ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მონადირე ძაღლები [107]
მონადირე ძაღლის დაგეშვა [13]
ლეკვის გაზრდა და აღზრდა [13]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მონადირე ძაღლებზე » მონადირე ძაღლები    

ირლანდიური სეტერი
ირლანდიური სეტერი, ანუ "წითელი სეტერი", როგორც შინაურულად ეძახიან ხოლმე (განსაკუთრებით პერიფერიებში) _ წარმოშობით, რა თქმა უნდა, ირლანდიელია. ცალკე ჯიშად სეტერების საერთო ოჯახს გამოეყო XVII-XVIII საუკუნეებში. თუმცა თანამედროვე იერი და შეფერილობა მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მიიღო. მანამდე ირლანდიაში ჭრელი, თეთრ-წითელა ძაღლები სჭარბობდნენ, მხოლოდ დუბლინსა და მის შემოგარენში ამრავლებდნენ სხვაფერშეურეველ წითელ მეძებრებს. სწორედ დუბლინში, ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩამოყალიბდა ირლანდიური სეტერების პირველი კლუბი და დამუშავდა ჯიშის პირველი სტანდარტი, რომელშიც ირლანდიური სეტერის შეფერილობად ერთიანად წითელი ფერი დადგინდა.
მოხდენილი შეფერილობის გარდა ირლანდიურის "სამოსელი" სხვა მხრივაც გამოირჩევა _ მისი ბეწვი შედარებით მოკლეა და უფრო სწორად ჩამოვარცხნილი, ვიდრე ინგლისური და შოტლანდიური სეტერებისა, და ალბათ უფრო ეფექტურიც. დღეს ეს ჯიში, შეიძლება ითქვას, ყველაზე "საპოდიუმეა" კუნძულელ მეძებრებს შორის. ირლანდიური სეტერი არა მარტო მონადირეებს ეძვირფასებათ _ აშკარა იმპოზანტურობის, გამორჩეული სილამაზისა და თუნდაც ფერის გამო იგი არამონადირე ძაღლისმოყვარულთათვისაც ძალზე მიმზიდველი ჯიშია.
დაუოკებელი სამონადირეო ჟინი და ულევი ენერგია - აი, თანამედროვე ირლანდიური სეტერის სავიზიტო ბარათი. იგი, გასული საუკუნის დასაწყისში გავრცელებული შეხედულებების საპირისპიროდ, ადრეული ასაკიდანვე ავლენს საველე თვისებებს, ადვილად იგეშება და მუშაობასაც ადრევე და ადვილად იწყებს. ეგ არის, შედარებით გულიც ადვილად უცრუვდება _ მინდორში თუ ცოტა ფრინველია, ხანგრძლივი, უშედეგო ძებნის შემთხვევაში, თავდაპირველ აზარტს და ენთუზიაზმს ხანდახან კარგავს კიდეც.
ირლანდიური სეტერი ეძებს სწრაფი, ენერგიული ნავარდით, მოძრაობს ღონიერი არეკვნით, გავის დამახასიათებელი შეხტუნებებით, მისი სვლა თითქოს დანაწევრებულია. თავი მაღლა უჭირავს. ახლომიწევა და მიტანებაც სწრაფი აქვს. ნაბული მუხლგამართული და თავაღერილი იცის, შედარებით დინჯი და ზომიერად დაძაბული. გამოირჩევა შორი და ზუსტი ყნოსვით.

საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

ირლანდიური სეტერი პროპორციული აღნაგობის, საშუალო სიმაღლის ძაღლია; კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და ხმელია. მაღალ ფეხზე დგას და გამორჩეულად წინამაღალაა.

სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. ხვადები უფრო ტანადები და ღონივრად დაკუნთულები არიან; ძუები _ უფრო მსუბუქები და ტანმორჩილები.
ნაკლი: ძუ _ ხვადის მომგვანო.
.
ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.

ქცევა და ხასიათი

ტემპერამენტიანი, მოძრავი და ენერგიულია; პატრონისადმი უაღრესად ერთგული გარეშეებს ძნელად ენდობა. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.

ტანადობა

მინდაომდე ხვადები 57-64 სმ სიმაღლისანი არიან; ძუები 3 სმ-ით ნაკლები. ფორმატი _ კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსი ხვადებთან 100-105 -ია, ძუებთან _ 102-107. ზედა ზღვარზე 2 სანტიმეტრამდე მეტი სიმაღლე ნაკლია, 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული ან ქვედა ზღვარზე ნაკლები სიმაღლე კი _ ხინჯი.


შეფერილობა

ერთფერი _ ჟღალი, მუქი წითელი, წითელი ხის (ძელქვის) მერქნის გაპრიალებულ ზედაპირს რომ გვაგონებს. დასაშვებია კაზმული ბეწვის უფრო ღია და ბაცი შეფერილობა. ასევე მისაღებია პატარა თეთრი ლაქები შუბლზე, კეფაზე, დრუნჩზე, მკერდზე და თათებზე.
ნაკლი: მუქი ყავისფერი ან ღია ყვითელი ფერის ძირითადი შეფერილობა; ღია ფერის "სათვალეები"; მეტისმეტად ღია ფერის კაზმული ბეწვი.
ხინჯი: შავი ფერის ბეწვები; თეთრი ლაქები ტანზე სტანდარტით გაუთვალისწინებელ ადგილას.


ბანალი

ირლანდიური სეტერი შემოსილია გრძელი, ხშირი, სალუქი, სწორი, ტანზე მჭიდროდ მომდგარი ბანლით. თავზე და ფეხების წინა მხარეს ბეწვი მოკლეა, სხვაგან კი _ საგრძნობლად გრძელი. ყურებზე, მკერდქვეშ, წინა ფეხების უკანა მხარეს იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, აგრეთვე კუდის მუცელზე _ ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე დანარჩენ ტანზე და ნაძეძებად და ფოჩებად არის ჩამოსწორებული. თათებსა და თათისგულებს შორის სქელი ბუნჯგალია გაფანჩული. კუდი სწორი, კაზმული ბეწვით არის შემოსილი, რომელიც კუდის რიკიდან ცოტა მოშორებით იწყება და მარაოსავით იშლება _ შუაში ყველაზე გრძელია, ბოლოსკენ თანდათან მოკლდება.
ნაკლი: ზურგის ხაზიდან აქეთ - იქით გადავარცხნილი, გადამეტებულად გრძელი ბეწვი, რომელიც ზურგზე განაყოფ ღარს ქმნის; "ფაფანაკი" თავზე; ნაწილობრივ დატალღული ბანალი; ნაკლებად გამოსახული კაზმული ბეწვი.
ხინჯი: ხუჭუჭა ბეწვი; კულულებად დაყრილი, კუდზე დახვეული, ძალიან უხეში ბანალი; ტანზე არამჭიდროდ მიჯრილი და მომდგარი; კაზმული ბეწვის არქონა.


ტყავი; ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი ტანზე მჭიდროდ, ნაკეცების გარეშეა მომდგარი, თხელი და ელასტიურია; ძაღლს ჩონჩხი და კუნთები კარგად აქვს განვითარებული.

თავი

გრძელი და ხმელია. თავის ქალის კოთხო ყურებს შორის ოვალურია, კეფისკენ ცოტათი ვიწროვდება და მთავრდება ლამაზად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). წარბზედა რკალები რამდენადმე ზეაწეულია (გახელილია), რაც შუბლსა და დრუნჩს შორის შესამჩნევ გადასვლას ქმნის. თავის ქალის ხაზი დრუნჩის წიბოს პარალელურია და მასზე მაღლა დგას.
დრუნჩი გრძელია, ხმელი და ზომიერად ღრმაა, ბოლოსკენ ოდნავ ვიწროვდება. ზედა ტუჩის (ლაშის) კიდე ლამაზად არის მომრგვალებული. ტუჩი თხელი და მშრალია, მჭიდროდ ეკვრის ყბას. ცხვირის ზურგი სწორია ან სულ მცირე კეხი დასდევს. ცხვირის წვერი ფართოა, მუქი წითელი ან კაკლის ხის მუქი მერქნისფერი ან შავი შეფერილობისაა. ლაშიც ცხვირის წვერის შესადარად უნდა იყოს შეფერილი.
ნაკლი: სუსტად გამოხატული კინჩხი (კეფის კეხი); თხემის ძვლის კეფისაკენ დაფერდება; გადამეტებულად განვითარებული თხემ-შუბლის ძვლები; მკვეთრად გამოხატული ტიხარი (შუბლის კუთხე) _ ძლიერ მკვეთრი გადასვლა შუბლიდან დრუნჩზე; გადამეტებულად მსუბუქი თავი; ზედმეტად წამახვილებული დრუნჩი.
ხინჯი: მოკლე, ფართო, ბრტყელი თავი; გადამეტებულად განვითარებული წარბზედა რკალები; მძიმე, აპრეხილი დრუნჩი; მომჩვარული, დაშვებული ლაშები; ვარდისფერი ან მღვრიე მარმარილოს ფერი ცხვირის წვერი.

ყური

საშუალო სიგრძის (ცხვირის წვერომდე 2-3 სმ აკლდება); დაკიდული, სალუქი, მომრგვალებული ბოლოებით; საძირკველში არცთუ ფართო. ირლანდიურ სეტერს ყური დაბალზე (უპის ჭრილის გასწვრივ) უზის; ოდნავ კეფისკენ გადაწეულია, მსუბუქ ნაკეცს იკეთებს და თანაბრად ჩამოშვებული ღაწვებს მჭიდროდ ეკვრის.
ნაკლი: მაღალზე გაკიდული ყური; ღაწვებზე არამჭიდროდ მიკრული ყური.
ხინჯი: დიდი და გაშლილი ("პარტყუნა"); გრძელი და მძიმე; კულულივით ან მილაკივით დახვეული; ხრტილზე გაკიდული; პატარა, მოკლე ყური.

თვალი

საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის (ნუშისებრი), მუქი ყავისფერი, არაღრმად ჩამჯდარი, მაგრამ არც გადმოკარკლული; უპის ჭრილი ოდნავ ცერად უზის (ბუდეშურად); ქუთუთოს კიდეები ცხვირის წვერის შეფერილობისა უნდა იყოს.
ნაკლი: დიდი, გადმოკარკლული თვალები; უპის პირდაპირი ჭრილი; შიდა (მესამე) ქუთუთო, რომელიც ნაწილობრივ ფარავს თვალის ნაწილს.
ხინჯი: პატარა, ჩაცვენილი, შემღვრეული თვალები; გან-გან ან ახლო-ახლო ჩამჯდარი; მრგვალი თვალი; ლოხი, ჩამოღვენთილი უპეები; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპეები.

კბილები

თეთრია, საღია, მყარად და მჭიდროდ ჩალაგებული. მჭრელები ერთ ხაზზეა გამწკრივებული. კბილთაყარა მაკრატელისებურია.
კისერი

საშუალო სიგრძისაა, ხმელი, კუნთოვანი, არცთუ სქელი, გვერდებიდან ცოტა შეჭყლეტილივითაა; ხვადებს ქედი ოდნავ ამოზნექილი აქვთ, ძუებს _ სწორი.
ნაკლი: მოკლე, სქელი, ლოხი, მრგვალი კისერი; ღაბაბიანი ყელი.

მინდაო

გამოკვეთილად ამოზიდულია რამდენადმე დაქანებულ (კუდისკენ) ზურგის ხაზს ზემოთ (განსაკუთრებით ხვადებში). კუნთოვანია; კარგად განვითარებულია.
ზურგი

სწორია, არცთუ ფართო, მაგრამ კუნთოვანი.
ნაკლი: გადრეკილი (რბილი), ან ოდნავ ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.

წელი

მოკლე, კუნთოვანი და ოდნავ ამოდრეკილია.
ნაკლი: არასაკმარისად კუნთოვანი; გრძელი; სწორი (თარაზული) წელი.
ხინჯი: გადრეკილი წელი; ამოკუზული წელი.


გავა

განიერია, (განსაკუთრებით ძუებს _ მინდაოსთან შედარებით შესამჩნევად განიერი გავა აქვთ). საკმაოდ გრძელია, (ძუებთან _ უფრო გრძელი). ოდნავ დაფერდებული; კუნთოვანი.
ნაკლი: შედარებით მოკლე და ცოტათი ჩათლილი გავა.
ხინჯი: საგრძნობლად მოკლე და მკვეთრად ჩათლილი ("ჩასხეპილი") გავა.

მკერდი

არცთუ ფართოა; გრძელი და ღრმაა _ იდაყვებამდე ჩამოშვებული; ცრუ ნეკნები კარგად განვითარებულია; გვერდიდან შეხედვისას _ მკერდის შუაძვალის წიბო და ქვედა ხაზი რბილად გადადის მუცლის ზოლში. ნეკნები რამდენადმე გამობურცულია.
ნაკლი: არასაკმარისად გამობურცული ნეკნები; ბრტყელი ან ზედმეტად ფართო, გაშლილი მკერდი.
ხინჯი: ძალზე ვიწრო ან გადამეტებულად განიერი ან ძალზე ღრმა ან ძალზე მოკლე ან კასრისებური მკერდი ან შევარდნილი მკერდი.


მუცელი

მუცელი აკვალთულია, ფერდები აკრეფილი.
ნაკლი: ჩამოწეული მუცელი, მოშვებული ფერდები.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორი და ურთიერთპარალელურია; კუნთოვანი, მშრალი და ძვალსრულია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან უნდა იყოს მიმართული. დგომისას განბჯენი არ არის ფართო. მხრები გრძელია, დაკუნთული. მხარ_ბეჭის შესახსრების კუთხე 100 გრადუსზე ცოტა მეტია. წინამხარი გრძელია, სწორი, განივკვეთში ოვალურია. ტერფები საშუალო სიგრძისაა, ვიწროა, მყარია და პირდაპირ მიმართული; ძაღლს ოდნავ დახრილად უდგას _ 10-12 გრადუსიანი კუთხით.
ნაკლი: შედარებით სწორი მხრები; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; მცირედად განზე გამოყრილი იდაყვები; შვეულად მდგარი ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი ან ბატატურა დგომი; ფართო განბჯენი.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული. მოკლე წინამხარი, მოკლე კიდურები.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ ფართოდ მდგომი, სწორი და პარალელურია. გვერდხედში _ თვალნათლივ გამოხატული შესახსრების კუთხეებით. თეძო გრძელია, დაკუნთულია; წვივის ძვალი გრძელი და ცერად დახრილია. კარგად გამოკვეთილი სანავარდოები ქვემოთ არის დაშვებული და აუცილებლად უკან მიმართული. კოჭი მოკლეა, თითქმის შვეულად მდგარი.
ნაკლი: განუვითარებელი კუნთი. ერთმანეთს დაახლოებული სანავარდოები, ვიწრო განბჯენი; ზედმეტად გაბაჯგული დგომი. შესახსრების შედარებით გასწორებული კუთხეები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ უფრო მკვეთრი ფორმით გამოხატული. მოკლე წვივი; სუსტი, გრძელი კოჭი.


თათები

საშუალოზე მცირე ზომის; ოვალური, შეკრული, ერთმანეთან მჭიდროდ მიჯრილი თითებით; ბრჭყალები მოკლე, მაგარი, მიწას ეხება.
ნაკლი: მრგვალი თათი; ბრტყელი თათი, გაშლილი თითებით.


კუდი


საკმაოდ მაღლა უზის, ბუნებრივად აგრძელებს გავის ხაზს; ძაღლს კუდი ზურგის ხაზზე მაღლა არ უნდა ეჭიროს; მოძრავია; სწორია ან ხმლისებური; ფუძესთან სქელი, ბოლოსკენ თანდათან და თანაბრად წვრილდება. ძუებს კუდი სიგრძით სანავარდოებამდე წვდება, ხვადებს 2-3 სანტიმეტრი აკლდება.
ნაკლი: ზედმეტად გრძელი; დუნე; არატიპიურად შემოსილი კუდი.
ხინჯი: წვრილი; უღიმღამოდ მოძრავი; მაღლა აპრეხილი ან ნამგალივით მორკალული კუდი; მოკლე კუდი (ხვადებთან _ როცა სანავარდოებამდე 6 სანტიმეტრი აკლდებათ; ძუებთან _ როცა 4 სმ აკლდებათ).


წყარო:
კატეგორია: მონადირე ძაღლები | დაამატა: иж-к13 (23.05.2010)
ნანახია: 2593 | კომენტარი: 6 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 6
0   Spam
6 abesadze96   (10.08.2016 21:33:21) [მასალა]
ჯიგრებო მე დავიტრიე ტვენახევრის ირლანდიური სეტერი და რაგაც რჩევები მინდა
ანუ როდის დავიწყო დაგესჰვა და მანამდე როგორ მოვუარო

0   Spam
5 daviti911   (09.04.2015 12:03:34) [მასალა]
10 23_30_126 კარგი სტატიაა

0   Spam
4 avtopegi   (11.03.2011 23:47:14) [მასალა]
166 166 166 166 10 10 10

0   Spam
3 raptor   (25.08.2010 16:39:42) [მასალა]
10 საღოლ 10

0   Spam
2 elioza-ezuza   (02.07.2010 21:33:46) [მასალა]
აუ დზან მაგარია 166 166

0   Spam
1 zviadi565   (24.06.2010 13:41:53) [მასალა]
10 10 10 10 10 10 166 166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика