ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თევზაობაზე [58]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები თევზაობაზე » სტატიები თევზაობაზე    

ცხოველური სატყუარები

ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ ცხოველური წარმოშობის სატყუარებზე, სად მოვიპოვოთ ისინი და როგორია თევზთა გასტრონომიური უპირატესობები. მაშ ასე, უთუოდ ყველაზე პოპულარული ცოცხალი სატყუარა არის წითელი ჭია (ნაკელის ჭია). მასზე იჭირება საქართველოში მობინადრე ყველა თევზი, სქელშუბლას და რიპუსის გარდა. მოიპოვებენ წითელ ჭიას ნაკელიან ნიადაგში და კომბოსტოში.

არანაკლებ პოპულარული ცოცხალი სატყუარაა წვიმის ჭია, ეს უკანასკნელი გამოიყენება როგორც წესი უფრო ზრდილ თევზზე ნადირობისას. მოიპოვებენ ამ ჭიებს ბოსტანში მიწის თხრით, ქვების ქვეშ, მორების ქვეშ და მსგავს ადგილებში, აგროვებენ და ინახავენ მშრალ მიწიან ტომსიკაში.

უნივერსალურ ცოცხალ სატყუარად ითვლება თეთრი ჭია. სინამდვილეში ეს არსება ჭია არ არის, ეს არის ხორბლის ბუზის მატლი. მასზე იჭერენ საქართველოში მობინადრე ყველა თევზს. თეთრი ჭია კარგად და დიდხანს ზის ნემსკავზე. მისი შეძენა შეიძლება მეთევზეთა მაღაზიებში, მაგრამ შეიძლება საკუთარი ძალით მოშენებაც. ამისთვის საჭიროა სადმე ეზოში (კატებისგან და ძაღლებისგან დაცულ ადგილას) დავდოთ ხორცის ან თევზის ნაჭერი, ჩრდილში სასურველია, სულ ცოტა ხანში ჩვენ შევნიშნავთ მასზე მომწვანო ფერის დიდ ბუზებს, ზუსტად ეს სრულიად არასიმპატიური არსება დებს ხორცზე კვერცხებს რომლისგანაც სადღაც ერთ კვირაში გამოიჩეკება თეთრი მატლი. ეს მატლი უნდა შევაგროვოთ და მოვათავსოთ ნახერხში (ნახერხი არ უნდა იყოს წიწვოვანი ხის!) ან ღერღილში, შემდეგ მოვათავსოთ გრილ ადგილას და თევზაობისას გამოვიყენოთ.

მთელ მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ცოცხალ სატყუარად, რომელსაც იყენებენ ყველაზე ფრთხილი თევზის ჭერისას კი, არის კოღოს წითელი მატლი. რატომღაც საქართველოში ამ მატლს არ მოიპოვებენ და არც თევზაობენ მასზე.

საერთოდ უნდა გვახსოვდეს რომ თევზი გაცილებით უფრო თამამად მოდის იმ ცოცხალ სატყუარებზე რომლებიც მისთვის ნაცნობია, რომელიც მის საარსებო გარემოში ბინადრობენ.

საქართველოს მდინარეების (განსაკუთრებით შუა და ზემო დინებაში) ყველაზე წარმატებული ცოცხალი სატყუარაა მედღეურას ნიმფა, სამეგრელოში მას ქვია ქუატში, რჭაში ღორტაო. კალმახი, წვერა, მურწა, ხრამული, ქაშაპი და სხვა, მოკლედ მდინარის ყველა თევზი, იმ შემთხვევაშიც კი როცა სხვა სატყუარებზე ცუდად მოდის, ამ მატლს სიამოვნებით მიირთმევენ. მოიპოვებენ მას მდინარის ადგილებში ქვების ქვეშ. ქვა სწრაფად უნდა ამოვატრიალოთ და მასზე მცოცავი მატლები ავკრიფოთ (ვიზუალურად იგი ხოჭოს გავს).

არანაკლებ წარმატებულია რუისის მატლის გამოყენება. მას იოლად ვიცნობთ, იგი პატარა ქვების შეწებილ ღილაკს იკეთებს და ცხოვრობს წყალში. ფსკერზე განლაგებულ ქვებზე სადაც მისი მოპოვება ძალიან ადვილია. ნემსკავზე წამოცმამდე მატლი მილიკიდან უნდა ამოვიყვანოთ.

დასავლეთ საქართველოში და განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპირო ზოლში, იქ სადაც არის ტორფიანი ნიადაგი, ცოცხალ სატყუარათა უდაო ლიდერია ტორფის ჭია (ნერეისი). ამ ჭიაზე თევზაობენ როგორც ტბებსა და მდინარეებში ასევე ზღვაშიც. მისი მოპოვება საკმაოდ რთულია: თქვენ უნდა შეხვიდეთ ტბაში ან არხში, რომელსაც ტორფიანი ფსკერი აქვს და სადღაც 50 სმ. სიღრმეზე დაიწყოთ თხრა. ნიჩაბით ამოიღოთ ტორფიანი მიწა, ნაპირზე დაყაროთ და მასში მოძებნოთ ნერეისი.

მოლუსკები აგრეთვე მშვენიერი სატყუარებია. მათ სიანოვნებით ეტანებიან თითქმის ყველა ბინადრები ხოლო რაც შეეხება მტკნარი წყლის დიდ მოლუსკებს (перловица - ნაირსახეობა ჩვენთან ბინადრობს და სახელი ადგილობრივებმაც არ იციან) მას დიდი წარმატებით იყენებენ დიდ კობრის, გუწუს, ლოქოს და გველთევზას საჭერად.

თუ თქვენ აპირებთ ითევზაოთ ტივტივით ან ფსკერული მეთოდით ლოქოზე, ფარგაზე, ქორჭილაზე ან გველთევზაზე მაშინ წურბელა სწორედ ის სატყუარაა რომელიც თქვენ გჭირდებათ. როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს აფთიაქის წურბელას გაუგებარი მიზეზების გამო თევზი ძალიან ცუდად ეტანება. შავი და მწვანე (ველური) წურბელის მოპოვება შეიძლება ჭაობიან ადგილებში (ნიადაგში), დუმფარის ფოთლების ქვეშ, წყალში ქვების ქვეშ.

ლიფსიტა როგორც სატყუარა ცოცხალი გამოიყენება ფარგას, ქარიყლაპიას, ქორჭილას, ჭერეხის, ლოქოს, გველთევზას, კამბალას ჭერისას არ აქვს მნიშვნელობა ცოცხალია თუ არა ლიფსიტა. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ტბასა და წყალსატევებში. ლიფსიტაზე წარმატებით იჭერენ კობრს.

ბაყაყი ძირითადად საქართველოში გამოიყენება ლოქოს საჭერად.

ბურღიჯი არის ხოჭოს მატლი. მისი მოპოვება შეიძლება დამპალ კუნძში და დავარდნილ ხეებში. ამ ცოცხალ სატყუარას სიამოვნებით ეტანება ჭანარი, ქაშაპი, პატარა ლოქო და სხვა წყალქვეშა ბინადრები.

კალია ზაფხულის პერიოდში მშვენიერ შედეგებს გვაძლევს როგორც ცოცხალი სატყუარა. კალიას დიდი სიამოვნებით ეტანებიან ქაშაპი, შამაია, წველა, მურწა. ზოგიერთი მეთევზე ნემსკავზე წამოცმისას კალიას უკანა ფეხებს აძრობენ.

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ლოქოზე თევზაობისას ფართოდ იყენებენ მახრას. მას სპეციალური სუნი ასდის რაც იტყუებს თევზს. მახრაზე ზრდილი ჭანარიც მშვენივრად იჭირება. მისი მოძიება შეიძლება ბოსტანში მოთიბული მცენარეების ქვეშ.

 

რათქმა უნდა ცოცხალი სატყუარების სრული ჩამონათვალი ერთი სტატიის ფარგლებში სრულიად შეუძლებელია. აქ მე შემოგთავაზეთ მხოლოდ ყველაზე პოპულარული სატყუარები. და რაც მთავარია, თევზაობის დროს არ დაიზაროთ სხვადსხვა სატყუარებით ექსპერიმენტირება.



წყარო: http://geofauna.ge/
კატეგორია: სტატიები თევზაობაზე | დაამატა: oto_rugby (11.05.2013)
ნანახია: 3972 | კომენტარი: 2 | ტეგები: სატყუარები, ცხოველური | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 tura11   (14.06.2013 17:13:08) [მასალა]
23_30_126 23_30_126 23_30_126

0   Spam
1 tura11   (14.06.2013 17:12:53) [მასალა]
069 069

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика