ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ცხოველებზე    

ტურა (Canis aureus)

ტურა (Canis aureus)

ჩვენს ზოოპარკში 5 ტურა ცხოვრობს. მშობლების წყვილი და მათი სამი ნაშიერი, რომლებიც 2009 წლის 15 აპრილს დაიბადნენ და უკვე თითქმის ზრდასრულები არიან. დედაც და მამაც კარგი მშობლები გამოდგნენ და ძალიან გულმოდგინედ ზრუნავდნენ ლეკვებზე. 

ჩვენი ტურები ძალიან მოძრავები და ცნობისმოყვარეები არიან. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ ტურა დღისითაც აქტიური ცხოველია, მათზე დაკვირვება დამთვალიერებლებისთვის ადვილი და ძალიან საინტერესოა.

ზოგადი ინფორმაცია ტურაზე (Canis aureus):

ტურა ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მას ადაპტაციის შესანიშნავი უნარი გააჩნია და გავრცელებულია სხვადასხვა ჰაბიტატში: ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, მცირე აზიაში, შუა აღმოსავლეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. გავრცელების ფართო არეალის გამო IUCN-ის კლასიფიკაციით ამ სახეობას საფრხე არ ემუქრება.

ჩვეულებრივი ტურა, ტურების ერთადერთი სახეობაა, რომელიც აფრიკის ფარგლებს გარეთ ბინადრობს. გენეტიკური მონაცემების მიხედვით ის უფრო ახლოს ენათესავება რუხ მგელსა და კოიოტს, ვიდრე აფრიკული ტურების სახეობებს. ადრე ითვლებოდა, რომ ტურა ძაღლის წინაპარი იყო, მაგრამ გენეტიკურმა მონაცემებმა დაადასტურა, რომ სინამდვილეში ძაღლის წინაპარი სახეობა მგელია.

ტურის რაციონი მრავალფეროვანია, რამაც ხელი შეუწყო მის ფართო გავრცელებას. ის მონადირეა, მაგრამ ლეშითაც იკვებება და მცენარეების ნაყოფებზეც არ ამბობს უარს. მისი მსხვერპლია, კურდღელი, მღრღნელები, ფრინველები, ხვლიკები, გველები, თევზი, ბაყაყები, მწერები, მოლუსკები. ნადირობისას ტურები ხშირად პატარა ჯგუფებად იკრიბებიან, რომელშიც ხანდახან 8-12 ინდივიდი შედის, ანუ ერთზე მეტი ოჯახი. ერთობლივი ნადირობა ძალიან მომგებიანია და ნადირობისას ისინ ძალიან კოორდინირებულად მოქმედებენ. 
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინდოეთში ტურა ხშირად უსაფრთხო მანძილზე ვეფხვს დაჰყვება და მისი ნადავლის ნარჩენებით იკვებება. როგორც წესი ვეფხვი ტურას არ ერჩის, თუმცა ხანდახან ეს შეიძლება ცუდათ დამთავრდეს. ტურები ხალებიანი აფთარის ახლოსაც იკვებებიან. ზოლებიანი აფთარი კი ხანდახან ტურაზე თვითონ ნადირობს.

ტურა საშუალო ზომის ცხოველია. მისი სხეულის სიგრძე საშუალოდ 74-106 სმ-ია, სიმაღლე მხრებში 38-50 სმ-ია, წონა კი 7-15 კგ-ს აღწევს. სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში გავრცელებული ტურების გამრავლება სხვადასხვა დროს ხდება. ამიერკავკასიაში მდედრის ესტრუსი თებერვალში ან გვიან იანვარში იწყება და 3-4 დღეს გრძელდება. დაწყვილება 20-45 წუთს გრძელდება. წყვილი მონოგამურია. ხანდახან ცხოველები რომელიმე პარტნიოტრის სიკვდილამდე ერთად რჩებიან. პატარების აღზრდაში მამრებიც მონაწილეობენ და ბუნაგსაც ისინი თხრიან. მაკეობა 60-63 დღეს გრძელდება, რის შემდეგ 3-8 ბრმა, უსუსური ლეკვი იბადება. პატარები რძით 2-3 თვის განმავლობაში იკვებებიან. ხორცს პირველად 15-20 დღის ასაკში სინჯავენ. მშობლები ხორცს ამოანთხევენ და პატარებს უწილადებენ. ლეკვები სწრაფად იზრდებიან და 3 თვის ასაკში დედასთან ერთად ბუნაგს ტოვებენ. ახალგაზრდა ნაშიერები ხშირად მშობლებთან რჩებიან და ახალი თაობის აღზრდაში ეხმარებიან, მაგრამ ამ პერიოდში მათი სქესობრივი აქტიურობა დათრგუნულია. მდედრი სქესმწიფობას 11 თვის ასაკში აღწევს, მამრი კი ერთი წლის ასაკში, მაგრამ, როგორც წესი, ცხოველები 2 წლის ასაკიდან მრავლდებიან. 

ტურას მოშინეურება ადვილია. მაგრამ მოშინაურებულიც კი ხშირად ესხმის თავს შინაურ ცხოველებს და ბახჩებს ანადგურებს. რუსეთსა და გერმანიაში ტურებს ძაღლებთან აჯვარებდნენ და ცდილობდნენ ახალი ჯიშების გამოყვანას, რომელსაც ტურის ყნოსვის უნარი და ძაღლის თვისებებიც ექნებოდა. ამ ჰიბრიდებს რუსეთში აეროფლოტი იყენებდა სხვადასხვა აკრძალული ნივთიერებების აღმოსაჩენად.

ტურა მითოლოგიების და სხვადასხვა კულტურების ხშირი გმირია. ძველი ეგვიპტელები სიკვდილის ღმერთს, ანუბისს, ან ტურას თავის მქონე ადამიანის სახით გამოხატავდნენ, ან უბრალოდ ტურას სახით. გამოსახულება ყოველთვის შავი ფერის იყო, რაც მუმიფიცირებული სხეულის ფერს შეესაბამება.

ტურა საკმაოდ სწრაფად მრავლდება და ამისათვის სხვა ცხოველთა პოპულაციას ხელი რომ არ შეეშალოს, უნდა მოხდეს მათი რაოდენობის შემცირება, რისთვისაც უნდა ვიცოდეთ მათი მაკეობის პერიოდი, მათზე ნადირობის მეთოდი და ბოლოს უნდა გაიცემოდეს ლიცენზია ამ ცხოველზე! ის აქტიურია როგორც დღისით ასევე ღამითაც და ხშირად შეხვდება მონადირეს მთელს საქართველოს ტერიტორიაზე..



წყარო: http://www.Zoo.ge
კატეგორია: სტატიები ცხოველებზე | დაამატა: ENUQICHI (16.01.2012) | ავტორი: თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია
ნანახია: 5664 | ტეგები: ცხოველი, tura, Canis aureus, მტაცებელი, ტურა | რეიტინგი: 3.5/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    Gochahaha

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика