ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მონადირე ძაღლები [107]
მონადირე ძაღლის დაგეშვა [13]
ლეკვის გაზრდა და აღზრდა [13]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მონადირე ძაღლებზე » მონადირე ძაღლები    

პოინტერი
წარმომავლობა. სავარაუდოდ, პოინტერის ჯიშის საფუძველი ესპანური მოკლებეწვიანი ნაგაზი გახდა, რომელიც XVIII საუკუნეში ინგლისში ჩამოიყვანეს. იგი იყო სწრაფი, დაუღალავი ძაღლი, ნადირის ძებნისას იყენებდა მხოლოდ ზედა ალღოს. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისელმა სელექციონერებმა ჩამოყვანილი ნაგაზები შეაჯვარეს სხვა ჯიშებთან (ფოქსჰაუნდებთან, გრეიჰაუნდებთან, სეტერებთან და სხვ.) და მიიღეს თანამედროვე პოინტერის მსგავსი ძაღლები. როგორც ჩანს, XIX საუკუნის დასაწყისში, დაამატეს იტალიური და ფრანგული ნაგაზების სისხლი. ასეა თუ ისე, XIX საუკუნის შუა წლებისათვის პოინტერის ჯიშის ფორმირება დასრულდა. 1891 წელს დაფუძნდა პოინტერის მოყვარულთა კლუბი. პოინტერები ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

ჯიშის დახასიათება. პოინტერი – ძლიერი, აქტიური, სწრაფი, გამძლე ნაგაზია, რომელიც ორ ძირითად თვისებას ითავსებს: ძებნის მაღალ სიჩქარეს და უბადლო ალღოს. პოინტერი ყველაზე კარგადა ნადირობას შეგუებულია სწორ, გაშლილ მიდამოებში. მისი ნაბული – ეფექტური, დამაჯერებელი, "მკვდარია”. იმ მომენტში, როდესაც ძაღლი დგება ნაბულში, იგი თითქოს ქანდაკებად გადაიქცევა: სხეული ქვავდება, კუნთები დაძაბულია, წინ გამოწეული თავი და უხეში კუდი წარმოქმნიან ერთ ხაზს. პოინტერი – შესანიშნავი მონადირეა საველე, ჭაობის და ტყის ფრთოსან ნადირზე. მშვიდი და კეთილშობილური ხასიათი ხდიან მას სასიამოვნო კომპანიონად. ეს ჯიში საჭიროებს რბილ და მომთმენ წვრთნას. პოინტერი მონადირული და კომპანიონი ძაღლია.

აღწერა. პოინტერის თავი რელიეფური ზოლებითაა, მშრალი. თავის ქალა ზომიერი სიგრძისაა, ბრტყელი და საკმაოდ ფართოა ყურებს შორის. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა მკვეთრია. კეფის ბექი გამოხატულია, დრუნჩი ზომიერად გრძელია, პროფილში – მართკუთხა, ტუჩები თხელია, თვალები – მომრგვალო ფორმის, თაფლისფერი ან ღია-თაფლისფერი ფერის, ბეწვის საფარველის ლაქების შეფერილობის შესაბამისად. ყურები დასმულია მაღლა, საკმაოდ მოკლეა, თხელი, დაკიდებული, მჭიდროდ მიკრობილი თავთან, მომრგვალებული დაბოლოებებით. კორპუსი კვადრატული ფორმატისაა, კისერი – გრძელი, კუნთოვანი, ოდნავ ამობურცული. მკერდი ფართოა, ღრმა და აღწევს იდაყვებს. თეძოები მკვრივია, ზურგი – სწორი, წელი – ძლიერი, მოკლე, კუნთოვანი, ოდნავ ამობურცული. გავა გრძელია, ოდნავ დამრეცი. კიდურები კუნთოვანია, ძლიერი ჩონჩხით. თათები ოვალურია, ძალიან მჭიდროდ შეკრული თითებით, კუდი – მოქნილი, მოძრავი, საშუალო სიგრძის, სქელი საფუძველთან და შევიწროებული ბოლოსკენ. ძაღლი მას ზურგის დონეზე ატარებს და არასოდეს ღუნავს ზედა ნაწილისკენ. პოინტერის ბეწვი თხელი, მოკლე, მკვრივი, გლუვი, სწორი და ძალიან ბზინვარეა. შეფერილობა: ერთიანი, ყავისფერი, შავი, წითელი, ზოგჯერ თეთრი ლაქებით მკერდსა და თათებზე. ამლაკი: შავ-ამლეკი, ყავისფერ-ამლეკი, წითელ-ამლეკი, წინწკლებით. დაშვებულია სამფეროვანი (სხვადასხვა ფერის შეხამება) შეფერილობა. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 63-69 სმ, ძუ – 61-66 სმ. წონა: 20-30 კგ.

ყოლა და მოვლა. პოინტერს მშვენივრად შეუძლია ცხოვრება ქალაქში, თუმცა ესაჭიროება სივრცე და აქტიური ფიზიკური გაკვეთილები. ეს ჯიში მგრძნობიარეა სიცივისადმი და გაძლიერებული სინესტისადმი. აუცილებელია ბეწვის ყოველდღიური ვარცხნა ჯაგრისით.


წყარო:
კატეგორია: მონადირე ძაღლები | დაამატა: иж-к13 (23.05.2010)
ნანახია: 2508 | კომენტარი: 6 | რეიტინგი: 4.7/3

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 goga-gi   (01.11.2012 17:46:41) [მასალა]
10 10 10 166 166 166 166

0   Spam
4 joxara   (22.02.2011 10:21:47) [მასალა]
166 10

0   Spam
3 taro-1899   (14.09.2010 17:46:11) [მასალა]
პოინტერი საუკეტესო მონადირეა. ნებისმიერი მონადირე დარჩება ნასიამოვნები მასტთან ნადირობით! 166

0   Spam
2 taro-1899   (13.09.2010 19:54:03) [მასალა]
პოინტერის ლეკვების მსურველებმა დამირეკეთ 899675087. ტარიელ ჩიკვინიძე,
166

0   Spam
1 BAGMAN   (07.08.2010 20:24:42) [მასალა]
პოინტერს ბულდოგის სისხლიც ჭარბად აქვს, რაც მის ცხვირზე , ტვალებზე და მიმიკებზეც აისახება 23

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика