ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ცხოველებზე    

რუხი კურდღელი. Leporidae europaecus. კურდღელი შესანიშნავი სანადირო ობიექტია.
Leporidae europaecus
 
კურდღელი შესანიშნავი სანადირო ობიექტია.


კურდღელი შესანიშნავი სანადირო ობიექტია. მასზე ნადირობის მრავალი წესი არსებობს, რომლიდანაც მე პირადად არცერთს არ გამოვყოფდი რადგან ყველა საოცრად აზარტულია. სამწუხაროდ დღეს საქართველოში კურდღელზე ნადირობა მხოლოდ რეგისტრირებულ სამონადირეო მეურნეობებშია - სპეციალური ლიცენზიით დაშვებული. ამ სტატიის დაწერაც ძირითადად ამ ფაქტმა განაპირობა. ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გვახდევინებს სამონადირეო მეურნეობის მეპატრონე - მაღალჩინოსანი ან და ყოფილი მაღალჩინოსანი ფულს, როცა კურდღლის პოპულაციის გამრავლებაში ან და მის დაცვაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის, უფრო მეტიც თითო მოკლულ კურდღელზე გადახდილი 25-30 ლარიდან ქვეყნის ბიუჯეტში დარწმუნებული ვარ თეთრიც არ შედის. პარალელურად იკარგება კურდღელზე ნადირობის შესანიშნავი ტრადიციები. ყველამ კარგად ვიცით, რომ კურდღელზე არაკანონიერად დღესაც ნადირობენ, დარწმუნებული ვარ, რომ რაიონში ამ აკრძალვების შესახებ მონადირეებმა საერთოდ არაფერი იციან, რომ არაფერი ვთქვათ დაურეგისტრირებელი იარაღით აღჭურვილ და ულიცენზიო მონადირეებზე. პრობლემის გადასაწყვეტად კურდღელზე ნადირობის დაშვება და მასზე სპეციალური ლიცენზიების შემოღება მიმაჩნია. კერძოდ მონადირე სანადირო სეზონის გახნისთანავე, სურვილისამებრ გადამფრენ ფრინველებზე ლიცენზიისგან დამოუკიდებლად აიღებს ერთ თვიან სახელობით, სპეციალურ ლიცენზიას, რა თქმა უნდა შესაბამისი თანხის გადახდით. (ანუ კურდღელზე სახელობითი ლიცენზია 1 თვიანი იქნება. ვადის გასვლის შემთხვევაში თუ სურვილი ექნება ხელახლა აიღებს. ლიცენზიის აღემა კი მოგეხსენებათ დღეს-დღეობით პრობლემა არ არის რადგან უწინდელისგან განსხვავებით მის მაგივრობას ბანკიში გადახდის ქვითარი ასრულებს) მოდით თანხაზე წინსაწარ ნუ ვიკამათებთ მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ყველა კეთილსინდისიერი მონადირე გადაიხდის თანხას იმისთვის, რომ თავისუფლად და დაუფარავად ინადიროს კურდღელზე იმ ტერიტორიებზე სადაც ნადირობა დაშვებულია. გადახდილი თანხა შევა ბიუჯეტში და არა სამონადირეო მეურნეობის მეპატრონის ჯიბეში. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ მათ მიერ დაწესებული კურდღლის მოკვლის ტარიფები საოცრად არარეალურია და ამ ფასის გადმოტანა სახელობით ლიცენზიაში დიდი უაზრობა იქნება და შედეგსაც ვერ მოგვიტანს.
 
თანდართული:
 
002.jpg
002.jpg [ 89.35 KiB |  ]
ყველაფერი კურდღლის შესახებ:

კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა საშუალოდ 4-5 კგ-ს აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წელია. სქესობრივ სიმწიფეს კურდღელი ერთი წლის ასაკში აღწევს, მაკეობს ძირითადად წელიწადში ორჯერ, მაგრამ არის შემთხვევები და განსაკუთრებით თბილი ზამთრის პერიოდში როდესაც მაკეობას ოთხჯერაც ასწრებს. ბადებს 2-3 თვალახელილ და ბალნით შემოსილ ბაჭიას. კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი ანუ სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს წყნარ და უსაფრთხო ადგილზე ტოვებს და ხშირ-ხშირად აკითხავს მათ გამოსაკვებად. ბაჭიები დამოუკიდებელ ცხოვრებას თითქმის თვე - თვენახევარში იწყებენ.
კურდღელი ღამის ცხოველია, იგი საჭმელად ღამე გამოდის და იწყებს საკვების მოპოვებას, ვინაიდან მას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ერთი საბინადრო ადგილი არ გააჩნია გათენება სადაც მოუსწრებს იმ ადგილზე პოულობს მოფარებულ ჩაღრმავებულ ადგილს,და დღეს ძილში ატარებს,

კურდღელი მხოლოდ მცენარეებით იკვებება, ზაფხულის პერიოდში ისინი ნორჩ ბალახს ეტანებიან. განსაკუთრებით უყვართ კულტურული მცენარეები - ჯეჯილი, იონჯა და სხვა, ხშირად ბოსტნებშიაც იპარებიან. ზამთრობით მათი საკვები ძირითადად ხის ნორჩი ახალგაზრდა ტოტები (ნეკერი) და ხის ქერქია.
კურდღლის ძირითად მტრებს, მასზედ ძლიერი ცხოველები წარმოადგენენ - მელა, ტურა, მგელი მნიშვნელოვნად ანაგურებენ კურდღლის პოპულაციებს. მათ არ ჩამოეჩებიან მტაცებელი ფრინველებიც კი, მაგალითად ქორი და არწივი ადვილად იტაცებენ კურდღლის ბაჭიებს.


კურდღლის გავრცელების არეალი:

კურდღელი საქართველოში მეტნაკლები რაოდენობით ყველგან, მთაშიც და ბარშიც გვხვდება - მთაში მისი გავრცელების არეალი თითქმის 2500 - 2700 მეტრ სიმაღლემდე აღწევს, იგი ძირითადად ვრცელ გაშლილ ადგილებს, ბორცვებს, მთისწინებს და ნახევარუდაბნოებს ეტანება. მასთან შეხვედრა ტყის მასივებშიც შესაძლებელია. განსაკუთრებით უყვარს კულტურული ლანდშაფტი - ე.ი. მინდვრები სადაც მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები.
საქართველოში კურდღლის პოპულაციის სიმრავლით პირველ ადგილზე კახეთი, მდინარეების ალაზნისა და ივრის მიმდებარე დაბლობები, შირაქის, ელდარის ნახევრადუდაბნოები იმყოფებიან. დასავლეთ საქართველოში კი ძირითადად ზემო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის მთიანეთი გამოირჩევა. თუმცა როგორც ზემოდ ავღნიშნე იგი მეტნაკლები რაოდენობით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გვხვდება.

კურდღელზე ნადირობა:

სამწუხაროდ საქართველოში კურდღელზე ნადირობა პირველად, ოფიციალურად 1960 წლებში აიკრძალა და იგი დღემდე აკრძალულია. მიზეზი კურდღლის პოპულაციის მნიშვნელოვანი შემცირება გახლდათ. მე ბევრი ვეძიე და ვერსად მოვიპოვე ის მასალები თუ რა კვლევებზე დაყრდნობით გამოიტანეს ეს დასკვნა მაშინდელმა გარემოდამცველაბმა - ბუნების დაცვის კომიტეტმა ან და მონკავშირის მაღალჩინოსნება. საქმე იამაშია, რომ კურდღელზე ნადირობის აკრძალვა მხოლოდ ქაღალდზე მოხდა და პრაქტიკულად კი ამ ცხოველზე ნადირობას ყველა დაუფარავად აგრძელებდა და აგრძელებს დღესაც. უფრო მეტიც არც ტელეგადაცემებში ყოფილა დაფარული მასზე ნადირობის ამსახველი კარდები. მე შემიძლია ასეთი მრავალი გადაცემა გავიხსენო არა მარტო ადრე არამედ უკანასკნელ წლებშიც კი გაშვებული.
გასული საუკუნის 70 წლებში კურდღელზე ნადირობა დაიშვა მხოლოდ სპეციალური ლიცენზიებით, რომლებსაც უბრალო მოკვდავნი ვერ ეკარებოდნენ, თუმცა ამის საჭიროება არც ყოფილა რადგან ვიმეორებ, რომ კურდღელზე ნადირობა მხოლოდ ქაღალდზე იყო აკრძალული და დღესაც კი დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნახევერზე მეტმა მონადირემ არაფერი იცის ამ აკრძალვის შესახებ განსაკუთრებით კი რაიონებში.
დღეს კურდღელზე ნადირობა დაშვებულია მხოლოდ რეგისტრირებულ სამონადირეო მეურნეობებში - სადაც გაიცემა სპეციალური ნადირობის ლიცენზია. მისი ფასი 25 ლარიდან 40 ლარამდე მერყეობს.


კურდღელზე ნადირობის წესები:

კურდღელზე ნადირობის უამრავი წესი არსებობს. მე მინდა ყურადღება გავამახვილო ყველზე მიღებულ და ჩემთვის ახლობელ წესებზე. ამ საკითხის განხილვისას თავიდანვე უნდა გავითვალისწინოთ ერთი საკითხი. კურდღლის მოკვლა და მოპოვება ხშირად ყოველგვარი დაგეგმილი წესების გარეშეც ხდება ხოლმე, ანუ როდესაც მასზედ არ ვნადირობთ სპეციალურად. ეს ხშირად ხდება ფრინველებზე ნადირობის დროს, მაგალითად მწყერზე, კაკაბზე, და ასე შემდეგ. ამ დროს კურდღლის მოკვლას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება, რადგან ყოფილა შემთხვევა, როცა მინდორში მწყერზე ნადირობისას ძაღლი ნაბულზე გაყინულა და მწყრის მაგიერ ყურცქვიტა წამომხტარა. ამგვარი ფაქტები დამეთანხმებით რომ განსაკუთრებით ხშირია კაკაბზე ნადირობის დროს, ამიტომ ამ დროს ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში ჩვენს გვერძე ბუჩქიდან ისე გაიპარება, რომ თვალს ან ვერ მოვკრავთ ან და უკვე შორს არა სასროლმანძილზე დავლანდავთ ხოლმე. ამაგვარი ფაქტები ხშირად ხდება ჩვენს ნახევარუდაბნოებში ნადირობისას. მოდით ჩავთვალოთ, რომ ეს იღბლიანი ნადირობის საჩუქარია და მასზედ დიდი ყურადღება არ გავამახვილოთ. განვიხილოთ ჩვენთან მიღებული კურდღელზე ნადირობის რამოდენიმე ვარიანტი.
მდევრებით (ძაღლებით) ნადირობა.

ალბათ არ არის იმის აღნიშვნა საჭირო, რომ კურდღელზე მდევრებით ნადირობისას აუცილებელია კარგად დაგეშილი ძაღლები, თუ რა თვისებებით უნდა ხასიათდებოდაეს კურდღელზე კარგად დაგეშილი ძაღლები ამის ახსნას აქ არ შეუდგები, რადგან ამის განხილვა ცალკე ძაღლების თემაში მოვაწყოთ. ეხლა ჩავთვალოთ, რომ გვყავს კარგად დაგეშილი გონჩი და ვაპირებთ კურდღელზე ნადირობას.
მდევრებით კურდღელზე სანადიროდ ყველაზე უპრიანი და მოსახერხებელი ადრიანი დილაა. მაღლა როგორც ავღნიშნეთ კურდღელი ღამის ცხოველია, მას სადაც წამოათენდება იქ მოეწყობა და გაინაბება. ცნობილია რომ განაბული კურდღელი ძალიან უმნიშვნელო სუნს გამოსცემს, კარგად დაგეშილ ძაღლებს განაბული კურდღლის სუნის ყნოსვა 5 – 10 მეტრ მანძილზე შეუძლიათ. თავად კურდღელი მოახლოვებულ საფრთხეს და მოწინააღმდეგის სუნს შორ მანძილზე გრძნობს, ამიტომ უკეთესია სისხამ დილით კურდღელზე ნადირობისას ქარის საპირისპირო მიმართულებით ვიმოძრაოთ და ისე მოვჩხრიკოთ წინასწარ შერჩეული ტერიტორია. ასევე მნიშვნელოვანი მომენტია და წარმატებული ნადირობის საწინდარია ნადირობის ადგილზე დილით ადრე მისვლა, ისე რომ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მისვლისას დაგვათენდეს.
კურდღელზე მდევრებით ნადირობის რამოდენიმე ვარიანტი არსებობს. პირველ ვარიანტად შეიძლება ჩავთვალოდ, როდესაც მონადირეები მწკრივში დგებიან და ძაღლების დახმარებით საგულდაგულოდ ჩხრეკენ წინსწარ შერჩეულ ტერიტორიას. ამ დროს განსაკუთრებულად მომზადებულნი უნდა ვიყოთ, რადგან კურდღელი შეიძლება ახლო მანძილიდანაც წამოგვიხტეს. კარგად უნდა ვიცოდეთ მეგობარი მონადირის ადგილმდებარეობა, სწრაფად შევაფასოთ სიტუაცია ვისი ნასროლი უფრო წარმატებული იქნება.

ჩემის აზარით მეორე ვარიანტი უფრო აზარტულია და უფრო დიდ გამოცდილებას მოითხოვს. ამ დროს მონადირეები წინასწარ კეტავენ ამორჩეულ ტერიტორიას და ერთ-ერთი მონადირე კი ანუ ამ შემთხვევაში მარეკი უშვებს ძაღლებს. მეორე ვარიანტით ნადირობისას ჩდება მონადირის ცოდნა ამა თუ იმ ცხოველის თვისებების და ზნეჩვეულებების შესახებ. ჩვენ უნდა ვეცადოთ ისე გადავკეტოთ ტერიტორია, რომ წამოხტარი კურდღელი არ გაგვეპაროს. ამ დროს მონადირის მიზანია რომ ნადირს გზა პირველივე წრეზე (მდევრების დევნის) მოუჭრას და მოკლას იგი, რადგან მეორე და მესამე წრე უკვე როგორცე წესი უფრო დიადია ხოლმე და ჩდება შანსი ნადირის დაკარგვის. ბევრს ჰგონია რომ ძაღლი აიძულებს კურდღელს იმ მიმართულებით ირბინოს საითაც მას სურს, მაგრამ ეს უსაფუძვლო მითია, სინამდვილეში მიმართულებას თვითონ ნადირი ირჩევს, ძაღლი კი მის დატოვებულ კვალს ყეფით მიყვება. მონადირეს ნიჭი ამ დროს სწორედ ნადირის გზის გადაკეტვის შერჩევაში და მის მოჭრაშია.
წარმატებული ნადირობითვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ამინდსაც ენიჭება. კურდღელზე სანადიროდ სასურველი და საუკეთესოა წყნარი უქარო დილაა, თუ კი გამთენიისას ოდნავ წამოწვიმა ეს მისწრებაა, რადგან ამ დროს ნადირის სუნს მდევრები უფრო მძაფრად აღიქვამენ. ზამთარში საუკეთესოა ახალი გაუკვალავი თოვლი.
კურდღელზე ნადირობისათვის არასაურველი ამინდია, როდესაც გვალვაა დ არ არის ნამი. ზამთარში ალაგ-ალაგ შემორჩენილია თოვლი და მიწა გაყინულია, ძლიერი წვიმის შემდეგაც ხშირად ნადირობა უშედეგოდ მთავრდება ხოლმე რადგან კვალი ირეცხება. საერთოდ რთულია და არახელსაყრელია ქარიან ამინდში ნადირობა.
კურდღელზე წარმატებით ნადირობის კიდევ ერთ-ერთი საწინდარია სანადირო ადგილის კარგად ცოდნა ან და მისი ნადირობამდე შესწავლა. ტერიტორიის შესწავლის შემდეგ გამოცდილი მონადირე არჩევს ბილიკებს, რომლებითაც კურდღლები ხშირად სარგებლობენ. უფრო მეტიც ნებისმიერ ტერიტორიაზე შესაძლებელია იმისთანა ბილიკის პოვნაც, რომელსაც კურდღელის ვერანაირად ვერ ასცდება. ეს უკანასკნელი კი წარმატების გარანტიაა.

ნომერში აუცილებელია იდგეთ ჩუმად. ამოირჩიეთ ისეთი ადგილი საიდანაც თვალთახედვის არეალი უმჯობესი გექნებათ. ნუ იმოძრავებთ რადგან, მოძრაობა შორიდანვე იპყრობს ნადირის ყურადღებას. გულდასმით ათვალიერეთ მიმდებარე ტერიტორია და ყურადღებით მოუსმინეთ ძაღლის ყეფას ამით თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ რა მიმართულებით მოძრაობს ან და რამდენადაა დაშორებული ნადირი თქვენგან. და ბოლოს არასოდეს არ მიატოვოთ ნომერი საკუთარი გადაწყვეტილებით.
 
თანდართული:
003.jpg
003.jpg [ 43.15 KiB |  ]
004.jpg
004.jpg [ 53.21 KiB |  ]
კვალზე ნადირობა.

უძაღლო მონადირისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტიც კვალზე ნადირობაა. თუმცა კვალზე ნადირობას თავისებური აზარტი აქვს და დიდი გამოცდილებაც სჭირდება, ამიტომ ხშირად კარგი ძაღლების მეპატრონე მონადირეებიც კვალზეც სიამუვნებით ნადირობენ. უფრო მეტიც ბევრი გამოცდილი მონადირისგან გამიგია, რომ ზამთარში თოვლზე კურდღელზე ნადირობისას ძაღლი რა საჭიროაო, ეს მონადირისგან დიდ ფიზიკურ გამძლეობას და გონებრივ გამჭრიახობას მოითხოვს.
როგორც შევთანხმდით კურდღელი დასაწოლად მუდმივად ისეთ ადგილებს ირჩევს, საიდანაც საფრთხეს ადვილად დაახწევს თავს. იგი ძირითადად პირით ქარის მიმართულებით წვება, ამიტომ ამ შემთხვევაშიც სადაც ვეჭვობთ, რომ კურდღელი იქნება ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა ვიმოძრაოდ. კვალზე ნადირობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოდ ამინდის ფაქტორიც, მაგალითად ცნობილია, რომ ნესტიან ამინდში უკვე განაბული კურდღელი შედარებით ახლოს უშვებს მონადირეს, ყინვებში მასთან მიახლოვება ძალიან ძნელია, იგი მალევე იპარება. კვალზე ნადირობისას ყველაზე ხელსაყრელი და სანატრელი თოვლიანი ამინდია. ამ შემთხვევაშიც გარკვეული მნიშვნელობა თოვის შეწყვეტას ენიჭება. მაგალითისთვის თუ თოვა დაღამების შემდეგ მალევე შეწყდა - მაშინ კურდღლის მოძრაობის მთლიანი მარშუტი რჩება, ხოლო თუ თოვა გამთენიისას შეწყდება, მაშინ კურდღლის მოძრაობის მხოლოდ უკანასკნელი მონაკვეთი რჩება, რომელის პოვნის შემთხვევაში გამოცდილი მონადირეს ნადავლი გარანტირებული აქვს. ხშირად მონადირეები ჩვენს მიერ განხილულ პირველ ვარიანტს - როცა თოვა დაღამებისას წყდება - გრძელ კვალს ეძახიან და თუ გამთენიისას შეწყდება მოკლე კვალს.
სხვა ცხოველებისგან განსხვავებით კურდღლის კვალი ადვილი გასარჩევია, მას სპეციფიური ხელწერა აქვს. მაგრამ მიმართულების დადგენა გამოუცდელ მონადირეებს უჭირთ ხოლმე. ეს გამოწვეული იმით რომ, კურდღელი როცა გარბის წინა ფეხებს უკანა ფეხებს შორის ატარებს. ეს კარგად ჩანს სურათზე იხ. სურათი 1. ამიტომ კურდღლის კვალზე უკანა თათის ანაბეჭდები უფრო წინააა ხოლმე ვიდრე წინასი. ანუ უნდა დავიმახსოვროთ, რომ თუ კი გვინდა კვალზე დავადგინოთ კურდღლის მოძრაობის მიმართულება. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისე რომ კურდღელი მოძრაობს იმ მიმართულებით საითაც უკანა ფეხები არის წინ. ამას მოცემულ სურათზე ადვილად გაარკვევთ. იხ. სურათი 2.

კვალზე ნადირობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კურდღელი სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვანაირ კვალს ტოვებს. მაგალითად: როდესაც თათები შემჭიდროვებულია და კვალი ერთგვარ ბილიკს წააგავს ანუ წინა და უკანა ფეხების ანაბეჭდები ერთმანეთთან ახლოსაა ეს იმას ნიშნავს რომ იგი დამფრთხალი არ არის, ამ დროს კურდღელი ერთ ადგილზე ტრიალებს რადგან საჭმელს ეძებს. ამ კვალის გატანას აზრი არ აქვს უმჯობესია ტერიტორია კარგად მოვჩხრიკოთ და გამავალი კვალი ვიპოვოთ რომელიც მის საწოლ ადგილამდე მიგვიყვანს.
დამფრთხალი კურდღლის კვალს ადვილად გასარჩევია, რადგან ნახტომებს შორის დაშორება შეიძლება ერთი მეტრიც იყოს. არის შემთხვევა როცა კვალი უეცრად წყდება! ამ შემთხვევაში ტერიტორია კარგად უნდა მოვჩხრიკოდ, რადგან არ არის გამორიცხული რომ კურდღელი გვერძე იყოს გადამხტარი. ხშირად კურდღელი ტერიტორიას წრეზე უვლის რომელიც თანდათან ვიწროვდება, აი ამ დროს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ეს იმის მაუწყებელია რომ კურღელი სადღაც ახლოს არის განაბული. უნდა დავიმახსოვროთ რომ კვალზე დგომისას გვმართებს მაქსიმალური სიფრთხილე, უნდა ვიყოთ ჩუმად. ჩვენივე ნაფეხურებით არ უნდა დავაზიანოთ კვალი, რადგან მეორე წრემ შეიძლება კვლავ იმ ადგილზე მიგვიყვანოს. სროლისათვის მუდმივად უნდა ვიყოდ მზად. თუ კი კურდღელი გაგვექცევა ანუ სასროლ მანძილზე ვერ მივუახლოვდებით მის დევნას აზრია ფაქტიურად აღარ აქვს, რადგან ის ახლოს აღარ მიგვიშვებს.
 
თანდართული:
ფაილის კომენტარი: სურათი 1. კურდღლის მოძრაობა, ამ ფოტოზე კარგად ჩანს როგორ ატარებს წინა ფეხებს უკანა ფეხებს შორის კურდღელი მოძრაობისას
005.jpg
005.jpg [ 44.64 KiB |  ]
ფაილის კომენტარი: სურათი 2. კურდღლის კვალი და მისი მოძრაობის მიმართულება
006.jpg
 
მორეკვით ნადირობა.

ამ ფორმით ნადირობის კულტურა ჩვენში პრაქტიკულად არ არის, რადგან საქართველოში არ გვხვდება დიდი რაოდენობით კურდღელი. ამ მეთოდიც არც მე მინადირია თუმცა მოსინჯვა შესაძლებელია. წინსაწარ არჩეულ ტერიტორიას სადაც გვეგულება კურდღელი, მონადირეთა ერთი ნაწილი ხმაურით მიუყვება, მათ არ უნდა დატოვონ არც ერთი ბუჩქი დანარჩენი კი გამოსასვლელ ბილიკებს კეტავენ და ნადირს ელოდებიან. ამ დროს საჭიროა დიდი ყურადღება რათა არ მოხდეს მარეკის დაზიანება ან და უბედური შემთხვევა ჩვენი გასროლის შემდეგ.

გაქცეულ კურდღელზე დამიზნება.

დაგვრჩა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. შეიძლება ბევრს გაგეცინოთ კიდეც, მაგრამ დამიჯერედ მე პირადად ძალიან ბევრჯერ მინახავს მონადირე, რომელსაც თავისკენ მიმავალი კურდღლისთვის აუცდენია, ძალიან ხშირად გაქცეული კურდღელი მხოლოდ ყურებ დახვრეტილი წასულა. ამის მიზეზი პირველ რიგში სიჩქარეა და მეორე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თუ რა მომენტში სად უნდა დავუმიზნოთ კურდღელს, რომ ჩვენი ნანადირევი გავხადოთ. აღნიშნულის შესახებ ბევრს აღარ გავაგრძელებ, რადგან მოცემულ სქემაზე იხ. სურათი 3. კარგად არის ნაჩვენები გაქცეულ კურდღელზე დამიზნების ადგილები სხვადასხვა პოზიციებიდან. (4 პოზიციიდან)
 
თანდართული:
ფაილის კომენტარი: გაქცეულ კურდღელზე დამიზნება 4 პოზიციიდან
007.jpg
ხშირად დასმული კითხვები.

რა ნომერი საფანტით დატენილი ვაზნები ვიხმაროთ კურდღელზე ნადირობისას?

კურდღელზე სანადიროდ 2 – 3 ნომერი საფანტით დატენილი ვაზნები საუკეთესოა, თუმცა ზოგი მონადირე უფრო წვრილ 4-5 ნომერს იყენებს, მაგრამ მე მაინც 2 – 3 ნომერს გირჩევდით.

დაშვებულია თუ არა კურდღელზე ღამით ფარით ნადირობა?

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოში კურდღელზე ნადირობა აკრძალულია, იგი დაშვებულია მხოლოდ სპეციალური ლიცენზიებით სამონადირეო მეურნეობებში. რაც შეეხება ფარით ნადირობას იგი ბრაკონიერობად ითვლება და ისჯება კანონით.

სამონადირეო მეურნეობებში წლის რომელ პერიოდშია ნებადართული კურდღელზე ნადირობა?

კურდღელზე ნადირობა დაშვებულია 1 ოქტომბრიდან 31 იანვრამდე.

მართალია თუ არა რომ ერთ ადგილას განაბულ კურდღელს თუ არ დავაფრთხობთ - მაგალითად თოფის სროლით მეორე დღესაც ვნახავთ მას იამავე ადგილზე?

ეს მითია, როგორც მაღლა ავღნიშნე კურდღელს მუდმივი ადგილსამყოფელი არ გააჩნია და მისი კონკრეტულ ადგილზე მუდმივად გაჩერების ალბთობა ძალზედ ნაკლებია. თუმცა კურდღელმა იცის ერთ კონკრეტულ ტერიტორიის შეჩვევა და მისი ნახვა ამ ტერიტორიაზე ხშირად შეიძლება. ხაზს ვუსვავ არა კონკრეტულ ადგილზე არამედ კონკრეტულ ტერიტორიაზე.


სტატია დამუშავებულია

forum.guns.ge იარაღის მოყვარულთა ფორუმი -ს მიერ (ავტორი


 


წყარო:
კატეგორია: სტატიები ცხოველებზე | დაამატა: Admin (27.08.2009)
ნანახია: 12877 | კომენტარი: 17 | ტეგები: Leporidae europaecus, რუხი, კურდღელი | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 17
0  
17 akson777   (09.05.2015 17:43:59) [მასალა]
მტაცებლების დარეგულირებაა საჭირო და კურდღლის პოპულაცია საგრძნობლად მოიმატებს საქართველოში. ნებადართული უნდა გახდეს მასზე ნადირობა, მარა ისიც ფაქტია რომ ლიცენზია რომ შემოიღონ კურდღელზე მას 90% არ იყიდის

0   Spam
16 monomaxi   (09.05.2015 14:07:12) [მასალა]
მართალს ამბობ ლიცენზია უნდა იცემოდეს,მონადირეს შეეძლება თავისუფლად ინადიროს და ისიამოვნოს ნადირობით.ლიცენზია რომ გაიცემა ჩემი აზრით ბრაკონიერობა შემცირდება.. 23_30_126 10 166

0   Spam
15 mamuka11   (28.01.2014 02:04:10) [მასალა]
კაგრი იქნება თუ მომავალ სეზონზე დაუშვებენ მასზე ნადირობას. 5bit 5bit 5bit

0   Spam
14 besiki@besiki   (31.01.2012 00:50:22) [მასალა]
1p3 1p3

0   Spam
13 zukazukazuka   (03.12.2010 18:53:20) [მასალა]
კარგი სტატია მაგრაამ ადმინისტრატოორს ერთ რაგაცაას ვეეტყვიი კურდღეელს თუუ ააქვს ისეთი ადგილი სადაც ადვილად მოსაპოვებელია კერდღლისტვიის საკვები დაა არ აწუხეებ მონადირე და ცხოველები იშვიათია რომ კურდგელმა ადგილი შეიცვალოოს

0   Spam
12 jorji   (03.11.2010 11:24:41) [მასალა]
ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივიგე. 10

0   Spam
11 temuri85   (27.10.2010 01:42:05) [მასალა]
თვალი ვერ მოვწყვიტე ისეთი საინტერესო იყო 10 10 10

0   Spam
10 mishka_elbaqidze   (12.05.2010 14:25:40) [მასალა]
ბაგების ტყეში უხვად არის კურდღელი,ერთიცალია და მთელი ბაგები და წყნეთი მაგას დასდევს,დათო ოქიტაშვილით დაწყებული.

0   Spam
9 bublika1111   (07.03.2010 02:24:12) [მასალა]
მაგარია 10 10 10 10 10 10 10

0   Spam
8 razaki   (23.01.2010 00:14:51) [მასალა]
საღოლ გიო 10 10 10

0   Spam
7 kakhura   (19.01.2010 23:45:28) [მასალა]
166 166 166 166 166

0   Spam
6 ვულფ   (02.01.2010 20:26:33) [მასალა]
კარგია 10 10 10

+2   Spam
5 monadire-221   (14.11.2009 22:36:40) [მასალა]
კარგია. კურდგელი ძალიან სახალისო და სპორტული სანადიროა. 166

0   Spam
4 monadiree   (12.11.2009 16:31:56) [მასალა]
კაია

0   Spam
3 temuri-goguadze   (11.11.2009 00:44:12) [მასალა]
10 10

0   Spam
2 vaxo_vaxo   (27.10.2009 21:54:47) [მასალა]
საღოლ მაგარია 10 10 166 166

0   Spam
1 gigagiga239   (28.08.2009 16:35:05) [მასალა]
166 166 მაგარი სტატიაა ... 10 10 166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика