ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » საქართველოში მობინადრე ფრინველები    

სავათები შირაქს დაუბრუნდნენ
კაცილა გაგაძე

წითელწყარის რაიონი, სოფელი ზემო ქედი

ჟურნალი მონადირე და მეთევზე 1990 წ.


          შირაქის ველი განა მარტო საქართველოს პურის ბეღელი, თვალუწვდენელი ზვრები და ცხვარ-ძროხის საიალაღოა? აქ, სამხრეთის ძნელად მისადგომ ადგილებში, ჩვენი და უცხო სწავლულებისგან აღმოჩენილი და შესწავლილი მრავალი მცენარისა და ცხოველთა ენდემური სახეობაა. ჩვენი დიდი ბოტანიკოსი ნიკო კეცხოველი, აკადემიკოსი სელექციონერი ლეონარდ დეკაპრელევიჩი, დიდი მეტყევე ვ. გულისაშვილი და სხვანი დაუღალავად დაეძებდნენ და პოულობდნენ ახალ-ახალ სახეობებს (მეც რამდენჯერ ვახლდი სტუდენტობისას) რომლებითაც დღესაც ამაყობს ქართული მეცნიერება. აქვე , ვაშლოვნისა და ბულათ მოედნის ნახევრად უდაბნოს ქსეროფატულ მცენარეთა სამყაროში, ისინი მტკიცედ ვარაუდობდნენ კულტურული ხორბლის ჯიშების წინაპართა არსებობას (პროფესორი პეტრე ნასყიდაშვილი ახლაც ვარაუდობს ამას.) მათ მტკიცედ სჯეროდათ, რომ სადღაც ალესილებისა და ღვიიან-საკმლიანების უბეკალთებში შეყუჟული უნდა იყოს ხორბლის ველური წინაპრის ეგზემპლარები და ალბათ, რომ დასცლოდათ მიაგნებდნენ კიდეც ამ საოცარ მცენარეთა აბორიგენულ ფორმებს.


           შირაქის პირველი მოსახლენი მხილველნი იყვნენ აქ მონავარდე ჯეირანთა ჯოგებისა; ბევრი იყო გარეული ღორი, გნოლი, კაკაბი, ხოხობი, კურდღელი და სხვა. ფრინველთა მრავალი სახეობის გუნდები აქ საზამთროდ ყოველთვის ბინადრობდნენ. შირაქის პირველი მცხოვრები ვაჟა-ფშაველას მუდმივი მასპინძელი, ზემო ქედელი მეცხვარე ჯაჯაანთ ბასილა ხშირად იგონებდა: უწინ ჯეირნებზე ცხენებით ვნადირობდითო, ახლა ცხენები ავტომანქანებმა შეცვალეს, ტალიანი თოფები – თანამედროვე იარაღმა და შედეგიც სავალალო აღმოჩნდა – ლამის პირწმინდად გაიჟლიტა შირაქის მრავალი ბინადარი.


 ომის დროს, ბავშვობისას, მეც კარგად მახსოვს, სავათთა დიდი გუნდები შემოდგომით რომ მოფრინდებოდნენ, გაზაფხულამდე მშვიდად ზამთრობნენ. ომის შემდეგ ველის ინტენსიურმა დამუშავებამ, შხამქიმიკატების უზომო ხმარებამ, თოფების გრიალმა, ნაწვერალის მასობრივად გადაწვამ და სხვა მავნე საქმიანობამ თანდათან განდევნა ჩვენი ველის უწყინარი ბინადარნი. მიწყდა სავათებისა თუ წეროების ფრთათა ფრაშფრაში, სარსარაკთა და ქედანთა ღუღუნი. შემცირდა. ბოლოს კი სულაც იშვიათი გახადა კაკაბი, ხოხობი, გნოლი… თანდათან დაიცალა საქართველოს ეს უნიკალური რეგიონი და ბოლოს სავათებმაც მიატოვეს მშობლიური სამფლობელო, სადაც მათი უძველესი წინაპრების ბუდე-ადგილი ურბანიზაციამ უმოწყალოდ გადათქერა. წავიდნენ და დაგვიტოვეს ამოუცნობი, მარადიული სევდა ბუნების დაობლებისა.


          სავათები და სარსარაკები, თითქმის 35-40 წელია აქ აღარ გამოჩენილან. ვინ დაფიქრებულა მათ ბედზე? არავინ!



          მაგრამ მადლობა ღმერთს, შარშან ნოემბერში შირაქის ამწვანებულ ველზე კვლავ მოფრინდნენ სავათები, ისინი ლაღად გაიშალნენ მსუყე ბალახზე და ირგვლივ ყელმოღერებული „ყარაულები" დააყენეს. არავინ იცის, სად იყვნენ, სად ბინადრობდნენ ამდენ ხანს და რამ დააბრუნა შირაქში.


     მოფრინდნენ სავათები, სარსარაკები და თითქოს დაობლებულმა ველმაც გაიხარა,თითქოს მიეფერა კიდეც თავის დაკარგულ შვილებს. მოფრინდნენ ლტოლვილნი და ყურები ცქვიტეს ბუნების მტრებმაც, მაგრამ რაიონის მონკავშირის საეგერო სამსახური დროზე აღუდგა ბრაკონიერებს, არც ერთი თოფი არ მიღერებია სანატრელ სტუმრებს. არავის შეუშფოთებია მათი ლაღი ცხოვრება. იქნებ ახლა მაინს გონს მოვეგოთ და შევიფეროთ ბუნების ამ მშვენიერებათა ახლობლობა, იქნებ ახლა მაინც ვუმასპინძლოთ კეთილი, ადამიანური გულით, დავინდოთ, შევიფაროთ, მივექომაგოთ ბუნების ამ დაჩაგრულ დევნილ შვილებს, რათა ჩვენს შთამომავალთ ჰქონდეთ ბედნიერება იხილონ შირაქის ველზე სავათთა, წეროთა, სარსარაკთა და სხვა აქ მოზამთრე ფრინველთა გუნდები.


წყარო:
კატეგორია: საქართველოში მობინადრე ფრინველები | დაამატა: giohunt1982 (18.03.2013)
ნანახია: 8131 | კომენტარი: 9 | ტეგები: სარსარაკი, შირაქს, ინდაური, სავათები, დაუბრუნდნენ, გარეული, სავათი, უდაბნოს | რეიტინგი: 4.9/7

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 9
0   Spam
9 zaza1982   (20.03.2013 12:12:20) [მასალა]
ამ შემოდგომას ჩემი ტვალიტ ვნახე შირაქში 100 ფრტამდე მაინც იქნებოდა ულამაზესი ფრინველია,

0   Spam
8 kaxa1903   (19.03.2013 23:00:20) [მასალა]
მე ამ ზამტარს დზალიან ბევრი ვნახე წნორსჰი რატო ერტი ატასი პრტა არ იქნებოდა

0   Spam
7 bichi2009   (18.03.2013 23:58:40) [მასალა]
ამ ფრინველს ხანდახან ვხედავ ირაოსთან ერთად იცის გადასვლა გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ვერ დავიჩემებ 100 % ით რო ესაა მარა სხვა გამორიცხულია. წყალწმინდაზე დეიდაშვილი მყავს და გავიგე ვიღაცას მოუკლავს მსგავსი ფრინველი ინდაურად მონათლეს მე არმინახია წონა კი 6 კგ გამოსულა. სხვათაშორის ირაოსავით ტრიალებს ჰაერში ჰაერის ნაკადებზე და მიყვება მათ.

0   Spam
5 landia   (18.03.2013 23:47:13) [მასალა]
არა გია იხვზე ვიყავი ხონში არა მარა თბილისტან ახლოს ვნადირობდი იხვზე წელს და ერთირაჭველი მონადირე შემომხვდა მაისურაძე ბიძაკაცი კარგი მონადირე იყო ეყობოდა საუბარზე გამოცდილი დაამადამიან ვესაუბრებოდი და დავინახეთ უცნაური პრინველის გუნდი თან ბევრი დაახლოვები 70 100 მაინც იქნებოდა ვერგავრჩიე რაიყო რუხი გულმკერდი ქონდა და ნარნარ ფრენა დამწკრივებული მოდიოდნენ როგორც ბატები და იმკაცმა თქვამგონისავათი უნდაიყოსო ეხლა როგადავხედე რაღაცით გავს მარა შედარებით მომცრო ზომისები იყვნენ და მართლა გაურკვევლობაშI დავრჩი არმინახავს აგეთი უცნაური Fრინველი იმდღემდე.შესაზლებელია როსავათი ყოფილიყო ?

0   Spam
6 Admin   (18.03.2013 23:54:12) [მასალა]
სავათები კახეთში გადმოდიან როგორც ვიცი, თუმცა იმდენი უცნაურობა ხდება გამორიცხული არაფერია 23

+3   Spam
4 Admin   (18.03.2013 23:03:28) [მასალა]
სავათი გადამფრენი ფრინველია. აგერაა სურათები და იქნება გავიმხილო თემო ეჭვები. ისე ხონში გადაფრენილი არ დამინახავს ჯერ 36_1_69

0   Spam
3 landia   (18.03.2013 21:42:49) [მასალა]
რამაინტერესებს სავატი გადამპრენი პრინველია?და ტუ გაქვთ სურატი როდადიტ სადმე სავატის გუნდი გადაპრენისას როგორ გამოიყურება რაგაც ეჭვებში ვარ და მაინტერესებს

+2   Spam
2 dudu-duda   (18.03.2013 20:47:27) [მასალა]
ბრავო ! შესანიშნავია 10

+1   Spam
1 badri94   (18.03.2013 16:34:36) [მასალა]
10 10 10 ყველაფრისმთქმელია 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика