყოთ, რატომ ეშინოდათ ძაღლებს. 
მოხუცი პენრუფი ახლა სრულიად დარწმუნებული იყო, რომ «მთელ ამ
უმაქნის ხროვაში ერთი ძაღლიც არიყო კურდღელზე გულადი». 
მეორე დღეს სისხამ დილით გავედით. იგივე საუკეთესო ცხენები, ჩინე-
ბული მხედრები, დიდრონი მტრედისფერი, წითური და ჭრელი ძაღლები. 
მაგრამ, გარდა ამისა, ჩვენ გვახლდა პატარა თეთრი ძაღლი, რომელიც სულ
მე მეკვროდა და თავის თეთრ კბილებს აცნობდა არა მარტო ძაღლებს, ცხე-
ნებსაც, თუკი გაბედავდნენ ჩემთან მოახლოებას. მგონი სნაპი წაეჩხუბა ახ-
ლომახლო ყველა კაცს, ძაღლსა და ცხენს. ჩვენ ერთი მაღალი გორის
ბრტყელ მწვერვალზე შევჩერდით. ჰილტონმა დურბინდით მოათვალიერა
მიდამო და უცებ წამოიძახა: 
_ ვხედავ, ვხედავ! აი, ნაკადულისაკენ გარბის. მგონი, კოიოტი უნდა
იყოს. 
ახლა როგორმე მწევრებისათვისაც უნდა დაგვენახვებინა ნადირი. ეს კი
იოლი საქმე არ იყო, ვინაიდან მათ დურბინდში ყურება არ შეეძლოთ, ველი
კი ძაღლზე მაღალი აბზინდით იყო დაფარული. 
მაშინ ჰილტონმა ძაღლს დაუძახა: «აქეთ, დანდერ!» _ და ფეხი წინ გაიშ-
ვირა. დანდერი ერთი მარჯვე ნახტომით შეფრინდა უნაგირზე და ტორტმა-
ნით ცდილობდა წონასწორობის შენარჩუნებას. ჰილტონი კი დაჟინებით
უჩვენებდა სივრცეში მოძრავ წერტილს. 
_ აი, დანდერ, უყურე! ეცი, ეცი, აგერა!.. აგერა! 
დანდერი ჩაშტერებით გაიყურებოდა პატრონის მინიშნებული წერტი-
ლისაკენ. შემდეგ, ეტყობა, რაღაც დაინახა, მსუბუქი წკავწკავით მიწაზე ჩახ-
ტა და ველზე გავარდა. დანარჩენი ძაღლებიც მას მიჰყვნენ. ჩვენც ძაღლებს
გამოვუდექით, მაგრამ საკმაო მანძილზე ჩამოვრჩით, ვინაიდან გზას გვიღო-
ბავდნენ ხევხუვები, მაჩვის სოროები, ქვები და მაღალი აბზინდა. მეტისმე-
ტად სწრაფი ჭენება შეიძლება სამწუხაროდ დასრულებულიყო. 
ამგვარად, ჩვენ ყველანი ჩამოვრჩით ძაღლებს. მე კი, უნაგირს მიუჩვევე-
ლი კაცი, განსაკუთრებით. ხანგამოშვებით წინ გაიელვებდნენ ხოლმე ძაღ-
ლები. ისინი ხან ველზე მიჰქროდნენ, ხან ხევში გადაფრინდებოდნენ, რომ
202უცებ ახლა მეორე ფერდობზე გამოჩენილიყვნენ. აღიარებული წინამძღოლი
გახლდათ მწევარი დანდერი. შემდეგ, თხემს რომ მოვექეცით თავში, ნადი-
რობის მთელი სურათი გადამეშალა თვალწინ: წინ, ნახტომებით მიფრინავ-
და კოიოტი, უკან მეოთხედ მილზე კი ძაღლები მისდევდნენ. მაგრამ ეტყო-
ბა, ძაღლები უკვე ეწეოდნენ ნადირს. მესამედ როცა დავინახეთ ისინი, კოი-
ოტი უსულოდ ეგდო მიწაზე. ძაღლები კი, ორი მეძებრისა და ჯინჯერსნა-
პის გარდა, გარშემო შემოსხდომოდნენ. 
_ ჩხუბს ვეღარ მოვუსწარით! _ თქვა ჰილტონმა და დაგვიანებულ მეძებ-
რებს გადახედა. მერე სიამაყით გადაუსვა დანდერს ხელი: _ როგორც ხე-
დავთ, თქვენი ლეკვის გარეშეც იოლად გავედით. 
_ ერთი ამას დამიხედეთ. თურმე რა მომხდარა: ათი ზორბა ძაღლი ერთ
საცოდავ კოიოტს დასხმია თავს! _ დამცინავად ჩაილაპარაკა მამამ. _ მოიცა, 
ჯერმგელს შევხვდეთ და მერე ილაპარაკე! 
მეორე დღეს ისევ წავედით სანადიროდ. 
გორაკზე რომ ავიმაღლეთ, მოძრავი ნაცრისფერი წერტილი დავინახეთ. 
მოძრავი თეთრი წერტილი ანტილოპაა, წითელი _ მელა, ხოლო ნაცრისფე-
რი _ მგელი ან კოიოტი. მგელია თუ კოიოტი, ამას კუდზე ატყობენ ხოლმე. 
კუდდაშვებული კოიოტია, კუდაპრეხილი კი _ საძულველი მეგლი. 
დანდერს გუშინდელივით დაანახვეს ნადირი. მანაც გუშინდელივით
გაიყოლა უკან მწევრების, ნაგაზების, მეძებრების, დოგების, ბულტერიერი-
სა და მხედრების ჭრელი გუნდი. წუთით თვალი მოვკარით ასეთ სურათს: 
ეჭვი არ იყო, ძაღლების წინ დიდ-დიდი ნახტომებით მირბოდა მგელი. რა-
ტომღაც მომეჩვენა, რომ წინა ძაღლები ისეთი მონდომებით არ გარბოდნენ, 
როგორც გუშინ, კოიოტს რომ მისდევდნენ. რა მოხდა შემდეგ, არავის დაუ-
ნახავს. ძაღლები ერთმანეთის მიყოლებით დაბრუნდნენ უკან. მგელი კი
გაქრა. 
ახლა ძაღლებს დაუწყეს დაცინვა და საყვედური. 
_ ეჰ! შეეშინდათ და მეტი არაფერი! _ ზიზღით ჩაილაპარაკა მოხუცმა
პენრუფმა. _ თავისუფლად შეეძლოთ დასწეოდნენ, მაგრამ, როგორც კი მო-
უბრუნდათ, მაშინვე მოცოცხეს. ფუჰ! 
_ შეუდარებელი, უშიშარი და მამაცი ტერიერი სადღაა? _ მკითხა ჰილ-
ტონმა დამცინავად. 
_ არ ვიცი, _ ვუპასუხე მე. _ ალბათ თვალითაც არ უნახავს მგელი. მაგ-
რამ თუკი ოდესმე დაინახა, სანაძლეოს დავდებ, ან გამარჯვებას არჩევს, ან
სიკვდილს. 
იმ ღამით ფერმის მახლობლად მგლებმა რამდენიმე ძროხა კიდევ დაგ-
ლიჯეს და ჩვენ ისევ წავედით სანადიროდ. 
ნადირობა დაახლოებით ისე დაიწყო, როგორც წინა დღეს. უკვე საღამო
ხანი იყო, ასე ნახევარ მილზე რუხი ვაჟკაცი რომ დავინახეთ კუდაპრეხილი. 
ჰილტონმა დანდერი დაისვა უნაგირზე. მეც მივბაძე და სნაპს დავუძახე. მას
ისეთი მოკლე თათები ჰქონდა, რომ ცხენის ზურგზე შემოხტომა არშეეძლო. 
ბოლოს ამომახოხდა და ისე ამოვიდა. მე დავანახვე მგელი და მანამდე ვუმე-
ორებდი, ეცი, ეცი-მეთქი, სანამ სნაპმა ბოლოს და ბოლოს არ დაინახა მხეცი
და კისრისტეხით არგაედევნა წინ გავარდნილ მწევრებს. 
203ამჯერად ძაღლებს ნადირის დევნა ბუჩქნარით დაფარულ მდინარის ხე-
ობაში კი არა, ღია ადგილას მოუხდათ. ყველანი ერთად ავუყევით ფერდობს
და სწორედ იმ დროს გავედით ზეგანზე, როცა დანდერი მგელს წამოეწია და
შეეცადა, უკანა ფეხში ეტაცა პირი. რუხი მიუტრიალდა საბრძოლველად და
ჩვენ მშვენივრად დავინახეთ, რაც შემდეგ მოხდა. ძაღლები მორბოდნენ ორ-
ორნი, სამ-სამნი. გარშემო ურბენდნენ მგელს და უყეფდნენ, სანამ ყველაზე
ბოლოს არ მოვარდა პატარა თეთრი ფინია. მას ყეფაზე დრო არ დაუხარ-
ჯავს, პირდაპირ გაქანდა მგლის ყანყრატოსაკენ, მაგრამ ყანყრატოს ვერ
უწია და ცხვირში ჩაფრენაღა მოასწრო. მაშინვე ათივე ვეება ძაღლი დააცხრა
მგელს და ორ წუთში მოუღო ბოლო. ჩვენ ჭენებით მივქროდით, რომ ნადი-
რობის დასასრული არ გამოგვპარვოდა და, მართალია, შორიდან, მაგრამ
ცხადად დავინახეთ, რომ სნაპმა გაამართლა ჩემი რეკომენდაციაც და ქების
დეპეშაც. 
ახლა კი ჩემი ჯერი დადგა ზეიმისა. სნაპმა უჩვენა მათ, როგორ უნდა
დაეჭირათ მგელი. ბოლოს და ბოლოს მენდოზის ხროვამ ადამიანის დაუხ-
მარებლად მოუღო ბოლო მგელს. 
თუმცა ორი გარემოება ჩრდილავდა გამარჯვების სიხარულს. ჯერ ერ-
თი, მგელი ახალგაზრდა იყო, თითქმის ლეკვი. აი, რატომ გაიქცა ის სულე-
ლურად ველზე. მეორეც, სნაპი დაჭრილი იყო. მგელმა ძლიერ დაუზიანა
მხარი. 
როცა ჩვენ ამაყად გამოვწიეთ შინისაკენ, შევამჩნიე, რომ სნაპი კოჭლობ-
და. 
_ აქეთ, _ დავუძახე მე, _ აქეთ, სნაპ! 
მან ერთი-ორჯერსცადა უნაგირზე შემოხტომა, მაგრამ ვერშეძლო. 
_ ჰილტონ, მომაწოდეთ, _ ვთხოვე მე ჰილტონს. 
_ დიდ მადლობას მოგახსენებთ. თქვენ თვითონ მიხედეთ თქვენს ჩხრი-
ალა გველს. _ მიპასუხა ჰილტონმა, ვინაიდან ახლა ყველასთვის ცხადი გახ-
და, რომ სნაპთან საქმის დაჭერა საფრთხილო იყო. 
_ აქეთ, სნაპ, აქეთ, დაიჭი! _ დავუძახე სნაპს და მათრახი გავუწოდე. 
ძაღლი კბილებით ჩააფრინდა მათრახს. ასე ავწიე, შემოვისვი უნაგირზე
და შინ მივიყვანე. ისე ვუვლიდი, როგორც ბავშვს. სნაპმა დაანახვა ფერმე-
რებს, ვინ აკლდათ ხროვაში. მეძებრებს შესანიშნავი ყნოსვა ჰქონდათ, მწევ-
რებს მარდი ფეხები. ნაგაზები და დოგები ღონივრები იყვნენ, მაგრამ მათი
ფასი გროში იყო, ვინაიდან თავგანწირული სიმამაცე მხოლოდ ბულტერი-
ერს გააჩნდა. იმ დღეს მესაქონლეებმა გადაწყვიტეს მგლების საკითხი. ამაში
ადვილად დარწმუნდებით, თუ მენდოზაში ჩახვალთ. ახლა ყოველ ადგი-
ლობრივ ხროვაში თავისი ბულტერიერი ჰყავთ, უმეტესად სნაპ-მენდოზუ-
რი სისხლისა. 
IV 
მეორე დღეს ერთი წელი სრულდებოდა, რაც სნაპი ჩემთან იყო. მოწმენ-
დილი, მზიანი დღე იდგა. თოვლი ჯერ არ დაედო. ისევ შევიკრიბენით
მგელზე სანადიროდ. ყველას გული დაგვწყვიტა იმ ამბავმა, რომ სნაპი ვერ
იყო კარგად. ღამე, ჩვეულებრივ, ჩემს ფეხებში ეძინა და საბანზე სისხლის
204კვალი დატოვა. რასაკვირველია, ნადირობაში მონაწილეობას ვერმიიღებდა. 
გადავწყვიტეთ, უიმისოდ წავსულიყავით, ბეღელში შევიტყუეთ და ჩავკე-
ტეთ. გავუდექით გზას, მაგრამ რაღაც ცუდი წინათგრძნობა მაწუხებდა. ვი-
ცოდი, ჩემი ძაღლის გარეშე აუცილებლად მოგვეცარებოდა ხელი, მაგრამ
წარმოდგენა არა მქონდა, რა მძიმე იქნებოდა ეს დამარცხება. 
უკვე შორს ვიყავით წასული. გორაკებს შორის დავეხეტებოდით, როცა
უეცრად აბზინდებში რაღაცამ გაიელვა და ჩვენს კვალზე გამოქანებული
თეთრი ბურთი წამოგვეწია. ერთი წუთის შემდეგღრენითა და წაჭრილი კუ-
დის ქიცინით სნაპმა მოირბინა ჩემს ცხენთან. შინ გაგზავნა არ შემეძლო, ვი-
ნაიდან არაფრის დიდებით არ დამიჯერებდა. მისი ჭრილობა საძაგელი შე-
სახედავი იყო. დავუძახე, მათრახი გავუწოდე და უნაგირზე ამოვიყვანე. _ 
«აქ იჯდები შინ დაბრუნებამდე» _ გავიფიქრე მე. მაგრამ გაგიგონიათ! ჰილ-
ტონის დატატანებამ გვამცნო, რომ მან მგელი დაინახა, დანდერი დარაილი, 
მისი მეტოქე, წინ გაცვივდნენ, ერთმანეთს შეეჯახნენ და ერთად გაგორდნენ
მიწაზე. ამასობაში თვალებად ქცეულმა სნაპმა მგელი დაინახა და მიხედვა
ვერ მოვასწარი, რომ უნაგირიდან გადმოხტა და ზიგზაგებით გავარდა წინ _ 
ზემოთ, ქვემოთ, _ აბზინდიანში პირდაპირ მტრისაკენ. რამდენიმე წუთის
მანძილზე ხროვას ის მიუძღოდა. რასაკვირველია, მცირე ხანს. ზორბა მწევ-
რებმა დაინახეს მოძრავი წერტილი და მინდორზე გაიჭიმა ძაღლების გრძე-
ლი ჯაჭვი. ნადირობას საინტერესო პირი უჩანდა, რადგან მგელი იქვე ახ-
ლოს იყო და ყველა ძაღლი თავდაუზოგავად მიქროდა. 
_ დათვის ხევში შეუხვიეს! _ დაგვიძახა ჰარვინმა, _ მომყევით! შეგვიძ-
ლია გზა გადავუჭრათ! 
Dშემოვბრუნდით და სასწრაფოდ გავქუსლეთ გორაკის ჩრდილო ფერ-
დობზე, მაშინ, როცა ნადირი და მწევარ-მეძებრები, როგორც ჩანს, სამხრეთ
ფერდობის გასწვრივ მიქროდნენ. 
თხემზე ავედით და უკვე დაშვებას ვაპირებდით, ჰილტონმა რომ დაგ-
ვიძახა: 
_ აქ არის! პირდაპირგადავაწყდით! 
ჰილტონი ცხენიდან ჩამოხტა, სადავე მიაგდო და წინ გაიქცა. მეც იგივე
გავაკეთე. ჩვენ პირისპირ გაშლილ მინდორზე მოქროდა ვეებერთელა მგე-
ლი, თავი დაეღუნა, კუდი ისარივით სწორად გაეჭიმა. ორმოცდაათიოდე ნა-
ბიჯზე კი უკან მოსდევდა დანდერი. მწევარი მგელზე ორჯერ უფრო სწრა-
ფად მოქროდა, წუთის შემდეგ წამოეწია კიდეც და უკვე დაკრიჭა კბილები. 
მაგრამ როგორც კი მხეცი მისკენ მიბრუნდა, მაშინვე უკან დაიხია. ორივე
იქვე ორმოცდაათიოდეფუტზე იყვ, სწორედ ჩვენ ქვემოთ. გარვინმარევოლ-
ვერი იძრო, მაგრამ, საუბედუროდ, ჰილტონმა შეაჩერა: 
_ არა! დაიცა! ვნახოთ, რა მოხდება. 
წამის შემდეგ მეორე მწევარი მოვარდა. მერე ერთიმეორის მიყოლებით
დანარჩენი ძაღლებიც მოცვივდნენ. თითოეული მათგანი მოქროდა მრისხა-
ნებით და სისხლის წყურვილით ანთებული. მზად იყო, იქვე ნაფლეთ-ნაფ-
ლეთად ექცია ტყიური. მაგრამ, როგორც კი მოცვივდებოდნენ, რიგრიგობით
იხევდნენ უკან უშიშარ მანძილზე და მოჰყვებოდნენ ყეფას. ორიოდე წუთში
ნაგაზებიც იქ გაჩნდნენ _ შესანიშნავი, ლამაზი ძაღლები. აქეთ რომ მორ-
205ბოდნენ, ეჭვი არ არის, ერთადერთი სურვილი ჰქონდათ, _ პირდაპირ სცე-
მოდნენ ბებერ მგელს. მაგრამ მისმა შეუპოვარმა შესახედაობამ, დაკუნთულ-
მა მკერდმა, ფოლადის ყბებმა ისე შეაშინა ისინი, მგელთან შეხვედრის სურ-
ვილი გაუნელდათ და დანარჩენ ძაღლებს შეუერთდნენ. რუხი ყაჩაღი ხან
ერთ მხარეს მიტრიალდებოდა, ხან მეორე მხარეს. მზად იყო, შებმოდა თი-
თოეულ მათგანს ცალ-ცალკე და ყველას ერთად. 
აი, დოგებიც გამოჩნდნენ, ძორძოხა არსებანი. თითოეული მათგანი
მგელს არ ჩამოუვარდებოდა წონაში. რაც უფრო ახლოვდებოდნენ, მათი
მძიმე სუნთქვა თანდათან ავის მომასწავებელ ხრიალში გადადიოდა. ისინი
მზად იყვნენ, ნაკუწებად ექციათ მგელი. მაგრამ როგორც კი მიუახლოვ-
დნენ, დაინახეს პირქუში, უშიშარი, მძლავრყბებიანი და თათებმოუღლელი
მხეცი, რომელიც მოკვდებოდა, თუკი საჭირო იყო, მაგრამ ჯერ სხვებს წაიმ-
ძღვარებდა წინ _ ამ ვეება დოგებს. სამივეს, დანარჩენების მსგავსად უეცრად
სიმორცხვე მოეძალა: დიახ, დიახ, ისინი ეცემიან მგელს, მაგრამ ამ წუთს კი
არა, ცოტათი რომ მოითქვამენ სულს. შემდეგ, მგლისა, მათ, რასაკვირველია, 
არ ეშინიათ. მათი ხმა ვაჟკაცურად ჟღერდა. მშვენივრად იცოდნენ, რომ ვინც
პირველი გადაეშვებოდა, კარგი დღე არ დაადგებოდა. მაგრამ ეს სულ ერთი
იყო, ოღონდ ახლა არა. ისინი ცოტას კიდევ იყეფებენ გულის გასამაგრებ-
ლად. 
მაშინ, როცა ათი ვეებერთელა ძაღლი აწყდებოდა აქეთ-იქით მდუმარე
მხეცის ირგვლივ, მათ უკან აბზინდებში შრიალი გაისმა. შემდეგ ხტუნვა-
ხტუნვით გამოჩნდა ქათქათა რეზინის ბურთი, რომელიც მალე პატარა
ბულტერიერად იქცა. მოიჭრა სნაპი, მთელ ხროვაში ყველაზე ნელი და ყვე-
ლაზე პატარა. მძიმედ სუნთქავდა. ისე მძიმედ, გეგონებოდათ, სული ეხუ-
თებაო. მოიჭრა და პირდაპირ მრისხანე მხეცის ირგვლივ შეკრულ წრესთან
მივარდა. როგორ გგონიათ, შეყოყმანდა? ერთი წუთითაც არა. გაარღვია
აღავღავებული ძაღლების წრე, პირდაპირ გავარდა მთა-გორების ბებერი
დესპოტისაკენ და შეეცადა ყელში სცემოდა. მგელმა დასცხო მას თავისი
ოცივე ხანჯალი. მაგრამ პატარა არ შეუშინდა და მეორედ ეცა. რა მოხდა ამ
დროს, ძნელი სათქმელია. ძაღლები ერთმანეთში აირივნენ. მომეჩვენა, 
თითქოს პატარა თეთრი ფინია მგელს ცხვირში ჩააფრინდა და მაშინვე ძაღ-
ლების მთელი ხროვა ეძგერა მხეცს. ვერაფრით მივეხმარებოდით ძაღლებს. 
თუმცა ახლა ჩვენი მიხმარება არც სჭირდებოდათ. მათ ჰყავდათ შეუდრეკე-
ლი სიმამაცის წინამძღოლი. ბოლოს და ბოლოს, ბრძოლა რომ დამთავრდა, 
ჩვენ წინ მიწაზე გართხმული დავინახეთ მძლავრი გიგანტი _ მგელი და მის
ცხვირში ჩაფრენილი პატარა თეთრი ძაღლი. 
სნაპს დავუძახე. მაგრამ ის არგანძრეულა. მე დავიხარე: 
_ სნაპ, სნაპ, ყველაფერი დასრულდა. შენ მოკალი მგელი! _ მაგრამ ძაღ-
ლი არ ინძრეოდა. ახლაღა შევამჩნიე ორი ღრმა ჭრილობა მის სხეულზე. შე-
ვეცადე, ხელში ამეყვანა: _ გაუშვი, მეგობარო, ყველაფერი დამთავრებულია! 
მან წაიღრინა და მგელს პირი უშვა. 
უხეში მესაქონლეები მუხლებზე დაჩოქილები იდგნენ მის ირგვლივ და
მოხუცმა პენრუფმა გაჟეჟილი ხმით ჩაიდუდუნა: 
_ ამას მერჩივნა, ოცი ხარი დამკარგვოდა! 
206სნაპი ხელში ავიყვანე, სახელი დავუძახე და თავზე ხელი გადავუსვი. 
მან ოდნავ გასაგონად დაიღრინა, ეტყობა, გამოსამშვიდობებლად, ხელი ამი-
ლოკა და დადუმდა. 
დამწუხრებულები ვბრუნდებოდით შინ. თან მოგვქონდა შემზარავი
მგლის ტყავი. მაგრამ ამაში ვერავითარ ნუგეშს ვერ ვპოვებდით: მამაცი სნა-
პი ფერმის გადაღმა ბორცვზე დავასაფლავეთ. სნაპს რომ ვმარხავდით, გავი-
გონე, როგორჩაილაპარაკა ჩემ გვერდით პენრუფმა: 
_ აი, ვინ იყო ნამდვილი გულადი! სიმამაცის გარეშე ჩვენს საქმეში შორს
ვერწახვალ


წყარო: http://dspace.nplg.gov.ge/
კატეგორია: სხვადასხვა წიგნები | დაამატა: giohunt1982 (04.04.2013)
ნანახია: 2077 | კომენტარი: 1 | ტეგები: ”სნაპი”, ე., ამბავი, ბულტერიერის, სეტონ-თომფსონი | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 tatoxoni   (10.06.2013 11:39:34) [მასალა]
მაგარი ამბავია

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика