ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თვითგადარჩენაზე [5]
სასწავლო სტატიები [77]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სასწავლო სტატიები » სასწავლო სტატიები    

სროლის და დამიზნების მანერა
სროლის მანერა, ეს ერთერთი აუცილებელი თვისებაა მონადირისათვის რომ ისედაც იშვიათად შეხვედრილი ფრინველი და ნადირი არ გაუშვას ხელიდან. სროლა რომ ვისწავლეთ :) :) წინა პოსტებიდან ეს კარგია, მაგრამ ეხლა უნდა ვიზრუნოთ რომ არ დაგვავიწყდეს ნასწავლი. არ ვიცი ვინ რამდენად ხშირათ ახერხებს სანადიროდ და სათევზაოთ გასვლას მაგრამ მე ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩემი დატვირთული გრაფიკის გამო, სეზონზე მაქსიმუმ 4 ნადირობა მოვასწრო, ზოგჯერ ამდენსაც ვერ ვახერხებ ხოლმე. ზოგისათვის შეიძლება ბევრია მაგრამ საერთოდ მგონი 4 ან 5 კარგი გასვლა მხოლოდ მწყერის სეზონზე უნდა მოახერხო რომ სეზონისაგან კმაყოფილი დარჩე. ასეთ პირობებში ხშირია როდესაც გახვალ სანადიროდ და ატყობ რომ ხშირად აცილებთ მიზანს, თითქოს და ცუდად არ ისროდით მაგრამ მაინც რაღაც ვერ ისვრით. ადამიანის კუნთები დუნდება, შესაძლოა თქვენ საკმაოდ აქტიური სამუშაო გქონდეთ მაგრამ იარაღს გადაჩვევა მაინც ხდება. სროლის სიზუსტე დიდწილად დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ხშირად გიჭირავთ ხელში თქვენი იარაღი. იარაღთან ხშირი კონტაქტისას ეჩვევით მის წონას, პროპორციებს, ფორმას. ავითარებთ რიაქციას და ასე ვთქვათ მოდამ ფორმაში ხართ. ფორმის შესანარჩუნებლად სასურველია პერიოდულად ვარჯიშების შესრულება. იაღე 4 სამიზნე, ეს შესაძლოა იყოს 4 რვეულის ფურცელი რომელზეც დახატავტ ვაშლისოდენა წრეებს და გააფერადებთ. სამიზნეები განალაგეთ ოთახის ოთხივე კედელზე, სასურველია პირველ ვარჯიშზე მხრების სიმაღლეზე და დაიწყეთ მორიგეობით დამიზნება ჯერ მარჯვნიდან მარცხნივ თანმიმდევრობით, შემდეგ პირიქით. მეორე ჯერზე სამიზნეები დაალაგეთ დაბლა იატაკის სიმაღლეზე და შეასრულეთ იგივე მოძრაობა, მესამეთ ჭერის სიმაღლეზე ხოლო ბოლოს არეულად. კვირაში ერთხელ მაინც, 10 ან 15 წუთი ასეთი ვარჯიში საშუალებას მოგცემთ მუდამ ფორმაში იყოთ და მინდორში გასვლისას იარაღი ხელში ერ გეჭიროთ როგორც უცხო სხეული. ძალიან მნიშვნელოვანია სროლის როგორ მანერას ანიჭებთ უპირატესობას. 1. მომენტალურად სროლა ამოფრენილ ფრინველზე იარაღის გაყოლების გარეშე. 2. სწრაფი ხანმოკლე დამიზნება იარაღის მცირე გაყოლებით. 3. გაყოლებით დამიზნება და აუჩქარებლად სროლა. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად ისვრის. ამ ჩამოთვლილიდან რომელიღაც ყველაზე მეტად ეხერხება. პირადად მე კარგად ვახვედრებ მიზანს პირველი და მესამე ვარიანტებში, ხოლო მეორე (სწრაფი დამიზნება მცირე მანძილზე გაყოლებით) უფრო ხშირად ვაცილებ ვიდრე სხვა დანარჩენ შემთხვევებში. ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ და გააძლიეროთ თქვენი სუსტი მხარე, არავინ არ იცის სად, რა პირობებში და სიტუაციაში მოგიწევთ სროლა. ამიტომ შეეცადეთ მაქსიმალურად კარგად ფლობდეთ სროლის ყველა მანერას. მაგალითად თუ თქვენ ნადირობთ ტყის ქათამზე ხშირ და ეკლიან ტყეში მაშინ დამიზნების დრო ძალინა მცირეა და თითქმის მომენტალურად გიწევთ სროლა. გარემოს გარდა მნიშვნელობა აქვს თუ როგორი იარაღით ნადირობთ. როდესაც ნადირობთ მწყერზე მოკლელულიანი თოფით მაშინ სროლა გიწევთ ან მომენტალურად ან სწრაფი დამიზნებით, ხოლო თუ იგივე სიტუაციაში ნადირობტ გრძელლულიანი იარაღით მაშინ ძირითადად უნდა ესროლუდ გაყოლებით და კარგად დამიზნებით შორ მანძილზე. აქვე უნდა ავღნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ეს არის დამიზნების მანერა რომელსაც ასევე ვარჯიშის დროს უნდა მივეჩვიოთ. ყველასათვის კარგად არის ცნობილი რომ დამიზნებისას ცალი თვალი უნდა დახუჭოთ. ეს წესი აუცილებელია თუ ჩვენ ვისვრით შაშხანიდან, განსაკუთრებით კი უძრავ სამიზნეზე. საფანტის სროლისას ამ წესის დაცვა აუცილებელი არ არის, შეგიძლიათ ორივე თვალი გქონდეთ გახელილი მაგრამ ასეთი ტიპის დამიზნებას ჯერ უნდა მიეჩვიოთ რომ არ ააცილოთ. საქმე იმაშია რომ როდესაც ცალი თვალი დახუჭული გვაქვს და ჩვენსკენ მომავალ ფრინველს ლულა გადაეფარება ჩვენ ვეღარ ვაკონტროლებთ მანძილს რამდენით წინ დავუმიზნოთ ფრინველს, საკმარისია მეორე თვალიც გაახილოთ რომ გვერდიდან კარგად ჩანს დაშორება ფრინველსა და იარაღის სამიზნეს შორის. ამ დროს სროლის გაკონტროლება იოლია, ხდება სწრაფი კორექტირება ფრინველის სიჩქარისა და მანძილის მაგრამ რთულია გააკონტროლით სამიზნის სისწორე რადგან სამიზნის პლანკა სულ მუდამ ჩანს მეორე თვალით და ხშირათ დამიზნება ხდება გაცილებით ზემოთ ან ქვემოათ. თუ დამიზნების ამ მეთოდსაც აითვისებთ, წარმატებსი შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. უკეთესი ეფექტისათვის სასურველია სახლის პირობებში მოაწყოთ მოძრავი სამიზნე, დაახლოებით ვაშლის ზომის ან ოდნავ მეტი და ივარჯიშეთ მასზე სროლაში 5 ან 7 მეტრის მანძილიდან, პნევმატური იარაღით. გაითვალისწინეთ ერთი თავისებურება, ორივე თვალი გახელილი გვაქვს და იარაღს უმიზნებთ როგორც სანადირო იარაღს პლანკაზე დამიზნებით და არა როგორც შაშხანას სამიზნის ჭრილის ზუსტი გასწორებით. ასეთი ვარჯიშის შემდეგ წარმატების შანსი ბევრად უფრო დიდია. დამეთანხმებით ალბათ, დასანანია როდესაც კილომეტრებს გაივლი ძლივს რამოდენიმე ფრინვალს ნახავ და მასაც ვერ მოიპოვებ. ნუ დაიზარებთ ვარჯიშს !!!


წყარო: http://inovacia.ucoz.com/news/srolis_da_damiznebis_manera/2011-11-30-440
კატეგორია: სასწავლო სტატიები | დაამატა: giohunt1982 (20.02.2013)
ნანახია: 2730 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 kobra19   (16.01.2015 19:25:16) [მასალა]
კარგი რჩევაა რომელიც ყველას და ყოველტვის გამოადგება 166

0   Spam
166 166 10

0   Spam
2 paitona17   (23.02.2013 13:26:53) [მასალა]
10 166

+2   Spam
1 mamalixarazuli   (20.02.2013 21:10:38) [მასალა]
166 იყავი მუდამ ფორმაში .. კარგი სტატიაა,ვეთანხმები 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика