ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ცხოველებზე    

მანგუსტი
მანგუსტები ძირითადად აფრიკის ტერიტორიაზე გვხდებიან, მათი საბინადრო არეალი მთელ კონტინენტს ფარავს. ზოგიერთი სახეობა არის სამხრეთ აზიასა და იბერიის (პირინეის) ნახევარკუნძულზეც. ბინადრობენ როგორც მთიან ტერიტორიებზე, ისე ტყიან ადგილებსა და სათიბ-საძოვრებში. ძირითადად მიწის ძუძუმწოვრები არიან, თუმცა ასევე არიან ნახევრად წყლისა და ხეზე მცხოვრები მანგუსტებიც.მანგუსტების ზომა მერყეობს 18 სმ-დან (ჯუჯა მანგუსტი) 60 სმ-მდე (ეგვიპტური მანგუსტი), წონა კი 340 გრამიდან 5 კგ-მდე. ამ ბზინვარე ცხოველებს აქვთ გრძელი სხეული, მოკლე ფეხები და წაწვრილებული დინგი. როგორც წესი, მათი ბეწვი ყავისფერი ან ნაცრისფერია. იშვიათად რამდენიმე სახეობა გამოირჩევა ლამაზი რგოლებით. მდედრი მანგუსტი წელიწადში ორჯერ 2-4 ნაშიერს აჩენს. მაკეობა გრძელდება დაახლოებით 2 თვე, ცალკეული სახეობისთვის შეიძლება მეტი ან ნაკლები იყოს. 6 კვირამდე პატარები დედასთან არიან, შემდეგ კი დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. ცხოვრობენ სოროებში და არიან კარგი მტაცებლები. უმეტესად მარტოსულები არიან, იშვიათად წყვილებად ცხოვრობენ. საკუთარ ტერიტორიას შარდით ნიშნავენ, რომ "უცხო პირები” არ შემოიჭრან. იკვებებიან პატარა ცხოველებით: მღრღნელებით, ჩიტებით, კიბოსნაირებით, რეპტილიებით, ბაყაყებით, მწერებითა და ჭიებით. ზოგიერთი სახეობა თავის საკვებ დიეტას ამდიდრებს ხილით, თხილეულითა და მცენარეული ფესვებით. ეტანებიან ჩიტების კვერცხებსაც: იღებენ წინა თათებით, დგებიან უკანა ფეხებზე და რაიმე მყარ ობიექტს ესვრიან, გატეხვის შემდეგ კი მშვიდად შეექცევიან. როცა მანგუსტი საფრთხეს გრძნობს, ხმამაღალ ძახილს იწყებს, რომელსაც "ხითხითს” ეძახიან. ამით მის თანამოძმეებს აფრთხილებს, რომ საშიშროებაა მოსალოდნელი, რის შემდეგაც ისინი მოკლე ნაბიჯებით გარბიან თავიანთი სოროებისკენ ან სხვა სახის თავშესაფრისკენ. 1800-იან წლებში მანგუსტები ჰავაისა და კარიბის კუნძულებზე შეიყვანეს, რათა ხელი შეეშალათ მღრღნელების უზომოდ გამრავლებისთვის და დაეცვათ შაქრის ლერწმის პლანტაციები. თავიდან საქმე კარგად წავიდა, თუმცა მოგვიანებით უარყოფითი შედეგებიც გამოიღო, რადგან მანგუსტებმა ადგილობრივ უნიკალურ ჯიშებს შეუტიეს და მათი რაოდენობა შეამცირეს, განსაკუთრებით ჩიტების. ამჟამად კი საბინადრო არეალის შემცირების გამო თავად მანგუსტები არიან საფრთხეში. მანგუსტებისა და ადამიანის ურთიერთობა საკმაოდ შორეულ წარსულში იღებს სათავეს: მუმიფიცირებული მანგუსტები და მათი გამოსახულებები კედლებზე ეგვიპტურ აკლდამებში მრავლად აქვთ აღმოჩენილი.
ყველაზე ცნობილი სახეობები:


ზოლიანი მანგუსტი (Mungos mungos)
ყვითელი მანგუსტი (Cynictis penicillata)

ჯუჯა მანგუსტი (Helogale parvula)
ეგვიპტური მანგუსტი (Herpestes Ichneumon)
ინდური ნაცრისფერი მანგუსტი (Herpestes edwardsii)

მანგუსტის რამდენიმე სახეობა, ძირითადად ინდურები, ცნობილია ქვეწარმავლებთან ბრძოლით: ისინი თავს ესხმიან და ამარცხებენ ისეთ საშიშ შხამიან გველებს, როგორიცაა კობრა. მათგან ყველაზე ცნობილია რედიარდ კიპლინგის რიკი-ტიკი-ტავი, რომელიც იგავ-არაკებზე დაფუძნებული "ჯუნგლების წიგნის” პერსონაჟია. მანგუსტი თავისი სიმარჯვითა და საოცარი სისწრაფით კობრას ღირსეული მოწინააღმდეგეა. ბასრი კბილებითა და მძლავრი ყბებით შეუძლია გველის თავის ქალა ან ხერხემალი ერთი კბენით დაამხვრიოს. კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მის ორგანიზმს თავდაცვითი უნარი აქვს გამომუშავებული გველის მიმართ – იმუნიტეტი საკმაოდ მძლავრი აქვს საიმისოდ, რომ შხამმა არაფერი ავნოს. მართალია, ბოლომდე იმუნური მაინც არაა, თუმცა 7-8-ჯერ მეტი დოზა მაინც სჭირდება დასარეტიანებლად, ვიდრე ვთქვათ, კურდღელს. კობრას, მამბას, ბუნგარუსისა და ავსტრალიური გველის შხამი შეიცავს ნეიროტოქსინურ ნივთიერებას, რაც ახდენს შეტევას ნერვულ სისტემაზე, იწვევს კუნთების პარალიზებას. სასუნთქი გზები წყვეტს მოქმედებას და მსხვერპლი იგუდება. მანგუსტის ორგანიზმს კი სწორედ ნეიროტოქსინზე აქვს იმუნიტეტი.


იმის მიუხედავად, რომ გველთან ბრძოლას ხშირად იგებს, სიფრთხილე მაინც სჭირდება. გველს როგორც წესი, მთლიანად ჭამს და ამ რეპტილიის ორგანიზმში არსებული შხამი საკმარისი იქნება, რომ სიკვდილის შემდეგაც კი მანგუსტი თან გაიყოლოს. მართალია, მანგუსტი კარგ და შემტევ მონადირედ ითვლება, მაგრამ ადამიანებს არ ვნებს. პირიქით, ხშირად სახლშიც ზრდიან, როგორც შინაურ ცხოველს. ადვილად ითვისებენ ახალ უნარებს, ექვემდებარებიან წვრთნას. იცავენ სახლს მღრღნელებისა და მწერებისგან. თუმცა ზოგჯერ ახალ გარემოსთან შეგუება უჭირთ, ამიტომ ზოგიერთ ქვეყანასა და ქალაქში მათი იმპორტი აკრძალულია. 

სტატიის წყაროა: charliuss.com


წყარო: http://monadire.info
კატეგორია: სტატიები ცხოველებზე | დაამატა: dudu-duda (15.03.2013) | ავტორი: dudu-duda E W
ნანახია: 7834 | კომენტარი: 1 | ტეგები: მანგუსტი | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 sosiko_sastsraposhvili   (18.03.2014 23:33:30) [მასალა]
მანგუსტი (Herpestidae ichneumon) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ვივერისებრთა ოჯახისა. მისი მურა-ნაცრისფერი სხეულის სიგრძე 65 სმ აღწევს, აქვს გრძელი ბეწვით დაფარული მსხვილი კუდი. გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, მცირე აზიასა და სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში (პირენეს ნახევარკუნძული). იკვებება წვრილი მღრღნელებით. აქტიურია ღამით. გველების განადგურებით სარგებლობა მოაქვს. ზოგჯერ ზიანს აყენებს საფრინველეებს. აკლიმატიზებულია იუგოსლავიაში, იტალიასა და კუნძულ მადაგასკარზე
23_30_126 23_30_126 25

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика