ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თვითგადარჩენაზე [5]
სასწავლო სტატიები [77]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სასწავლო სტატიები » სასწავლო სტატიები    

საკვებად ვარგისი სოკოები
            ალბათ დამეთანხმებიან ის ადამიანები ვისაც აქვთ სოკოს ძებნისა და მოგროვების გამოცდილება. მსურველმა აუცილებლად კარგად უნდა იცოდეს შხამიანი და ვარგისი სოკოს ცნობა! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეიძლება თქვენს სიცოცხლეს საფრთხით დაემუქროს.
სოკო იზრდება მიცელიუმზე რაც მისი ფესვის მაგივრობას წევს .გამრავლება კი იმავე სპორებით ხდება.ჩვენში ძირითადად გავრცელებულია ქუდ-ფეხიანი სახეობები რომელთა რაოდენობა ხუთასზე მეტ ჯიშს მოიცავს . ამათგან მხოლოდ რამოდენიმე ათეულია საკვებად ვარგისიანი. ოც სახეობამდე კი შხამიანი და მისი გამოყენება საკვებად კატეგორიულად მიუღებელია.
არის სოკოები რომლებსაც გადატეხვისას თეთრი ფერის რძისმაგვარი სითხე გამოსდის და ნელნელა ფერის ცვლას იწყებს ,( მაგ:არყა და მჭადა) ეს საშიში არ არის გამომდინარე იმიდან რომ ასეთი სახეობები შეიცავენ ქრომოგენებს.
სოკოს იყენებენ მოხარშულს ,შემწვარს, გამშრალს და დამწნილებულსაც კი.რამოდენიმე სახეობის მირთმევა შეიძლება უმადაც(მაგ : ქამა,ნიყვი)
არის შემთხვევები როცა საკვებმა სოკომაც გამოიწვია მოწამვლა.ზოგჯერ ეს გამოწვეულია თვით სოკოს ტოკსინებით ზოგჯერ კი თვითონ მომხმარებლის ორგანიზმს უჭირს სოკოს გადამუშავება(შეგახსენებთრომ სოკო ძნელად მოსანელებელი პროდუქტია) . 
მოწამვლის შემთხვევაში პირველადი დახმარება აუცილებელია.!!! თუ მოწამლულს უცივდება კიდურები აქვს თავბრუსხვევა , ღებინების შეგრძნება , მაჯის ცემის შენელება , ბინდი თვალებზე , კუჭის უეცარი აშლილობა აუცილებლად უნდა გავუკეთოთ ამორეცხვები თბილი წყლით , როგორც კუჭის აგრეთვე ნაწლავების. მივცეთ რძის პროდუქტები(სასურველია ყველი) შემდეგ კი გადავიყვანოთ უახლოეს სამედიცინო პუნქტში.
მინდა ვურჩიო იმ ადამიანებს რომლებიც პირველად აპირებენ გასვლას სოკოს მოსაპოვებლად!პირველი ვიზიტი ტყეში ამ საქმეში გამოცდილ პარტნიორთან ერთად გააკეთონ . ამით აიცილებთ გაუთვალისწინებელ შედეგებს.
წარმატებებს გისურვებთ ბუნების მოყვარულებო ამ ძალიან აზარტულ და საინტერესო სახეობაში.თან სოკოს მირთმევა ხომ დაუვიწყარი სიამოვნებაა!
ქვემოთ წარმოგიდგენთ საქართველოში გავრცელებულ საკვებად ვარგისიან სოკოს სახეობებს.



ნიყვი(სოკოწითელი)

უკეთესო ხარისხის საჭმელი სოკოა.იზრდება წიფლნარში მუხნარში(აგვისტო სექტემბერში) და იშვიათად გვხვდება სხვა ფოთლოვან ტყეებში.ამოდის ნოტიოიან ფერდებზე და ხავსიან ბორცვაკებზე.ქუდი მოწითალო ფორთოხლისფერია,ფეხი ღია ყვითელი,ფეხზე აქვს გარშემორტყმული თხელი თეთრი ან მოყვითალო არშია.ძირში კი თეთრი თოფრაკია.ნიყვის ქუდის ზომა ზოგჯერ 25 სანტიმეტრს აღემატება.
დიდი რაოდენობით მოიპოვება დასავლეთ საქართველოში. ბაღდათში, რაჭა- ლეჩხუმში და ოკრიბაში.
მიირთმევენ ახალს , ძირითადათ შემწვარს.

მიქლიო (ქათმისბარკალა)

გემრიელი სოკოა .იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში.ზაფხულზე და შემოდგომაზე.უყვარს ტყის ნაკადულების განაპირა ნეშომპალიანი ადგილები.ძირითადად საქართველოში გვხვდება ყვითელი ან ღია სტაფილოსფერი შეფერილობის . აქვს წაგრძელებული ძაბრისებური ფორმა და შენიკბული ქუდი . ქუდის ზომა აღწევს ათ სანტიმეტრამდე . აქვს სამკურნალო თვისებები და იყენებენ ფარმაციაში.
მიირთმევენ ახალს , დამუჟუჟებულს და შემწვარს.

წითლუა( ბღავანა)

ეს სოკო თეთრი ფეხითა და წითელი ქუდით გვხვდება როგორც შერეულ ასევე წიწვოვან ტყეებში. ქვემოდან თეთრია . ამოდის ვაკე ნოტიო ადგილებში ერთეულებად.გემრიელი სოკოა,მაგრამ ხშირად მატლით დაზიანებულს შეხვდებით.
იყენებენ შემწვარს სხვა ხრაშუნა სოკოებთან ერთად. ამზადებენ მწნილადაც.

არყა

არყა განეკუთვნება რძიანა სოკოების კლასს.ის არის თეთრი ფერის, ქუდი ახლად ამოსულს აქვს ქვემოთ ოვალურად დაზნექილი. ზრდასრულს კი ზემოთ მიშვერილი და ძაბრისებური.ქვემოდან მჭიდროთ განლაგებული ფირფიტებით ხასიათდება.გადატეხვისას ჟონავს რძისმაგვარი სითხე რომელიც დროდადრო ღებულობს მოლურჯო ან ცისფერ ფერს ,მოგვიანებით კი მუქი ყავისფერი ხდება. იზრდება ფოთლოვან ტყეებში თითქმის ყოველგვარ პირობებში.არის მწარე გემოსი,მაგრამ ამ ნაკლის მოცილება ორჯერ მოხარშვით შეიძლება და ამის შემდეგ არყა ხდება ძალიან სასიამოვნო გემოს საკვები.მოხარშულს წვავენ და აწყობენ ქინძძმარში. ხრაკავენ ხახვთან ერთად და ამწნილებენ კიდევაც.გვხვდება ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.

მჭადა (ჭეჭკეტა)

მჭადა სოკო განეკუთვნება რძიანა სოკოებს და არის ძალიან გემრიელი პროდუქტი. ამოდის ზაფხულზე ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ხავსიან წითელმიწა ადგილებში.ხშირად გვხვდება იელისა და შქერის ბუჩქების ჩრდილებში.ასევე იზრდება წიწვოვან ტყეშიც.
მჭადას ღია მოყავისფრო ან ნარინჯისფერი ქუდი და ძირი აქვს.ქვემოდან თხელი ფირფიტებია განლაგებული რომელიც თვით სოკოს ფერია(ოდნავ ღია). ქუდი ლორწოიანია და სრიალა.გდატეხვისას გამოყოფს მოყავისფრო ნარინჯისფერ რძეს. ამზადებენ პომიდვრით და ხახვით,იჭმევა უმადაც, შემწვარიც და დამუჟუჟებულიც საუკეთესოა.

ქამა ( შამპინიონი)

ქამა სოკო საქართველოში ძალიან ცნობილი სოკოა. როგორც ვიზუალურად აგრეთვე თავისი გამორჩეული სუნით და არომატით.იზრდება ძირითადად მინდვრებში და ტყის განაპირა მოლებზე.ცოტა რაოდენობით გვხვდება ტყეებში.წარმატებულად მოჰყავთ სასათბურე მეურნეობებშიც.
ქამა თეთრი სოკოა , ქუდი და ძირი თეთრი ფერისაა , ხოლო ქვემოდან განლაგებული მჭიდრო ფირფიტები მოყავისფრო მელნისფერია , ძველი კი მუქი ყავისფერი. ქამას რამოდენიმე სახეობა არსებობს : მინდვრის , მოლის და გიგანტური ქამა.გიგანტურ ქამას იმერლები წერესტოს ეძახიან.ქამას ქუდის ქვემოთ ძირზე აქვს თხელი არშია შემოყოლებული,ზოგჯერ ორიც. 
ამზადებენ ბევრ სხვადასხვა კერძს , სალათებს , შემწვარს და ქუდის კან გაცლილს მიირთმევენ უმადაც.ძალიან გემრიელი და უწყინარი სოკოა.

ენა სოკო

იზრდება ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, ზაფხულიდან დაზამთრებამდე.აქვს მოგრძო ტანი რომელიც ზედა ნაწილში მსხვილდება ,ძირში წვრილია და ოდნავ უხეში. სიგრძე 10 სანტიმეტრამდე აღწევს ,სიმსხო კი 1 სანტიმეტრადე დიამეტრში.ამოდის პატარა ჯგუფებად. თავიდან კრემისფერია,შემდეგ მოყვითალო და ბოლოს ნაცრის ფერში გადადის.გემრიელი სოკოა .გამოიყენება ახალი.

მტრედიო

მტრედიო გემრიელი საკვები სოკოა.იზრდება ფოთლოვან ტყეებში,უყვარს შემაღლებული ბორცვაკები .ქუდი 8-10 სანტიმეტრი დიამეტრისაა,ფეხი 5-7 სანტიმეტრს აღწევს სიგრძით. ქუდის ფერი მომწვანომონაცრისფროა რომელიც ზოგჯერ ძალიან მკრთალია. ქვემოდან ფირფიტები თეთრი მოყვითალო ფერისაა. ახალი ქუდი შეზნექილია და შემდეგ კი გაშლილი.ცვარიანში ქუდი სრიალა და ლორწოვანია. არ გამოირჩევა მკვეთრი სოკოსთვის დამახასიათებელი გემოთი. ოდნავ მომწარო გემოსია.კარგია შემწვარი და დამწნილებული.

დათვა სოკო

დათვა სოკო ძირითადად წიწვოვანი ტყეების მოყვარულია მაგრამ ასევე ხშირად გვხვდება შერეულ ტყეებშიც.ქუდი სქელი და მრგვალი ფორმისაა ფეხი კი მსხვილი და ქუდისაკენ ოდნავ შევიწროებული. ქუდის ფერი მურა ფრისაა ახალი ღია ყავისფერი ან წაბლისფერიც შეიძლება.იზრდება დიდი ,ქუდის დიამეტრმა შეიძლება 30 სანტიმეტრამდე მიაღწიოს.ქვემოდან ჰიმენოფორითაა დაფარული რომელიც თეთრიდან დროთა განმავლობაში მოყვითალო მომწვანო ფერის ხდება. ძვირფასი საკვები სოკოა იზრდება გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლი.გამოიყენება მრავალი მომზადების წესით.

ირმის რქა

საჭმელი სოკოა ,იზრდება ზაფხულის განმავლობაში ფოთლოვან ტყეებში.ყვითელი ფერისაა და გვხვდება თეთრი ოდნავ მონაცრისფროც. ძალიან დატოტვილია წვრილი ამონაზარდებით ,ფესვი კი ერთიანი და მკვრივია.იზრდება ინდივიდებათ რომელიც ერთ ტერიტორიაზე შესაძლებელია მრავლად იყოს. საკვებად გამოიყენება მხოლოდ ახალი.ძველის ამოცნობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს . რადგან დაძველებულს წამონაზარდები უჭკნება და ობის დიდ რაოდენობას აგროვებს.

მანჭკვალა

მანჭკვალა გემრიელი და უწყინარი საჭმელი სოკოა. ამოდის ზაფხულის ბოლოს ფოთლოვანი ხის დამპალ ნაწილებზე და ფესვებზე. ქუდი 3-10 სანტიმეტრი სიფართისაა,ფეხი წვრილი 7-15 მილიმეტრის.ფეხი მიწისაკენ მუქი ყავისფერია ,ქუდისაკენ კი ღიავდება.ქვემოდან ფიფრფიტები დაცილებულია ერთმანეთისაგან 1-2 მილიმეტრით. არის მოყავისფრო მოყვითალო ფერის .მუხის ან წაბლის ხეზე ამოსული მოშავო მოლურჯო ფრი გადაჰკრავს.ფეხზე ქუდთან ახლოს შემოყოლებული აქვს თხელი არშია. ახალი ამოსული ნახევარსფეროსებრია და ფეხთან მიზრდილია. რბილობი თეთრი ფერისაა გადატეხვისას . იყენებენ ახალს , მოხარშვის შემდეგ შემწვარს და ახმობენ კიდეც.

კალმახა (ხეთამხალი)

კალმახა ერთერთი საუკეთესო საკვებად ვარგისი სოკოთაგანია.ამოდის გადაჭრილი ფოთლოვანი ხის ძირებზე ჯგუფურად შემოდგომაზე.ქუდი 5-15 სმ-ია.ფეხი ქვემოთ ვიწრო და ქუდისაკენ თითქმის ქუდის ზომის. ზემოდან მუქი ნაცრისფერია მომწვანოც გადაჰკრავს ხოლო დიდი უფრო ღიავდება და მოყვითალო მონაცრისფრო ხდება.ფირფიტები თეთრი ფერისააქვს და ერთმანეთს დაცილებული. ადვილად მოსაყვანი სოკოა სასათბურე პირობებშიც.კარგი პირობების შექმისას 1 კგ მიცელიუმი იძლევა 70 კგ-მდე ნაყოფს. იყენებენ როგორც ახალა აგრეთვე გამხმარს და დამწნილებულს. არ გამოირჩევა მძაფრი სოკოს არომატით.

შავჩოხა

საკვებად ვარგისი სოკოა. იზრდება შემოდგომაზე წიწვოვან ტყეებში ნიადაგზე მოფენილ წიწვეში ან ხავსიანი საფარის ქვეშ.განსაკუთრებით მრავლად გვხვდება ფიჭვის ტყეში. მცირე ზომისაა ,ქუდი 3-7 სანტიმეტრის დიამეტრისაა ფეხი კი 7-10 სანტიმეტრი სიგრძისა და 1-1.5 სანტიმეტრი სიმსხოსი. ზემოდან ქუდი შუა ნაწილში ამოზნექილია და ნაცრისფერია,ქვემოდან კი თეთრია და ერთმანეთზე 2-3 მილიმეტრით დაცილებული ფირფიტები აქვს . ფეხიც მოთეთროა. სოკოს სუნი მკრთალი და ნაზი აქვს. ამოდის ინდივიდებად ,ერთ უბანზე შესაძლებელია იყოს მრავლად.კარგი სოკოა ოდნავ მომწარო გემო აქვს .ამის გამო ხარშავენ და შემდეგ წვავენ ან კაზმავენ მოხარშულს. გამოიყენება დამწნილებულიც.

ღვინიო

ღვინიო ისევე როგორც ზემოთჩამოთვლილი სოკოები გემრიელი საკვებად ვარგისი სოკოაღიზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ზაფხულიდან შემოდგომამდე. ქუდი 5-10 სანტიმეტრი დიამეტრისაა , მრგვალი და კიდეებზე ოდნავ მოხვეული.მონაცრისფრო მომწვანო ანიისფერი ჩრდილიც გადაჰკრავს. ნამიანზე წებოვანია .ქვემოდან კი ხშირი ფირფიტები აქვს და თეთრი ფერისაა.ფეხი 1-3 სმ დიამეტრის და 10-12 სანტიმეტრი სიგრძისაა,ისიც თეთრი ფერისაა. მტვრევადი სოკოა მსუბუქად გამოკვეთილი სოკოს სუნით.იყენებენ შემწვარს ,დამწნილებულს და სხვადასხვა სანელებლებით მომზადებულს


იმედია ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეთ, როგორ მოგეწონათ კომენტარებში დაწერეთ




წყარო:
კატეგორია: სასწავლო სტატიები | დაამატა: skilter (21.05.2010) | ავტორი: skilter E
ნანახია: 52332 | კომენტარი: 9 | ტეგები: Soko, სოკოები, sokoebi, სოკო | რეიტინგი: 4.4/12

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 9
0   Spam
9 godila   (01.09.2015 11:26:52) [მასალა]
გამარჯობატ ლისის ტბასტან ვცხოვრობ და მაინტერესებს სოკოს სეზონი როდის იწყება?წინასწარ მადლობა

0   Spam
8 godila   (01.09.2015 11:22:47) [მასალა]
166

0   Spam
7 kapparo   (14.06.2012 23:38:27) [მასალა]
მარწყვიო ქბილიო ხახვილო და კიდევ რამდენია... უფ გემრიელებიიიიი სურატების დადებაც შემიძლია

0   Spam
6 dadiani125   (14.06.2011 21:23:05) [მასალა]
მაგარი სერიოზული სტატიაა! მომეწონა მაგრად! 166

0   Spam
5 avtopegi   (11.03.2011 23:44:04) [მასალა]
სოკოზე სიარული მარტლა მაგარია ყველა მონადირემ უნდა იცოდეს სოკოს ცნობა . კაი რჩევებია დიდი მადლობა 166 166 10 10

+1   Spam
4 Admin   (30.10.2010 04:57:02) [მასალა]
მაინც ფრთხილად,სოკოა ბოლო-ბოლო და მასთან ხუმრობა არ შეიძლება.ჩემი კატეგორიული რჩევაა არ მიირთვათ სოკო მხოლოდ წიგნების და სტატიების მიხედვით.ყველა სოკოს ყავს თავისი შხამიანი ანალოგი,რომელიც ამ საქმეში გაუცნობიერებელი ადამიანისთვის უძნელესი გასარჩევია.ამიტომ თუ მაინც თქვენით დაკრიფავთ სოკოს,ანახეთ ამ საქმის სპეციალისტს (არაა აუცილებელი დიპლომიანი ,უბრალო ადამიანი რომელიც ამ სოკოს ხშირად მიირთმევს და ასეთი ჩვენს გვერდით არც ისე ცოტაა), რომელიც ვარაუდების გარეშე გეტყვით რა სოკოა და საკვებად ვარგისია თუ არა.თუ სავარაუდო პასუხს გეტყვით არ ენდოთ,ჯობია გადაყაროთ ეს თქვენი ნაწვალები ვიდრე თავი ჩაიგდოთ უდიდეს საფრთხეში.
ისე სოკოს შემოწმების ერთერთი საშუალებაა ხახვი.თუკი უკვე გადამუშავებულ (შემწვარ თუ მოთუშულ) სოკოში ჩაჭრილი ხახვი გაშავდა ან გალურჯდა სოკო ან შხამიანია,ან შხამიანი სოკოს ნაჭერი მოხვდა შიგ დაეს სოკო გადასაყრელია,თუმცა როგორც მითხრეს ეს მეთოდიც არაა სრულყოფილი და ზოგიერთ ჯიშზე არ მოქმედებს.ამიტომ როგორც ამბობენ სიფრთხილეს თავი არ სტკივაო

0   Spam
3 nukrifox   (08.10.2010 13:34:57) [მასალა]
სოკოს დიდი მოყვარული ვარ მაგრამ ჩემით ვერიდებოდი სოკოს მოკრეფას ეხლა ცოტა გავთამამდი. მართლა საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა... გაიხარე. 10 10 10

0   Spam
2 merabnozadze   (21.08.2010 23:03:31) [მასალა]
ვისაც გაკვტ ინფორმაცია სხვა სახის სოკოებზე გტხოვტ დადოტ. ცინასცარ გიხდიტ მადლობას.. 10 10 10

0   Spam
1 zviadi-zodo   (09.06.2010 12:00:02) [მასალა]
მადლობა ძალიან სასარგებლო რჩევებისთვის,სუყველასთვის გასათვალისწინებელია

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 14
    სტუმარი: 14
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика