ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე [19]
აქ იხილავთ სტატიებს სანადირო აღჭურვილობაზე
სტატიები სანადირო თოფებზე [105]
სანადირო იარაღების პასპორტები (ტექნიკური მონაცემები) [6]
სტატიები მშვილდებსა და არბალეტებზე [0]
სტატიები დანებზე [5]
სტატიები ყველგანმავლებზე [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე » სტატიები სანადირო თოფებზე    

ყველაზე ძვირი და უნიკალური თოფები




   ცეცხლსასროლი იარაღი პირველად ჩინეთში, მე-10 საუკუნეში შექმნეს, მას ბამბუკის ლულა ჰქონდა და საკმაოდ სახიფათო იყო გამოყენებისას. სწორედ ეს ბამბუკისლულიანი არკებუზის წინაპარი მიიჩნევა ყველა ცეცხლსასროლი იარაღის პროტოტიპად. ევროპაში ცეცხლსასროლი იარაღი ბევრად გვიან, მე-14 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, სწორედ მაშინ დაიწყო საბრძოლო და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დიფერენცირება. საბრძოლო იარაღთან შედარებით, სანადირო თოფები ყოველთვის ბევრად უფრო დახვეწილი და მხატვრულად დამუშავებული იყო. ჯერ კიდევ შუა საუკუნეების მიწურულს დაედო საფუძველი სანადირო იარაღზე კვეთური გრავირებითა თუ სხვა ხერხებით ნადირობის სცენების გამოსახვას. დროთა განმავლობაში საიარაღო მხატვრობა დამოუკიდებელ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა, რამაც მეიარაღეობის ეს მიმართულება მხატვრული ხელოვნებისა და საინჟინრო გენიის სინთეზად აქცია, ყოველივე ამის შედეგად შეიქმნა ბევრი ულამაზესი საიარაღო მოდელი, რომელთა ღირებულება დროთა განმავლობაში მხოლოდ იზრდება.  გთავაზობთ დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სანადირო თოფების ხუთეულს.
1. VO FALCON EDITION VAPEN $820 000  ყველაზე უცნაური ამ იარაღში ის არის, რომ ტრადიციულად დანებისა და ხმლების დასამზადებელი ცნობილი „დამასკური“ ფოლადისაგან (damascene) არის დამზადებული, რომელსაც საკმაოდ ლამაზი, შრეებიანი ფაქტურა ახასიათებს. რვაკუთხა ლულა, გრეხილი კაკლისა და დამასკური ფოლადის ფაქტურების შეხამება, თანდართული ქორებისა და შევარდნების გამოსახულებიანი გრავიურები მართლაც საოცრად ლამაზს ხდის ამ შედევრს.სულ დაგეგმილია ამ სერიის 5 თოფის შექმნა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, მსურველები უკვე არსებობენ და სერიის სიმცირის გამო, ამ მოდელზე ფასის ზრდაა მოსალოდნელი.
2. შტუცერი HOLLAND AND HOLLAND $550 000   კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაკეთობა აშშ-ის 26-ე პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის სანადირო შტუცერია. შტუცერი 1908 წელს დაამზადეს და 56 გამოჩენილი მონადირის, მსროლელისა და პოლიტიკოსის სახელით საჩუქრად გადასცეს პრეზიდენტს.სწორედ ამ შტუცერით მიიღო მონაწილეობა თავის პირველ საფარიში პრეზიდენტმა. 1994 წლამდე შტუცერი პრეზიდენტის შთამომავლების ოჯახში ინახებოდა, შემდეგ მათ ეს უნიკალური იარაღი აუქციონზე გაიტანეს, სადაც რეკორდულ $550 000-ად გაიყიდა.
3. FABBRI OVER-UNDER $229 000   Fabbri-ის ეს მოდელი კომპანიის სხვა შედევრებისგანაც კი მკვეთრად გამორჩეულია როგორც გამოყენებული მასალებით და მხატვრული შესრულებით, ისე იმ ტექნოლოგიური პროცესებით, რასაც თოფი გადის შექმნის ეტაპებზე.მისი კონდახი მხოლოდ თურქული კაკლის იშვიათი მერქნის ნარჩევი ნაჭრებისაგან მზადდება, რომლებიც დამუშავებამდე შრობისა და გამოყვანის რამდენიმეწლიან ციკლს გადის. თოფის შექმნისას გამოიყენება ვაკუუმ-თერმული დამუშავების ძვირად ღირებული პროცესი.
4. PURDEY $195 000   კომპანია JamesPurdey 1887 წლიდან ამზადებდა შაშხანებსა და პისტოლეტებს თითქმის ყველა ევროპული სამეფო ოჯახის- თვის. ამ ლონდონური კომპანიის მიერ შეიქმნა უიშვიათესი საიარაღო ეგზემპლარები, რომელთა მფლობელები იყვნენ ჩარლზ დარვინი, დედოფალი ვიქტორია, საბჭოთა დიქტატორები ნიკიტა ხრუშჩოვი და ლეონიდ ბრეჟნევი. დღეს კი კომპანიის ყველაზე ცნობილ კლიენტებს შორის არის გაერთიანებული სამეფოს მემკვიდრე, პრინცი ჩარლზი. Purdey-ს ყველა ეგზემპლარი მხოლოდ შეკვეთით და მხოლოდ ხელით მზადდება.
5. ІVO FABBRI 12 $189 000   IVO Fabbri 12G – ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. ის სრულად ხელით მზადდება, ამასთან ხელით მზადდება არა მხოლოდ თოფი, არამედ მისი შესანახი კოლოფიც, რომელიც ასევე შედევრია. კლიენტს აქვს საშუალება, თავად მიიღოს მონაწილეობა შეკვეთილი თოფის შექმნაში, რაც თოფის დიზაინისა და გამოყენებული მასალების არჩევაში მონაწილეობით გამოიხატება.
IVO Fabbri 12G-ის ბედნიერი მფლობელები, სხვათა შორის, არიან კინორეჟისორი სტივენ სპილბერგი და ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი.



კობა ნაროუშვილი  | რეიტინგი |  მარ, 14, 2016


წყარო: http://forbes.ge/news/1226/yvelaze-Zviri-da-unikaluri-Tofebi
კატეგორია: სტატიები სანადირო თოფებზე | დაამატა: ზურა333 (15.03.2016)
ნანახია: 4261 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/4

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 levanioo1   (19.06.2016 23:41:18) [მასალა]
167 არც ისე ძვირია 10

0   Spam
2 jondovichi   (31.05.2016 21:38:26) [მასალა]
48 48 48 48 48

0   Spam
1 zaza123   (22.04.2016 16:37:18) [მასალა]
აუ რა იარაგებია?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика