ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ცხოველებზე    

ჯიხვი — კავკასიის ენდემი


ჯიხვი — კავკასიის ენდემია. მიეკუთვნება წვრილჩლიქოსნების რიგს. ცნობილია ორი სახეობა: დასავლეთკავკასიური(Capra caucasica) დააღმოსავლეთკავკასიური(Capra cylindricornis). ცხოვრობს კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. მისი სხეულის

 სიგრძე 165 სმ-ია, სიმაღლე 109 სმ, კუდის სიგრძე 10-14სმ, წონა 80- 100კგ. ზამთრობით ტყეში იხიზნებიან. იკვებებიან მცენარეულობით. . ჯიხვი წითელ წიგნში არის შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია. გავრცელებულია  კავკასიონზე მწ.შხარადან უკიდურეს ნაწილამდე. ბინადრობს სუბალპურ და ალპურ სარტყელში.გვხვდება აგრეთვე ტყის სარტყლის კლდოვან ხეობებში.ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 5500 მეტრემდე.  

ჯიხვებისთვის დამახასიათებელია ჯოგური ცხოვრება. ჯოგები ნაწილდება ასაკისა და სქესის მიხედვით. ჯიხვის საკვები უმთავრესად ალპური ბალახეულია, მაგრამ წლის ცალკე სეზონებში მისი საკვების შემადგენლობა შეიცავს მერქნიანი მცენარეების ნაირგვარ ნაწილებს,  ჯიხვი ძოვს ადრე დილისა და საღამოს საათებში, ხოლო ზოგიერთ ადგილას მთელი ღამის განმავლობაში. ჯიხვები ახდენენ სეზონურ მიგრაციებს, მინერალური მარილების ნაკლებობის შემთხვევაში. ძალიან ფრთხილი ცხოველია, კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და სმენა. ჯოგში ყოველთვის გამოირჩევა უფრო გამოცდილი და ფრთხილი ცხოველი, რომელიც ადრე შეიტყობს საფრთხის მოახლოვებას და მკვეთრი სტვენისმაგვარი "საგანგაშო” სიგნალით მიიქცევს მთელი ჯოგის ყურადღებას და გაიყოლებს მას უშიშარი ადგილისაკენ.

ჯიხვი იანვარში მაკეობს, ივნისში შობს ერთ ან ორ თიკანს. დოლის დროს შუნი ჯიხვები ფარას სცილდებიან, თიკნების გაჩენის შემდეგ კი კვლავ უბრუნდებიან. ამ დროს მონადირე ხშირად ნახულობს ათეულ და ზოგჯერ რამდენიმე ასეულ ჯიხვს ერთად, უმთავრესად ვაცებს.

უკანასკნელ წლებში მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ჯიხვისა და განსაკუთრებით ნიამორის რაოდეობის კლება ბრაკონიერობას უკავშირდება, რომლის დონე უკანასკნელ პერიოდში არნახულ მასშტაბებს აღწევს. უცხოელი თუ ადგილობრივი ბრაკონიერების სამიზნეს უმეტესად ჯიხვი წარმოადგენს. ჯიხვებზე არალეგალური სატროფეო ნადირობის ძირითადი ობიექტებია ასაკოვანი (დიდრქიანი) ხარჯიხვები და ნიამორები. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახეობები საქართველოს წითელ ნუსხაში არიან შეტანილები, მათ დასაცავად არანაირი ღონისძიება არ ხორციელდება. უახლოეს მომავალში ისინი შეიძლებაგადაშენების საფრთხის წინაშეც აღმოჩნდნენ.

 "ადრე თუშეთში ჯიხვზე ნადირობა დაკავშირებული იყო "მეკდეურობასთან"-კლდეზე ცოცვის ხელოვნებასთან, რაც მენაპირეთა(მესაძღვრეთა) ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების გზას წარმოედგენდა. ნადირობის დაუწერელი კანონი ზღვარს უდებდა მონადირის თავისუფალ ნებას და უზრუნვლველყოფდა ბიოლოგიურ წონასწორობას, თუნდაც მონარიდე ხელმოცარული ყოფილიყო წესად არ იყო ციკნებიანი ნადირისთვის(შუნი,თხა ფურირემი) სროლა. ასევე წესად არ იყო ფრინველზე ნადირობა."

ნამდვილი მონადირე ის არის, ვინც ნადირობის დაუწერელ კანონებს ემორჩილება, კანონებს, რომლის დარღვევითაც ზიანი ადგება ისეთ ცხოველებს, როგორებიცაა ჯიხვი, ნიამორი და კიდევ ბევრი მთის ენდემი ცხოველი. ნადირის გაფრთხილების სურვილი, შენი ბუნებიდან უნდა მოდიოდეს და სხვას მისი სწავლება არ უნდა სჭირდებოდეს, უნდა იცოდე სად გაჩერდე(რამდენი მოკლა), რათა მომავალში ისევ მოხვიდე იმ ადგილზე და ინადირო. ჩემი დევიზია:–გაამრავლე და შემდეგ ინადირე. იმედია თვითოეული თქვენგანი, ვინც ამ სტატიას წაიკითხავს, იფიქრებს, როგორ ინადიროს მომავალში.

რა სჯობია ჯიხვების ფარას რო დაჰყურებ მაღლიდან და არჩევ რომელი წააქციო. ასეთი ადრენალინი მხოლოდ საჯიხვეებში შეიძლება განიცადო, ასე რომ მხოლოდ ყურებით ნადირობის მეათედ სიამოვნებას იღებ . ეს ყველაფერი ოცნებად დარჩება თუ არ გავუფრთხილდებით.

პატივიცემით თუში მონადირე:  გიორგი ბაკურიძე.



წყარო: http://hunters.ge/gareuli-cxovelebi/244-jixvi-kavkasiis-endemi.html
კატეგორია: სტატიები ცხოველებზე | დაამატა: გიომონადირე (24.04.2012) W
ნანახია: 2452 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 sosiko_sastsraposhvili   (18.03.2014 23:40:35) [მასალა]
ჯიხვი — დიდი ზომის თხა. მიეკუთვნება წვრილჩლიქოსნების რიგს. ცნობილია ორი სახეობა: დასავლეთკავკასიური და აღმოსავლეთკავკასიური. ცხოვრობს კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. მისი სხეულის სიგრძე 165 სმ-ია, სიმაღლე 109 სმ, კუდის სიგრძე 10-14სმ, წონა 80- 100კგ. ზამთრობით ტყეში იხიზნებიან. იკვებებიან მცენარეულობით. ადვიალდ შინაურდება. ჯიხვი წითელ წიგნში არის შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია. ჯიხვი ენდემური ცხოველია და ბინადრობს მხოლოდ კავკასიონზე. ჯიხვს ყოველწლიურად რქაზე თითო ზოლი ემატება. სწორედ ასე ხვდებიან, თუ რამდენი წლისაა იგი.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика