ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » წიგნები ბაზიერობაზე    

საქართველოს ბაზიერები მსოფლიო არენაზე (ნაწილი მეორე)
მწყრის გასაშვები აპარატის გამოყენება

საველე შეჯიბრების დროს მწყერზე მიტევება ხდებოდა შემდეგნაირად: სტადიონის ერთ-ერთ კარებთან კეთდება საფარი ხის ნედლი ტოტტებისაგან, რომელშიწყება მც ჩაჯდება მწყრის გამშვები რომელსაც გალიაში ჰყავს ცოცხალი მწყრები. იგი ისე უნდა გაისარჯოს , რომ არ უნდა ჩანდეს. ბაზიერი საფარტან უნდა ადდგეს სტარტზე. მანძილი საფარიდან სტარტამდე 5-10-15 მეტრიანი დისტანციითააა მინსნებული. თუ ბაზიერი თვლის რომ მისი მიინო კარგად გაწვრთნილია გაჩერდება 15 მეტრიან დისტანციაზე თუ მიმინოს იმედი არა აქვს დადგება უფრო ახლოს მაგრამ ამ შემთხვევაში დააკლდება ქულები.
ბაზიერის ნიშანზე ‘’გაუშვი’’ - საფარიდან გამშვები ხელით მწყერს გააფრენდა მიმინო კი უნდა დაწეოდა და დაეჭირა. ხშირად მწყერი არ გაფრინდებოდა, იქვე დავარდებოდა ან მიმინო ვერ დაინახავდა მას, ასევე ადგილი ჰქონდა მრავალ სხვა შემთხვევასაც, რომელიც იწვევდა ბაზიერის უკმაყოფილებას, მის პრეტენზიებს გამშვებტან, რომ მან მწყერი თავის დროზე არ გააფრინა, ან მწყერსდ ხელი მოუჭირა რომ კარგად ვერ გაფრენილიყო და სხვა.
ოზურგეთელმა ბაზიერმა საქართველოს საპატიო მონადირემ გიგა ლომთათიძემ, გამოიგონა მწყრის გასაშვები აპარატი რომელიც დამზადებულია ზამბარის პრინციპზე. წინა ნაწილში დამონტაჟეაბული აქვს პატარა ყუთი მასში მოთავსდება მწყერი. ყუთს მიბმული აქვს გრძელი ზონარი რომელიც უჭირავს სტარტზე მდგომ ბაზიერს. როცა იგი დარწმუნდება რომ მისი მიმინო სანადიროდ მზადააგამოჰკრავს ხელს ზონარს რასაც მოჰყვება სასხლეტის ამუშავება და მწყრის ამოფრენა. აღნიშნულმა აპარატმა გაამართლა დავაც ამ საკითხზე აღარ ღირს, მაგრამ საჭიროა მისი უფრო მეტად სრულყოფა.
როგორც ზემოთაც ავღნიშნე ბათუმელმა ბაზიერმა ვ.ხაჯიშვილმა გამოიგონა აპარატი ‘’მექანიკური ღაჟო’’ , რომელიჩ მუშაობს ე;ემენტებზე და კარგ შედეგს იძლევა. ალბათ ახლო მომავალში, ბაზიერებს არარ დასჭირდებათ ღაჟოს დაჭერა და მისი გაწვრტნა ამით ბუნებასაც არ დააკლდება იგი. აღნიშნულ აპარატსაც სჭირდება სრულყოფა, რომელზედაც მისი ავტორი მუშაობს.

ბაზიერთა შეჯიბრის დებულება

ბაზიერთა შეჯიბრება წარიმართება დებულების მიხედვით, რომელსაც ადგენს ბაზიერთა რესპუბლიკური ასოციაცია და ამტკიცებს მონადირეთა და მეტევზეთა კლუბების ასოციაციის პრეზიდენტი.
რაიონების ბაზიერთა სექციები ადგილზევე ატარებენ შესარჩევ შეჯიბრებას, რომელზედაც შეარჩევენ ნაკრებ გუნდს რესპუბლიკური შეჯიბრებისთვის. შეჯიბრი მიმდინარეობს ორ ეტაპად. პირველი - ,,საქნიერი’’ - ითვალისწინებს ფრინველის გაწვრთნილობის შემოწმებას: საქნიერის სრულყოფილად შესრულებას, განსაზღვრულ დროში და მანძილზე. საქნიერის შესრულებისასს ასეტი შეფასება გამოიყენება:
50 მეტრიდან ეწერება 30 ქულა
40 მეტრიდან- 20 ქულა
30 მეტრიდან- 15 ქულა
საქნიერის სესრულებისას ბაზიერს ეძლევა 3 წუთი, აქედან 1 წუთი ეძლევა 50 მეტრიან ზღუდეზე. თუ მიმინო არ მოვიდა უნდა დაიწიოს 40 მეტრიანზე, აქაც ეზლევა 1 წუთი , თუ კიდე არ მოვიდა უნდა დაიწიოს 30 მეტრიან ზღუდეზე თუ მიმინო აქაც არ მოფრინდება ბაზიერთან იგი იხსნება შეჯიბრიდან.
დროის განსაზღვრა, საქნიერის მიმიდინარეობისას ხდება შემდეგნაირად : წამზომი ჩაირთვება მაშინ როცა ბაზიერი მივა 50 მეტრიან ზღუდესტან და ასწევს ხელს. იგი გამოირთვება როგორც კი მიმინო კლანჭებით შეეხება ბაზიერის მაჯას. თუ მიმინო პატრონს მისდევს ხმოვანი სიგნალისა და საჩვენებელი ხორცის გარეშე მას ეწერება უმაღლესი ქულა 30, ემატება 5 ქულა და შეუძლია ცდა გაიმეოროს თუ მიმინო კვლავ გაეკიდა მას კიდევ დაეწერება 5 ქულა ე. ი შეუძლია მოაგროვოს 40 ქულა
მიტევების კოლხური სტილით ფრინველის საველე გამოცდის დროს ბაზიერს ეწერება 15 მეტრიდან ეწერება 30 ქულა 10 მეტრიდან 25 ქულა, 5 მეტრიდან 20 ქულა.
მიტევება ტარდება ლაზური სტილიტაც. ვინაიდან ლაზური სტილის შემთხვევაში ბაზიერი დამჭერ ფრინველს ტყორცნის მწყრის ფრენის მიმართულებით და მასზე უფრო ადვილად დაწევის მიზნით ანიჭებს სასტარტო სიჩქარეს ასეთ შემთხვევაში მას აკლდება 5 ქულა.
თუ მიმინო ბაზიერის მიიახლოვებისას აფრინდება და დაჯდება სხვა ადგილას აკლდება 5 ქულა მეორედ მიახლოებისას თუ კვლავ გადაჯდება ან გაფრინდება მოედნიდან იგი იხსნება შეჯიბრებიდან. ე,ი მიმინო დაგეშიკი არაა.

შედეგის შეჯამება: შეჯიბრში გაიმარჯვებს ის ბაზიერი რომელიც მოაგროვებს ქულატა მეტ რაოდენობას და დახარჯავს ნაკლებ დროს ერთნაირი ქულების დაგროვებისას მათ შორის გაიმართება წილის ყრა.

გამარჯვებულტა დაჯილდოება: გამარჯვებული გუნდები და მონაწილეები ჯილდოვდევიან პირველ მეორე, მესამე ხარისხის დიპლომებიტა და ფასიანი საჩუქრებით.

საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი ხალხური- კუთხური ტერმინოლოგიის განმარტება


1. ფრინველის თავსაბურავი (ძირიტადად იხმარება შავარდნის და ქორისთვის)- ცაფხუტი ან ჩაჩი
2. მიმინოს გამართვა- გაწვრთნა
3. ნარდი- მიმდინარე წელს გამოცეკილი ფრინველი
4. კაპუეტი(ზოგჯერ ხმარობენ კაპოეტს) ძველი ფრინველი 1 წლიდან ზემოთ
5. აფეთქება- იგულისხმება ღაჟოს ჯოხზე აფრენა
5.საირაო- ადგილი სადაც ტავს იყრის გადამფრენი ფრინვეელი- ხშირად აკეტებს ჰაერში წრეს ე.ი ირაოს აკეტებს
7.კარავი- იხმარება ‘’ქოხის’’ მნიშვნელობითაც კეტდება ნედლი მცენარეების ტოტებისა და ფოთლებისაგან მის წინ იდგმება ჩიტბადე. ქოხში კი იმალება ბაზიერი
8. გააკეტა მიმინომ ირაო ნიშნავს გაფრინდა და ცაში გააკეტა წრე
9. მიმინო ჰაერში აიწურა ე.ი წამოვიდა ტყვიასავით, ისარივით.
10. მიმინოს შეხამვლა- გამოწყობა შეკაზმვა,
11. ქანდარა- სპეციალური საჯდომი სადაც ფრინველი რამით ისვენებს
12 სახამლავი- მიმინოს მოსარტავები ერთად ყველას მოხამვლა ჰქვია
13 ხიზა- ერთ მეტრამდე სიგრზის ზონარია რომელიც ებმება სახამლავზე ნადირობის დროს იხსნება
14 საქნიერი- ფრინველის მოყვანა ხელზე სხვადასხვა მანძილიდან
15 თური- ფრინველის დაბალზე დასაჯდომი, საიდანაც იგი ადვილად ჩაფრინდება ძირს წყლის დასალევად, თუ საბანაოდ.
16 ბავლის გაგდება - ე.ი. მტაცებელი ფრინველის მიერ მწყრის პირველი დაჭერა.
17 დათვალტვინება - დაჭერილ მწყერს თავს გაუპობენ და მიმინოს აჭმევენ მათ თვალს და ტვინს.
18 ჩაპურება - მიმინოს პირველი ნადირობა,მწყრის დაჭერა და დათვალტვინება.
19 მიმინოს აწურული სროლა - ლაზური სტილით, მოკუმშული სროლა.
20 "საღლიამხარე" - ზოგჯერ მას "სამხრეს" ეძახიან.
21 ეჟვანი,ზარი - უკეთებენ ფეხებზე და კუდზე.
22 თვალის ანემსვა - მიმინოს თვალის ქუთუთოების ნემსით და ძაფით შეკერვა (გამოიყენებოდა ძველად).
23 საბუხარი - ხელთათმანი,სპეციალური ტყავი,გამოიყენება იმისთვის,რომ მიმინომ კლანჭები არ ჩაასოს ბაზიერს ხელში.
24 მიმინოს გატეხვა - მოთვინიერება,კაცთან შეჩვევა.
25 მიმინო მართვაში შევიდა,ნიშნავს დაიწყო ბუმბულის,ფრთების გასწორება.
26 მკოპლავი, ე.ი. ისეთი მტაცებელი ფრინველი,რომელიც მწყერს ვერ იჭერს,ვერ აკავებს.
27 თვალის გადაბრუნება - თვალის ფერის შეცვლა.


წყარო:
კატეგორია: წიგნები ბაზიერობაზე | დაამატა: badri94 (13.11.2011) | ავტორი: badri94 E
ნანახია: 2323 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
+1   Spam
1 nugomonadire   (31.12.2011 15:31:06) [მასალა]
ზოგადი წარმოდგენისთვის ბაზიერობაზე სავსებით საკმარისი ინფორმაციაა. ბადრი კარგი ადამიანი ხარ შვილო დაგლოცოს ღმერთმა... 166 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика