ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები მავნებელ ცხოველებზე [5]
სტატიები მგლებზე [16]
სტატიები ტურებზე [2]
სტატიები მავნებელ ფრინველებზე [5]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მავნებელ ცხოველებზე » სტატიები მგლებზე    

"წითელი მგლები" ჩვენი სიცოცხლის სანაცვლოდ
                                        "წითელი მგლები" ჩვენი სიცოცხლის სანაცვლოდ

29.01.2011
[ავთო მირიანაშვილი]

საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, მათ შორის კახეთის სოფლებში, მგლების თავდასხმები მოხშირდა. როგორც ცნობილია, ერთერთი გახმაურებული ინცინდენტი სიღნაღში, კერძოდ, სოფელ საქობოში გასულ წელს მოხდა. მაშინ მგლებმა 26 წლის გია კაკაშვილი სასიკვდილოდ დაგლიჯეს. მას შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. "პრესა.ჯი" ამ საკითხზე ადრეც წერდა. მოსახლეობა ხელისუფლებისაგან შველას ითხოვს. თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ.

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, სიღნაღის რაიონში კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. მაგალითად, ორი დღის წინ, მგლები სოფელ ნუკრიანში, ძროხების ფერმას დაესხნენ თავს. როგორც ამბობენ, ამ მტაცებელი ცხოველის ასეთი მასიური იერიშების ერთერთი მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილი მგლის ახალი ჯიშია, რომელიც განსხვავებული თვისებებით გამოირჩევა.

სპეციალისტები პასუხისმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციებს და ხელისუფლებას აკისრებენ, არასამთავრობოებს შეუსწავლელი პროექტების განხორციელების, ხოლო ხელისუფლებას ახალი ჯიშის მგლების შემოყვანის შემდეგ მიღებული კანონების გამო, რომლის მიხედვითაც მგლის მოკვლაზე გადამეტებულად მკაცრი სასჯელია დაწესებული.

ეჭვებზე და მომხდარ ფაქტებზე დაყრდნობით, მოსახლეობა გამოძიების დაწყებასაც ითხოვს. ხალხს აინტერესებს, გაირკვეს ინფორმაცია იმ ორგანიზაციების შესახებ, ვისაც მგლების შემოყვანა ბრალდება და შემდგომ პასუხი მოეთხოვოს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, ვინც ლობირებდა კანონს, რომელმაც მოსახლეობას და ქვეყანას დიდი ზარალი მოუტანა.

სხვადასხვა წყაროებიდან ადრეც გამოჟონა ცნობამ, რომ ქვეყანაში შემოყვანილია არაენდემური ჯიშის წითელი მგელი. ქართულ მედიაში პერიოდულად ჩნდება ინფორმაციები, რომ ეს მგელი ადამიანებს ესხმის თავს, სახლებში უვარდება, მაგრამ მცხოვრებლები თოფის სროლას ვერ ბედავენ. მიზეზი კი ისაა, რომ, როგორც ადრეც ვწერდით, საკუთარ კარმიდამოში მტაცებელი ცხოველის თავდასხმის შემთხვევაში, თუ მისი საკბილო არ გახდი და შენ დაასწარი, ციხე თუ არა, ჯარიმა გარანტირებული გაქვს. თუ "გაგიმართლა" და შეგჭამა, მგელს "კბილებში ჩიჩიას რომ უნახავენ," მერე დაასკვნიან, რომ ნამდვილად ის დაგესხა თავს და ოჯახი სასჯელს გადაურჩება.

არის სოფლები, სადაც მგლები შარა-შუკებში თუ ბაღჩა-ბოსტნებში უპრობლემოდ გადაადგილდებიან და მალე ალბათ სასეირნო ბილიკებსაც გახსნიან. ეს განსაკუთრებით საშიშია მოსახლეობისათვის, რადგან, როგორც ამბობენ, წითელი მგელი ძალიან გამბედავია, ამასთან, თავისებური აგებულება აქვს და, განსხვავებით კავკასიური რუხი მგლისაგან, კილომეტრებს იოლად და სწრაფად ფარავს. შესაბამისად, ამ გადამთიელმა ბუნების შვილმა უშრომველი ცხოვრების გზასაც მიაგნო: გარეულ ცხოველებზე ტყე-ღრეში საძებნელად და სანადიროდ თავს რაღად შეიწუხებს და შინაური პირუტყვით გადის იოლას.

ცხოველთა დამცველებისათვის, რომლებიც მგლებზე ნადირობის ნების დართვაზე პროტესტს გამოთქვამენ, საყურადღებო ინფორმაცია გავრცელდა: რა თქმა უნდა, არავინ დავობს იმას, რომ ყველა ცხოველს აქვს სიცოცხლის და დედამიწაზე არსებობის უფლება და საჭირონი არიან, რათა ეკოსისტემა არ დაირღვეს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში საქმე სხვანაირადაა.

ერთი-ორ ინტერნეტ-საიტზე ჯერ კიდევ წლების წინ გავრცელდა ეს ვარაუდი, თუმცა, არანაირი გამოხმაურება და შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ინფორმაციის დადასტურება ვერ მოხერხდა. თუმცა, როგორც ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. მაშინ ხმები გამოვიდა, რომ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ "ქართველი" მგლებისათვის აცრების ჩატარება გადაწყვიტა და საქართველოდან მათ რიცხოვნობაზე ინფორმაცია მოითხოვა. რას წარმოიდგენდნენ პატიოსანი ევროპელი ბუნებისდამცველები, თუ კავკასიის მთების შვილებს გამომგონებლობის და ეშმაკობის ასეთი საოცარი ნიჭი აღმოაჩნდებოდათ. ქართველებმა, იმისათვის რომ მეტი დაფინანსება მიეღოთ, ქვეყანაში ფარულად შემოიყვანეს წითელი მგელი და ორგანიზაციას მგლების რაოდენობის შესახებ ამის შემდეგ გადაუგზავნეს მონაცემები. მიზანს მიაღწიეს, სავარაუდოდ, სოლიდური თანხები გადმოერიცხათ, მაგრამ საბოლოოდ, შედეგად, მძიმე სურათი მივიღეთ.

ხშირად ამბობენ, რომ მგელი ტყის სანიტარია. მაგრამ ფაქტია, საქართველოს ტყეებში დიდი ზომის ცხოველები, სამწუხაროდ, იმ რაოდენობით აღარ ბინადრობს, რომ სანიტრობა სასიცოცხლოდ აუცილებელი იყოს. შესაბამისად, რუხი მგელი, რომელიც საქართველოს ენდემური ჯიშია, სრულიად საკმარისი იქნებოდა ამ ფუნქციის შესასრულებლად.

აი, ასეთი ფატალური შედეგები მოსდევს ეკოსისტემაში დილეტანტურ და დანაშაულებრივ ჩარევას და ბუნების სიყვარულის და ჰუმანიზმის ნიღაბქვეშ ამოფარებულ, საკუთარ მოგებაზე და ჯიბის გასქელებაზე გათვლილი პროექტების განხორციელებას.



http://presa.ge/new/?m=politics&AID=2921




წყარო:
კატეგორია: სტატიები მგლებზე | დაამატა: a11201 (17.03.2011)
ნანახია: 2422 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 a11201   (18.03.2011 10:14:21) [მასალა]
ბიჭებო უახლოეს მომავალში კლუბი დარეგისტრირდება და პირობას გაძლევტ ასეთი წერილებით კი არა ისეტებს გავუგზავნი შეიძლება დასაჭერად გავიხადო თავი..... აპრილის 10 რიცხვამდე ყველაფერი უნდა მოგვარდეს და სეზონამდე ტავს იცე გავაცნობ როგორც ატომური ბომბი

0   Spam
2 -BERG-   (17.03.2011 23:13:37) [მასალა]
krimanjuli,მონადირეების მეტი რაა მთავრობაში.თუნდაც მოდას აყოლილი. მარა მგელი კი არა საკუთარი თავის გარდა არაფერი ანაღვლებთ

0   Spam
1 krimanjuli   (17.03.2011 22:02:19) [მასალა]
მოსახლეობა გამოძიების დაწყებას ითხოვს.. მაგრამ სად ითხოვს ვისგან და ვინ მოსახლეობაა? საჩივარიი რომელ სასამართლოშიი შეიტანეს? ან მოსახლეობას რამდენი კაციი განსაზღვრავს? ესე ჩვენც კი ვიძახით მილიონ რაღაცას მაგრამ ძალა არ ააქვს ჩვენს ნათქვამს ძალა... ესეთიი შინაარშის ორი სამი გადაცემა რო გაკეთდეს აიი მაშინ სხვაგვარად მიაქცევენ ყურადღებას ამ საქმეს... დავიჯეროო მტავრობაშიი აღარავინაა მონადირე ვისაც მაღთლა ადარდებს ჩვენი ფაუნის ბედიი? ან მაგას მონადირე რათ უნდა ეგ უკვე ეროვნული საკითხია 25

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 13
    სტუმარი: 13
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика