ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მონადირე ძაღლები [107]
მონადირე ძაღლის დაგეშვა [13]
ლეკვის გაზრდა და აღზრდა [13]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მონადირე ძაღლებზე » მონადირე ძაღლები    

ერდელი კოპო
დასავლეთ ევროპაში უამრავი ჯიშის მდევარია, მათ შორის, საუცხოო სანადირო თვისებების ძაღლებიც გვხვდებიან, მაგრამ მათი უმრავლესობა მხოლოდ თავიანთ ქვეყნებშია კულტივირებული და საზღვრებს გარეთ ნაკლებად იცნობენ. ერთ-ერთი საინტერესო ჯიშია – ტრანსილვანიური მდევარი. ერდელი კოპო იგივე ტრანსილვანიური მდევარი უნგრული მდევრის უძველესი ჯიშია.მისი ფორმირება ტრანსილვანიის სანადირო სავარგულების პირობებში მიმდინარეობდა. მათი წარმოშობის შესახებ ზუსტი ცნობები შემონახული არ არის. ერთ-ერთი ვერსიით კარპატებში ამ ჯიშის ძაღლების წინაპრები რუსეთიდან მოხვდნენ, ბალკანეთის გავლით.
                                                               

აღსანიშნავია რომ ეს ჯიში დღემდე, პრაქტიკულად, პირვანდელი სახით არის

შემორჩენილი. მეორე მსოფლიო ომის წლებში ერდელი კოპოს რიცხოვნობა იმდენად შემცირდა, რომ მას გადაშენება დაემუქრა, მაგრამ საქმეში მეზობელი ქვეყნების კინოლოგები ჩაერთვნენ და ამ ორიგინალური, საინტერესო ჯიშის გადარჩენა მოხერხდა. დღეისათვის ტრანსილვანიურიმდევრის ორი ტიპია ცნობილი, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ სიმაღლით განსხვავდებიან. მაღალი ტიპის ძაღლებს მსხვილნადირზე სანადიროდ იყენებენ. ისინი მშვენივრად ითავსებენ რეტრივერის ფუნქციებსაც. დიდი ტანის მდევრები უფრო ფართოდაა გავრცელებული. პატარა ტანის ძაღლები, ძირითადად, კურდღელსა და მელაზე ნადირობენ, მაგრამ, სამწუხაროდ, სასურველი ტიპის ეგზემპლარების რიცხოვნობა შეზღუდულია.შეიძლება ითქვას, რომ გადაშენების პირასაა მისული. ერდელი კოპოები ბრწყინვალე ყნოსვით გამოირჩევიან.ისინი ჩინებულად ახერხებენ ორიენტირებას უცხო ადგილებშიც კი.გამოირჩევიან გულადი, დამოუკიდებელი ხასიათით, ადვილად, სწრაფად იგეშებიან და მხოლოდ საკუთარ პატრონს ცნობენ. ამ ძაღლით ნადირობა მთელი სიამოვნებაა, რადგან არავითარ ყურადღებას არ აქცევენ შინაურ პირუტყვს და თანამოძმეებთან კონფლიქტში არასოდეს შედიან. მშვიდი ხასიათის წყალობითტრანსილვანიური მდევრების შენახვასახლის პირობებშიც შეიძლება, ოღონდ საჭიროებენ ყოველდღიურ ხანგრძლივ გასეირნებას და ბუნებაში რეგულარულ გაყვანას-ფიზიკურ დატვირთვას.


ძირითადი შტრიხები:
თავი - საკმაოდნ გრძელი; შუბლიდან
დრუნჩზე გადასვლა ნაკლებად გამოხატული;
ცხვირის კეხი სწორი; ლაშები მჭიდროდ მიკრული.

თვალები - საშუალო ზომის; ოვალური ფორმის,
ოდნავ ირიბად განლაგებული; მუქი – ყავისფერი.

ყურები - ჩამოკიდებული, შუა ნაწილში განიერი,
ბოლოში მომრგვალებული.

კორპუსი - თითქმის კვადრატის ფორმის, კისერი
დაკუნთული, საშუალო სიგრძის; ქეჩო კარგად
გამოკვეთილი; მკერდი ფართო და ღრმა; ზურგი
სწორი; გავა ოდნავ წაკვეთილი; მუცელი
მცირედ აკრეფილი.

კიდურები - მძლავრი, დაკუნთული; თათები მრგვალი,
შეკრული; ფრჩხილები შავი.

კუდი - დაბლა დაყენებული. მშვიდ მდგომარეობაში
დაბლაა დაშვებული; მოძრაობისას ზურგის ხაზს ქვემოთ
აპრეხილი.

ბეწვის საფარველი - მოკლე, სწორი, ხშირი, დამახასიათებელია
დაბალი ძაღლებისათვის. ზომიერად გრძელი, ხშირი და უხეში,
თივთიკით – მაღალი ძაღლებისათვის.

ფერი - დაბალი ტიპი: ყავისფერი-რუჟით(მოწითალო ელფერით),
რუჟი შედარებით ღია ფერისაა მუცელსა და კიდურებზე.
მაღალი ტიპი: შავი, ჟღალი ლაქებით წარბებზე, სახესა და
კიდურებზე. ორივე ტიპისათვის დასაშვებია თეთრი ლაქები
შუბლზე, მკერდზე, თათებსა და კუდის ბოლოზე.

სიმაღლე ქეჩომდე - დაბალი ტიპი: 45-50 სმ. მაღალი ტიპი:
55-65 სმ.


ჩვენ საიტზე თემაც არის გახსნილი ამ ჯიშის შესახებ შეგიძლიათ ესტუმროთ და დასვათ შეკითხვები აი ლინკიც
http://www.bazieri.ge/forum/79-471-1



წყარო: http://www.facebook.com
კატეგორია: მონადირე ძაღლები | დაამატა: dudu-duda (16.03.2013) | ავტორი: dudu-duda E W
ნანახია: 3618 | კომენტარი: 3 | ტეგები: ერდელი, კოპო | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 datobasilashvili   (05.04.2015 21:11:20) [მასალა]
მარტლა მყავს ჯული ქვია ზუსტად ჯდება დამახასიატებელ პარამეტრებსჰი

0   Spam
2 datobasilashvili   (05.04.2015 21:08:23) [მასალა]
gimili მე მყავს

0   Spam
1 UNIWERSAL   (16.08.2014 12:38:00) [მასალა]
01155

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика