ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თვითგადარჩენაზე [5]
სასწავლო სტატიები [77]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სასწავლო სტატიები » სასწავლო სტატიები    

ფიტულების დამზადება
ბეწვიანი ნადირის ტყავის დამუშავება და ნანადირევის ნაწილებად დაყოფა

ბეწვიანი ნადირის გასატყავებლად საჭიროა ზოგიერთი წინასწარი სამზადისი. მაგალითად, სისიხლის ლაქები და ჭუჭყი, რომელიც აქვს ტყავს, უნდა მოაცილოთ სველი ჩვარით, ცხიმოვანი ლაქები-სკიპიდარით ან ბენზინით და ბეწვი ამ ადგილზე გააშროთ მშრალი წვრილი ნახერხით. პირდაპირი ნაწლავიდან უნდა გამოიღოთ განავალი, ხოლო შარდის ბუშტიდან - შარდი.
ტყავი დიდი სიფრთხილით უნდა გაიხადოს, არ გაგეჭრათ გლემურძი. არ შეიძლება აგრეთვე გლემურძის სისხლის ჩანაქცევების ან ლაქების დატოვება. გლემურძს კარგად უნდა გაეცალოს ქონი კუდიდან და თათებიდანგამოეცალოს წვრილი ძაფიც კი.
ტყავს ხდიან ერთ-ერთი ქვემოთმოყვანილი წესით.

პირველი წესი - მილისებური გახდა- იმაში მდგომარეობს, რომ ტყავს ხდიან მილის მსგავსად გავიდან თავისაკენ. ამისათვის ტყავს ჭრიან უკანა ფეხების თათებიდან შიგა გვერდით უკანა ტანის გასავლამდე და აქედან იწყებენ ტყავის გახდას. გარდა ამისა, საჭიროა კუდის ქვედა ნაწილში ბოლომდე გაკეთდეს ჭრილი და აგრეთვე შემოიჭრას წინა ფეხები თათებიდან ნიდაყვამდე.
მეორე წესია გატყავება წინდისებურად. ამ შემთხვევაში ტყავზე არავითარ გაჭრას არ წაწარმოებენ. მხოლოდ ლაფშებს ჩამოაჭრიან და დააცილებენ მათ ღრძილებს. შემდეგ იწყებენ ტყავის გახდას ცხოველის თავიდან გავისაკენ.
მესამე წესია გატყავება ნოხისებურად. ამისათვის ქვედა ყბაზე ტუჩის შუა ნაწილიდან იწყებენ ტყავის გაჭრას ყელის შუა ხაზზე და შემდეგ კი მკერდზე, მუცელზე და კუდის ქვედა პირზე. მერე ჭრილი გაკეთდება უკანა თათებიდან უკანა ტანის გასასვლელისაკენ და ბოლოს უკანასკნელი ჭრილი იქნება წინა თათებიდან ნიდაყვების გასწვრივ იღლიების გავლით, სანამ არ შეურთდება მკერდზე გაკეთებულ ჭრილს. ამის შემდეგ ტყავს ხდიან ნოხისებურად.
ცხიმის გაცლა. გახდილ ტყავს კარგად უნდა გასცილდეს ცხიმი, ვინაიდან ტყავზე დარჩენილი ქონი აფუჭებს ბეწვს და ამცირებს მის ღირებულებას.
ცხიმს აცლიან სპეციალური საფხეკით, ბოლოდან თავისაკენ. ცხიმი ჯერ უნდა გაეცალოს ზურგის (ხერხემლის) ნაწილს, შემდეგ გვერდებს, გავასა და კიდურებს. ცხიმის გაცლა ყველაზე უფრო მოსახერხებელია, როდესაც ტყავი წამოცმულია (ბეწვით შიგნითკენ) სათანადო ზომის ხის ჩოტზე.
ბეწვის ცხიმით დასვრის შემთხვევაში აუცილებელია ტყავის გაწმენდა ბეწვეულის საფარის მხრივ; ამისათვის მას უნდა წაუსვათ მშრალი თბილი ნახერხი.
ტყავის გაშრობა. ცხიმის გაცლის შემდეგ აუცილებელია ტყავის ჩამოცმა სამართზე. ეს ტყავს მისცემს სწორ სტანდარტულ ფორმას და ხელს შეუწყობს მის ნორმალურ გახმობას.
სამართს თვით მონადირეც აკეტებს. ამისათვის უნდა აიღოთ მოქნილი ორკაპიანი ტოტი, მოჭრათ იგი ტოტების გაორების ახლოს და დატოვოთ ორივე გრძელი ტოტი.
ორივე ტოტს მოუჭირეთ ხელი და სამართი მეორე ბოლოდან ჩასვით ტყავის გავის ნაწილში, ბეწვეულის შიგნით, და ასე შეიყვანეთ იგი ტყავში ბოლომდე (თავამდე). უკანა ფეხები მიაბით ორკაპის ბოლოებს და ჩამოკიდეთ იგი მშრალ, საქარე, ჩრდილოვან ადგილზე, სადაც ტემპერატურა იქნება 15-30 გრადუსი.
ტყავის გაშრობა დაუშვებელია ღუმელის ახლოს ან მზეზე.
თუ თქვენი სურვილია რომ ტყავი გქონდეთ ბეწვით გარეთ, მაშინ იგი უნდა მოიხსნას სამართიდან (ტყავიდან უნდა გამოიღოთ სამართი ჯერ კიდევ საბოლოოდ გაშრობამდე) და გადაბრუნდეს, რის შემდეგაც ტყავი ცხვირით ჩამოიკიდება საბოლოოდ გასაშრობად.
როდესაც ტყავი გაშრება, ბეწვი უნდა გაიწმინდოს ცხიმის ლაქებისაგან თბილი ნახერხით; წვრილი ჯოხით გაიბერტყოს ნახერხი, შემდეგ კი დაივარცხნოს ბეწვი და ჩამოიკიდოს მშრალ ადგილზე ცხვირით.
ჩლიქოსანთა ცხოველების გატყავება. ჩლიქოსანი ნადირის (ირემი, შველი, ღორი, ჯიხვი და სხვ.) მოპოვებისთანავე უნდა შეუდგეთ მის გატყავებას, ამისათვის უნდა აირჩიოთ მცირე, მაგრამ სწორი მოედანი, იქ დააფინოთ ახლად მოსხეპილი ტოტები და ზედ ზურგით დაადოთ ნადირი.
აიღეთ მჭრელი დანა და ჭლიქოსნებთან წინა და უკანა ფეხებზე შემოსჭერით ტყავი. ახლა უკანა ფეხებთან გაკეთებულ ჭრილთან გასერეთ ტყავის კოჭისაკენ უკანა ტანის გასვლამდე. ასევე წინა ფეხებზე გასერეთ ტყავი ნიდაყვის სახსრამდე და შემდეგ მკერდის შუაგულამდე.
გააკეთებთ რა ამ ჭრილებს, დაიწყეთ ტყავის გაჭრა პირადიპი ხაზით კისრის შუა ნაწილიდან მკერდზე და მუცელზე უკანა ტანის გასვლამდე.
თუ ნადირი რქოსანია (ირემი, შველი, ჯიხვი, არჩვი), ტყავი დამატებით უნდა გაიჭრას კისრის შუა ნაწილის დასაწყისიდან ყურის გავლით ერთ-ერთ რქამდე. შემდეგ შემოიჭრას ამ რქის ძირი, გაიჭრას ტყავი, მერე კი ასევე შემოიჭრას რქაზე.
ახლა კი ხან დანით და, ხან თითებით შეიძლება მხეცის თავიდან მთელი ტყავის გახდა.
გატყავება ყველაზე უკეთესია დაიწყოს თავიდან და ფეხებიდან, შემდეგ კი გვერდებზე და ზურგზე.
გააცილეთ გლემურძს ხორცის ნაწილაკები, ქონი და ძარღვები; დასდეთ ტყავი ბეწვით ძირს და ბლომად დააყარეთ მშრალი მარილი. შემდეგ შეახვიეთ ტყავი კონვერტის მსგავსად, შიგ ჩაატანეთ თავი და ფეხები. ასეთ მდგომარეობაში ტყავი უნდა დარჩეს 6-7 დღეს. რის შემდეგ შეიძლება მისი გაშრობა.
ნანადირევის ნაწილებად დაყოფა. გატყავების შემდეგ ნადირი უნდა გამოიშიგნოს იქვე, ტყავზე. ამისათვის საჭიროა გაიჭრას მკერდი და მუცელი.
უპირველეს ყოვლისა, ნადირს უნდა გამოეცალოს კუჭი და ნაწლავები, შემდეგ კი ფილტვები, გული და ღვიძლი.
ამის შემდეგ შეიძლება შეუდგეთ ნადირის მთელი მთელი სხეულის დაყოფას ნაწილებად.
ჯერ მოაჭერით თავი და ფეხები (სახსრებში). ღორისა და ირმის სხეულს ანაწილებენ ნაჯახით. აუცილებელია მათი ხერხემლის გასწვრივ შუაზე, მარჯვენა და მარცხენა ნახევრებად გაჭრა. თითოეული ნახევარი შეიძლება შემდეგ დანაწილდეს უკანასკნელი და უკანასკნელის წინა ნეკნის შორის წინა და უკანა მეოთხედებად, ანუ ბარკლად და ბეჭად.
სურვილის მიხედვით ოთხფეხი ნადირის ხორცს ამარილებენ შემდეგნაირად: გატყავებულ სხეულს გაჭრიან მცირე ნაწილებად, ყველა მსხვილ ძვალზე მდებარე ხორცში გააკეთებენ დამატებით ჭრილებს. შემდეგ მთელ ხორცს სქლად წაუსვამენ წათხს (კალიუმის გვარჯილას 1 წილზე 100 წილი სუფთა სუფრის მარილი) და მჭიდროდ ჩააწყობენ სუფთა, მდუღარე გამოვლებულ კასრში.
კასრის ძირზე წინასწარ ყრიან სანტიმეტრის სისქე მარილის ფენას. ხორცის ერთი ფენის ჩაწყობის შემდეგ კვლავ ეყრება მარილის სქელი ფენა და ასე განმეორდება ყველა ფენის ჩაწყობისას. ბოლოს ხორცს ზემოდან უნდა დაედვას ფიცრის სათანადო სიმრგვალის სახურავი, და ზემოდან კი რაიმე მძიმე საგანი.
მე-2 და მე - 3 დღეს, როდესაც ხორცი დაიტკეპნება, მას უნდა დაესხას მაგარი წათხი (220 გრამი მარილი ლიტრ წყალზე).
ამის შემდეგ კასრი შეიძლება დაიხუროს და დამარილებული ხორცი დარჩეს მასში 20 დღე-ღამეს გრილ ადგილზე.




როგორ დავამზადოთ ცხოველთა ფიტულები

თითოეული მონადირე რომელიც მისდევს ამ უაღრესად საინტერესო და აზარტულ სპორტის სახეობას , უნდა იყოს ამავდროულად ნატურალისტიც, ბუნების მოყვარულიც. ნადირობის დროს მონადირე უფრო მეტად, ვიდრე სხვა მოქალაქე, ხვდება ცხოველთა სამყაროს სხვადასხვა წარმომადგენელს.
ფრინველთა და ცხოველთა ფიტულების გაკეთება მეტად საინტერესოა, აქ წარმოგიდგენთ ფიტულების დამზადების წესებს და საშუალებებს.

ფრინველის ტყავის შემზადება გასახდელად

მოპოვებული ფრინველის ტყავის გახდა შეიძლება როგორც ნადირობის დროს დასვენებაზე, ასევე შინ. ყოველ შემთხვევაში ერთი რამე უნდა გვახსოვდეს: ტყავი უნდა გახადოთ მანამდე, სანამ მოკლულ ფრინველს აღმოაჩნდებოდეს გახრწნის პირველი ნიშნები.. ეს ნიშნები უპირველეს ყოვლისა, მოკლულ ფრინველს მუცელზე გამოაჩნდება: მუცელი გაიბერება, გამოსცემს მყრალ სუნს, მუცლის ტყავი ფერს იცვლის - ჩალურჯდება, რის შემდეგაც ბუმბულზედ აღარ ჩერდება და ადვილად სცვივა. ფრინველის ასეთი სხეული გასატყავებლად უკვე აღარ ვარგა და ამისთვის დროის დაკარგვა ზედმეტია.
როდესაც დარწმუნედებით, რომ ფრინველი გამოსადეგია დასამუშავებლად, კარგად დაათვალიერეთ: ხომ არ არის დასვრილი ტალახით, ან ხომ არა აქვს სადმე მოცხებული სისხლი. თუ ასეთი რაიმე შეამჩნიოთ, გაასუფთავეთ იგი. ამისათვის აიღეთ პატარა ჭურჭელი, ჩაასხით შიგ წყალი, დაასველეთ ბამბა და ფრთხილად გაუსვით იგი სისხლის წვეთებზე ბუმბულის მიმართულებით. ბამბა უნდა გაწუროთ, კვლავ დაასველოთ და ეს ოპერაცია უნდა განაგრძოთ მანამდე, სანამ ბუმბულს არ მოსცილდება სისხლის ნიშნები. ამის შემდეგ ბუმბული უნდა გაშრეს შემდეგნაირად: აიღეთ სუფთა ჰიგროსკოპული ბამბა ან საშრობი ქაღალდი და მაგრად დააწევით სველ ბუმბულს. ეცადეთ, რომ ეს გაიმეოროთ რამდენჯერმე და მოაცილოთ იქ დარჩენილი სითხე. შემდეგ ამ ადგილზე მოაყარეთ თაბაშირი ან კარტოფილის ფქვილი და ფუნჯით მოაცილეთ დასველებული თაბაშირი ან ფქვილი. რამდენჯერმე გაიმეორეთ ეს ოპერაცია, სანამ ბუმბული მთლიანად სრულიად არ გაშრება და არ მიიღებს თავის ბუნებრივ სახეს.
აიღეთ სანტიმეტრი, გაზომეთ ფრინველის ტანის მოცულობა ყველაზე დიდ ადგილას (მკერდის არეში) და ჩაწერეთ ეს ზომა. ამის შემდეგ შეიძლება შეუდგეთ გატყავებას.



ფრინველის ტყავის გახდა

ტყავის გახდისათვის საჭიროა შემდეგი ხელსაწყოები: მჭრელი ნეშტარი (ლანცეტი), ქირურგიული მაკრატელი და პინცეტი (მათი შეძენა შეიძლება სააფთიაქო მაღაზიებში), ერთი პარკი კარტოფილის ფქვილი, უბრალო ბამბა ან ძენძი, თაბაშირი, დარიშხანის ნატრიუმი, საკვნეტელა, მრგვალტუჩა, სანტიმეტრი და ფუნჯი.
მოკლული ფრინველის ნესტოებში უნდა გაატაროთ ნემსით ძაფი და შეკრათ ნისკარტი. ძაფის ბოლოებში დატოვოთ 10-15 სანტიმეტრი თავისუფალი ძაფი ფრინველის სიდიდესთან შეფარდებით. სანამ ნისკარტს შეუკრავდეთ, ფრინველის პირსა და ნესტოებში უნდა ჩადოთ დახვეული ბამბის პატარა ნაჭრები. ეს იმიტომაა საჭირო, რომ მუშაობის დროს პირიდან და ნესტოებიდან გამონადენმა სისხლმა არ დასვაროს ფრინველის ბუმბული.
ასეთი მომზადების შემდეგ ფრინველის დადეთ ზურგზე ბოლოთი თქვენსკენ, მუცლის ბუმბული გადაყავით შუაზე და ნეშტარით ფრთხილად გაჭერით ტყავი ზევიდან ქვევით, მკერდის ძვლიდან უკანა ტანის გასავლამდე, ამასთან ეცადეთ, რომ არ გაგეჭრათ მუცლის თხელი აპკი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცვივა შიგნეული და გაძნელდება შემდგომი მუშაობა. ჭრილობა ისეთი სიგრძით უნდა გაკეთდეს, რომ იქედან გამოეტიოს მთელი ფრინველის სხეული. მაგალითად, მწყრის მუცელზე ჭრილობა სიგძით 3-5 სანტიმეტრი უნდა იყოს, ხოხბის მუცელზე 10-12 სანტიმეტრი და ა.შ.
ჩაეჭიდეთ გაჭრილი ტყავის მარცხენა ნაპირს პინცეტით ან ფრჩხილებით და გააცილეთ იგი ხორცს ჯერ ნეშტარით, ხოლო შემდეგ მისი ბრტყელი სახელურის ან თითებით და ტყავი გახადეთ მანამ, სანამ არ მიხვალთ წვივის სახსრამდე.
ახლა მარცხენა ხელით აიღეთ ფრინველის ფეხი, დააწევით მას, ეცადეთ გაატაროთ წვივი გაჭრილ არეში, შეაჭერით მყესის სახსარი და ფეხიც ადცვილად გავა ჭრილში. ფრთხილად ჩაჭერით წვივთან და ეცადეთ არ გაჭრათ ტყავი. დააშორეთ წვივი ბარკალს და თითებით თანდათან დააცილეთ ერთმანეთს კუნთები და ტყავი. ამგვარად მიხვალთ მუხლამდე, სადაც ფრინველების უმრავლესობას უმთავრდება ბუმბულის ნაწილი. შემდეგ გადაკვეთეთ ყველა მყესი და წვივის ძვლიდან მოაცილეთ კუნთები, ფეხის ძვალი კი უკან ჩადეთ იმ ტყავში, რომელიც ამ ფეხზე იყო შემოკრული. ამ ადგილას დააყარეთ კარტოფილის ფქვილი, რომ ბუმბული არ დაისვაროს. ახლა გადადით ჭრილის მარჯვენა მხარეზე და ამავე წესით გაანთავისუფლეთ იგი ხორცისაგან, ასევე გაანთავისუფლეთ მარჯვენა წვივიც.
როცა გაანთავისუფლებთ ორივე ფეხს წვივებითურთ ფრინველის სხეულიდან და გაწმენდთ მათ, დააყენეთ ფრინველი ვერტიკალურად მაგიდაზე ბოლოთი ზევით, ასწიეთ ბოლო ზურგისაკენ, გადასწიეთ გვერდზე კუდის ქვეშ მყოფი ბუმბული უკანა გასავლის გარშემო, გაჭერით სწორი ნაწლავი უკანა გასავალთან და ფრთხილად გადაჭერით ხელხემალი კუდის ძირში. ხელრხემლის გადაჭრის დროს შესაძლებელია იქედან სითხე წამოვიდეს. ამ შემთხვივისთვის სასწრაფოდ დაუცეთ სწორ ნაწლავს ბამბა და დააყარეთ მას თაბაშირი.
ჩაჭრით რა ხერხემლის ბოლო მალებს, დაიწყეთ ტყავის გახდა ზურგიდან, მოაცილეთ იგი ხორცს თითებით და, სადაც აუცილებელია ნეშტარით. აწარმოეთ ტყავის გაცლა ხან ზურგიდან და, ხან მკერდიდან. მიხვალთ ფრთებამდე, რომლებიც გადაჭერით ზურგიდან მხრის შეერთებასთან და განაგრძეთ ტყავის გახდა კისრიდან.
როდესაც თავთან მიხვალთ, ფრთხილად გადმოაბრუნეთ ტყავი ისე, რომ არსად არ გაჭრათ ან არ გახიოთ.
თქვენ აქ ნახავთ, რომ ტყავი მიკრულია თავის ქალაზე ყურის თხელი აპკით. ფრთხილად მოკიდეთ მას პინცეტი, დაახვიეთ მასზე აპკი და ისე გამოიღეთ იგი ყურის ღრუდან. აპკი არ გაჭრათ, ვინაიდან იგი შემდეგ გაფართოვდება და დიდ ხვრელს გააკეთებს, რაც ფიტულს სილამაზეს დაუკარგავს.
დაასრულებთ რა ამ ოპერაციას ორივე ყურზე, მიადგებით თვალებს. აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ არ გაიჭრას თვალის ქუთუთო. ამისათვის აუცილებელია, რაც შეიძლება თვალისკენ ღრმად ჩაჭრათ ქუთუთოს აპკი. შემდეგ ტყავის გაძრობას განაგრძობთ ნისკარტის ძირამდე და აქ ამთავრებთ მას.
შემდეგ თავიდან უნდა მოაცილოთ გატყავებული სხეული, რისთვისაც მაკრატლით მოაჭრით კისერს პირველივე კისრის მალასთან თავის ქალის დასაწყისშივე.
გაასუფთავეთ თავის ქალა ხორცისაგან, თვალებისაგან, ენისაგან და შეუდექით ტვინის ამოღებას. ამისათვის საჭიროა გააფართოვოთ თავის ქალის კეფის ნაპრალი მის ქვედა ნაწილში და ამ ნაპრალიდან ამოიღოთ მთელი ტვინი რაიმე ბრტყელი საგნით ან თქვენს მიერ გაკეთებული პატარა მავთულისაგან ერთი ბოლოდან გაფართოების საშუალებით.
როცა ამ ოპერაციას დაამთავრებთ, გადადით ხორცისაგან ფრთების გაწმენდაზე. აიღეთ მარცხენა ხელში ფრთის მხრის ძვლის ბურთისებური ბოლო და ზოგან ნეშტრით და, ზოგან ხელით გახადეთ მას ტყავი როგორც ხელთათმანი. როდესაც მიხვალთ ნიდაყვის სახსართან, ფრთხილად მოაცილეთ საქნევი ბუმბულების საფუძვლები, რომლებიც მიმაგრებულია წინამხრის ძვლებზე, და განაგრძეთ ტყავის გახდა ამ ძვლების ბოლომდე, ამასთანავე ეცადეთ არ გაჭრათ ან არ გახიოთ იგი.
ახლა კი მოჭერით და მოფხიკეთ მთელი ხორცი წინამხრისა და ბეჭის ძვლებიდან.
დარჩა ბოლოს გასუფთავება. ამისათვის ბოლოს ფრთხილად მოაჭერით ხორცის ნარჩენები ბუმბულის შიგნითა მხრიდან, ეცადეთ არ გაჭრათ ბუმბულის ფესვები, წინააღმდეგ შემთხვევიაში მთელი ბოლო დაიშლება და ბუმბულები დასცვივდება. 
ტყავის გახდა დამთავრებულია. თქვენ ხელთ გაქვთ წინდისებურად გადმობრუნებული ტყავი, რომელსაც ბუმბული შიგნით აქვს. წაუსვით მას 10-პროცენტიანი დარიშხანის ნატრიუმის ხსნარი ფუნჯით. ეს პრეპარატი ძლიერ საწამლავია და მასთან მოპყრობა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. შუშა, რომელშიც მოთავსებულია დარიშხანის ხსნარი, უნდა ინახებოდეს ჩაკეტილში, რომ ამ ხსნარით არ ისარგებლონ ბავშვებმა ან შეცდომით უფროსებმა. ეს დოზა სასიკვდილოა.
წაუსვით მტელ ტყავს დარიშხნის ხსნარი, დაამრგვალეთ ამ ფრინველის თვალისოდენა ბამბა და ჩაუდევით იგი თვალების ღრუში. მთელ თავის ქალაზე შემოახვიეთ ბამბის თხელი ფენა, აიღეთ ხელში იმ ძაფის ბოლოები, რომლითაც შეკრულია ნისკარტი, და დაიწყეთ ტყავის თანდათან გადმობრუნება. ფეხებისა და ფრთების ძვლები ისევ თავის ადგილზე მოათავსეთ ტყავში, ასევე ფრთხილად შეიტანეთ თავის ქალა ტყავის ქვეშ, გაასწორეთ იგი, ჩაუდგით თავის ადგილზე ქუთუთოები და ა.შ.
თავიდან ტყავის გახდის დროს ზოგიერთ ფრინველს (კოდალა, იხვი, ბატი, ფარშავანგი და სხვ.) კისრის ტყავში თავის ქალა არ გაეტევა. ამ შემთხვევაში გაიჭრება ფრინველის ყელი თავთან, რაც შეიძლება ახლოს. თავის ქალა არ გასუფავდება არამედ გაკეთდება რა ყოველივე ის, რაც ზემოთ იყო ნათქვამი და გადაბრუნდება რა ყოველივე ის, რაც ზემოთ იყო ნათქვამი და გადაბრუნდება ტყავი უკანვე (ბუმბულით გარეთ), გაკეთდება ჭრილი თავის ქალის ტყავზე გარედან, რაშიაც გაჰყოფენ თავის ქალას მის შემდგომ გასაწმენდად ხორცისა და ტვინისაგან.



ორნიტოლოგიური კოლექციის დამზადება

ამ შემთხვევაში საჭიროა აიღოთ სათანადო სიმსხოს მავთული ან ორივე წვეროდან წამახვილებული თქვენს ფრინველზე ცოტა მეტი სიგრძის ჯოხი; დაახვიეთ მასზე როგორც თითისტარზე, ბამბა ან ძენძი ფრინველზე ცოტა მეტი ზომის, დაიცავით ზუსტად ფრინველის სიგრძე და ყელის სისქე ოდნავ გააფართოვეთ და ოდნავ გადმოაბრუნეთ უკანვე ფრინველის ტყავი, ჩაუდეთ კეფის ჭრილში მავთულის ან ჯოხის ის ბოლო, სადაც თქვენ დაახვიეთ კისრის გამომსახველი ბამბა და დაიწყეთ ტყავის ჩამოცმა ფრინველის ამ იმპროვიზებულ სხეულზე. 
როდესაც მიაღწევთ ბეჭებამდე, გამოაცალეთ ფრთებს ბეჭის ძვლები, წინამხრების ძვლები კი (ისინი წყვილია) გაახვიეთ ბამბის თხელ ფენაში, შესწიეთ ისევ უკან ფრთების ტყავში და განაგრძეთ ტყავის ჩამოცმა ბამბის სხეულზე. გააკეთეთ იგივე ფეხების მიმართაც. შემოახვიეთ ფეხების ძვლებს (წვივს) ბამბა ან ძენძი, ისე რომ მათ ექნეს ცოცხალი ფრინველის ფეხების ფორმა და ამგვარად ჩადეთ ისინი უკანა ფეხების ტყავში. ახლა დარჩა ბოლოს ჩადება თავის ადგილზე ისე, რომ იგი დამაგრდეს მავთულის ბოლოზე. თუ არ ყოფნის სხეულში ბამბა, უნდა დაემატოს, შეერთდეს მუცლის ჭრილის გვერდები და შეიკეროს იგი არახშირი ნაკერით. სწორად დასდეთ ფრთები და ფეხები, შეაბით ფეხზე ეტიკეტი და მთელი ფრინველი ჩადეთ ძირს ქაღალდის პარკში. შეინახეთ იგი მანამდე სანამ გაშრება.
ფეხზე მიბმულ წარწერაში აღნიშნეთ: ფრინველის დასახელება, სქესი, ადგილი, სადაც მოიკლა იგი, მოპოვების დრო, ფრნველის ადგილობრივი დასახელება თუ იგი განსხვავდება საერთო დასახელებისაგან, თუ ფრინველი მოპოვებულია მთაში, მაშინ მიუთითეთ მთის სიმაღლე ზღვის დონიდან, მოკლედ აღნიშნეთ, რა აღმოაჩნდა კუჭში და აგრეთვე მიუთითეთ თვალის ფერი.
ფრინველის სქესის გამოცნობა შეიძლება შემდეგი წესით. თუ ფრინველს არა აქვს სქესის გამომხატველი გარეგანი ნიშნები, გაჭერიტ მარცხნივ ნეკნები სხეულზე, გადასწიეთ გვერდზე ნაწლავები. ხერხემლის გვერდებზე შიგნიდან თირკმლების წინ მამლებს შეიძლება შეამჩნიოთ თითო თეთრ-მოყვითალო ფერის ჯირკვალი, რომელსაც კვერცხის ფორმა აქვს. ასეთი ჯირკვალი ორია. ესენი სათესლე ჯირკვლებია. დედალს ამავე ადგილას აქვს მარცვლის მსგავსი ჯგუფურად ჩაწყობილი გროვა - ეს საკვერცხეებია. ერთი ჯგუფის ფრინველებს ეს გროვა მოთავსებული აქვთ ხერხემლის ორივე მხარეზე, სხვებს კი მხოლოდ ერთ - მარცხენა მხარეზე.
მავნებელთაგან გაფუჭების თავიდან ასაცილებლად ტყავი უნდა შევინახოთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში და ზედ დავაყაროთ ნაფტალინი.
ამით შეიძლება ამოვწუროთ ფრინველთა ტყავების ორნოტოლოგიური კოლექციის გაკეთებისა და დაგროვების საკითხი. 


წყარო: http://www.monadire.ge/forum/index.
კატეგორია: სასწავლო სტატიები | დაამატა: giohunt1982 (22.03.2013)
ნანახია: 3016 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 gagu95   (17.04.2013 01:29:32) [მასალა]
166 166 166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика