ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე [19]
აქ იხილავთ სტატიებს სანადირო აღჭურვილობაზე
სტატიები სანადირო თოფებზე [105]
სანადირო იარაღების პასპორტები (ტექნიკური მონაცემები) [6]
სტატიები მშვილდებსა და არბალეტებზე [0]
სტატიები დანებზე [5]
სტატიები ყველგანმავლებზე [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე » სტატიები სანადირო თოფებზე    

Mosin-nagant VS Kar98K

Mosin-nagant VS Kar98K

 მოკლედ მას მერე რაც ორივე იარაღი გამოცდილ იქნა და დამგროვდა გარკვეული ინფრომაცია მინდა გავაკეთო პატარა შედარებები და გარკვეული დასკვნებიც გამოვიტანო. მე მქონდა ძალიან კარგი მაუზერის კარაბინი გამოშვებული 1943 წელს ლამინირებული კონდახით, ასევე ე.წ. სპარსული მაუზერი, ანუ მაუზერის შაშხანის ცეხური კლონი დმზადებული სპარეთის შახის შეკვეთით და ორი მოსინის ტიპის იარაღი, 1931 წელს გამოშვებული შაშხანა და 1944 წელს გამოშვებული კარაბინი რომელიც ეხლაც მაქვს.

 2502ab793406

მე და მოსინის კარაბინი

კალიბრები. ზოგიერთს მიაჩნია, რომ მაუზერის 8X57 ვაზნა არის თითქმის იდეალური და ყველაზე დაუფასებელი ვაზნა. არსებობს მისი მრავალი მოდიფიკაცა, ხოლო მაუზერის შაშხანის ძლირი კონსტრუქცია უზრუნველყოფს ნებისმიერი ტიპის ვაზნის გამოყენებას, როგორც მსუბუქის ასევე მძიმე ტყვიებით. კარ98კ ნხრახნების ფორმა და ბიჯი თავიდანვე გათვლილია მძიმე ტყვიაზე, რაც კარგია. ბალისტიკური კალკულატორის მეშვეობით დადგინდა, რომ მაუზერიდან ნასროლი მძიმე ტყვია (12 გრ.) ისეთივე "ნასწილნია” როგორც ტიგრიდან ნასროლი მსუბუქი ტყვია. ნადირობისას ეს როგორც მე მესმის არის დიდი პლიუსი. მძიმე ტყვია ნიშნავს მეტ ენერგიას. უმეტესობა სანადირო ტყვიერბის ყოველთვის კონკრეტული კლიბრის მძიმე წონით კატეგორიებშია. სხვა და სხვა წონის ტყვიებს თუ ავიღებთ აღმოჩნდება რომ 8X57 მაუზერი ენერგიით იკავებს ნიშას 7.62X39 (დაბალ წნევიანი ე.წ. ამერიკული 8X57) და 30-06 შორის. ანუ ის ძალზედ უნივერსალური ვაზნაა. რა თქმა უნდა რამდენი ტიპის ვაზნის შოვნა შეიძლება საქართველოში ცალკე თემაა (ამ ეტაპზე მხოლოდ თუ არ ვცდები 196 გრანიანი "სოფტპოინტი” სელიერ&ბელოტის გამოშვებული). აღსანიშნავია რომ ყოველგვარი კონსტრუქციული ცვლილებების გარეშე მაუზერის კარბინი კარგად მუშაობს სოფტ პოინტებთან. დიდი მინუსია (თუმცა არა ვაზნის) მისი ფასი. 4-5 ლარი. ენერგია შეადგენს 3600-4956 ჯოულს. ცოტა უფრო მრავალფეროვანია სიტუაცია 7,62X54-თან დაკავშირებით. სხვა და სხვა ტიპის ვაზნებია ხელმისაწვდომი და უფრო "იაფიც” ღირს. 2-3 ლარი. ეხლა აქ ვაზნების ნაირსახეობების აღწერას აზრი არ აქვს. ფაქტია რომ გაცილებით უფრო მეტი ტიპის ვაზნა არის ხელმისაწვდომი "რუსულ” კალიბრში. ენერგია შეადგენს დაახლოებით 2920-4466. ჯოულს.

a1

კარ98კ და ტიგრი

ერგონომიკა ამაზე ძალიან გაცხარებული კამათები მიდის სხვა და სხვა რესურსებზე მაგრამ პირდაპირ განვაცხადებ: ფაქტია რომ მაუზერის კარაბინი უფრო მოსახერხებელია ვიდრე მოსინის შაშხანები. ეხლა ავხსნი რატომ:

1. მაუზერის კონდახი ნახევრად პისტოლეტური სახელურით უფრო მოსახერხებელია ვირდე მოსინის სწორი კონდახი. ეს განმსაკუტრებულად იგრძნობდა როცა დაწოლილიდან ისვრი.

2. დახრილი მაუზერის საკეტის სახელურით ოპერირება უფრო ადვილად და სწრაფად ხდება. ასევე ხელსაყრელია მისი საკეტის უკანა ნაწლში განლაგება.

 3. კარ98კ-ს გაცილებით უფრო მოსახერხებელი დამცველი აქვს. მოსინს ჩათვალეთ, რომ დამცველი არ აქვს საერთოდ.

4. მაუზერს აქვს ორ რიგიანი კონდახში დამალული მჭიდი. მოსინს აქვს ერთ რიგიანი მჭიდი. ინტენსიური ექსპლუატაციის დროს ხშირია მოსინის მჭიდის თვითნებური გახსნა მაშინ როდესაც მაუზერის მჭიდი თავსახური გაცილებით უფრო ძლიერი კონსტრუქცია აქვს. მოკლედ რომ ვთქვათ კარ98კ-დან უფრო სწრაფად და კომფორტულად შესაძლებელია სროლა. განსაკუთრებით თუ მარცხენა მხრიდან ისვრით, როროგც მე.

5. იგივე წონის მიუხედავად, კარ98კ-ს უფრო გრძელი ლულა აქვს და უფრო მეტი მოდერნიზების პოტენციალი და უფრო ძლიერი ვაზნაც.

6. დამზადების ხარსხით კარ98კ ასევე ჯობია მოსინის შაშხანებს. ესთეტიკური თვალსაზრისით მე, როგორც იარაღის მფლობელს მინდა რომ მქონდეს არა დაღეჭილი და უხეში რკნის ნაგლეჯი არამედ ლამაზი და ხარისხიანად დამზადებული იარაღი. აბა რაში ვიხდი სიმწრით ნაშოვნ ფულს?

7. ჩემი დაკვირვებით კარ98კ-ს რესურსი გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე ნებისმიერი მოსინის შაშხანის. (ინტერნეტში არსებული მასალებზე დაყრდნობით)

8. ასევე ჩემი დაკვირვებით კარ98კ გაცილებით უფრო ნაკლებ მოვლას და ყურადღებას ითხოვს. ანუ ის ისე მალე არ იჟანგება როგორც მოსინი. მაუზერის საკეტი მოსინის საკეტისგან განსხვავებით ოქსიდირებულია და დაცულია ნესტისგ ზემოქმედებისგან. მოსინს პერიოდულად ჭირდება ჟანგისგან გაწმენდა.

ბოლო ორი პოზიცია პრინციპში ალბათ ძალზედ სუბიექტურია და მაგაზე კიდე შეიძლება კამათი. გადავიდეთ ორივე კონსტრუქციის მინუსებზე. ორივე იარაღს აქვს საკმაოდ მოუხერხებელი სამხედრო ტიპის სასხლეტები. ჩემი დაკვირვებით მოსინის სასხლეტები უკეთესია. მაგრამ განსვაბებით მოსინისგან ადვილად შეიძლება იყიდოთ სპორტული ტიპის ან სანადირო ტიპის სასხლეტები მაუზერისთვის და ასევე ადვილად დააყენოთ ის იარაღზე ყოველგვარი გადაკეთებების გარეშე. ორივე იარაღს აქვს ფოლადის "ზატილნიკები”. ზატილნიკის მოდიფიკაცია არის ის რაც ეგრევე უნდა გააკეთოთ ამ იარაღებზე. მოსინს მე ტყავის სქელი ნაჭერი გადავაკარი ხოლო მაუზერზე პირდაპირ ფოლადზე დავაწეპე რეზინის ბალიშები. ეფექტი იყო ძალიან თვალსაჩინო. თუ აქამდე მაუზერი ლამის ნახევარმეტრზე ვერტიკალურად ფანტავდა ტყვიებს და მიმტრევდა მხარს, ბალიშების დაყენების შემდეგ ის გახდა ლამის 1MOA სიზუსტის შაშხანა. საკამოდ შემცირდა უკუცემის გრძნობა. დაახლოებით იგივე ეფექტი მივიღე ტყავის გადაკვრით მოსინზე, უბრალოდ ზატილნიკის ფორმის ტყავის ნაჭერი ამოვჭერი და ზედ დავამაგრე იგივე ვინტებით რომლებითაც მაგრდებოდა ფოლადის ზატილნიკი. ორივე იარაღს აქვს საკმაოდ მარტივი და ალბათ მოუხერხებელი სამიზნე მოწყობილობები.მე ვისურვებდი ორივეზე მქონოდა დიოპტრები. თვალები დამისუსტდა და ამიტომაც მომეჩვენა რომ მოსინის მსხვილი სამიზნე მოწყობილობები უფრო მოსახერხებელია მაგრამ ზუსტი სროლისთვი მაუზერის სამკუთხედი მუშკა–ცელიკი უფრო ხელსაყრელია. საკმაოდ ძნელია მოარგო კარ98კ-ს ქამარი. ან უნდა დაუყენო ჩვეულებრივი ანტაბკები ან უნდა იწვალო. მოსინის ღვედები ყველგან იშოვება. მაუზერის ღვედები ან უნდა შეაკერინო ან შეუკვეთო. ან როგორც ინგლისრი სპეცრაზმს SAS–ში საერთოდ ღვედზე უარი თქვა. მოსინის მინუსი არის ის რომ შაშხანა ძალიან მძიმე გრძელი და მიუხერხებელია ხოლო კარაბინზე აყენია დასაკეცი ხიშტი, რომელიც საკმაოდ უაზრო კონსტრუქციისა და უკვე 1944 წელს მოძველებული იყო. თუ ხიშტი მოხსენი იარაღი ხელახლა მისასროლია. მაუზერს თითქმის იდეალური ზომა წონა აქვს და ზედემტი ნაწილები არ გააჩნია.

2b2fecc2e68a

მაუზერი და იმპროვიზირებული საყრდენი.

ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი – სროლა და ექსპლუატაცია. მაუზერი გამძლე და საიმედო. უნაკლო კონსტრუქცია. სუსტი წერტილების არ არსებობა. კონტროლირებადი მიწოდება. სადღაც 120 ვაზნამდე ვისროლე და ნოლი პრობლემა. ძალიან მოსახერხებელი. მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ძალიან სასიამოვნო სასროლია. ლამინირებული კონდახი მძიმეა მაგრამ საიმედოა. არ რეაგირებს კლიმატის ცვლილებაზე. ზეთით გაჟღენთილი ის იტანს ნაკაწრებს და დასველებას. ადვილად ხდება მისი აღდეგენა. მოსინი გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ შაშხანას სროლის მერე გადატენვისას ძვრებოდა საკეტი. ანუ კბილი მას არ იჭერდა და ის უკნა ბოლომდე გამოდიოდა. არა კონტროლირებადი მიწოდების გამო ერთი 4ჯერ 5ჯერ მოსინი გაიჭედა. ნასროლი მასრა არ ამოვარდა ბოლომდე ხოლო მეორე მის ქვეს შეძვრა და ორივე რესივერში გაიჭედა. ძალიან ბევრ მოსინზე და მათ შორის ორივე ჩემ შაშხანაში კონდახი არ იყო კარგად მორგებული, რის გამოც იყო პატარა ლუფტი. "სალნიკებმა” უშველა მხოლოდ შაშხანას. კარაბინში დამჭირდა დატეხილი ბრიტვის ფირფიტების ჩადება რომ ლუფრი გამქრალიყო. თუ არ მოუარე მუდმივად იჟანგება საკეტი. განსაუთრებით სახელური, რის გამოც იარაღი იძენს ნაცვეთ და ნახმარ გარეგნობას. ორივე იარაღს საგრძნობი უკუცემა აქვს და გასროლის მაღალი ხმა თუმცა გრძელი ლულის გამო მაუზერს ხმა მაინც ისეთი შემაწუხებელი არ აქვს, როგორც მოსინის კარაბინბს (600მმ მაუზერზე და 510მმ მოსინზე) . მოსინის შაშხანას ყველაზე ნაკლები ხმა და უკუცემა ქონდა. მიუხედავათ უფრო მოკლე ლულისა მოსინის კარაბინი იწონის იგივეს რაც უფრო გრძელლულიანი კარ98კ.

33aa9d1fa5841

მოსინმა გაჭედა

 პრაქტიკული სიზუსტე რატომ პრაქტიკული? იმიტომ რომ სროლა ხორციელდებოდა დაწოლილი მდგომარეობიდან საველე პირობებში. პრიმიტიული საყრდნების გამოყენებით. როგორც ომის დროს ;) . ორივე ტიპის შაშხანები შესაბამისი მოდიფიკაციების შემდეგ (რაც ზემოდ დავწერე) დამაკმაყოფილებელ სიზუსტეს აჩვენებდნენ. საუკეთესო გრუპა მაუზერიდან იყო 4 სმ. მოსინის კარაბინიდან 7-8 სმ. ტყავის სალნიკებმა მოსინს არ უშველა. გაფანტვა იყო ერთი ა4 ფურცლის სიგანე. მას მერე რაც თხელი ფოლადის ფირფიტები მოვათავსე გრუპები შემცირდა 7სმ-მდე. შაშხანის სიზუსტე არ მახსოვს. დიდიხნის წინ მქონდა. და რაიმე ჩანაწერები ან სურათები არ დამრჩა. ერთია რომ მაუზერი საგრძნობლად მაღლა ისვრის იმის გამო რომ თანამედროვე ვაზნები მეტ წნევას ანვითარებენ და მეტ საწყის სიჩქარეს აძლევენ ტყვიას. ამის გამოსწორება შეიძლება მხოლოდ უფრო მაღალი მუშკის დაყენებით რაც უკვე ნიშნავს ხელოსნის ჩარევას. მაგრამ სამაგიეროდ შეიძლება ჩაითვალოს, რომ სანადირო იარაღისთვის ასე უკეთესიც არის. 250 მეტრამდე მსხვილ ნადირს არ აცილებთ, ყოველგბარი ქორექტირების გარეშე.

f61b3abb7e411

მოსინის კარაბინით ნასროლი 100მეტრზე

როგორც იარაღი მე 100% დარწმუნებული ვარ, რომ კარ98კ ყველაფრით ჯობია მოსინის შაშხანას მაგრამ ვინაიდან კარ98კ ჩემ არსენალში შეცვალა მისმა "შვლიშვილმა” ჩზ550-მა ლოგკურია რომ სათრევი და გასართობი კარაბინის როლში მე მაქვს მოსინის კარაბინი. მიუხედავათ ყველაფრისა ის ისვრის, ისვრის კარგად და მე ვიცი რომ ის კარგ მდგომარეობაშია და მის საიმედოობაში მე ეჭვიარ მეპარება.

 909dec4ed09c1



წყარო: http://shooterscentral.ge/?p=45
კატეგორია: სტატიები სანადირო თოფებზე | დაამატა: bendeksi (22.11.2011) | ავტორი: shooterscentral.ge
ნანახია: 4180 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 fshavelo   (24.11.2011 00:51:38) [მასალა]
166 166 კარგია

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика