ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები მავნებელ ცხოველებზე [5]
სტატიები მგლებზე [16]
სტატიები ტურებზე [2]
სტატიები მავნებელ ფრინველებზე [5]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მავნებელ ცხოველებზე » სტატიები მგლებზე    

ან მგელი შეგჭამთ, ან მგლისფერი ძაღლი
ან მგელი შეგჭამთ, ან მგლისფერი ძაღლი

«თუ ნადირი თავს ესხმის სოფელს, ვისაც სანადირო თოფი აქვს, უფლებას ვაძლევთ მოიგერიოს მტაცებელი»


ცოტა ხნის წინ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ფიროსმანში მოსახლეობაზე მგლების თავდასხმა კინაღამ საბედისწეროდ დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, 30-მდე მტაცებელი სოფელში შეიჭრა და პირუტყვი დაგლიჯა. მგლები თავს დაესხნენ ქალს, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა ყელის გამოღადვრას. დაკბენილი 15 წუთს ებრძოდა ნადირს, რომელიც ცოფიანი აღმოჩნდა. გლეხები მგლების მორიგი შემოტევის შიშით ღამეებს თეთრად ათენებენ. შესაძლოა, ეს ამბავი მალე სენსაციური აღმოჩენის საფუძველი გახდეს. გაჩნდა ეჭვი, რომ სოფელს მგლები კი არა, გაველურებული ძაღლები, ან მგლისა და ძაღლის ნაჯვარის - მგელძაღლის ხროვა დაესხა თავს.

«კვირის პალიტრა» ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროსგან შეეცადა გაერკვია, რამ გამოიწვია მტაცებელთა ასეთი სასტიკი თავდასხმა მოსახლეობაზე. აღნიშნულ უწყებაში ჯერჯერობით ამ კითხვას ვერ უპასუხეს და მგლების გააქტიურების მხოლოდ ზოგად მიზეზებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ტყეში ჩლიქოსნების შემცირებამ მტაცებელს დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმისკენ უბიძგა. ტყეში ჩლიქოსნების შემცირების უმთავრეს მიზეზად ბრაკონიერობას ასახელებენ. ბიოლოგების ერთი ნაწილი კი დღემდე კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი ისევ მგლები, მათ შორის, საგანგებოდ მოშენებული წითელი მგლები არიან. ბიოლოგების - ტარიელ კაპანაძისა და ალექსი არაბულის თქმით, რამდენიმე წლის წინ საქართველოში ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ «ნაკრესმა» უცხოური გრანტების მეშვეობით შემოიყვანა და გაამრავლა წითელი მგელი, რომელიც თურმე დაბალი ფეხებისა და მოქნილი სახსრების წყალობით ჯიხვსა და ნიამორს დასდევს კლდეებში. საინტერესოა, როგორ უნდა დაიცვას ხალხმა თავი გაავებული მტაცებლისგან, რომლის მოკვლაზეც სახელმწიფოსგან ჯარიმაა დაწესებული. არადა, მგლების მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი საგანგაშოა. ვანის რაიონის მხოლოდ 4 სოფელში მგლებმა 161 სული ძროხა, თხა და ღორი შეჭამეს. ასეთი ზარალის მიყენება ერთბაშად მხოლოდ ჭირს ან სხვა რაიმე საშიშ სენს თუ შეუძლია. 2004 წლის დეკემბერში დუშეთის რაიონის სოფელ გუდრუხში მგელმა რამდენიმე კაცი დაგლიჯა. 2005 წლის აგვისტოში მტაცებელს გრემისხეველი 12 წლის გიორგი ბადაგაძე ემსხვერპლა.

2007 წელს მგლებმა ქართლის პატარა სოფელ იმერხევის მცხოვრებლები დააწიოკეს. შარშან კი, სოფელ გვერძინეთში მინდორზე მობალახე პირუტყვისკენ არც გაუხედავს, ხის ძირში წამოწოლილ მწყემსს ეცა გაცოფებული მგელი და დაკბინა...

ტარიელ კაპანაძე: - ის, რაც ჩვენში მგელთან დაკავშირებით ხდება, გარემოს დაცვის სამინისტროს «დამსახურებაა». 2003 წლის იანვარში, გარემოს დაცვის მაშინდელ მინისტრს ნინო ჩხობაძეს გაეგზავნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების საგანგებო კომისიის დასკვნა, სადაც დასაბუთებული იყო, რომ უნდა შექმნილიყო ბოლო ორ წელიწადში მგლის მიერ მიყენებული ზარალის, ასევე ჩლიქოსან გარეულ ცხოველთა და მგლის რიცხოვნობის დამდგენი კომისიები. დასაშვებ ფარგლებზე გადამეტების შემთხვევაში, უნდა მომხდარიყო მგლის რიცხოვნობის რეგულირება, გაუქმებულიყო მგლის მოკვლისთვის ნებართვის ლიცენზიის აღების აუცილებლობა, მისი უნებართვოდ მოკვლისთვის ჯარიმა და მოსახლეობისთვის სანადირო იარაღის ჩამორთმევა. მუშაობაში მონაწილებოდნენ აკადემიკოსები, მაგრამ ნინო ჩხობაძემ მათი მოთხოვნა აინუნშიც არ ჩააგდო. არასამთავრობო ორგანიზაცია «ნაკრესის» ხელმძღვანელები დაიყენა ექსპერტებად და მათი დასკვნების საფუძველზე ბრძოლა კი არ დაიწყო, არამედ ფაქტობრივად საგანგებო კონტროლზე აიყვანა მგლების დაცვა და ამით საფრთხე შეუქმნა მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქონებას. უცნობია, რა ინტერესები ამოძრავებდათ შვეიცარიელებს, «ნაკრესის» მამოძრავებელი სტიმული კი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ფული, რადგან საქართველოში ისედაც მომრავლებულ მგლებს იმ წლებში დასაცავი და გადასარჩენი არაფერი ჰქონდა.

ალექსი არაბული: - 2008 წლის 5 მარტს, როგორც იქნა, სამინისტრომ მიიღო ბრძანება ¹247, გარეულ ცხოველთა რიცხოვნობის რეგულირების შესახებ, მაგრამ დებულების თანახმად, შექმნილია მგლებთან ბრძოლის უკიდურესად ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც პრობლემას ვერ გადაჭრის.

სამინისტრო ფიქრობს, რომ თითო-ოროლა მგლის მოკვლით აღადგენს დარღვეულ ეკოლოგიურ წონასწორობას, რაც აბსურდია.

ოთარ ლომთაძე: - ლაგოდეხის ნაკრძალის დირექტორის მოადგილის გიორგი მამუკელაშვილის განცხადებით, გასულ ზამთარს, მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალში მგლებმა შეჭამეს 145 ირემი და 28 შველი. ზარალი სინამდვილეში ერთიორად მეტია, რადგან მსხვერპლის აღრიცხვას ვახერხებთ მხოლოდ გზებსა და ბილიკებზე. ამასთან, ვერ აღვრიცხავთ გაზაფხულზე ნუკრების განადგურების ფაქტებს. თითო-ოროლა მგლის ლიკვიდაციით კი საქმეს არ ეშველება და იქამდე მივალთ, რომ მალე სასარგებლო გარეული ცხოველებიც აღარ გვეყოლება. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ეკოლოგიური წონასწორობის აღსადგენად და ხალხისთვის ხიფათის ასაცილებლად მინიმუმ ათასი მგელი მაინც უნდა გაანადგურონ.

ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სამინისტროში კაპანაძის, არაბულის და ლომთაძის დასკვნას მიუღებლად აღიქვამენ და მიაჩნიათ, რომ მათი მოწოდება მგლების დაუზოგავად დახოცვისკენ არის მიმართული.

ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნონა ხელაია: - თუკი ნებისმიერი გარეული ცხოველი თავს ესხმის მოსახლეობას ან აზიანებს მათ ქონებას, ნებადართულია განხორციელდეს მისი გარემოდან ამოღება: ანუ ფაქტზე თუ წავასწრებთ მგელს, მაჩვს, დათვს ან სხვა მტაცებელს, უფლება გვაქვს, მოვკლათ. ბრაკონიერობის შემთხვევები რომ გამოირიცხოს, გლეხი ან ის, ვინც მტაცებელს ფაქტზე წაასწრებს და მოკლავს, უნდა დაუკავშირდეს გარემოს დაცვის ინსპექციას. წარმომადგენელი მოვა, ნახავს მოკლულ ცხოველს და შეადგენს აქტს, რის შემდეგაც ცხოველი უნდა განადგურდეს, დაიმარხოს ან დაიწვას. თუ გლეხი ვერ დაუკავშირდა გარემოს დაცვის ინსპექციას, მაშინ მიმართავს ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოს და იქიდან შეატყობინებენ გარემოს დაცვის ინსპექციას.

- რა ვქნა, თუ მტაცებლის ფაქტზე დაჭერას ვერ ვახერხებ, არადა, ჩემი ფერმა გაანადგურა?

- მაშინ მიმართეთ გამგეობას, ის კი ჩვენს სამინისტროს მომართავს განცხადებით. შესაბამისად, შევარჩევთ ექსპერტს, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება. იგი ჩავა შემთხვევის ადგილზე, შეისწავლის სიტუაციას, დაადგენს, რა ცხოველია მტაცებელი, როგორი რეგულირების ღონისძიებაა საჭირო. დასკვნას წარმოგვიდგენს, რის საფუძველზეც სამინისტრო გამოსცემს ბრძანებას და ხელშეკრულებას წარუდგენს გამგეობას, რათა მან განახორციელოს გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება.

- რა დრო სჭირდება მთელ ამ პროცესს?

- საშუალოდ, ორი კვირა მაინც. ასეთი მექანიზმის განხორციელების გარდა, სხვა გზა არ გვაქვს. სხვანაირად როგორ ვიტყვით, რომელ მტაცებელთან გვაქვს საქმე? მგელია თუ სხვა. სოფელ ფიროსმანის შემთხვევაშიც ეჭვი გვაქვს, რომ თავდამსხმელი არ იყო მგელი და იყო გაველურებული ძაღლი ან მგლისა და ძაღლის ნაჯვარი. ეს უფრო ცუდია მოსახლეობისთვის, რადგან მათ ადამიანების არ ეშინიათ და იოლად ესხმიან თავს. თუ დამტკიცდება, რომ თავდამსხმელი მგელი კი არა, მგელძაღლი ან გაველურებული ძაღლია, მაშინ ჩასაფრებით უნდა დაიხოცონ ისინი.

- სანამ გამოიკვლევთ, რასთან გვაქვს საქმე, რა ქნას ხალხმა?

- ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს გამგეობასთან, სადაც უკვე იციან, რომ თავდასხმის შემთხვევაში ნებისმიერი ოდენობით შეუძლიათ დახოცონ მტაცებლები. მაგრამ იმის გამო, რომ მგელძაღლი ძალიან ჰგავს ძაღლს, მოსახლეობა ვერ არჩევს ერთმანეთისგან. ამიტომაც საჭიროა ექსპერტმა შეისწავლოს ეს საკითხი.

- ერთი ეგზემპლარი ხომ ამოიღეს ფიროსმანში, რომელიც ოფიციალური განცხადების თანახმად, ცოფიანი ყოფილა. მაშინ ვერ მიხვდნენ რა იყო, - მგელი თუ მგელძაღლი?

- სანამ ჩვენამდე წერილი მოვიდოდა და სამინისტრო გაიგებდა ამ ფაქტს, ლაბორატორიამ მანამდე დაადგინა ცოფის შემთხვევა და ის ეგზემპლარი გაანადგურეს. ახლა ჩვენი ექსპერტი ცდილობს, გენეტიკური ანალიზი ჩაუტარდეს იმ ეგზემპლარს და დადგინდეს, მართლა მგელი იყო თუ არა. ამისათვის უნდა ამოითხაროს განადგურებული ცხოველის ჩამარხული ნაწილი. ასეთია რეგულირების მექანიზმი. მანამდე კი მოსახლეობას სანადირო თოფები აქვს და არ გაუჭირდებათ მტაცებლის მოგერიება. ჩვენ ამის უფლებას ვაძლევთ მათ, თუ ნადირი თავს ესხმის სოფელს.

- თუ ფიროსმანში მოკლული მხეცი ცოფიანი იყო, დანარჩენებიც ხომ ცოფიანები უნდა ყოფილიყო...

- ცოფიანი ნადირი ათ დღეში კვდება. ამიტომაც მტაცებლები უკვე უნდა დახოცილიყვნენ. გამგეობა გაფრთხილებული გვყავს, თუ სადმე დაცემულ ნადირს ნახავენ, აუცილებლად გამოდმოგვიგზავნონ ექსპერტიზისთვის.

- ბოლო დროს ხშირად მოგმართავთ მგლისგან შეწუხებული მოსახლეობა?

- ხშირია გამგეობებიდან მომართვები. ექსპერტიზის დასკვნებიც უკვე მიღებული გვაქვს. ჯერჯერობით მხოლოდ ჩოხატაურის რაიონის გამგეობასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, სადაც უნდა დახოცონ მგლები. ჩოხატაურში ძალიან მძიმე შემთხვევა იყო. დასახლებასთან ახლოს არის გაველურებული ჩაის პლანტაციები, რომელიც ტყეს ეკვრის. ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ამ პლანტაციებში მგლებს გვირაბები აქვთ მოწყობილი. მგელი ძალზე ჭკვიანი ცხოველია. იოლად მოდის გვირაბების საშუალებით, უსაფრდება და თავს ესხმის შინაურ ცხოველებს. კი მივეცით 12 მგლის მოკვლის უფლება, მაგრამ ჯერ კიდევ დასადგენია, რამდენად გადაჭრის ეს პროცესი პრობლემას. აუცილებელია, ჩაის პლანტაციაც გაიკაფოს.

პ.ს. ფაქტია, სანამ მგლებს მგლური კანონები გასდით, მგლობენ... ჩვენს ქვეყანაში მტაცებლის ეს სახეობა იმ იშვიათ ცოცხალ არსებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის «უფლებებიც» მყარად არის დაცული! იმდენად მყარად, რომ ადამიანებს შესაძლოა, შეგვშურდეს კიდეც მათი.

ეკა ლომიძე

22 თებერვალი, 2009 წ.


წყარო:
კატეგორია: სტატიები მგლებზე | დაამატა: a11201 (12.04.2011)
ნანახია: 2405 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 3.3/3

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 sergo   (16.04.2011 01:29:57) [მასალა]
კაი იყო სოსო 10

0   Spam
2 soso73   (15.04.2011 19:04:35) [მასალა]
ერთი ესენი მანახვა მგელთან ბუნებაში შეხვედრილები.

0   Spam
1 vaxo_vaxo   (15.04.2011 17:21:32) [მასალა]
ამათი დედავატირე რათ უნდათ ამდენი მგელი რა გახდა რო დაარეგულირონ მგლების რაოდენობა 25 25 25

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика