სეზონი 2019
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მონადირე ძაღლები [107]
მონადირე ძაღლის დაგეშვა [13]
ლეკვის გაზრდა და აღზრდა [13]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
toko001პასუხების რაოდენობა: 259
ტყის ქათამზე ნადირობა   
akson777პასუხების რაოდენობა: 4083
კურცჰაარი   
zviadauriპასუხების რაოდენობა: 3865
ნადირობა იხვზე   
zviadauriპასუხების რაოდენობა: 6268
იარაღის ხელოსნები და ს...   
minchaninპასუხების რაოდენობა: 249
ქველმოქმედება   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 55

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მონადირე ძაღლებზე » მონადირე ძაღლები    

"საცოდავ" კურცჰაარზე სიტყვა არ დაძრათ...
ჟურნალი "ნადირობა" #4. აპრილი 2013 წელი.თარგმნა ლუკა ცხვედიანმა. 

პოინტერი რომ ჩვენში ტრადიციულად ყველაზე პოპულარული ჯიშია,ამაზე არავინ დავობს.ინგლისური სეტერებიც დამსახურებული პატივისცემით სარგებლობენ,ხოლო რაც შეეხება კურცჰაარებს,საქართველოში ჟიშიანი მეძაღლეობის ჩამოყალიბების დროიდან მოყოლებული,ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობა იყო.მონადირეთ მცირე ნაწილს მოსწონდა,კუნძულოვანი მეძებრების მოყვარულები ამრეზით უყრებდნენ.უფო მეტიც,ძველი თაობის ზოგიერთი აღიარებული ავტორიტეტი-კინოლოგიც კი დაუფარავად გამოხატავდა საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას.ამ შესანიშნავი,ნამდვილი სანადირო ძაღლის მიმართ ერთგვარი ცინიზმი დღესაც შეინიშნება,ცხადია,შედარებით იშვიათად,მაგრამ მაინც,თან მარტო ჩვენთან კი არა რუსეთშიც.სწორედ მსგავი განწყობის "გასანეიტრალებლადაა" დაწერილი ცნობილი კურცჰაარისტის,ვადიმ ჟიბაროვსკის სტატია- "საცოდავ" კურცჰაარზე სიტყვა არ დაძრათ... რომლის გადმოქართულებული ვარიანტი მკითხველის სამსჯავროზე გამოგვაქვს... 

"საცოდავ" კურცჰაარზე სიტყვა არ დაძრათ... 

ძაღლის არჩევა ჩემთვის ადვილი იყო.ბავშვობაში ომის დამთავრებისთანავე "ტროფეული",ჭრელ პლედში გახვეული ლეკვი მაჩუქეს.ყავისფერთავიანი,ზურგსა და გვერდებზე ამავე ფერის ლაქებიანი რუზ-ნაცრისფერი დაკუნთული არსება ძლივს ჩანდა მაღალ ხასხასა მწვანე ბალახში.როცა კობლოხის ან კუნძის წინ გარინდული,ფეხაწეული,მოკვეცილ კუდგაშეშებული იდგა,შემეძლო მისთვის მთელ დღეს მეყურებინა და ამ ქვეყნად ყველაფერი მავიწყდებოდა.მაშინ ჩემს ორივე დასაც ერგოთ საჩუქრები - სტილიზებული,გერმანულ ტანსაცმელში გამოწყობილი თოჯინები. 
დიდი ხნის შემდეგ,როცა ნადირობის გამოცდილება ასე თუ ისე მქონდა,ერთგული დამხმარისა და მეგობრის შეძენაზე დავფიქრდი,მოულოდნელად ბავშვობის დროინდელი ხატება დამიდგა თვალწინ და არჩევანთან დაკავშირებით ყოველგვარი მტანჯველი ეჭვი მაშინვე გამეფანტა.გარკვევით ვიცოდი,რა მინდოდა! რა თქმა უნდა ლიტერატურასაც გავეცანი,კურცჰაარების მფლობელებსაც ვესაუბრე ,მაგრამ წაკითხულმაც და მოსმენილმაც კიდევ უფო მეტი სტიმული მომცა,და ახლაც რო ცა ამ საოცარი ჯიშის უკვე მე-4 ძაღლი მყავს,არასდროს მქონია იმის საბაბი,რომ ჩემი არჩევანის მართებულობაში ეჭვი შემეტანა. 
ხდება ხოლმე და როცა ნაცნობები ინტერესდებიან,კერძოდ რის გამო მიყვარს მაინც და მაინც კურცჰაარი არ ვიცი უცებ როგორ უპასუხო.დაფიქრების შემდეგ იმ აზრამდე მივდივარ,რომ ასეთ კითხვაში თავიდანვე რაღაც პრაგმატულობააჩადებული,რომელიც არა მგონია სიყვარულთან იყოს თანხვედრაში.მე უბრალოდ მიყვარს თბილი,სიციცხლით სავსე არსება,რომელიც მუდამ ჩემს გვერდითაა და ჩემს სიყვარულს არავის გაუყოფს.რაც შეეხება ექსტერიერის ესთეტიკურ აღქმას,სამუშაო თვისებებისა და აღზრდის შედეგების შეფასებას,ეს გრძნობების სულ სხვა სფეროა.ჩემთვის ერთნაირად გასაგებია როგორც ელეგანტური დოგის - უშიშარი დამცველის,ალერსიანი,კარგად გაწვრთნილი ისე ნამდვილი "უშნო" უტილიტარული თვალსაზრით აბსოლიტურად გამოუსადეგარი,თუნდაც ასევე კარგად ფრანგული ბულდოგის სიყვარული.რა,ლამაზი მეუღლეები და ვუნდერკინდი შვილები ცელქებსა და ჭკუამხიარულებზე მეტად უყვართ? 
აი,აქ კი ჩემს თავს როგორც იტყვიან მკრეხელურ აზრებში ვიჭერ - ადამიანებისა და ძაღლების მიმართ არსებულ გრძნობებს ერთმანეთს ვუთანაბრებ! და გონებაში მაშინვე ნაცნობი თეზისი მიტიტვტივდება: "ძაღლებს ნუ გააადამიანურებთ!" მაგრამ გათანაბრებაში ვერ საამბოხოს ვხედავ რამეს და ვერც ამ თეზისის განსაკუთრებულ აზრს.მგონია,რომ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია თავად არ "გავძაღლდე" ძაღლთან მიმართებაშიც კი. 
თუმცა,დავუბრუნდეთ კურცჰაარს,ცნობილია რო ძაღლს ძაღლად პატრონი აქცევს,აი ჩემს საყვარელ ჯიშში კი იმდენი კარგი რამ არის ჩადებული,რომ მფლობელს ისღა დარჩენია შეინარჩუნოს და განავითროს მისი ბუნებრივი ნიჭი,მონაცემები.ჩემი ნათქვამის დასადასტურებლად,უბრალო მაგალითს მოვიყვან: მორჩილების მისაღწევათ ისეთი ბრძანებების ასათვისებლად,როგორიცაა: "ჯექ!", "წექ!", "ჩემთან!", "გვერდით!", "ადგილზე!", "მომე!", "არა!" და ა.შ.საერთო ჯამში 1 საათიც კი არ დამიხარჯავს თითოეულ ძაღლზე. 
ამასთან ერთად ,ლიტერატურაში მითითებული რეკომენდაციებით გათვალიცწინებული - ნასწავლი ილეთის გამყარება-არც კი მიცდია,ამის არავითარი საჭიროება არ იყო.ხმით ან ჟესტით ათიოჯერ გამეორებული ბრძანება ძაღლის გონებაში სმარის კარამდე რჩება. 
როცა ჩემს პირველ ძაღლს ვწვრთნიდი,ძაღლების მხცოვან მფლობელთა წრეში ითვლებოდა,რომ ბრძანება "წექ!" ან თითქოს უფრო ჟღერადი ინგლისური - "დაუნ!" ავტომატიზმამდე უნდა ყოფილიყო დაყვანილი.ძაღლებს ვაწვენდით ასფალტზე,ეკლიან ბალახში,ტალახში და გუბეშიც კი,ახლა არ მახსოვს,მაგრამ სავსებით შესაძლებელია რო ამის გასამართლებლად რომელიმე სიტოაციური მაგალითიც მოჰყავდათ,სადაც ძაღლს ბრმა მორჩილება მოეთხოვებოდა. 
ახალგაზრდობაში ყველანი რევიზიას დაუქვემდებარებელი დოგმების გავლენის ქვეშ ვექცევით,რადდგან საკმარისი გამოცდილება ჯერ არ გვაქვს,მაგრამ მეძევრით 20 წლიანი ნადირობის შემდეგ დავრწმუნდი,რომ ამ ბრძანების გასამყარებლად წინასწარ,განსხვავებულ პირობებში ძაღლის ვარჯიში აუცილებელი სულაც არაა.საჭიროების შემთხვევაში ის უყოყმანოდ ემორჩილება ბრძანებას. 
ჩემს პირველ "დოლის" ადვილად ვასწავლე უამრავი რამ - ნივთების ტარება,სვადასხვა საგნების,მაგალითდა,შლოპანცების,სიგარეტის,სანთებელის....მოწოდება.მას შეეძლო დიდხანს გაუნძრევლად წოლილიყო,მის ცხვირთან მიტანილი ყველის ნაჭრის წინ,რომელიც გაწვდილ ხელის გულზე მედო.ასაკში რო შევედი მხოლოდ მაშინ მივხვდი მარტივ ჭეშმარიტებას - მეგობარი არც შენი მსახური უნდა იყოს და რც კლოუნი.ამის შემდეგ ჩემი აღზრდილები მსგავსი "ძაღლური სისულელეებით" არასოდეს დაკავებულან. 
კურცჰაარი რაფინირებულად არისტიკრატიული გარეგნობისაა და ამასთან ერთად ფუნქციონალურად დასრულებული.როცა ძაღლი ოდნავ თვგადხრილი წევს და მუქი ირიბი თვალებით დაჯინებით გიმზერს,ის სფინქსს მოგაგონებს.მისი გაწონასწორწბული,კეთილ მოსურნე საქციელი როგორც სახლში,განსაკუთრებით კი ქუჩაში,სავსებით შეესაბამება ასეთ კეთილშობილ გარეგნობას. 
თანამოძმეებთან ურთიერთობებში ჩემი ყველა კურცჰაარი მშვიდი ნეიტრალიტეტის განსახიერება იყო.ახლანდელიც,ზოგიერთ მათგანთან ერთად დარბის,კოტრიალობს,აგრესიულობას იშვიათად იჩენს,მაგალითდ როცა ახალგაზრდა და გამოუცდელი ხვადი ძალიან უხეშად და რაც მთავარია,გაუთვალისწინებელ დროს ცდილობს საწადელს მიაღწიოს.მრისხანე დაღრენა ან მსუბუქი კბილის გაკვრა სრულიად საკმარისია შემდგომში გამოვლენილი ფამილარობისაგან თავის დასაღწევად. 
სანადირო სეზონის დამთავრების შემდეგ ძაღლები ნაცნობ თანამოძმეებთან თამაშსაც კი თავს ანებებდნენ.ჩანს,სავარგულში განცდილი ნამდვილი სიხარულისა და სიამოვნების მიღების შემდეგ საკუთარ დანიშნულებას ბოლომდე აცნობიერებდნენ და უაზრო თამაში უკვე შეუფერებელ საქციელად მიაჩნდათ,თუმცა დროთა განმავლობაში სანადირო შთაბეჭდილებები დავიწყებას ეძლევა და გართობის სურვილის ძაღლს ისევ უბრუნდება. 
ყველა ჩემს ძაღლს "დაცვის ეფექთი" დაბადებიდან დაჰყვა,მე არ მისწავლებია.ბინას,მანქანას,სოფლის ეზოს,შეუმჩნევლად ვერავინ მიუახლოვდება,ამ ობიექტებს საკუთრი სურვილით ფხიზელი დარაჯი იცავს. 
ჩემს მიერ გადაგდებული სათამაშო თუ ჯოხი მხოლოდ მას ეკუთვნის და ნებისმიერ სხვა ძაღლს,თუ ის თამაშში მონაწილეობას გადაწყვეტს,ღრენით მოიშორებს თვიდან.ალბათ,თქმაც არ უნდა,რომ ჩმეს მიერ მონადირებული ნადავლი კიდე უფრო მეტადაა დაცული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან. 
და რადგან ნადირობა ვახსენე,კურცჰაარის მუშაობაზე ვიტყვი 2 სიტყვას: 
... წითური ცეცხლის ენა მოცურავს გაზაფხულის მწვანე,ალაგ-ალაგ რუხ კოლბოხებში,ხან ზევით გადაევლება მას,ხან წამიერად ქრება შარშანდელ გაუთიბავ მაღალ ბალახში,რათა ახალ ადგილზე აალდეს -ასეთი შთაბეჭდილება გრჩება როცა ირლანდიური სტერის მუშაობას უყურებ. 
... "შავ ელვასავით" დაქრის პარალელებზე "შოტლანდიელი" და მოსახვევებში ანტრაციტის ათინათს აფქვევს... 
... მსუბუქად,უსწრაფესად მიელავს წამოზრდილ ნათიბში მოლურჯო ღრუბელი - ჭრელი სეტერი.შორს მისი ძლიერი კიდურების მიჭასთან შეხება აღარ ჩანს და გვეჩვენება,რომ მიფრინავს... 
... ნაბულზე გაყინული პოინტერის ნერვული ცახცახი ნებისმიერ დამკვირვებელს გადაეცემა და აღფრთოვანებაში მოჰყავს... 
და,აი ჩემი კურცჰაარიც წავიდა.კუნძულოვანი მეძებრების მსუბუქმა საბალეტო სვლამ კონტინენტურ ათლეტურობას დაუთმო ადგილი.ძებნა რაციონალურია.საქმიანი და საიმედო.ყოველი მოძრაობა - ნამდვილი ოსტატის ფაციფუცს მოკლებული,მონდომებული,საფუძვლიანი.აი ნავარდმა რიტმულობა დაკარგა და საკბილოსკენ ფეხაკრებით მიმავალი პანტერის მოძრაობას დაემსგავსა.ფრიველი სადღაც ახლოშია და ძაღლმა ზუსტად იცის - სადაც.დაბოლოს,შესრულებული სამუშაოს აპოთეოზი - ღირსებით დამშვენებული ნაბული.მივიჩქარი იქით საიდანაც უსიტყვოდ მეძახიან.როგორი მობილიზეა ჩანს მის ირიბ თვალებში!როგორი თრთოლვით იბერება მისი მგრძნობიარე ნესტოები - დაფიქსირებული ფრინველით ტკბება! 
როგორი რლიეფურია მისი კორპუსისა და კიდურების მუსკულატურა! ბრძანება - "წინ!" ფრიველის ამოფრენა,მასზე ხანგძლივი თვალის მიდევნება დაშემდეგ ჩემსკენ გადმოტანილი მზერა - "კიდევ!" 
სხვათა შორის,თვალებზე...მუშაობისას და თამაში დროსაც კი კურცჰაარის თვალები დაძაბულ-ყურადღებიანია,გაფიცხებულ-აზარტულია,თანამოძმეებთან საქმის გარჩევის დროს - გაავებული;პატრონის მოფერებისას 
- მეოცნებე-დამშვიდებული,მაგრამ არასდროს უდარდელ-მხიარული.მე ამის ახსნა მიჭირს,ისე,საჭიროა კი?
 


წყარო: http://ჟურნალი "ნადირობა" #4. აპრილი 2013 წელი.თარგმნა ლუკა ცხვედიანმა.
კატეგორია: მონადირე ძაღლები | დაამატა: benito (10.05.2013)
ნანახია: 1543 | კომენტარი: 6 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 6
+1   Spam
4 giohunt1982   (12.05.2013 17:45:15)
კვალზე კარგად მუშაობს, სიცხესაც კარგად უძლებს, ეკალ-ბარდს არ ერიდება, ამტანი, იხვის აპორტირებაშიც მშვენიერი(არამარტო იხვის) ადვილად შესანახი(კვების ამბავში), ხოდა ამის მერე ”საბალეტო სვლა” და ”არისტოკრატიც” უნდა იყოს კაცო?? gimili ნამეტანი არააა??? ჰო, კიდევ ერთი: ძურწა და ბირკა არ აწუხებს. რა ქნას მეტი ამ ”საცოდავმა” კურცჰაარმა?? და საერთოდაც კუნძულოვნების და კონტინენტურების შედარება ცოტა არა კორექტული ხომ არ არის? რავიცი, რავიცი...

0   Spam
5 avtandil   (12.05.2013 18:02:40)
გიო 100% - იააან 166

0   Spam
3 krimanjuli   (11.05.2013 22:17:48)
არა კურცჰაარი რომ გადასარევი ძაღლია ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ისეთი ძაღლია მაგათ პატრონს სულ კურცხალს(ცრემლი) ადენინებს თვალიდან, ხან სიმწრის და ხან სიხარულის.... საცოდავი ვინ გაბედა და აკადრა ამ ჯიშს?? საცოდავი ნჯიშნავს რომ მთლად ვერაა კარგი მაგრამ მუშაა, ანუ საცოდავი რომ გახდეს მაგასაც დამსახურება უნდა... რაოო საბალეტო სვლამ ათლეტურობას დაუთმო ადგილიოო??? რაში?? ტვირთის გაწევაში კიდევ შეიძლება, არისტოკრატები ყოველთვის მუსკულიან ხალხს ქირაობდნენ შავი სამუშაოსთვის. ისე გემრიელად აღწერა შოტლანდიური სეტერი ქრთამი ექნება აღებული უეჭველი... სად წერია აქ პრიორიტეტი კუნძულოვნებთან შედარებით ერთი მანახვეთ ვინმემ... მე თუ მეტი პლიუსი არ ვიცოდე კურცჰარებზე მომაჭერით თავი ვიდრე ამან აქ რაც დაწერა იმასთან შედარებით. სიცხეში მუშაობა ამ ძაღლის მთავარი პლიუსია და სქელი კანი , შევა პოინტერი ეკლებში და გამოდის დახაზული და გასისხლული, ამას კიდევ არაფერი ემართება, აი დრათჰართან მართლა ვერ მივადრი კურცჰარს ვერაფერში. ხო კვალზე კარგად მუშაობს, მდევრის გენები ეტყობათ.... ხო მაგრამ არისტოკრატებთან რა სახსენებელია... თუ ვინმე სხვას ფიქრობს და რათქმაუნდა ასეც უნდა იყოს დადოს შედეგები...

+1   Spam
6 Admin   (19.05.2013 16:03:00)
ისე როგორც ჩამწვდა ყურში, მაგ ათლეტმა ბარეორი არისტოკრატი ათრია მინდორში ამ რამოდენიმე დღის წინ 069 069 069

0   Spam
2 benito   (10.05.2013 23:24:06)
მართლა ლამაზად აქვს აღწერილი ნადირობის პროცესი ამ კაცს.avtandil გეთანხმები 166 166 dandala კი გვყავსო,კიოო 069 069 იმედია ნადირობაში გვასახელებენ...

0   Spam
1 avtandil   (10.05.2013 21:01:09)
(კუნძულოვანი მეძებრების მსუბუქმა საბალეტო სვლამ კონტინენტურ ათლეტურობას დაუთმო ადგილი) აი ეს მომეწონა gimili 10 166
მაგრამ არც კურცჰაარია საცოდავი და საერთოდაც ჩემი ფავორიტია:)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 15
    სტუმარი: 15
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    raptor, gogagagi, giohunt1982, toko001

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика