ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე [19]
აქ იხილავთ სტატიებს სანადირო აღჭურვილობაზე
სტატიები სანადირო თოფებზე [105]
სანადირო იარაღების პასპორტები (ტექნიკური მონაცემები) [6]
სტატიები მშვილდებსა და არბალეტებზე [0]
სტატიები დანებზე [5]
სტატიები ყველგანმავლებზე [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე » სტატიები სანადირო თოფებზე    

Holland & Holland

შეიძლება ითქვას, რომ Holland & Holland არის დღეისათვის უდიდესი და უცნობილესი ფირმა, რომელიც აწარმოებს სანადირო და სპორტულ თოფებს. თვით ფირმა აცხადებს, რომ ისინი არიან საუკეთესონი ლონდონში, და ეს განცხადება არა მათი მოკრძალებულობის გამოა, არამედ იმის ხაზგასასმელად, რომ საუკეთესო თოფებს აწარმოებენ ლონდონში, ხოლო თვით ლონდონში საუკეთესოა Holland & Holland. და ამაში არის ჭეშმარიტება.

ჯერ კიდევ 1911 წელს დიდი ბრიტანეთის მეფემ ფირმას გადასცა რწმუნება, რომლის მიხედვითაც ჰოლანდ-ჰოლანდი სამეფო კარისათვის სანადირო იარაღის მიმწოდებელი გახდა.


ცოტა რამ ისტორიიდან

არღანის კონსტრუქტორის შვილს, ჰარის ჰოლანდს ჰქონდა თამბაქოს ვაჭრობის გამართული ბიზნესი. 1830-იანი წლებში მეგობრების რეკომენდაციით მან მოსინჯა ძალები იარაღის ბიზნესსა და წარმოებაში. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ამ ფირმის პირველი ნაკეთობანი, რომელთა შექმნაშიც ჰარის ჰოლანდს უშუალო წვლილი აქვს მიღებული.
ფირმა დაფუძნებული იყო ჰარის ჰოლანდის მიერ 1835 წელს, ხოლო მასშტაბური წარმოება დაიწყო 1850 წელს.
ფირმა არასოდეს არ ყოფილა პატარა სახელოსნო. ის თავიდანვე გათვლილი იყო და მუშაობდა, როგორც სერიოზული საწარმო(რა თქმა უნდა ეპოქის შესაფერისად). ლულის წარმოება ფირმის მიერ ყოველთვის ადგილზე ხდებოდა

რაც შეეხება საკეტებს, ისინი თავდაპირველად შემოჰქონდათ, თუმცა მალევე მოაგვარეს მათი ადგილზე წარმოებაც. აღსანიშნავია, რომ ამ საკეტების პლაგიატი ან გამეორება ბევრი სხვა ფირმის მიერ მოხდა შემდგომში. იგივე შეიძლება ითქვას Holland & Holland-ის ეჟექტორებზეც(შემუშავებულია დამფუძნებლის მიერ 1893 წელს).
1861 წლიდან ჰოლანდმა მოიყვანა ბიზნესში თავისი ძმიშვილი ჰენრი, რომელიც 1867 წლიდან გახდა სრულუფლებიანი პარტნიორი. 1876 წლიდან ფირმის სახელწოდებაში დაემატა მეორე Holland და გახდა Holland & Holland.
ფირმამ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 1883 წელს ჟურნალ ,,ფილდის” მიერ ორგანიზებულ სასტენდო შეჯიბრებაში. ფირმამ ყველა კატეგორიაში(ასეთი მაშინ სულ 10 იყო) გაიმარჯვა და უაღრესად პოპულარული გახდა.

შეფასება

მსოფლიოს დიდი მეიარაღეები ერთხმად აღნიშნავენ: ამ იარაღზე ბევრი არ უნდა ილაპარაკო_ უბრალოდ ის საუკეთესოა მსოფლიოში. მისი გამოყენება რიგით ნადირობაში იგივეა რაც როლს-როისით ყოველდღიური მგზავრობა!!!
მისი ყველა დეტალი ექსკლუზივია, თუ საჭიროებამ მოითხოვა და შესაცვლელია უნდა შეუკვეთოთ ფირმაში თოფის ნომრის მითითებით. ფირმის დაფუძნების დღიდანვე გადაწყვეტილი იყო_ არანაირი მასიური წარმოება, მხოლოდ უმაღლესი კლასი!!! ამ დროიდან მოყოლებული ყველა თოფი შემკვეთის პროპორციებისა და გემოვნების მიხედვით კეთდება. უმაღლესი კლასის ოსტატები ყველაფერს ხელით აკეთებენ, რაც კი შეიძლება.

Resized to 42% (was 2288 x 1712) – Click image to enlarge

მოვიტან მხოლოდ რამდენიმე ეპითეტს, რომლითაც ახასიათებენ ამ თოფებს: მიუღწევადი, შეუდარებელი, უზუსტესი, თვალწარმტაცი, ფუფუნება, Holland & Holland არა მარტო იარაღია, არამედ ცხოვრების სტილი და ა.შ.
ერთ-ერთ მოდელ ,,Paradox”-ზე აღნიშნავენ, რომ 1885 წელს გამოშვებული ეს თოფი ,,ისე ჯდება ხელში, მხარზე, ლოყაზე, როგორც თქვენი სხეულის ნაწილი”.
Holland & Holland-ის დევიზია: ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჯენტლმენის მიერ ჯენტლმენისათვის! ეს მარკა საუკუნეზე მეტია ატარებს ტიტულს Royal. სამეფო მართაც რომ სამეფოა.

ამ თოფის ერთ-ერთ ბედნიერ მფლობელს მოჰყავს მაგალითი, რომლის მიხედვითაც ბაბუას, რომელიც სახლიდან წავიდა 9 წლით, Holland & Holland-ი დარჩა ფეხზე შეყენებული(საბრძოლო ზამბარა დაძაბულ მდგომარეობაში). თოფს ამ წლებში არავინ მიჰკარებია. Holland & Holland-მა უპრობლემოდ გააგრძელა სამსახური 9 წლის(!!!) შემდეგაც.

1985 წელს ფირმამ შეიძინა W.& C. Scott Gunmakers, რომელიც 1990 წლიდან გააჩერა.
1987 წელს ფირმა ღია ტიპის სააქციო საზოგადოება გახდა და მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი საწესდებო კაპიტალი(1989 წლიდან ჰოლანდის აქციონერია პარფიუმერული კომპანია ,,შანელი”).
ფირმა მე-20 საუკუნის ბოლომდე უარს ამბობდა ვერტიკალური(ლულების განლაგება) თოფების წარმოებაზე, თუმცა 1990-იანი წლების დასაწყისიდან გამოუშვეს ვერტიკალური Sporting-ი, რომელმაც მორიგი ფინანსური წარმატება მოუტანა Holland & Holland-ს (ლიდერი კი კვლავ Royal-ი რჩება). Sporting-ის მოდელში მაქსიმალურადაა გამოყენებული კომპიუტერული პროგრამორების თანამედროვე ტექნოლოგიები. ამ მოდელში გამოყენებულია თანამედროვეობაში ყველაზე საიმედო და დიდი რესურსის მქონე საკეტი ,,ბოსი” და სახსნელი Perazzi-ის სახეობის სასხლეტ-დამცემი მექანიზმი. ლულათა სიგრძე 63-დან 81სმ-მდე, დამაგრძელებლით ან სახსნელი Briley-ის ნებისმიერი ჩოკით, მთლიანი ან ვენტილირებადი სამიზნე თამასით; სავაზნე 70 ან 76მმ.
ამ მოდელის მსუბუქი თოფი იწონის 3,3კგ-ს, ხოლო სტანდარტული(ლულის სიგრძით 76სმ) 3,9კგ-ს. ფირმას საკონდახე მასალა შემოაქვს თურქეთიდან, საფრანგეთიდან და აშშ-დან(კალიფორნია). ექსპერტთა აზრით, ამ ქვეყნებიდან შემოტანილ ხის მასალას არაფრით ჩამოუვარდება კავკასიური კაკალი(!!!). კონდახებში ქვემოდან ისმება ოქროსფირფიტა, რაზედაც მფლობელის სახელი ან ინიციალები იტვიფრება.
დღეისათვის ფირმას დაახლოებით 25 000 ერთეული თოფი აქვს ნაწარმოები.

ფირმას საკუთარი სკოლა აქვს სადაც სწავლების ხუთწლიანი ციკლით ოსტატებს ზრდიან.



წყარო: http://www.monadire.com/2011/06/20/holland-holland/
კატეგორია: სტატიები სანადირო თოფებზე | დაამატა: giohunt1982 (08.01.2013)
ნანახია: 2506 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 ვულფ   (11.01.2013 21:47:39) [მასალა]
ყველა მონადირის ოცნება 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 33
    სტუმარი: 33
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика