ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თევზაობაზე [58]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები თევზაობაზე » სტატიები თევზაობაზე    

ღამის ტივტივა
ღამის ტივტივა
 
სიამოვნებით გაგაცნობთ ჩემს მცირე გამოცდილებას ისეთ საინტერესოსაკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა ტივტივიანი ანკესით თევზაობაღამით. არ დაგიმალავთ და პირადად ჩემთვის, ეს ერთ ერთი ყველაზესასიამოვნო მეთოდია.
მოდით მოკლედ განვიხილოთ თუ რა უპირატესობები აქვს ასეთთევზაობას.
უპირველეს ყოვლისა ჩვენი ჭერის ობიექტის უმრავლესობა გაცილებითაქტიურად იკვებება ღამით, ამას რამდენიმე ობიექტური მიზეზი აქვს:
ღამით წყალსატევზე შედარებით სიმშვიდეა, შესაბამისად თევზიცშედარებით თამამად იქცევა და მაქსიმალურად კონცენტრირდებაკვებაზე
ჩვენი ჭერის ობიექტთა საკვები ბაზის წარმომადგენელთა უმეტესობასწორედ ღამით აქტიურდება და ტოვებს თავშესაფარს, ხოლო თუ იმასაცგავითვალისწინებთ, რომ სხვადასხვა სახის მწერის მატლები დაჭუპრები სწორედ სანაპირო ზოლში, დაბალ წყალში ბინადრობს, თევზისნაპირთან ახლოს გამოჩენაც სავსებით ლოგიკური და გასაგები ხდება.კვებითი კონკურენციის უმარტივესი კანონის მოქმედება კი იწვევს იმას,რომ ამ დროს წვრილი თევზის აქტიურობა მინიმალურია, იგიუბრალოდ იძულებულია დატოვოს კვების ზონა და ადგილი მოზრდილეგზემპლიარებს დაუთმოს.
თევზის ღამით აქტიურობას ასევე ტემპერატურული რეჟიმიცგანაპირობებს, ყველას მოგეხსენებათ, თუ რაოდენ უარყოფითადმოქმედებს თევზის მადაზე სიცხე, ღამით, განსაკუთრებით კი დაბალწყალში ტემპერატურა სწრაფად იკლებს და აქტიურობაც იზრდება.
 
ახლა რაც შეეხება სუბიექტურ მიზეზებს:
აქ მარტივადაა საქმე, რა სჯობს სიმშვიდეში, ულამაზეს ბუნებაში,წყლის სარკისებრ ზედაპირზე ტივტივას მანათობელი თავის უცბადგაქრობის ან ზედაპირზე დაწოლის ცქერას? როდესაც არსად არგეჩქარება, არ გაწუხებს მზე, მობილური ტელეფონი გამორთულია დაა.შ
იმისათვის რომ თევზაობისაგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთსაჭიროა ეკიპირებას, ადგილის შერჩევასა და დაკვებვას სათანადოყურადღება მივაქციოთ.
გამომდინარე იქედან, რომ თევზაობა მიდის ახლო მანძილზე დიდიმნიშვნელობა არ აქვს მოსაქნევ ანკესს გამოვიყენებთ, მატჩს თუბოლონიურს, რეზულტატზე ეს არ აისახება. მთავარია წყობაშეძლებისდაგვარად პარაბოლური იყოს, რადგან ძუა მოკლეა დაამოკვრის მაქსიმალური ამორტიზაცია აქტუალურია. უპრიანია თუკიძუის დიამეტრი დღის პირობებთან შედარებით ოდნავ მეტია, ვთქვათ0,18 მმ 0,16 -ის მაგივრად, რადგან მსხვილი თევზის დაჭერის შანსიმაღალია, იგივეს თქმა შეიძლება სადავეზეც. კონკრეტული სიღრმიდანგამომდინარე ვიყენებთ ფიქსირებულ ან სრიალა ტივტივებს, მთავარიამათი კონსტრუქცია მანთობელი ელემენტის მონტაჟის შესაძლებლობასუზრუნველყოფდეს. ნემსკავი შესაძლებელია ერთი ან ორი ზომით დიდიგამოვიყენოთ, პირადად მე 14 ნომერს ვანიჭებ უპირატესობას.უკეთესია, თუკი კოჭას მაქსიმალურად ხარისხიანი ფრიქციონი ექნება,რადგანაც თევზაობა მოკლე მანძილზე მიდის.

რაც შეეხება დამატებით აღჭურვილობას: აუცილებლად დაგჭირდებათ ფარანი სათადარიგო ელემენტებით, ექსტრაქტორი, შეზლონგი (ან სკამი და ტურისტული კარიმატი), საწვიმარა, ჩოგანბადე, ანკესის დასადები ჯოხები, თევზის შესანახი ბადე.

მანათობელი ტივტივა

ადგილის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ისეთ ადგილებს, სადაც თევზის ღამით გამოჩენის შანსი მაქსიმალურია, წყალმცენარეებისაგან თავისუფალი ფსკერის თავთხელი მონაკვეთები შედარებით მყარი სტრუქტურით, ზუსტად ისაა, რასაც ჩვენ ვეძებთ. ურიგი არ იქნება თუკი ასეთ ადგილებს დაღამებამდე შევამოწმებთ, არ დაიზაროთ, შედით წყალში რამდენიმე ქვა გადმოაბრუნეთ, შეამოწმეთ თვითონ ფსკერი, თუკი ქვის ქვედა მხარეს ან ფსკერზე სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმებს აღმოვაჩენთ წარმატებული ჭერა თითქმის გარანტირებული გვექნება. 

ძირითად დაკვებას დაღამებამდე 0,5-1 საათით ადრე ვახდენთ, დამატებით ვკვებავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აქტიურობა აშკარად კლებულობს, კენკვის პიკი ჩემი გამოცდილებიდან ღამის პირველიდან სამ საათამდე მონაკვეთზე მოდის, შემდეგ კი გამთენიისას. სწორად შერჩეული ეკიპირება, ადგილი და სატყუარა წარმატების გარანტიაა, გამთენიისას, როგორც კი რამდენიმე წვრილ თევზს დაიჭერთ, ჩათვალეთ, რომ ღამის თევზაობა დამთავრებულია, ამ დროს მსხვილი თევზის დაჭერა უკვე თითქმის გამორიცხულია.


სტატიის ავტორი ნიკა ზურაბიშვილი (NickAdams).


წყარო: fisher.ge
 


წყარო: http://inovacia.ucoz.com/news/ghamis_t_39_ivt_39_iva/2011-12-17-466
კატეგორია: სტატიები თევზაობაზე | დაამატა: daviti911 (08.08.2016) | ავტორი: ნიკა ზურაბიშვილი W
ნანახია: 5443 | კომენტარი: 1 | ტეგები: ტივტივა, ღამის | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 huglu104   (25.11.2016 22:44:13) [მასალა]
გამარჯობა, ეს ტივტივე რაც ფოტოზე ჩანს მეგობარო პირდაპირ კარაბინზე მაგრდება და ვსიო ხო ?
სიმძიმითაა ალბათ სხვადასხვა, რაღაც პატარად ჩანს და მაგიტო ვიკითხე სხვა ტივტივაზე ზედ ხო არ მაგრდებოდა ეგეთი აზრი გამიჩნდა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика