ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მონადირე ძაღლები [107]
მონადირე ძაღლის დაგეშვა [13]
ლეკვის გაზრდა და აღზრდა [13]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მონადირე ძაღლებზე » მონადირე ძაღლები    

რა ასაკში უნდა დავიწყოთ ძაღლის გარეთ გაყვანა და ვის ემორჩილება ის ოჯახის წევრებიდან ყველაზე ნაკლებად
რა ასაკში უნდა დავიწყოთ ძაღლის გარეთ გაყვანა და ვის ემორჩილება ის ოჯახის წევრებიდან ყველაზე ნაკლებად 
2011-10-27
მარიკა ხიდურელი

დღევანდელი ინტერვიუ ნამდვილად დაგეხმარებათ, გაერკვიოთ,  თუ როდის, სად და როგორ გაასეირნოთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ამაში კი ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი გაგვარკვევს.

 

– ძაღლის სეირნობასთან დაკავშირებით პატრონებს სხვადასხვა შეხედულება აქვთ. მოდი, დავიწყოთ თანმიმდევრულად: რა ასაკში და დროის რა ხანგრძლივობით უნდა გავასეირნოთ ძაღლი პირველად?

– ძაღლის გარეთ, ანუ სასეირნოდ გაყვანა სასურველია თვე-ნახევრის ასაკიდან. თავიდან სეირნობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. ამ ასაკში გასეირნების დატვირთვა ძირითადად ის არის, რომ ძაღლი შეეჩვიოს ერთსა და იმავე დროს გარეთ გასვლას და ეს ყოველდღიურ ჩვევაში გადაუვიდეს. უკეთესია, თუ იმის საშუალება გაქვთ, რომ ლეკვი გაღვიძებისთანავე გაიყვანოთ გარეთ. თუ მასზე პასუხისმგებლობა აიღეთ, მაშინ, არც ეს უნდა დაიზაროთ.

მას შემდეგ, რაც ძაღლი 1 წლის გახდება, უკვე 2-3-ჯერ, თითო საათით გაიყვანეთ სასეირნოდ. მართალია, ეს კანონი არ არის, მაგრამ, რაც უფრო მეტს იმოძრავებს და ივლის, თქვენი ძაღლი,  მით უკეთესია მისი აღზრდისა და ჯანმრთელობისთვის. ქალაქში მცხოვრები ძაღლები კი, ამ ასაკში სეირნობისას, აუცილებლად პატრონის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ. 

– სად არის უკეთესი ძაღლის გასეირნება?

– გაითვალისწინეთ, რომ ძაღლის გასეირნება, მით უმეტეს, როცა ის ახალგაზრდაა, ჯობია, დავიწყოთ იქ, სადაც ის ყოველთვის ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. შეარჩიეთ ადგილი, სადაც მას ავტომობილი და სხვა ტრანსპორტი საფრთხეს არ შეუქმნის. ძაღლი არც ისეთ ადგილზე უნდა ვასეირნოთ, სადაც ბევრი მეტისი (მაწანწალა ძაღლი) იყრის თავს. მათგან, თქვენმა ძაღლმა, შესაძლოა, ისწავლოს ცუდი მანერები და, ამასთანავე, დაავადდეს სხვადასხვა დამღუპველი დაავადებით. 

– როდის არის ძაღლის გასეირნება უკეთესი, ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ?

– გახსოვდეთ, რომ ძაღლის სუფთა ჰაერზე სასეირნოდ გაყვანა საჭიროა ჭამის წინ და არა ჭამის მერე. ჭამის შემდეგ ძაღლი ფიზიკურად არ უნდა დატვირთოთ. 

– კიდევ რა უნდა იცოდეს ძაღლის პატრონმა ამ თემასთან დაკავშირებით?

– სეირნობის დროს თქვენი ლეკვი აუცილებლად უნდა შეაჩვიოთ უცხოებთან მშვიდ და წყნარ ურთიერთობას. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ უცნობ ადამიანს იმის უფლება, რომ ლეკვს ისე ეთამაშოს ან მოეფეროს, როგორც პატარა ბავშვს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ სეირნობისას, ხშირ შემთხვევაში, რთულია ძაღლის მართვა, რადგან ქუჩაში ის ნაკლებად ემორჩილება პატრონს და, შესაბამისად, ნაკლებად ასრულებს მის ბრძანებებს. 

– რატომ?

– არის ყურადღების გამფანტავი ძალიან ბევრი ფაქტორი, რაც ძაღლს საშუალებას არ აძლევს, სრული კონცენტრაცია გააკეთოს პატრონის მითითებებზე. ყოველივე ამისთვის ძაღლის პატრონი წინასწარ უნდა იყოს მზად, აღიქვას ქუჩის ყველა მოულოდნელობა მშვიდად და არ გამოხატოს ზედმეტი სიმკაცრე და აგრესია ძაღლის მიმართ. სწორედ ამიტომ, ადრეული ასაკიდანვე უნდა ეცადოთ, ასწავლოთ ძაღლს მარტივი დავალების შესრულება, რომელსაც, როგორც სახლის პირობებში, ისე ქუჩაშიც შეასრულებს. ამისთვის კი საკმაოდ დიდი ნებისყოფა დაგჭირდებათ. მოკლედ, ისეირნეთ ძაღლთან ერთად, პარალელურად ავარჯიშეთ ის და, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი ძაღლი სრულიად ჯანმრთელი და სრულფასოვანი გაიზრდება. ამას დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ, რადგან ეს ყველაზე კარგი საშუალებაა, მოიგოთ თქვენი ძაღლის გული, დაამყაროთ მასთან ფსიქოლოგიური კონტაქტი და ასწავლოთ მას თქვენზე თავლ-ყურის დევნება და თქვენი ჟესტების შესწავლა. ძაღლი ისწავლის, რომ ყოველთვის იყოს თქვენ გვერდით და არ დაგკარგოთ თვალთახედვიდან. ეს კი ძალიან კარგი ჩვევაა სრულფასოვანი ძაღლისთვის, მით უმეტეს, თუ მონადირე ჯიშის ძაღლი გყავთ. 

– ხშირად ამბობენ, რომ ახალგაზრდა ძაღლი სხვა ძაღლების გარემოცვაში გაცილებით მეტს იმოძრავებს და მეტად განვითარდებაო. 

– ეს ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება. 

– ბავშვთან ერთად თუ შეიძლება ძაღლის სეირნობა?

– თუ თქვენ გყავთ მონადირე ჯიშის ძაღლი, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებულად არ არის სასურველი, რომ ის სასეირნოდ ბავშვმა გაიყვანოს გარეთ.

– რატომ?

– ბავშვებს არ შეუძლიათ ძაღლის სათანადოდ მართვა და ვერც საჭირო ყურადღებას მიაქცევენ მას. ხშირ შემთხვევაში, ძაღლები სწორედ ბავშვებთან სეირნობისას იკარგებიან. ამის ახსნა კი ძალიან მარტივია. როგორც არაერთხელ გვითქვამს, ძაღლი ოჯახს ხროვად აღიქვამს, ხოლო ოჯახის წევრებს – ხროვის წარმომადგენლებად. ხროვის იერარქიულ წყობაში კი ძაღლისთვის ყველაზე ბოლო ადგილი ბავშვს უკავია და, შესაბამისად, მის ბრძანებებსაც არასდროს  ემორჩილება. მიუხედავად ამისა, ბავშვებთან თამაში მათ ძალიან უყვართ.

– თუ შეიძლება ლეკვის ან ახალგაზრდა ძაღლის გასეირნება ქალაქგარეთ, ტყეში, ან აგარაკზე თუნდაც წელიწადის ამ დროს?

– პასუხი ამ შემთხვევაში ერთგვაროვანია: აუცილებელია! ლეკვისა და ახალგაზრდა ძაღლისთვის მსგავს გასეირნებას, ფიზიკური განვითარების გარდა, ბევრი სხვა სიკეთე მოაქვს: ის სწავლობს თავის ადგილს ავტომობილში,  მატარებელში და ასე შემდეგ – გააჩნია, რომელი ტრანსპორტით გადაადგილდებით. მსგავსი მოგზაურობა ძაღლს შეაჩვევს სწორ ურთიერთობას სხვა შინაურ ცხოველებთან და ფრინველებთან, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ. ის, ასევე, ეჩვევა ბუნებას, მაღალ ბალახს, მდინარეს და ასე შემდეგ. ქალაქგარეთ გასვლები ძაღლისთვის კარგია, მაგრამ, გახსოვდეთ, რომ ცხოველი თქვენი ყურადღების არეალიდან არც ერთი წუთით არ უნდა გაქრეს და მუდმივად პატრონის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. 



წყარო: http://tbiliselebi.ge/?mas_id=12754&year=2011&rubr_id=28&jurn_id=43
კატეგორია: მონადირე ძაღლები | დაამატა: Admin (20.02.2012)
ნანახია: 2931 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 xarata   (20.02.2012 21:08:29) [მასალა]
ძალიან საინტერესო სტატიააა 166 166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 25
    სტუმარი: 25
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика