ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე [19]
აქ იხილავთ სტატიებს სანადირო აღჭურვილობაზე
სტატიები სანადირო თოფებზე [105]
სანადირო იარაღების პასპორტები (ტექნიკური მონაცემები) [6]
სტატიები მშვილდებსა და არბალეტებზე [0]
სტატიები დანებზე [5]
სტატიები ყველგანმავლებზე [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე » სტატიები სანადირო თოფებზე    

Simson & Со, Suhl

სიმსონები და ზული(ეს უკანასკნელი ქალაქია) არიან გერმანიის მრეწველობის ისტორიის განუყოფელი ნაწილები.
თუმცა უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ სწორედ სიმსონების წყალობით მოიპოვა ქალაქმა მსოფლიო დიდება.
ამ გვარის პირველი წარმომადგენელი ზულში გამოჩნდა 1766 წელს. ის გახლდათ ებრაელი ვაჭარი. მისმა შთამომავლებმა: ლიოვმა და მოზესმა 1856 წელს იყიდეს ფაბრიკა, რითაც საფუძველი ჩაუყარეს იარაღის მწარმოებელი მომავალი ქარხნების არსებობას.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ებრაულიდან გვარი ჟღერს როგორც ,,სიმსონი”, ხოლო შემდგომი გაგერმანელების შედეგად მათი ნაწარმი იწოდებოდა ,,ზიმსონებად”(ამიტომ იარაღთან მიმართებაში მოვიხსენიებთ, როგორც ზიმსონს, ხოლო გვართან, როგორც სიმსონს)
საფრანგეთ-რუსეთის ომის დამთავრების მერე, რამდენიმე წლით ევროპაში ,,სიჩუმემ” დაისადგურა და საბრძოლო იარაღზე შედარებით იკლო მოთხოვნამ. 1880 წლიდან ზულში უპირატესობა სანადირო იარაღის წარმოებას მიენიჭა. 1890 წლიდან დაიწყო პირველი ორლულიანების წარმოება მარკით SIMSON.
1896 წელს ერთ-ერთმა სიმსონმა იყიდა მეზობელი ფაბრიკა და დაიწყო ველოსიპედების გამოშვება. საუკუნეების მიჯნაზე სიმსონების ოჯახების საწარმოებში დასაქმებული იყო 1200 ადამიანი, გაცილებით მეტი ვიდრე სხვა ფირმებში. 1908-1934 წლებში ამ დიდი გვარის ერთ-ერთ ქარხანაში გამოშვებული იყო მსუბუქი მანქანები.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვერსალის ხელშეკრულებით გერმანიას აკრძალული ჰქონდა სამხედრო პროდუქციის წარმოება_ გამონაკლისი დაუშვეს მხოლოდ SIMSON & Co-თვის. 1924-1927 წლებში ამ კონცერნის სასაქონლო ბრუნვა გაიზარდა 7 მლნ გერმანული მარკიდან 20მლნ გერმანულ მარკამდე(იმ დროში ეს ფანტასტიური თანხები იყო).
წარმატებებმა კონკურენტების შური გამოიწვია. არსებობს არქივებში დაცული რამდენიმე საჩივარი-დასმენა, რომლებიც ბარდებოდა გესტაპოს.
1934 წელს არტურ სიმსონის მიმართ წარდგენილი იქნა ოფიციალური ბრალდება, თითქოს ის ძალიან მაღალი ფასებით აწვდიდა პროდუქციას რეიხსვერს, რის უკანაც სახელმწიფოს ინტერესი იდგა სიმსონებისათვის ქარხნების ჩამორთმევის თაობაზე. 1935 წლის ნოემბერში სიმსონმა გესტაპოს თანდასწრებით ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ზულის ქარხანა გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში. ოჯახი კი წავიდა ჯერ შვეიცარიაში, იქედან ლონდონში, შემდეგ კი ამერიკაში.
უკვე განსახელმწიფოებულ კონცერნს დაარქვეს BSW, რომელიც 1936 წლის ივნისში გადასცეს ვილჰემ ჰუსტლოვს და ეწოდა Gustloff-Werke. მიუხედავად ამ რეორგანიზაციებისა საწარმო უშვებდა მაღალი ხარისხის ორლულიანებს მარკით SIMSON & Co. SUHL;
1945 წლიდან ქარხანა გადადის საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციის მმართველობაში და კვლავ იცლის სახელს SIMSON 7 Co. S.A.G. AWTOWELO SUHL -ად.
1968 წლიდან სანადირო თოფების წარმოება შეწყვიტეს, მაგრამ სავაჭრო მარკა SIMSON შეინარჩუნეს(ველოსიპედებში). 1969 წელს თოფების წარმოების უფლება მარკითურთ გადასცეს VEB Fahrzeug – und.
1990 წელს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ VEB Fahrzeug – und Jagdwaffenwerk Ernst Thalmann Suhl აგრძელებს სპორტული იარაღის წარმოებას მარკით SIMSON. ბოლოს 1993 წლის 6 სექტემბრიდან Suhler Jagd – und Sportwaffen GmbH-ის გამოჩენასთან ერთად სავაჭრო ნიშანი SIMSON იარაღიდან ქრება.
აქედან გამომდინარე სავაჭრო მარკით SIMSON თოფებს უშვებდნენ ასი წელი, თუმცა 1969 წლიდან 1993 წლამდე მას ჰქონდა მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა(წარწერას ცნობილ ფირმა Simson & Co Suhl-თან არაფერი საერთო არ ჰქონია ამ 24 წელიწადში).
ამ მარკით 100 წელიწადში გამოშვებულია ათასობით და ათიათასობით: სანადირო და სპორტული, ჩახმახიანი და უჩახმახო, გლუვი და შტუცერი, ვერტიკალურები და ჰორიზონტალურები, კარაბინები, სამლულიანები და ოთხლულიანები.
1906 წელს ფირმის ოსტატმა ფრანც იეგერმა დააპატენტა კალაპოტის ახალი კონსტრუქცია. ამ კონსტრუქციით რამდენიმე მოდიფიკაცია იქნა გამოშვებული. შემდეგში კონსტრუქცია გადამუშავებული და გაუმჯობესებული იქნა.
ახალი კონსტრუქციის თავისებურება შემდეგში მდგომარეობდა: თოფის გადახსნა დაკეტვისას საბრძოლო ზამბარა არ იძაბება. ,,შეყენება” და ,,მოხსნა” ხელით ხდება საკეტი ბერკეტით. ამ ტიპის თოფებს Simson Superleicht უწოდეს

Simson Superleicht
IPB-ს სურათი

Simson Superleicht
IPB-ს სურათი

გლუვლულიანი 20/76, ხრახნილლულიანი – .22 Hornet, .223 Rem., 5.6x50RM, 5.6x52R მოდელი SL-II – 6.5x62R Fmres,.243 Win., 6.5x57R, 6.5x65R, 7x57R, 7x65R, .308 Win., .30-06 Spr., .30R Blaser, 8×57 IRS, 8x76RS, 9.3x74R. 4 ; წონა 2,3-2,8 კგ; სიგრძე 115-120 სმ; ლულის სიგრძე 66-71 სმ; ექსტრაქტორზე; ლულათა შევიწროება სურვილისამებრ; გააჩნია სამაგრი ოპტიკისათვის; კონდახი კაკლის;

ზიმსონის მოდელების უმეტესობა შექმნილია 1920-1940 წლებში. ომამდელი პერიოდის ნაკეთობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი.
მეორე მსოფლიო ომამდე ამ ფირმის თოფების ექსპორტი საბჭოთა კავშირში არ ხდებოდა. მხოლოდ საბჭოთა სამხედროებს შემოჰქონდათ ტროფეების სახით. 1947 წელს რუსებმა გააკეთეს პირველი იმპორტი და ამ თოფების ხარისხი თითქმის არ ჩამოუვარდებოდა ადრინდელებს.
1946 წლის იანვრიდან რეპატრიაციის  სახით საბჭოეთში შემოდის 13,5 ათასი ორლულიანი თოფი.
1955 წლიდან აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა კავშირს შეაქვს 50А მარკის ფოლადი და მისგან გაკეთებულ თოფებს შესაბამისად დამღავენ ოთხი რგოლით.
1963 წლიდან საბჭოეთში ექსპორტი შეწყდა, თუმცა ფირმა აგრძელებდა წარმოებას შიდა ბაზრისათვის.

თავის შიდაჩახმახებიან თოფებზე ფირმა აყენებდა 5 ტიპის სასხლეტ-დამცემ მექანიზმს:ა),,ზიმსონი და დილი”, ზემოთა ბერკეტით, ორფრთიანი ზამბარით, ბ),,ბლიცი” გ) ,,ჰოლანდ-ჰოლანის”, დ) გვერდითა V-სებური და ე) მთლიანი ნემსათი(ჩაქუჩი და ნემსა ერთიანი).

ზიმსონი უკვე დიდი ხანია რეკლამას არ საჭიროებს. მისი სასტენდოები უკვე დიდი ხანია კოლექციონერების ძიების საგნებია. მათი ფასები აუქციონებზე 1500დოლარიდან იწყება.



წყარო: http://www.monadire.info/simson-%D1%81%D0%BE-suhl/
კატეგორია: სტატიები სანადირო თოფებზე | დაამატა: giohunt1982 (18.01.2013)
ნანახია: 2718 | კომენტარი: 16 | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 16
0   Spam
16 bagdacki   (06.01.2015 11:25:05) [მასალა]
http://www.mymarket.ge/product....e_num=1 ამ თოფზე რა აზრის ხართ შეგიძლიათ რო გამიზიაროთ თქვენი აზრი

0   Spam
14 mamalixarazuli   (23.01.2014 21:29:47) [მასალა]
http://www.bazieri.ge/forum/110-747-2 აქ შემოიხედეთ giorgito ბატონო... აქ ვიმსჯელოთ ზიმსონის "ნაკლზე" და გერმანულ "უზუსტობაზე" ...

-1   Spam
15 giorgito   (23.01.2014 21:49:03) [მასალა]
შემოვიხედე ბატონო და ვიმსჯელოთ აბა.დავიწყოთ.დაიწყეთ გისმენთ ყურადღებით

0   Spam
12 maxo777   (23.01.2014 20:41:56) [მასალა]
ამაზე გერმანული თოფის თემაში ვილაპარაკოთ,ძალიან გაგვიგრძელდა აქქ.გიორგიტო თქვენ რა თოფი გაქვთ

-1   Spam
13 giorgito   (23.01.2014 21:14:09) [მასალა]
მე საბჭოთა დროინდელი იჟ–27–ი მაქვს(ისე შეგიძლიათ იჟ–27–იც აკრიტიკოთ თუ დაასაბუთებთ რათქმაუნდა)

0   Spam
8 maxo777   (23.01.2014 17:05:42) [მასალა]
აბა აბა.არ ვიცოდე მაინც რა არის,ან სჰენ ან მე

0   Spam
7 mamalixarazuli   (23.01.2014 16:45:15) [მასალა]
giorgito 23 .

ამას ნეტა თემაში "გერმანული თოფი" ვერ გადავიტანთ, თავისი ავტორებითურთ 25 მიყვარს კრიტიკა 23 მახო არ გაგვიბანძეს თოფებიი ბრაატ 36_1_69 AllSmail133

0   Spam
9 giorgito   (23.01.2014 20:11:54) [მასალა]
მე სიმართლეს ვწერ და თუ ეს სიმართლე ვინმეს სანადირო თოფს აბანძებს ამაში დამნაშავედ მხოლოდ სიმართლე შეგიძლიათ იგულოთ(ისე მთლად სიმართლეც კი არ არის დამნაშავე რა ქნას მანაც ხომ უნდა თქვას თავისი სიტყვა,ნაკლოვანებებზე თვალს ხომ არ დახუჭავს–პატივისცემით

0   Spam
6 maxo777   (23.01.2014 13:20:43) [მასალა]
სიმსონზე თუ გინდა რო საფანტი კარგად გაშალოს 30-32 გრამი უნდა იხმარო,მეტი არაა საჭირო.ამსიგრძე ლულები აქვს და მწყერზე მშვენივრად ვნადირობ,აცელებიც ბევრია მაგრამ სჰედეგი საბოლოოდ მშვენიერიი.ხოოო ჩემი ფილთა კნოპკაზეა,. 39 39 39

-1   Spam
11 giorgito   (23.01.2014 20:26:57) [მასალა]
მე რამდენი უარყოფითიც ვიცი ზიმსონზე იმდენივე დადებითის თქმაც შემიძლია.უბრალოდ ეს არის რომ ნაკლოვანებებზე ვწერ ძირითადად თორემ თუ სურვილი გექნებათ შემიძლია დადებითიც დავწერო ამა თუ იმ სანადირო თოფზე ოღონდ მხოლოდ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე და არა ვიღაცის ნალაპარაკიდან.

0   Spam
5 maxo777   (23.01.2014 13:18:03) [მასალა]
ერთ რამეში დაგეთანხმებით რო რთული მოსარგები კონდახი აქვს და დიდხანს ვერ ძლებს.მაგრამ თუ 32 გრამზე მეტს არ დატენი და ესე იხმარ არაფერი მოუვა კონდახს.მე ჩემი სიმსონით ძალიან კმაყოფილი ვარ,ჭრა და მიტანა აქვს ძალიან მაგარი.ჩემი თოფი 60 წლისაა და ერთ რაკოვინას ვერ უპოვი,კონდახი ცუდ მდგომარეობაშია მაგრამ მუშაობს და იმუშავებს 3 წელი მაინც.უღალატო თოფია,. gimili

-1   Spam
10 giorgito   (23.01.2014 20:20:27) [მასალა]
კმაყოფილი იქნებით თქვენი ზიმსონით,რადგან მე ვინც მინახავს ზოგადად სანადირო თოფის მფლობელი იშვიათად თუ იყო ვინმე თავის თოფით უკმაყოფილო...(ყველა თავის თოფს აქებს რასაკვირველია)ისე რაც შეეხება მიტანას წესით კაი მიტანა უნდა ქონდეს გრძელი ლულის გამო, მაგრამ მინახავს ისეთი ზიმსონებიც,რომლებსაც ლულა ძალიან გრძელიც ჰქონდატ მაგრამ მიტანა და ჭრა ისეთი სლაბი რომ(სოციალურ აგენტს რომ ენახა აუცილებლად სოციალურად დაუცველის სტატუს მიანიჭებდა)ეს რათქმაუნდა ხუმრობით.

0   Spam
4 giorgito   (23.01.2014 01:23:23) [მასალა]
მე პირადად მქონდა ზიმსონი,თუმცა მოარულ ხმებს თავი უნდა დავანებოთ და პრაქტიკას შევხედოთ, პრაქტიკა კი სულ სხვას მეტყველებს:პრაქტიკა კი მეტყველებს რომ გაერთიანებული ნემსა და ჩახმახი არის თოფის დიდი მინუსი რადგან თუ ნემსი დაზიანდა რისი შანსიც ძველ თოფებზე არის საგრძნობლად დიდი ასეთ შემთხვევაში დაზიანებული ნემსის გამოცვლას ვერ ახერხებს თოფის მეპატრონე რადგან მან ჩახმახიანად უნდა გამოცვალოს იგი რაც ნამდვილად დიდ პრობლემას წარმოადგენს.მეორე ეს არის ზიმსონის კონდახის მორგება მექანიზმზე,მართალია კონდახი ხელში კარგად ჯდება მაგრამ გამძლეობით ეს კონდახი არის დაახლოებით ისეთი როგორიც ტოზ–34–ისა და უფრო მეტიც ტოზ–34–ზე უფრო სუსტიც,(კონდახის მექანიზმზე მორგება ისეთივე რომ ჰქონოდა ზიმსონს როგორიც აქვს იჟ–58–ს ეს მის კონდახისსიცოცხლისუნარიანობას ბევრად უფრო გაზრდიდა)შემდეგ პრობლემას წარმოადგენს ზიმსონის ვესებური მშვილდი რომელიც დროთა განმავლობაში ჯდება და ვეღარ ახერხებს ჟივილოს ან ეზალის გასკვდომას.ასევე გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს შეყენებული ჩახმახების ვერ დაშვება(ალბათ იცით რომ ზიმსონის ძველ მოდელებს შეყენებული ჩახმახების დაშვების უნარი არ გააჩნია რაც ნაკლებად სასიამოვნოა)ყველაფერ ამ ნაკლოვანებებიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ მივალთ იმ დასკვნამდის რომ ზიმსონის თოფი არის ჩვეულებრივი და არა რაღაც განსაკუთრებული, რომლითაც შეიძლება რომ აღფრთოვანდეს ადამიანი(ამ თოფით იმდენი აღფრთოვანებული ადამიანი მინახავს რომ მაგას რა მოთვლის არადა სულ ტყუილად ერთი უბრალო თოფია რომელიც თავის დროზე ალბათ ნორმალურ სანადირო იარაღს წარმოადგენდა დღეს კი იგი თანამედროვე გამოწვევებს საერთოდ ვერ აკმაყოფილებს)

0   Spam
3 cheisi   (23.11.2013 21:45:28) [მასალა]
მამაჩემს აქვს ) 23

0   Spam
1 mamalixarazuli   (20.01.2013 12:24:43) [მასალა]
giohunt1982 საინტერესო იმფორმაციაა და თუ შეიძლება ამის გადატანა თემაში "გერმანული თოფი" ?

0   Spam
2 giohunt1982   (21.01.2013 10:38:23) [მასალა]
გადავიტან, მგონი რომ არაფერს დავაშავებთ.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 11
    სტუმარი: 11
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика